\"კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ\" დებულების დამტკიცების თაობაზე

ნომერი: 2 /

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 01, 2000

მიღების თარიღი სექტემბერი 01, 2000

საქართველოს კავშირგაბმულობისა  და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება N 2

2000 წლის 1 სექტემბერი ქ. თბილისი

\\\"კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ\\\" საქართველოს კანონის 21-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად კომისიამ დაადგინა:

1. დამტკიცდეს \\\"კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ\\\" დებულება;

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ვ. აბაშიძე

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

\\\"კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ\\\"

მოცემული დებულება შემუშავებულია \\\"კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ\\\" საქართველოს კანონის 21-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად და განსაზღვრავს ზემოაღნიშნულ კანონთან შესაბამისობაში მოყვანისა და სალიცენზიო რეესტრში ეტანის მიზით კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის მფლობელთა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (შემდგომში – კომისია) სავალდებულო ხელახალი რეგისტრაციის წესსა და პირობებს.

მუხლი 1

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პირი - ფიზიკური და იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად;

ბ) ლიცენზია – სპეციალური ნებართვა, რომელიც ლიცენზიის მფლობელს აძლევს უფლებას განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს საქმიანობა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში;

გ) ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელსაც ამ დებულების დამტკიცების მომენტისათვის მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

დ) ლიცენზიის გამცემი – კომისია, რომელიც დადგენილი წესით გასცემს ლიცენზიას;

ე) სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრი – მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი ლიცენზიების გაცემის, შეჩერების და გაუქმების მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შესახებ, რომელსაც აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

ვ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი – მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი ლიცენზიების გაცემის, შეჩერების და გაუქმების მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შესახებ, რომელსაც აწარმოებს კომისია.

მუხლი 2

1. კომისიაში უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანის მიზნით ხელახალ რეგისტრაციას ექვემდებარებიან პირები, რომლებსაც კომისიის საქმიანობის დაწყების დღისათვის კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის განსახორციელებლად მიღებული აქვთ ლიცენზია.

2. კომისიის საქმიანობის დაწყების დღედ ითვლება 2000 წლის 1 ივლისი.

მუხლი 3

\\\"კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ\\\" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან კომისიის საქმიანობის დაწყების დღიდან 6 თვის ვადაში გაიარონ კომისიაში ხელახალი რეგისტრაცია უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანის მიზნით.

მუხლი 4

1. ხელახალი რეგისტრაციისათვის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანის მიზნით ლიცენზიის მფლობელი კომისიას მიმართავს განცხადებით.

2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ლიცენზიის მფლობელის საფირმო სახელწოდება;

ბ) ლიცენზიის მფლობელის ადგილსამყოფელი;

გ) ლიცენზიის მფლობელის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

დ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები;

ვ) მონაცემები მისი საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, მესაკუთრის, ადგილსამყოფელის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ;

ზ) ლიცენზირებადი საქმიანობის სახე (სახეები);

თ) ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი;

ი) ლიცენზიის მოქმედების ვადა.

3. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) \\\"კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ\\\" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტით დადგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი და ინფორმაცია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გამოანგარიშების შესახებ;

ბ) ყოველ ლიცენზირებად საქმიანობაზე გაცემული ლიცენზიის დედანი, რომელიც კომისიაში ხელახალი რეგისტრაციის გავლისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანიდან 10 დღის ვადაში უბრუნდება ლიცენზიის მფლობელს.

მუხლი 5

კომისიას უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში თითოეულ ლიცენზიის მფლობელზე შეაქვს ამ დებულების მე – 4 მუხლის მე – 2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

მუხლი 6

1. კომისია უფლებამოსილია არ მიიღოს წარმოებაში ლიცენზიის მფლობელის განცხადება ხელახალი რეგისტრაციისათვის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში გატარების თაობაზე, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ დებულების მე – 4 მუხლის მე – 2 პუნქტით დადგენილი მონაცემები და მე – 3 პუნქტის ა) ქვეპუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტები და მისცეს ლიცენზიის მფლობელს 14 დღიანი ვადა მითითებული დარღვევების აღმოსაფხვრელად.

2. იმ დარღვევების აღმოფხვრის შემდგომ, რის გამოც კომისიამ არ მიიღო წარმოებაში ლიცენზიის მფლობელის განცხადება, ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია ხელმეორედ მიმართოს კომისიას განცხადებით უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში გატარების თაობაზე.

მუხლი 7

1. თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ დარღვეულია კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს შეუჩეროს ლიცენზიის მოქმედება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედება უჩერდება კომისიის მიერ მითითებული დარღვევების აღმოფხვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილება ლიცენზიის მფლობელს უნდა ეცნობოს 5 დღის ვადაში.

3. იმ დარღვევების აღმოფხვრის შემდგომ, რომელთა გამოც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის მოქმედება განახლდება და ლიცენზიის მფლობელი გაივლის ხელახალ რეგისტრაციას კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, კომისიაში განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში.

4. თუ ლიცენზიის მფლობელი დადგენილ ვადაში არ გაივლის ხელახალ რეგისტრაციას და არ მოხდება მისი მონაცემების უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანა, კომისიის გადაწყვეტილებით ლიცენზია გაუქმდება.

მუხლი 8

კომისია ვალდებულია:

ა) ლიცენზიის მფლობელის განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში მოახდინოს ლიცენზიის მფლობელის ხელახალი რეგისტრაცია და მისი მონაცემების უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანა, გარდა ამ დებულების მე – 6 მუხლის პირველი პუნქტით და მე – 7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ლიცენზიის მფლობელის მონაცემების უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანიდან 10 დღის ვადაში აცნობოს წერილობით ლიცენზიის მფლობელს მისი ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანის თაობაზე;

გ) ლიცენზიის თაობაზე უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანილი მონაცემები, შეტანიდან 10 დღის ვადაში, აცნობოს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს;

დ) ნებისმიერ პირს, მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, გააცნოს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემები

მუხლი 9

კომისიის, როგორც უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ლიცენზიის თაობაზე დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.