„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 6 /

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2015 11:47

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2015

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №6

2015 წლის 20 აგვისტო  ქ. თბილისი

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2003  წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით (სარეგისტრაციო კოდი: 320.050.000.15.012.005.937 გამოქვეყნების თარიღი 18.07.2003, სსმ№71) დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში“ შევიდეს ცვლილება და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისია მაუწყებელს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის,  ანიჭებს "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.".

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი          მერაბ ქათამაძე

თავმჯდომარე             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი          გიორგი ფრუიძე