"კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე

ნომერი: 2 /

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2002

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულო კომისია

 

დადგენილება N 2

 

 

ქ.თბილისი 20 დეკემბერი 2002წ.

 

 

 

 

"კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით

მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე

 

 

 

"კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, 362 მუხლის მე-7 პუნქტის, 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 391 მუხლის, 455 მუხლის მე-5 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დამტკიცდეს "კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ" დებულება (თან ერთვის).

 

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (გ.კვერენჩხილაძე) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე

 

 

დამტკიცებულია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული

კომისიის 20.12.2002წ. N 2 დადგენილებით

 

 

დებულება

 

კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ

 

თავი 1. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. დებულების მიზანი

 

წინამდებარე დებულების მიზანია კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრის და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის დადგენა.

 

 

თავი 2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის

განსაზღვრის მეთოდოლოგია

 

 

მუხლი 2. სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის

საწყისი ოდენობის განსაზღვრა.

 

1. სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრება შემდეგი მაჩვენებლების გათვალისწინებით:

ა) კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანე;

ბ) სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობა;

გ) გადამცემი სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრე;

დ) ქსელში გადამცემი სადგურების რაოდენობა;

ე) კავშირის სახეობის სპეციფიურობა;

ვ) ქვეყნის კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის რაოდენობითი და სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები;

 

2. სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა კომისიის მიერ გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

 

P = Pf x Kq x Kp x N x Kn x Ks x Ki

 

სადაც:

P - სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა ლარებში;

Pf - კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანის შესაბამისი ღირებულება ლარებში (დანართი 1–ის მიხედვით);

Kq - სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის კოეფიციენტი (დანართი 2-ის მიხედვით);

Kp - გადამცემი სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრის კოეფიციენტი (დანართი 3-ის მიხედვით);

N - გადამცემი სადგურების რაოდენობა;

Kn - გადამცემი სადგურების რაოდენობის კოეფიციენტი (დანართი 4-ის მიხედვით);

Ks - კავშირის სახეობის კოეფიციენტი, რომელიც ტოლია 1-ის;

Ki - ტერიტორიული კოეფიციენტი რაიონებისა და ქალაქების მიხედვით (დანართი 5-ის მიხედვით).

 

მუხლი 3. კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე

სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრა

 

1. კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრება:

ა) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების სფეროში არსებული მიკროეკონომიკური მაჩვენებლებით (საქართველოს ათი უმსხვილესი საერთაშორისო ოპერატორის მაჩვენებლების მაგალითზე);

ბ) საბანკო დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთის სიდიდით.

 

2. კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა კომისიის მიერ გამოითვლება განაცხადების შემოსვლის თარიღისათვის შემდეგი ფორმულით:

 

P = Rav x Kd x Kc x 10[წელი] x 1%

 

სადაც:

P - კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა ლარებში;

Rav - კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურე ოპერატორების საშუალო წლიური შემოსავალი (გამოითვლება კომისიის მიერ, ოპერატორების მიერ წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების უწყისებზე დაყრდნობით).

Kd - დისკონტირების კოეფიციენტი (გამოითვლება კომისიის მიერ, საშუალო საბანკო სადეპოზიტო განაკვეთის მიხედვით):

Kd = R x (1-1/A) ;

სადაც:

A = (1+d/12) x ((1+d/12)12 –1)/d;

R - ათი უმსხვილესი საერთაშორისო ოპერატორის საშუალო თვიური შემოსავალი რეგულირების საფასურის გაანგარიშების უწყისების მიხედვით.

d - გაანგარიშების თარიღისათვის გრძელვადიანი საშუალო წლიური შეწონილი სადეპოზიტო განაკვეთის სიდიდე საქართველოს ეროვნული ბანკის "მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი"-ს ბოლო გამოცემის მიხედვით.

Kc - ოპერატორების მიერ კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანობის კოეფიციენტი (გამოითვლება კომისიის მიერ, საქართველოს ათი უმსხვილესი საერთაშორისო ოპერატორის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების უწყისების მონაცემებზე დაყრდნობით):

Kc = - Mi x Ln(Mi)

სადაც:

Mi - თითოეული ოპერატორის საბაზრო წილია ათი უმსხვილესი საერთაშორისო ოპერატორის ჯამურ შემოსავლებში.

 

 

 

თავი 3. სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესი

 

 

მუხლი 4. კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და

სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე კომერციული კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის გაცემისას სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესები

  • სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრება კომერციული კონკურსის საფუძველზე, როგორც კონკურსში გამარჯვებულის მიერ შეთავაზებული სალიცენზიო გადასახდელის მაქსიმალური თანხა.

 

2. სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის პირობები მიეთითება კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში.

 

3. კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის ოდენობის 20%-ის კომისიის ანგარიშზე, ხოლო 10%-ის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. სალიცენზიო გადასახდელის ოდენობის დარჩენილი ნაწილის გადახდის პირობები მიეთითება ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.

 

4. თუ სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს, სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

 

5. თუ სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის გასვლიდან მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში თანაბარწილად ლიცენზიის მოქმედების ვადის ყოველი მომდევნო წლის პირველივე თვის განმავლობაში.

 

6. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია ამ დებულებით და კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაზე ადრე გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი.

 

 

მუხლი 5. სიხშირული სპექტრის გამოყენებით საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე

ლიცენზიის სამაუწყებლო კონკურსის საფუძველზე გაცემისას სალიცენზიო

გადასახდელის გადახდის წესი

 

1. თუ სამაუწყებლო კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა ტექნიკური, ფინანსური და პროგრამირების ასპექტების მიხედვით, გამარჯვებული იხდის კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებულ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას.

 

2. თუ სამაუწყებლო კონკურსში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა ტექნიკური, ფინანსური და პროგრამირების ასპექტების მიხედვით, გამარჯვებულად ცხადდება კონკურსის ის მონაწილე, რომელიც გადაიხდის სალიცენზიო გადასახდელის მაქსიმალურ ოდენობას. სალიცენზიო გადასახდელი განისაზღვრება კონკურსში გამარჯვებულის მიერ შეთავაზებული სალიცენზიო გადასახდელის მაქსიმალური ოდენობით.

 

3. სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა ან სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის პირობები მითითებული უნდა იყოს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში.

 

3. კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის ან სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის კომისიის ანგარიშზე, ხოლო 10%-ის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. სალიცენზიო გადასახდელის ან სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი ნაწილის გადახდის პირობები მიეთითება ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.

 

4. თუ სალიცენზიო გადასახდელი ან სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს, სალიცენზიო გადასახდელის ან სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

 

5. თუ სალიცენზიო გადასახდელი ან სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა აღემატება 1000 ლარს, დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის გასვლიდან მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში თანაბარწილად ლიცენზიის მოქმედების ვადის ყოველი მომდევნო წლის პირველივე თვის განმავლობაში.

 

6. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია ამ დებულებით და კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაზე ადრე გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი.

 

მუხლი 6. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდის წესი ლიცენზიის

მოქმედების ვადის გაგრძელებისას

 

1. კომისია იღებს გადაწყვეტილებას სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, თუ ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნები. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. კომისიის გადაწყვეტილებაში მიეთითება სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.

 

2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის კომისიის ანგარიშზე, ხოლო 10%-ის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი ნაწილის გადახდის პირობები მიეთითება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.

 

3. თუ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

 

4. თუ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა აღემატება 1000 ლარს, დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის გასვლიდან მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში თანაბარწილად ლიცენზიის მოქმედების ვადის ყოველი მომდევნო წლის პირველივე თვის განმავლობაში.

 

5. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია ამ დებულებით და კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაზე ადრე გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა.

 

მუხლი 7. სალიცენზიო გადასახდელის ან სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის

ცვლილება ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში ლიცენზიის მოდიფიცირებისას

 

1. სალიცენზიო გადასახდელის ოდენობის ცვლილება ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში შესაძლებელია ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე ლიცენზიის პირობების მოდიფიცირებისას, თუ მოდიფიცირების შედეგად იზრდება სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა.

 

2. თუ ლიცენზია გაცემულია კონკურსის საფუძველზე, ლიცენზიის პირობების მოდიფიცირების შემთხვევაში სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა გადაიანგარიშება მხოლოდ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის ზრდის ფარგლებში.

 

3. მოდიფიცირებული ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა გამოითვლება ლიცენზიის მფლობელის განაცხადის კომისიაში წარდგენის თარიღისათვის შემდეგი ფორმულით:

 

Lp = Lpm (1 - dy : 10) - Lpi : 10 x ((3 + 7 : 9 x Dy) - dy)

 

სადაც:

Lp - მოდიფიცირებული ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა ლარებში;

Lpm- მოდიფიცირებული ლიცენზიის პირობების შესაბამისად გაანგარიშებული სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა ლარებში;

Lpi - არსებული ლიცენზიის პირობების შესაბამისად გაანგარიშებული სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა ლარებში;

dy - არსებული ლიცენზიის გაცემის თარიღიდან მოდიფიცირებაზე განაცხადის კომისიაში წარდგენის თარიღამდე გასული კალენდარული დღეების რაოდენობის ფარდობა 365-თან;

Dy - ლიცენზიის მოდიფიცირების თარიღისათვის ყოველწლიურად განხორციელებული სალიცენზიო გადახდების რაოდენობა.

 

4. კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის პირობების მოდიფიცირების თაობაზე ამ მუხლის მესამე პუქტით გაანგარშებული სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის კომისიის ანგარიშზე, ხოლო 10%-ის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. სალიცენზიო გადასახდელის ოდენობის დარჩენილი ნაწილის გადახდის პირობები მიეთითება ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

 

5. სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოდიფიცირებიდან ლიცენზიის მოქმედების ვადის დასრულებამდე თანაბარწილად ლიცენზიის მოქმედების ვადის ყოველი დარჩენილი წლის პირველივე თვის განმავლობაში.

 

6. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია, ამ დებულებით და კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაზე ადრე გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი.

 

მუხლი 8. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ს წინასწარ გადახდის და

დაბრუნების წესი

 

კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე კომერციული კონკურსის, ან სიხშირული სპექტრის გამოყენებით ტელერადიომაუწყებლობაზე სალიცენზიო კონკურსის ჩატარებისას კონკურსში მონაწილეობის უფლების მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიის ანგარიშზე იხდის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ს. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ზემოთაღნიშნული თანხა ლიცენზიის მაძიებელს ჩაეთვლება სალიცენზიო გადასახდელი თანხის ოდენობაში, ხოლო ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში გადახდილი თანხა უბრუნდება კომისიისათვის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით.

 

მუხლი 9. პასუხისმგებლობა სალიცენზიო გადასახდელის ან სალიცენზიო გადასახდელის

საწყისი ოდენობის გადაუხდელობისათვის

 

სალიცენზიო გადასახდელის ან სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის კანონმდებლობით ან კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გადახდის წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული

კომისიის 20.12.2002წ. N 2 დადგენილების

დანართი 1

 

 

კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანით განსაზღვრული ღირებულება ლარებში

სიხშირის ზოლი

სიხშირე

10 გჰც-მდე

სიხშირე

10 გჰც-დან

20 გჰც- მდე

სიხშირე

20 გჰც-დან

30 გჰც-მდე

სიხშირე

30 გჰც-ზე

ზევით

25 კჰც-ის ჩათვლით

800

-

-

-

25კჰც-იდან

125კჰც-ის ჩათვლით

 

1 700

 

-

 

-

 

-

125კჰც-იდან

250კჰც-ის ჩათვლით

 

3 200

 

-

 

-

 

-

250კჰც-იდან

500კჰც-ის ჩათვლით

 

4 500

 

-

 

-

 

-

500კჰც-იდან

1.7მგჰც-ის ჩათვლით

 

8 700

 

4 410

 

3 000

 

2 100

1.7მგჰც-იდან

3.5მგჰც-ის ჩათვლით

 

11 100

 

6 600

 

4 410

 

3 000

3.5მგჰც-იდან

7მგჰც-ის ჩათვლით

 

17 700

 

13 410

 

8 700

 

6 000

7 მგჰც-იდან

14მგჰც-ის ჩათვლით

 

24 450

 

19 950

 

13 410

 

8 700

14მგჰც-იდან

28მგჰც-ის ჩათვლით

 

30 900

 

26 640

 

17 700

 

11 700

28მგჰც-იდან

56მგჰც-ის ჩათვლით

 

37 800

 

33 300

 

21 000

 

14 850

56მგჰც-ის ზევით

44 400

39 900

26 400

17 700

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული

კომისიის 20.12.2002წ. N 2 დადგენილების

დანართი 2

 

სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის კოეფიციენტი

სიხშირული დიაპაზონი

კოეფიციენტის სიდიდე

9კჰც-დან 470 მგჰც-ის ჩათვლით

1.8

470 მგჰც-დან 960 მგჰც-ის ჩათვლით

1.5

960 მგჰც-დან 3 გჰც-ის ჩათვლით

1

3 გჰც-იდან 10 გჰც-ის ჩათვლით

0.8

10 გჰც-იდან 17.7 გჰც-ის ჩათვლით

0.6

17.7 გჰც-იდან 40 გჰც-ის ჩათვლით

0.4

40 გჰც-იდან 60 გჰც-ის ჩათვლით

0.2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული

კომისიის 20.12.2002წ. N 2 დადგენილების

დანართი 3

 

გადამცემი სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრის კოეფიციენტი

გადამცემი სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრე

კოეფიციენტის სიდიდე

0 დან 5 ვატ-ის ჩათვლით

0.01

5 ვატ-იდან 10 ვატ-ის ჩათვლით

0.18

10 ვატ-დან 25 ვატ-ის ჩათვლით

0.35

25 ვატ-დან 50 ვატ-ის ჩათვლით

0.50

50 ვატ-დან 100 ვატ-ის ჩათვლით

0.70

100 ვატ-დან 250ვატ-ის ჩათვლით

0.85

250 ვატ-დან 500ვატ-ის ჩათვლით

1.0

500 ვატ-დან 1კვატ-ის ჩათვლით

1.10

1 კვტ-დან 2.5კვტ-ის ჩათვლით

1.20

2.5 კვტ-დან 5კვტ-ის ჩათვლით

1.25

5 კვტ-დან 10 კვტ-ის ჩათვლით

1.30

10 კვტ-ის ზევით

1.40

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული

კომისიის 20.12.2002წ. N 2 დადგენილების

დანართი 4

 

გადამცემი სადგურების რაოდენობის კოეფიციენტი

გადამცემი სადგურების რაოდენობა

კოეფიციენტის სიდიდე

1-დან 10-ის ჩათვლით

1

10-დან 50-ის ჩათვლით

0.90

50-დან 100-ის ჩათვლით

0.68

100-დან 500-ის ჩათვლით

0.58

500-დან ზევით

0.40

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული

კომისიის 20.12.2002წ. N 2 დადგენილების

დანართი 5

 

გეოგრაფიული კოეფიციენტი რაიონებისა და ქალაქების მიხედვით

 

გეოგრაფიული ტერიტორია

გეოგრაფიული კოეფიციენტი

1

საქართველოს მთელი ტერიტორია

1.30

2

თბილისი, დაბა წყნეთი

1.20

3

ბათუმი, სოხუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი

1.0

4

მარნეული, სამტრედია, ზესტაფონი, ზუგდიდი, ხაშური, მცხეთა, გორი, ბოლნისი, გარდაბანი, საგარეჯო

0.75

5

ქობულეთი, ხელვაჩაური, ბორჯომი, ჭიათურა, დედოფლისწყარო, თელავი, ოზურგეთი, გურჯაანი, გაგრა

0.65

6

წყალტუბო, ახალციხე, ცხინვალი, კასპი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ქარელი, ხობი, თერჯოლა, სიღნაღი, გალი, ოჩამჩირე, გულრიფში, გუდაუთა

0.50

7

დმანისი, წალკა, ახმეტა, ლაგოდეხი, დუშეთი, სენაკი, ლანჩხუთი, ყვარელი, ვანი, ნინოწმინდა

0.25

8

ამბროლაური, ბაღდათი, ტყიბული, საჩხერე, ხონი, მარტვილი, წალენჯიხა, ყაზბეგი, აბაშა

0.20

9

ჩოხატაური, ადიგენი, ცაგერი, ასპინძა, ხარაგაული, თიანეთი

0.10

10

ჩხოროწყუ, ონი, მესტია, ახალგორი, ლენტეხი, ქედა, ხულო, შუახევი, ჯავა

0.05