რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 2 /

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

დადგენილება N 2

ქ. თბილისი 24 დეკემბერი 2004 წელი

რადიოდანადგარებისა და  სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 44-ე და 49-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის N 326 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში კომისია) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ

დაადგინა:

1.      დამტკიცდეს რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტი (თან ერთვის);

2.      დამტკიცდეს რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის თანდართული შემდეგი დანართები:

ა)      დანართი N1 – ელექტრომაგნიტური ხელშეშლისაგან  დაცვის ძირითადი მოთხოვნები;

ბ)      დანართი N2 – ევროპული ჰარმონიზირებული სტანდარტები;

გ)      დანართი N3 – CE ნიშანდება;

დ)     დანართი N4 – GES ნიშანდება;

ე)      დანართი N5 – შესაბამისობის დადასტურების დეკლარაციის მოკლე ფორმა;

3.      დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

4.      დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

  კომისიის თავმჯდომარე                                                                                                    დ.  ქიტოშვილი

 

 

                                                                                                                                       

 

 

 \\\"დამტკიცებულია\\\"

                                                                              საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის __________ N___ დადგენილებით

 

რადიოდანადგარებისა  და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტი

 

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ძირითადი დებულებები

წინამდებარე რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტი (შემდგომში „რეგლამენტი“) მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 44-ე და 49-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 ივნისის N326 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად. 

მუხლი 2. მიზანი

რეგლამენტი განსაზღვრავს საქართველოში  ერთგვაროვანი პროდუქციის – რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების, მათი სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებისა და თავისუფლად მოძრაობის, აგრეთვე მომსახურებაში დაშვების მარეგულირებელ წესებს.

მუხლი 3. გამოყენება

1. ეს რეგლამეტი ვრცელდება რადიოდანადგარებსა  ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალურ დანადგარებზე;

2.  ეს რეგლამენტი  არ გამოიყენება შემდეგი დანადგარებისათვის:

ა)  რადიოდანადგარები, რომლებიც გამოიყენება რადიომოყვარულების მიერ რადიომოყვარულთა საერთაშორისო კავშირის (IARU) რეგლამენტის შესაბამისად ან/და მათ მიერ გამოყენებული რადიოკომპონენტების ნაკრები, ასევე რადიომოყვარულების მიერ მოდიფიცირებული რადიოდანადგარები;

ბ) რადიოდანადგარები, რომლებიც განსაზღვრულია მხოლოდ ტელერადიოსამაუწყებლო მომსახურებისა ან მონაცემთა  მიღებისათვის.;

გ)   სამოქალაქო ავიაციის აპარატურა და მათი  კომპონენტები; საჰაერო ტრანსპორტის მართვის დანადგარები და სისტემები, აგრეთვე საზღვაო ხომალდების დანადგარები; 

დ)  კაბელები და სადენები;

ე) საზოგადოებრივი  უსაფრთხოებისა და  სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფით  საქმიანობასთან დაკავშირებული და სახელმწიფო ორგანოების მიერ  ექსკლუზიურად გამოყენებული სპეციალური დანადგარები;

 

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აკრედიტაცია – სერტიფიციკაციის ორგანოს უფლების ოფიციალური აღიარება განახორციელოს სერტიფიცირება;

ბ) აპარატურა – ნებისმიერი ელექტრული ან/და ელექტრონული რადიო-  ან  სატელეკომუნიკაციო ტექნიკური მოწყობილობა (დანადგარი), რომელიც შედგება  რადიო ან სატელეკომუნიკაციო აპარატურის,  სხვა რადიოელექტრონული ან/და მექნიკური კომპონენტების,  ან მათი ერთობლიობისაგან;

გ) განმცხადებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სერტიფიკაციის ორგანოს მიმართავს განცხადებით პროდუქციას ჩაუტაროს სერტიფიკაცია;

დ) გამოსხივება – რადიოგადამცემი სადგურის მიერ შექმნილი რადიაცია ან რადიაციის შექმნა;

ე) გამოცდის ოქმი  - საგამოცდო ცენტრის (ლაბორატორიის) მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს გამოცდის შედეგებს  და გამოცდასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;

ვ) დანადგარი – რადიოდანადგარი ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარი;

ზ) დანადგარის კლასი – ინტერფეისის მიხედვით ერთგვაროვანი ტიპის ტექნიკურ საშუალებათა კომპლექსი;

თ) დეკლარაცია – მწარმოებლის, საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, იმპორტიორის ან ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირის სრული პასუხისმგებლობით გაკეთებული დადგენილი ფორმის განცხადება რადიოდანადგარის ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;

ი) დირექტივა – ევროპის კავშირის საბჭოს ან/და ევროპის პარლამენტის  მიერ მიღებული და საქართველოს მიერ აღიარებული დირექტივა;

კ) ელექტრომაგნიტური თავსებადობა - დანადგარის ან მისი ნაწილის უნარი ელექტრომაგნიტურ გარემოში იმუშაოს სხვა დანადგარის ან მისი ნაწილისათვის ელექტრომაგნიტური ხელშეშლის გარეშე;

ლ) ელექტორმაგნიტური ხელშეშლა – რადიოკავშირის სისტემაში, ერთი ან რამოდენიმე გამოსხივებით, რადიაციითა ან ინდუქციით შექმნილი არასასურველი ენერგიის ზემოქმედება მიღებაზე, რომელიც იწვევს დანადგარის ან მისი ნაწილის ფუნქციონირების დონის შემცირებას - ხარისხის გაუარესებას, შეცდომებსა ან ინფორმაციის დაკარგვას, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა ამგვარი არასასურველი ენერგიის არარსებობის შემთხვევაში;

მ) იმუნიტეტი – დანადგარის, ან მისი ნაწილის (კომპონენტის) შესაძლებლობა, იმუშაოს გარედასაშვები ხელშეშლების დროს;

ნ) ინსტალაცია – ტექნიკური საშუალების (დანადგარი, აპარატურა) აპარატურული (პროგრამული) გაწყობა-გამართვა  (დაყენება);

ო) ინტერფეისი – ორ ქსელს, სისტემასა და აპარატურას შორის ფიზიკური და ლოგიკური შეერთება, ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრები, ორი კომპონენტის შეერთების ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო სისტემების მოწყობილობებსა და პროგრამულ საშუალებებს შორის ურთიერთქმედების განხორციელებას ამა თუ იმ პროტოკოლის შეაბამისად, რომლის დროსაც შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ტიპის კავშირის არხი.

პ) იმპორტიორი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შემოაქვს პროდუქცია საქართველოს ბაზარზე განთავსების მიზნით;

ჟ) კომისია – სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანო – საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

რ)  კავშირგაბმულობის ოპერატორი -  იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ლიცენზიას  კავშირგაბმულობის, მაუწყებლობის ან ფოსტის სფეროში საქმიანობაზე;

ს) მწარმოებელი – ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელიც აწარმოებს რადიოდანადგარებს ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალურ დანადგარებსა და მათ ნაწილებს;

ტ) ვროპული ჰარმონიზირებული სტანდარტები – ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის მიერ მიღებული ტექნიკური მახასიათებლები, რომელთა გამოყენება არ არის სავალდებულო;

 უ) მიუღებელი ხელშეშლა   -  ხელშეშლა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს  რადიოდანადგარის ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის დაზიანება ან გამოიყვანოს იგი ფუნქციონირების ნორმალური რეჟიმიდან, გააუარესოს მომსახურების უსაფრთხოება ან/და შეამციროს დადგენილი სტანდარტის მომსახურების ხარისხი;

ფ) მომხმარებელი –  პირადი საჭიროებისათვის საქონლის (მომსახურების, სამუშაოს) გამომყენებელი, შემძენი,  შემკვეთი,  ან  ასეთი განზრახვის მქონე პირი;

ქ) რადიაცია – ნებისმიერი წყაროდან რადიოტალღების სახით გამომდინარე ენერგიის ნაკადი.

ღ) რადიოდანადგარი – დანადგარი, რომლითაც კავშირი  ხორციელდება რადიოტალღებითა და საეთერო კავშირისათვის გამოყოფილი სიხშირული სპექტრის გამოყენებით;

ყ) რადიოტალღები  ან ჰერცის ტალღები – ელექტრომაგნიტური ტალღები, რომელთა სიხშირეები პირობითად შემოფარგლულია 3000გჰც-მდე და ვრცელდებიან სივცეში ხელოვნური ტალღსატარის გარეშე.

შ) რეგლამენტი – რადიოდანადგარებისა და  სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტი;

ჩ) საგამოცდო  ცენტრი (ლაბორატორია) -  საგამოცდო ცენტრი (ლაბორატორია),  რომელიც უფლებამოსილია  ჩაატაროს  კონკრეტული  გამოცდა და გასცეს გამოცდის ოქმი სერტიფიკაციისათვის;

ც) სერტიფიცირება  – დადგენილ მოთხოვნებთან  პროდუქციის შესაბამისობის  დადასტურება;

ძ) სერტიფიკაციის ორგანო – საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია, საზოგადოებრივი გაერთიანება რომელიც ამ რეგლამეტის შესაბამისად აკრედიტებულია და უფლებამოსილია  მოახდინოს პროდუქციის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება და გასცეს შესაბამისობის სერტიფიკატი;

წ)  საერთო სარგებლობის  სატელეკომუნიკაციო ქსელი -  სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და  საშუალებების ერთიანი ტექნოლოგიური კომპლექსი, რომელიც იქმნება ადგილობრივი, მობილური, საქალაქთაშორისო, საერთაშორისო, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტით მომსახურების მიმწოდებელი  კავშირგაბმულობის ოპერატორების კანონით დადგენილი წესით ურთიერთჩართვის შედეგად;

W) სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარი – დანადგარი ან მისი კომპონენტი, რომელიც ნებისმიერი საშუალებით, პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება საერთო სარგებლობის სატელეკომუნიკაციო ქსელის ინტერფეისს;

x) საქსტანდარტი  - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სტანდარტიზაციის,  მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტო;

j) საზიანო ხელშეშლა – ხელშეშლა, რომელიც საზიანო გავლენას ახდენს რადიოდანადგარზე ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალურ დანადგარზე;  

h) სერტიფიკაციის სისტემა – სისტემა, რომელსაც აქვს სერტიფიკაციის ჩასატარებლად საჭირო პროცედურებისა  და მართვის საკუთარი წესები;

 ჰ1) სტანდარტი – სტანდარტი - უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს საქონლის, მასთან დაკავშირებული პროცესების და წარმოების მეთოდებისათვის, რომელთა დაცვა სავალდებულო არ არის. იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს ან ექსკლუზიურად ეხებოდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების ან ეტიკეტირების მოთხოვნებს საქონლის, პროცესის ან წარმოების მეთოდის მიმართ;

ჰ2) ურთიერთშენაცვლებადობა – ერთი პროდუქციის, პროცესის ან მომსახურების უნარი, გამოყენებულ იქნეს სხვა პროდუქციის, პროცესის ან მომსახურების ნაცვლად ერთი და იმავე მოთხოვნების შესასრულებლად;

ჰ3) შესაბამისობის ნიშანი – დადგენილი წესით დაცული ნიშანი, რომელსაც ადებენ პროდუქციას  იმის საჩვენებლად, რომ მან გაიარა სერტიფიკაცია;

ჰ4) შეთავსებადობა – პროდუქციის, ექსპლუატაციის პროცესის ან მომსახურების ვარგისიანობა გარკვეულ პირობებში ერთობლივი გამოყენებისათვის, რაც  აკმაყოფილებს შესაბამის  მოთხოვნებს და არ იწვევს არასასურველ  ურთიერთქმედებას;

ჰ5) CE – ევროპულ ჰარმონიზირებულ სტანდარტებთან შესაბამისობის ნიშანი, რომელიც აღნიშნავს, რომ სათანადოდ იდენტიფიცირებული პროდუქცია, პროცესი ან მომსახურება შეესაბამება  ევროპულ ჰარმონიზირებულ სტანდარტებს;

ჰ6)  GES – შესაბამისობის ნიშანი, რომელიც აღნიშნავს, რომ სათანადოდ იდენტიფიცირებულ პროდუქციას, პროცესს ან მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობის დაცვით გავლილი აქვს შესაბამისობის დადასტურების პროცედურა.

