ნოემბერი 28, 2017 11:04

კომისია „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების პროექტს აქვეყნებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ინტერნეტ მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. გასული თვეების განმავლობაში კომისიამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრაქტიკა და რეგულაციები შეისწავლა, რომლის მიხედვითაც, კოლეგა მარეგულირებელი ორგანოები ინტერნეტ მომსახაურების ხარისხის მონიტორინგსა და მომხმარებლებისთვის მიწოდებული მომსახურების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობას ახორციელებენ. მიმდინარე წლის 16 ნოემბერს კომისიაში ინტერნეტ მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით კომისიის ხედვისა და გეგმების შესახებ შეხვედრა გაიმართა, სადაც ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლები გაეცნენ ინფორმაციას, თუ რა სახით გეგმავს კომისია აღნიშნული საკითხის ტექნიკურ და სამართლებრივ დარეგულირებას.  კომისია შემდგომი განხილვისათვის, ვებ-გვერდზე აქვეყნებს დადგენილების პროექტს „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის  განსაზღვრისა და  შემოწმების  წესის დამტკიცების თაობაზე“. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები