დადგენილება N 1 “კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ დებულების დამტკ

ნომერი: 1 /

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2005

მიღების თარიღი იანვარი 11, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისი

დადგენილება   N 1      

“კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 20 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“

\\\"კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ\\\" საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის \\\"ა\\\" ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.  “კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 20 დეკემბრის N2 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 2202წ. N125, მუხლი1114) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

2. მე-2  მუხლის   მე-2  პუნქტში კავშირის სახეობის კოეფიციენტი – Ks  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ Ks - კავშირის სახეობის კოეფიციენტი (დანართი 6-ის მიხედვით);

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

“მუხლი 3. კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა შეადგენს 30 000 ლარს.”

4. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის გასვლიდან მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში თანაბარწილად ლიცენზიის მოქმედების ვადის ყოველი მომდევნო წლის პირველივე თვის განმავლობაში, ხოლო ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურების ლიცენზიისათვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს, თანაბარწილად ყოველი მომდევნო თვის პირველივე კვირის განმავლობაში.“

5.  დაემატოს მე-6 დანართი შემდეგი ცხრილის სახით:

დანართი 6

Ks - კავშირის სახეობის კოეფიციენტი კავშირის სახეობა 

კოეფიციენტის სიდიდე

  

 

მოძრავი რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობა; 

3

ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება; 

3

სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობის სხვა სახეებზე: 

1

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე

დიმიტრი ქიტოშვილი