მუხლი 5. ძირითადი მოთხოვნები 

     2121. ამ რეგლამენტით განსაზღვრული დანადგარები უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:

ა) მომხარებლებისა და სხვა პირების ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოება, რომელიც მოიცავს შემდეგ  მოთხოვნებს:

 ა.ა) ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ  რადიოელექტრული დანადგარების უსაფრთხო და  დანიშნულებისამებრ გამოყენებას, აღნიშნული უნდა იყოს უშუალოდ დანადგარზე და  თუ ეს შეუძლებელია - თანდართულ დოკუმენტაციაზე;

ა.ბ) მწარმოებლის საფირმო სახელწოდება ან მისი სავაჭრო ნიშანი  გარკვევით უნდა აღინიშნოს დანადგარზე და  თუ ეს შეუძლებელია – შეფუთვაზე;

ა.გ) დანადგარი, მის შემადგენელ ნაწილებთან (კომპონენტებთან) ერთად უნდა  უზრუნველყოფდეს  უსაფრთხო აწყობასა და ჩართვას;

ა.დ) დანადგარი წარმოებული უნდა იყოს  ისე, რომ უზრუნველყოფდეს მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებას, უსაფრთხო შენახვასა და  მომხმარებლების, სხვა პირების, შინაური ცხოველებისა  და ქონების უსაფრთხოებას; დანადგარის ტექნიკური მახასიათებლები უნდა უზურნველყოფდეს:

ა.დ.ა) დანადგარის ექსპლოატაციისას  მომხმარებლების, სხვა პირებისა  და  შინაური ცხოველების დაცვას ფიზიკური ზემოქმედების ან სხვა დაზიანებისაგან, რაც შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირმა ან არაპირდაპირმა ელექტრულმა ზემოქმედებამ;

ა.დ.ბ) საშიში ტემპერატურის, ადამიანის ჯანმელობისთვის სახიფათო რადიაციის დონის ან ელექტრული რკალის (ელექტრული გარღვევის) წარმოქმნის თავიდან აცილებას.

ა.დ.გ) ადამიანისა და შინაური ცხოველების, აგრეთვე ქონების დაცვას ელექტრული დანადგარებით გამოწვეული არაელექტრული საფრთხისაგან, რისთვისაც დანადგარს უნდა გააჩნდეს შესაბამისი იზოლაცია;

ა.დ.დ) გარეზემოქმედებით გამოწვეული საფრთხისაგან დაცვის ტექნიკური პირობები უნდა უზრუნველყოფდეს  ელექტრულ დანადგარებზე მექანიკური ან/და სავარაუდო გარემოპირობებში ან სავარაუდო გადატვირთვის დროს არამექანიკური გავლენის თავიდან აცილებას;

ბ) ექსპლუატაციის თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად დანადგარის ინსტალაციის, შენახვისა და დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში:

ბ.ა) დანადგარების, სტანდარტით განსაზღვრული სიხშირული ზოლის გარეთ გამოსხივებამ არ უნდა გადააჭარბოს იმ დონეს, რომელიც გამოიწვევს ხელშეშლებს სხვა აპარატურის დანიშნულებისამებრ გამოყენების დროს;

ბ.ბ) სხვა აპარატურის დანიშნულებისამებრ გამოყენების დროს დანადგარს უნდა გააჩნდეს ელექტრომაგნიტური ხელშეშლის შიდაიმუნიტეტი;

გ) მიწისზედა კავშირის  რადიოსაშუალებებისა და დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის რესურსებისათვის განაწილებული სიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას ისე, რომ არ გამოიწვიოს  მიუღებელი ან/და  საზიანო ხელშეშლა;

2. ელექტრომაგნიტური ხელშეშლისაგან დაცვის ძირითადი მოთხოვნები განსაზღვრულია ამ რეგლამენტის  N1 დანართით.

მუხლი 6. ქსელის ინტერფეისის მახასიათებლები

1. საერთო სარგებლობის სატელეკომუნიკაციო ქსელში ჩართული კავშირგაბმულობის ოპერატორი ვალდებულია:

ა)გამოაქვეყნოს ქსელის ინტერფეისი და ქსელში არსებული ტექნიკური საშუალებების ზუსტი  მახასიათებლები ამ ინტერფეისის საშუალებით მიწოდებულ მომსახურებათა საჯარო ხელმისაწვდომობისათვის;

ბ) რეგულარულად მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ კავშირგაბმულობის ოპერატორს ინფორმაცია ქსელის ინტერფეისის განახლებული მახასიათებლების შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია  სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების შესახებ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შესაბამისი ინტერფეისის საშუალებით მიწოდებული მომსახურების გამოყენება;

2. ქსელის ინტერფეისის მახასიათებლები მოიცავენ შესაბამისი სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის წარმოებისათვის, აგრეთვე ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების ტესტების ჩასატარებლად აუცილებელ ინფორმაციას. ქსელის ინტერფეისის ძირითადი  მახასიათებლები, აგრეთვე განახლებული მახასიათებლები, სხვა მწარმოებელს მიეწოდება ინგლისურ თარგმანთან ერთად;

3. კავშირგაბმულობის ოპერატორი ვალდებულია კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია ქსელის ინტერფეისის  გამოქვეყნებული მახასიათებლების, აგრევთვე მათი გამოქვეყნებისა და განთავსების შესახებ;

4. ქსელის ინტერფეისის მახასიათებლების დიდი მოცელობის გამო  მისი  გამოქვეყნების მიზანშეუწონლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ მახასიათებლების შემოკლებული ვერსიის გამოქვეყნება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირება ინტერფეისის გამოყენების ხასიათისა და მიზნის შესახებ და შეიცავდეს ინფორმაციას ინტერფეისის სრული მახასიათებლების განთავსების თაობაზე. კავშირგაბმულობის ოპერატორი უზრუნველყოფს ინტერფეისის სრული მახასიათებლების გადაცემას დაინტერესებული მხარისათვის მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

მუხლი 7.  ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტები

1. სატელეკომუნიკაციო სფეროში მოქმედი ევროპული ჰარმონიზირებული სტანდარტები აღიარებულია საქართველოში „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად. აღიარებული ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტები განსაზღვრულია ამ რეგლამენტის N2  დანართით;

2. ევროპული ჰარმონიზირებული სტანდარტების შესაბამისი CE ნიშანდებული (დანართი  N3) რადიოდანადგარის  ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის  ამ რეგლამენტის მე-5 მუხლით დადგენილ ძირითად მოთხოვნებთან   შესაბამისობა დადასტურებულია და არ საჭიროებს შესაბამისობის დადასტურების ამ რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურის გავლას. 

 

თავი II. შესაბამისობის დადასტურება და ნიშანდება (CE, GES)

მუხლი 8. შესაბამისობის დადასტურება ევროპაში და CE  ნიშანდება

1. რადიოდანადგარი  ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის CE შესაბამისობის ნიშანდებით,  მწარმოებელი, ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი აცხადებს, rom danadgari აკმაყოფილებს 1999 წლის 9 მარტის ევროპის პარლამენტისა და  ევროპის კავშირის საბჭოს მიერ მიღებულ და   საქართველოს მიერ აღიარებულ „რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარებისა და მათი ორმხრივი შესაბამისობის დადასტურების შესახებ“ დირექტივის ძირითად მოთხოვნებს და მასზე შესრულებულია ამ დირექტივით განსაზღვრული შესაბამისობის დადასტურების პროცედურა;

2. CE ნიშანდებას თან ერთვის ევროკავშირის შესაბამისი შემტყობინებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი. რადიოდანადგარს დამატებით თან ერთვის დანადგარის კლასის იდენტიფიკატორი, თუ მას ასეთი იდენტიფიკატორი აქვს მინიჭებული.  დანადგარს შეიძლება ერთვოდეს სხვა ნიშანი, რომელიც  ხელს არ უშლის CE  ნიშანდების აღქმას. აკრძალულია დანადგარს ერთვოდეს სხვა ნიშანდება, რომელმაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს პირი CE ნიშანდების ამოცნობის დროს ან  ერთვოდეს CE ნიშანდება ამ რეგლამენტით განსაზღვრულისგან განსხვავებული  შინაარსით;

3. რადიოდანადგარი  ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარი იდენტიფიცირებული უნდა იქნას მწარმოებლის მიერ მისი ტიპის, ჯგუფისა ან/და სერიული ნომრის მითითებით, მწარმოებლის ან/და ბაზარზე განმთავსებლის სახელის აღნიშვნით;

4. მწარმოებელი, ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში, იმპორტიორი აგრეთვე პირი, რომელიც პასუხისმგებელია CE ნიშანდებული რადიოდანადგარის  ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის საქართველოს ბაზარზე განთავსებაზე, ადგენს დანადგარის შესაბამისობის დადასტურების დეკლარაციის მოკლე ფორმას, აგრეთვე ვალდებულია შეინახოს შესაბამისობის დადასტურების დოკუმენტაცია, პროდუქციის წარმოებიდან, შემოტანიდან ან  ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის მანძილზე.

 

მუხლი 9. შესაბამისობის დადასტურება საქართველოში

1. CE ნიშანდების არმქონე  რადიოდანადგარის  ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება საქართველოში შესაბამისობის დადასტურების პროცედურით;

2. CE ნიშანდების არმქონე  რადიოდანადგარის  ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებისათვის მწარმოებლი, საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, იმპორტიორი ან/და ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირი ადგენს ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაციას;

3. დანადგარი, რომელიც არ იყენებს რადიოსიხშირეებს,  მწარმოებლის, ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელის, იმპორტიორის ან/და დანადგარის საქართველოს ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირის შერჩევით, ექვემდებარება ამ რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისობის დადასტურების  შიდაკონტროლის  პროცედურას ან შესაბამისობის დადასტურებას სრული ხარისხის გარანტიით იმ პირის ინიციატივითა და ხარჯით, რომელიც პასუხისმგებელია რადიოდანადგარის  ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის საქართველოს ბაზარზე განთავსებაზე.

4. დანადგარი, რომელიც იყენებს რადიოსიხშირეებს და  N2 დანართით განსაზღვრულ ევროპულ ჰარმონიზებულ სტანდარტებს სრულად, მწარმოებლის, ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელის, იმპორტიორის ან/და დანადგარის საქართველოს ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირის შერჩევით, ექვემდებარება ამ რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისობის დადასტურების  შიდაკონტროლის  პროცედურას ან შესაბამისობის დადასტურებას სრული ხარისხის გარანტიით იმ პირის ინიციატივითა და ხარჯით, რომელიც პასუხისმგებელია რადიოდანადგარის  ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის საქართველოს ბაზარზე განთავსებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის, ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელის, იმპორტიორის ან/და დანადგარის საქართველოს ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ამ პუნქტში განსაზღვრული დანადგარისათვის შეირჩევა შესაბამისობის დადასტურების  შიდაკონტროლის  პროცედურა, დამატებით ტარდება ტესტირება; ტესტირება უნდა განხორციელდეს მწარმოებლის  ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ ან მისი სახელით შემდეგი პირობების დაცვით:

ა)  ტესტური კომპლექტი განისაზღვრება, მწარმოებლის ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ  შერჩეული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტესტური კომპლექტი განსაზღვრულია ევროპის ჰარმონიზირებულ სტანდარტებით;

ბ) მწარმოებელი, ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში, იმპორტიორი ან/და პირი, რომელიც პასუხისმგებელია დანადგარის ბაზარზე განთავსებაზე ვალდებულია შესაბამისობის დადასტურების დეკლარაციაში აღნიშნოს, რომ დამატებითი  ტესტირება  ჩატარებულია და დანადგარი შეესაბამება ძირითად მოთხოვნებს, აგრეთვე შესაბამისი აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი.

5. დანადგარი, რომელიც იყენებს რადიოსიხშირეებს და მისი წარმოებისას არ გამოიყენება ევროპული ჰარმონიზებულ სტანდარტები ან გამოიყენება ნაწილობრივ, ექვემდებარება შესაბამისობის დადასტურებას სრული ხარისხის გარანტიით.

მუხლი 10. GES ნიშანდება

1. რადიოდანადგარი  ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის GES შესაბამისობის ნიშანდებით (დანართი N4)  მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში, იმპორტიორი ან/და პირი რომელიც პასუხისმგებელია დანადგარის ბაზარზე განთავსებაზე აცხადებს, რომ დანადგარი შეესაბამება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს და შესაბამისობის დადასტურების პროცედურა განხორციელებულია ამ რეგლამეტით დადგენილი წესით.

2. დანადგარს შეიძლება ერთვოდეს სხვა ნიშანი, რომელიც  ხელს არ უშლის GES   ნიშანდების აღქმას. აკრძალულია დანადგარს ერთვოდეს სხვა ნიშანდება, რომელმაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს პირი  GES ნიშანდების ამოცნობის დროს ან ერთვოდეს GES ნიშანდება ამ რეგლამენტით განსაზღვრულისგან განსხვავებული  შინაარსით.

3. დანადგარი იდენტიფიცირდება მწარმოებლის მიერ მისი ტიპის, ჯგუფის ან სერიული ნომრის მიხედვით,   მწარმოებლის, საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, იმპორტიორის ან/და ბაზარზე განმთავსებელი პირის სახელით.

მუხლი 11. შესაბამისობის დადასტურების შიდაკონტროლის  პროცედურა

1. მწარმოებელი ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო მათი საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, იმპორტიორი ან/და  დანადგარის საქართველოს ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირი საკუთარი პასუხისმგებლობითა და საქსტანდარტის მიერ დადგენილი წესით ადგენს რადიოდანადგარისა  ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის შესაბამისობის დეკლარაციას, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ ცოტა შემდეგ მონაცემებს:

ა)  მწარმოებლის, ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელწოდება და მისამართი;

ბ)  პროდუქციის საიდენტიფიკაციო მონაცემები  (სახელი, ტიპი, მოდელის ნომერი და ნებისმიერი სხვა დამატებითი ინფორმაცია, როგორიცაა  პარტია, ჯგუფი, სერიული ნომერი);

გ)  წარმოებული დანადგარის ყველა თანდართული დოკუმენტაცია;

დ) შესაბამისი ევროპული სტანდარტის ზუსტი და სრული დასახელება;

ე)  სხვა დამატებითი ინფორმაცია;

ვ)  უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

ზ)    დეკლარაციის შედგენაზე სრული პასუხისმგებლობის მქონე პირი ;

2. მწარმოებელი ადგენს ტექნიკურ დოკუმენტაციას, რომელიც უზრუნველყოს დანადგარის ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას. იგი  მოიცავს დანადგარის კონსტრუირებისა და წარმოების პროცესის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:

ა)  დანადგარის ზოგადი აღწერილობა;

ბ)  კონცეპტუალური კონსტრუქცია, წარმოების ესკიზი, კომპონენტების სქემები და სხვ; 

გ)  ესკიზების, სქემებისა და დანადგარის მუშაობის პრინციპის აღწერა და განმარტება ;

დ) ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტების ჩამონათვალი, რომელიც გამოიყენება მთლიანად ან ნაწილობრივ;  ევროპის ჰარმონიზებული სტანდარტების გამოუყენებლობის შემთხვევაში, ამ რეგლამენტით განსაზღვრული ძირითადი  მოთხოვნების შესასრულებლად მიღებული გადაწყვეტილებების  აღწერა;

      ე) გამოცდის (ტესტირების) შედეგები და სხვ.

3. მწარმოებელი  ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო მათი საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, იმპორტიორი ან/და დანადგარის ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირი  ვალდებულია შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია და  ტექნიკური დოკუმენტაცია მისი შედგენიდან 10 წლის მანძილზე.

4. მწარმოებელი ვალდებულია უზურნველყოს წარმოების პროცესის ამ მუხლით განსაზღვრულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და  წარმოებული პროდუქციის ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

მუხლი 12.  ტესტირება შესაბამისობის დადასტურების შიდაკონტროლის  დროს

1. რადიოდანადგარისა ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის ყოველი კლასისათვის ძირითადი ტესტური შემოწმება ხორციელდება მწარმოებლის (ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის) მიერ ან მისი სახელით.

2. ტესტური შემოწმების სქემა განისაზღვრება მწარმოებლის (ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის)  მიერ შერჩეული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ტესტური შემოწმების სქემა დადგენილია ევროპული ჰარმონიზირებული სტანდარტებით. სერტიფიკაციის ორგანო ითვალისწინებს სხვა აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. მწარმოებელი ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია განაცხადოს, რომ ტესტური შემოწმება ჩატარდა და დანადგარი შეესაბამება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს.

 

მუხლი 13. შესაბამისობის დადასტურება სრული ხარისხის გარანტიით

1. მწარმოებელი შეიმუშავებს დანადგარის კონსტრუირებისა და წარმოების, აგრეთვე დანადგარის ტესტური შემოწმებისა და  ხარისხის განსაზღვრის სისტემას.

2. ხარისხის განსაზღვრის სისტემის შეფასებისათვის  სერტიფიკაციის ორგანოს წარედგინება განაცხადი, რომელიც მოიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა)  დანადგარის შესახებ სათანადო ინფორმაცია;

ბ)  ხარისხის განსაზღვრის სისტემის დოკუმენტაცია;

  გ)  დოკუმენტირებული,  სისტემატიზირებული,  წერილობითი ფორმით, პროცედურული ინსტრუქციების სახით შედგენილი სხვა ინფორმაცია, ამ რეგლამეტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

3. ხარისხის განსაზღვრის სისტემის დოკუმენტაციაში აისახება ხარისხის განსაზღვრის  შემდეგი მონაცემები:

ა) ხარისხის განსაზღვრის მიზნები და ორგანიზაციული სტრუქტურა, კონსტრუირებასთან და პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული მენეჯმენტის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა;

ბ) ევროპული ჰარმონიზირებული სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტი, აგრეთვე, ტესტირების დროს გამოსაყენებელი მახასიათებლები;   

გ) კონსტრუირების კონტროლისა და შემოწმების ტექნიკა, კონსტრუირებისას გამოყენებული პროცესები და სისტემური ქმედებები;

დ) წარმოების, ხარისხის კონტროლისა და ხარისხის გარანტირების შესაბამისი ტექნიკა, გამოსაყენებელი პროცესები და  შესაბამისი პროცედურები.

ე)  გამოცდები და ტესტები, რომლებიც ტარდება დანადგარის წარმოებაში ჩაშვებამდე და წარმოების პროცესში, ჩატარებული ტესტების შედეგები, რომლებიც მიღებულია ამ რეგლამენტით განსაზღვრული ძირითად მოთხოვნების შესრულებამდე; 

ვ)  ტესტირებისა და საგამოცდო დანადგარების ტესტის შესრულებისათვის საჭირო  მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველმყოფი ტექნიკური, პროგრამული და სხვა საშუალებები;

ზ) ჩანაწერები ხარისხის შესახებ  (შემოწმების ანგარიშები, ტესტირებისა და  მარკირების მონაცემები, პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ მონაცემები და სხვ.);

თ) დანადგარის კონსტრუირებისა და სათანადო ხარისხის მიღწევის, აგრეთვე ხარისხის სისტემის ეფექტური მუშაობის ზედამხედველობის საშუალებები.

4. სერტიფიკაციის ორგანო:

ა) აფასებს ხარისხის განსაზღვრის სისტემას და ადგენს აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც შესაძლებელია  მოიცავდეს მწარმოებლის მიერ მიწოდებული ტესტირების შედეგებს, ადგენს უზრუნველყოფს თუ არა ხარისხის განსაზღვრის სისტემა დანადგარის შესაბამისობას ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან. ამ მიზნისათვის სერტიფიკაციის  ორგანო გამოყოფს დანადგარის ტექნოლოგიის ექსპერტის გამოცდილების მქონე სულ ცოტა ერთ პირს მაინც. დადგენის პროცედურა მოიცავს დანადგარის მწარმოებელი საწარმოს განთავსების ადგილზე შემოწმებას.   მწარმოებელს ეცნობება სერტიფიკაციის ორგანოს შეფასების დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელსაც თან ერთვის გამოცდის ოქმი.

5. მწარმოებელი  ვალდებულია:

     ა)  უზურუნველყოს ხარისხის განსაზღვრის დამტკიცებული სისტემის ადექვატურობა წარმოების პროცესთან და მისი ეფექტურება.

    ბ) წინასწარ აცნობოს სერტიფიკაციის ორგანოს, ხარისხის სისტემის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომლის საფუძველზეც სერტიფიკაციის ორგანო აფასებს წარმოდგენილ ცვლილებებს და იღებს გადაწყვეტილებას ხარისხის განსაზღვრის სისტემაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის შესახებ.

  6.  ხარისხის განსაზღვრის სისტემის შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს  სერტიფიკაციის ორგანო, რომლის მიზანიც არის   მწარმოებლის მიერ ხარისხის განსაზღვრის დამტკიცებული სისტემით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, რისთვისაც მწარმოებელი ვალდებულია შესაძლებლობა მისცეს სერტიფიციკაციის ორგანოს შეამოწმოს დანადგარის კონსტრუირების, წარმოების, ინსპექტირების, შემოწმებისა და შენახვის ადგილები, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის ჩანაწერები ხარისხის  შესახებ  (ანალიზის შედეგი, გაანგარიშება, ტესტირება, შემოწმების შესახებ ანგარიშები და ტესტირების, კლასიფიცირების (მარკირების) მონაცემები, პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ მონაცემები და სხვ.);

         7.  მწარმოებლის მიერ  ხარისხის განსაზღვრის სისტემის შენარჩუნების მიზნით სერტიფიკაციის ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს მონიტორინგს  და მის შედეგებს აწვდის მწარმოებელს. სერტიფიკაციის ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს მწარმოებლის მოულოდნელი შემოწმება, რომლის დროსაც, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია ხარისხის განსაზღვრის სისტემის სწორი ფუნქციონირების შემოწმების მიზნით ჩაატაროს  ტესტირება.

8. მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს, ბოლო დანადგარის გამოშვებიდან 10 წლის მანძილზე:

ა)  ხარისხის განსაზღვრის სისტემის  დოკუმენტაცია;

ბ)  სერტიფიკაციის ორგანოს  გადაწყვეტილებები და ანგარიშები;

9.  სერტიფიკაციის ორგანოში დანადგარის ხარისხის სისტემის დამტკიცების, მათ შორის  განხილული, გამოშვებული და გაუქმებული დანადგარის თაობაზე დაცული  ინფორმაცია  ხელმისაწვდომია სხვა სერტიფიკაციის ორგანოებისათვის.

 

 

თავი III. სერტიფიკაციის  ორგანოები

მუხლი 14. saqarTvelos komunikaciebis erovnuli komisiis funqciebi:

 1.კომისია ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) ახორციელებს რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიკაციასთან დაკავშირებული საქმიანობის  ორგანიზაციასა და კოორდინაციას;

ბ) ადგენს რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების შესაბამისობის დადასტურების პროცედურისა და მართვის წესებს; 

გ) მონაწილეობს სერტიფიცირების პოლიტიკის შემუშავებაში, აგრეთვე რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიკაციის ორგანოებისა და საგამოცდო ცენტრების (ლაბორატორიების) აკრედიტაციის წესების შემუშავებაში;

დ) ზედამხედველობს აკრედიტირებული სერტიფიკაციის ორგანოებისა და საგამოცდო  ცენტრების (ლაბორატორიების) მიერ ამ რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას;

ე) ზედამხედველობს რადიოდანადგარების და სატელეკომუნიკაციო დანადგარების, აგრეთვე სხვა აპარატურის მიერ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ხელშეშლების მდგომარეობას.

ვ) თანამშრომლობს სერტიფიკაციისა და სტანდარტიზაციის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

2.  კომისია მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების უზურნველსაყოფად უფლებამოსილია:

ა) პროდუქციის შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე შეამოწმოს საქართველოში სერტიფიცირებული და სამომხარებლო ბაზარზე განთავსებული დანადგარის, აგრეთვე  გამოფენა-გაყიდვებზე წარმოდგენილი დანადგარის ამ რეგლამენტით განსაზღვრულ შესაბამისობის დადასტურების, სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებისა და გამოფენა-გაყიდვაზე დემონსტრირებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ბ) დანადგარის მომსახურებაში დაშვებამდე გამოითხოვოს მწარმოებლისაგან, საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ან სხვა პასუხისმგებელი პირისაგან შესაბამისობის დადასტურების შესახებ დოკუმენტაცია;

გ) მოითხოვოს მწარმოებლის, საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან, იმპორტიორის ან ბაზარზე განმთავსებლისაგან  იმ დანადგარის შესაბამისობის ამ რეგლამენტის მიხედვით დადასტურების უზრუნველყოფა, რომელსაც  CE ან GES ნიშანდება დართული აქვთ ამ რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით. დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მიიღოს ამ რეგლამეტით განსაზღვრული ზომები მოცემული დანადგარის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსების შეზღუდვის მიზნით;

დ) კავშირგაბმულობის ოპერატორის მიერ რადიოდანადგარისა ან სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის ქსელთან მიერთებაზე არამართლზომიერი უარის ან გათიშვის შემთხვევაში, მიიღოს საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის ნორმატიული სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ზომები და უზრუნველყოს რადიოდანადგარისა ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების ქსელში ჩართვა;

ე)  საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და სტანდარტიზაციისა და სერტიფიცირების სფეროში მოქმედი ნორმატიული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების, აგრეთვე კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევი პირის მიმართ იყენებს ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სანქციებს;

ვ) ღებულობს გადაწყვეტილებას იმ დანადგარებისა ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის, აგრეთვე სხვა აპარატურის ფუნქციონირების პარამეტრების შეცვლის ან/და ექსპლუატაციის შეზღუდვის თაობაზე, რომელიც იწვევს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფითი საქმიანობისას გამოყენებულ დანადგარების ან სხვა აპარატურის მიმართ ხელშეშლის წარმქმნას ან/და ელექტომაგნიტურ შეუთავსებლობას.

ზ) ახორციელებს  სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც გამომდინარეობენ ამ რეგლამეტიდან.

3. კომისია ამოწმებს აკრედიტაციის მსურველის მონაცემების ამ რეგლამეტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას და წარუდგენს საქსტანდარტს სერტიფიკაციის ორგანოდ აკრედიტაციისათვის;

4. კომისია აწარმოებს აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების უწყებრივ რეესტრს; ახორციელებს საქართველოში  სერტიფიცირებული  რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარებისა  და მათი  მწარმოებლების რეგისტრაციას;

მუხლი 15. სერტიფიკაციის  ორგანო. საგამოცდო ცენტრი  (ლაბორატორია)

1. რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება (სერტიფიცირება) ხორციელდება სერტიფიკაციის ორგანოების მიერ, რომლებიც კომისიის წარდგინებით აკრედიტაციას  გადიან საქსტანდარტში.

2. რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სასერტიფიკაციო გამოცდების (ტესტირების) ჩატარების მიზნით სერტიფიკაციის ორგანოსთან ან მისგან დამოუკიდებლად იქმნება საგამოცდო ცენტრები (ლაბორატორიები). 

3.საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება, საზოგადოებრივი გაერთიანება სერტიფიკაციის ორგანოდ აკრედიტაციისათვის განცხადებით  მიმართავს კომისიას. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს რადიოდანადგარების ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების კონკრეტული სახეობები ან კლასი, რომელთა სერტიფიკაციისათვისაც იქმნება სერტიფიკაციის ორგანო.

4. რადიოდანადგარების და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიკაციის ორგანოდ აკრედიტაციისათვის საჭიროა შემდეგი მინიმალური მოთხოვნების შესრულება:

 ა)  რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიკაციის ორგანოს, მის ხელმძღვანელსა და პერსონალს არ უნდა გააჩნდეს პირდაპირი ან ირიბი დამოკიდებულება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო  ტერმინალური დანადგარების წარმოების, იმპორტისა და  მარკენტინგის, ბაზარზე განთავსებისა და შენახვის პროცესთან.

ბ) აკრედიტაციის მიმღები პირი არ შეიძლება იყოს მწარმოებელი, საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, იმპორტიორი, ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირი, რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების კონსტრუქტორი ან ინსტალატორი, კავშირგაბმულობის  ოპერატორი, აგრეთვე მათი უფლებამოსილი წარმომადგენელი.

გ) რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიკაციის ორგანოს პერსონალი დაკომპლექტებული უნდა იყოს სპეციალური კვალიფიკაციის მქონე პირებით. მათ მიერ საქმიანობის განხორციელებისას დაუშვებელია მათზე ზეწოლა ან/და წახალისება .

დ) რადიოდანადგარების და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიკაციის ორგანოს უნდა გააჩნდეს სულ ცოტა ერთი  საგამოცდო ცენტრი (ლაბორატორია) მაინც, რომელიც  აღჭურვილია სათანადო დანადგარებით, პროგრამული და სხვა ტექნიკური საშუალებებით;

ე) სერტიფიკაციის ორგანოს იმ პერსონალს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას, უნდა გააჩნდეს ტესტირებისა და ძირითად მოთხოვნების შესახებ სპეციალური ტექნიკური ცოდნა. შემოწმების განმახორციელებელი პირი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია. დაუშვებელია მისი ანაზღაურების მის მიერ ჩატარებული შემოწმებისა და ტესტირების ოდენობით, აგრეთვე შემოწმების შედეგების მიხედვით განსაზღვრა. 

ვ) პროფესიულ საიდუმლოებას მიკუთვნებული იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც მოპოვებულ იქნა  სერტიფიკაციის ორგანოს მუშაკის მიერ სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას, უზრუნველყოფილი უნდა იქნას მხოლოდ  კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს ნებართვის საფუძველზე.

5. აკრედიტაციის მსურველის მონაცემების ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთვევაში, კომისია მიმართავს საქსტანდარტს აღნიშნული პირის რადიოდანადგარებისა და  სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიკაციის ორგანოდ აკრედიტაციის თაობაზე;

6. სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაცია ხორციელდება საქსტანდარტის მიერ დადგენილი წესით.

7. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსა და  საგამოცდო ცენტრის (ლაბორატორიის) ძირითადი ფუნქციები, საქმიანობის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და საქსტანდარტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტებით.

 

 

თავი IV. სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება და მომსახურებაში დაშვება

მუხლი 16. სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება

1.  რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სამომხმარებლო ბაზარზე   განთავსება ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით:

ა)  დანადგარის ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებთან  შესაბამისობის დაცვა;

ბ)   შესაბამისობის დადასტურების ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესების დაცვა და  CE ან  GES შესაბამისობის დამადასტურებელი ნიშანდება.

გ)   ინტერფეისის დანიშნულებისამებრ დამონტაჟება და დაცვა.

2.  მწარმოებელი, აგრეთვე საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, იმპორტიორი,  აგრეთვე დანადგარის  ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია დანადგარის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესახებ, შესაბამისობის დადასტურების დეკლარაციასთან ერთად. 

3. დანადგარს,  რომელიც სერტიფიცირებულია შესაბამისობის დადასტურების შიდაკონტროლის პროცედურითა და დამატებით ჩატარებულია ტესტირება ან სერტიფიცირებულია სრული ხარისხის გარანტიით, თან ერთვის სერტიფიცირებაზე პასუხისმგებელი ორგანოს, ხოლო თუ დანადგარი ნიშანდებულია  CE ნიშნით - ევროპის შემტყობინებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი.

4.იმ შემთხვევაში, თუ დანადგარი  არ შეესაბამება ამ რეგლამეტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს, მწარმოებელი, საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, იმპორტიორი, აგრეთვე ბაზარზე განმთავსებელი სხვა პირი დაუყოვნებლივ წყვეტს ამ დანადგარის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებას და ამის შესახებ დადგენილი წესით ატყობინებს მომხმარებელსა და კომისიას.

5. დანადგარის  საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე განმთავსებელი პირი ვალდებულია შეინახოს  ხელმისაწვდომი ტექნიკური დოკუმენტაცია 10 წლის განმავლობაში.

 

მუხლი 17. მომსახურებაში   დაშვება

1. რადიოდანადგარი ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარი მომსახურებაში დაიშვება მხოლოდ დანიშნულებისამებრ, ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად  მოთხოვნებთან შესაბამისობისა და შესაბამისობის დადასტურების წესების დაცვის შემთხვევაში CE ან GES ნიშანდებით.

2. სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების საერთო სარგებლობის სატელეკომუნიკაციო ქსელთან შეერთებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნას კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვასთან  დაკავშირებული პირობებისა და მოთხოვნების დაცვა (კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებების თავსებადობა, ურთიერთშენაცვლებადობა და სხვ.).

