„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 1 /

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2017 16:00

მიღების თარიღი თებერვალი 09, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება №1

2017 წლის 9 თებერვალი ქ. თბილისი

 

რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:  

 

მუხლი 1 

 

„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილების (სსმ, 05.07.2006, №90, მუხლი 1211) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა” თანდართული ფორმით, სადაც რადიოსიხშირული სპექტრი იყოფა სიხშირულ დიაპაზონებად.“ 

 

მუხლი 2

 

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

 

თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

თანდართული დოკუმენტები: