„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 8 /

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 09, 2015 11:50

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2015

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №8

2015 წლის 20 აგვისტო ქ. თბილისი

„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

„რეგულირების  საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში (სსმ III, 31.10.2005 №127 მუხ. 1415) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მაუწყებლობის სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები.“.

2. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის/ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.5 პროცენტი.“.

3. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები  ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1 და დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.“.

4. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დანართი №2

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება

მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირისთვის

 ……………………………………………..

(საანგარიშო პერიოდის დასახელება)

 ……………………………………………..

(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)

 ……………………………………………………                                                     ………………………………

(ლიცენზიის მფლობელის/ავტორიზებული                                                          (ტელეფონის ნომერი)

პირის დასახელება)                                                        

 

1.  მთლიანი შემოსავალი დღგ-ის გარეშე

2. რეგულირების საფასური – I სტრიქონის 0,5 %

3. ფაქტობრივად გადახდილია

4. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში (სტრ.2 -სტრ.3)

 

დირექტორი:

მთავარი ბუღალტერი:

ბ.ა.

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კომისიის წევრი              მერაბ ქათამაძე

თავმჯდომარე                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი              გიორგი ფრუიძე

 

 

თანდართული დოკუმენტები: