„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 4 /

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2013

მიღების თარიღი მარტი 14, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №4

2013 წლის 14 მარტი  ქ. თბილისი

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების  მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ  „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში” (სსმ III, 23.03.2006 წ., №39, მუხლი 468) შევიდეს შემდეგი დამატებები:

1. 109 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-11 პუნქტი:

ა) "11. მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიმწოდებელი პირი, სამაუწყებლო პაკეტში მოზრდილთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხის (ფასიანი სამაუწყებლო სპეციალიზებული არხი, პორნოგრაფიული, ეროტიკული ან/და სრულწლოვანი მაყურებლისათვის განკუთვნილი სხვა შინაარსით) განთავსების შემთხვევაში, ვალდებულია აღნიშნული სამაუწყებლო არხი განათავსოს მხოლოდ კოდირებული ფორმით."

2. 109 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-12 პუნქტი.

ა) "12. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული წესები არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურება ბოლო მომხმარებელს მიეწოდება უფასოდ."

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

კომისიის წევრი                                                                          ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                       კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                       აკაკი სიხარულიძე