3. საერთო სარგებლობის სატელეკომუნიკაციო ქსელში ჩართულ კავშირგაბმულობის ოპერატორებს უფლება არ აქვთ უარი თქვან ტექნიკურ მოწყობილობებზე, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების შესაბამის ინტერფეისებთან დაკავშირება და რომლებიც შეესაბამებიან ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა)  თუ ამ რეგლამენტის შესაბამისად სერტიფიცირებული დანადგარი, სერიოზულ ზიანს აყენებს ქსელს (იწვევს მიუღებელ ან/და საზიანო ხელშეშლას ქსელის მუშაობის პროცესში) კომისიის ნებართვით კავშირგაბმულობის  ოპერატორი უფლებამოსილია უარი თქვას ამ დანადგარის ქსელთან მიერთებაზე ან  გათიშოს ასეთი დანადგარი.

ბ) საგანგებო ვითარებაში ქსელზე დანადგარით სერიოზული მავნე  ზემოქმედების საშიშროების შემთხვევში, კავშირგაბმულობის ოპერატორი უფლებამოსილია ქსელის დაცვის მიზნით გათიშოს დანადგარი, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მომხმარებელსა და კომისიას და თუ შესაძლებელია მომხმარებლის მხრიდან ხარჯების გაწევის გარეშე შესთავაზოს მას მომსახურების ალტერნატიული ვარიანტი.

4. თუ რადიოდანადგარი ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარი მომსახურებაში დაშვებული იყო, მაგრამ ექსპლუატაციის პროცესში საფრთხე შეუქმნა საზოგადოების უსაფრთხოებასა და ადამიანის  ჯანმრთელობას,  გამოიწვია კავშირგაბმულობის სხვა ოპერატორების მნიშვნელოვანი ზიანი, ელექტრომაგნიტური შეუთავსებლობა, საერთო  სარგებლობის სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და რადიოდანადგარების ელექტრომაგნიტური ხელშეშლა,  კომისია უფლებამოსილია შეზღუდოს ამ რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების მომსახურებაში  დაშვება;

მუხლი 18. გამოფენა-გაყიდვა

1. გამოფენა-გაყიდვებზე,  ჩვენებებსა და სხვა ღონისძიებებზე ისეთი  რადიოდანადგარისა ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის დემონსტრირება, რომელიც არ შეესაბამება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს, დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სახის დანადგარს სავალდებულო წესით დაერთვის გარკვევით გამოსახული ნიშანდება, რომელიც აღნიშნავს ასეთი დანადგარის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებისა და სათანადო ნიშანდების გარეშე სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებისა და მომსახურებაში დაშვების დაუშვებლობას.

2. თუ დემონსტრირებული რადიოდანადგარი ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარი იწვევს ელექტრომაგნიტურ ხელშეშლას, ან ასეთი ხელშეშლა გამოწვეულია  დანადგარში შემავალი მაღალსიხშირული მოწყობილობის (კომპონენტის) გამოსხივებით, მესაკუთრე ან პირი, რომელიც პასუხისმგებელია მის დემონსტრირებაზე, უზურნველყოფს  დემონსტრირებული დანადგარის გამოფენა-გაყიდვიდან დაუყოვნებლივ მოხსნას. 

 

თავი V

პასუხისმგებლობა

 მუხლი 19. სანქციები

1. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო, საგამოცდო ცენტრი (ლაბორატორია), აგრეთვე რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების მწარმოებელი, საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, იმპორტიორი, აგრეთვე  ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულები არიან დაიცვას საქართველოს კანონმდებლობითა და  ამ რეგლამენტით  განსაზღვრული მოთხოვნები, აგრეთვე მათ საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დარღვევის განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრის თაობაზე, ხოლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ დამრღვევი პირისათვის მიცემული ვადის  გასვლისა და დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, უფლებამოსილია დამრღვევი პირის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად  მის მიმართ გამოიყენოს - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ganisazRvreba saqarTvelos zogadi administraciuli kodeqsis 171-e muxlis me-4 punqtiT.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, როცა არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ საფრთხე ექმნება საზოგადოების უსაფრთხოებასა და ადამიანის  ჯანმრთელობას, ან რამაც კავშირგაბმულობის სხვა ოპერატორებს შეიძლება მიაყენოს სერიოზული ტექნიკურ-ეკონომიკური ზიანი, აგრეთვე არსებული ან სავარაუდო ელექტრომაგნიტური შეუთავსებლობის თავიდან აცილების ან/და საერთო  სარგებლობის სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და რადიოდანადგარების ელექტრომაგნიტური ხელშეშლისაგან დაცვის მიზნით, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დარღვევის დაუყოვნებლივი აღმოფხვრის თაობაზე, ხოლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულების უზრუნველსაყოფად დისკრეციულად გამოიყენოს  -უშუალო იძულების შემდეგი საშუალებებიდან ერთ-ერთი:

ა)  რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების გამოყენების დროებით შეზღუდვა;

ბ)    კავშირგაბმულობის ოპერატორის საქმიანობის დროებითი შეზღუდვა;

4. კომისია უფლებამოსილია აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენოს მხოლოდ ის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს  კომისიის გადაწყვეტილების ყველაზე სწრაფ და ნაკლები დანახარჯებით შესრულებას.

5. კომისია უფლებამოსილია აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საქსტანდარტს სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის შეჩერების შესახებ, ხოლო დარღვევის აკრედიტაციის შეჩერების აქტით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში - მოითხოვოს სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის გაუქმება.

თავი VI.

გარდამავალი დებულებები

მუხლი 20. გარდამავალი დებულებები

1. რადიოდანადგარები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარები, რომლებიც სერტიფიცირებულია ამ რეგლამენტის ამოქმედებამდე მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად, ფუნქციონირებენ ამ რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ, თუ არ წარმოშობენ  თავსებადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

2. რადიოდანადგარები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარები, რომელთა ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობა არ არის დადასტურებული, მაგრამ  არ წარმოშობენ  თავსებადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ფუნქციონირებენ  ამ რეგლამენტის ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში,  რის შემდეგაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ამ რეგლამეტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადასტურება.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული რადიოდანადგარები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარები, რომლებიც ფუნქციონირებისას წარმოშობენ თავსებადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ექვემდებარებიან მოდიფიცირებასა და ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით  დადასტურებას ამ რეგლამენტის ძალაში შესვლისთანავე.

4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ რეგლამენტის ძალაში შესვლამდე სერტიფიცირებული  დანადგარების ინტერფეისების მახასიათებლების აღწერა ექვემდებარება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გამოქვეყნებას 3 თვის ვადაში.

5. ამ რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებას ახორციელებენ მხოლოდ ამ რეგლამენტის შესაბამისად აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი N1.  ელექტრომაგნიტური ხელშეშლისაგნ  დაცვის ძირითადი მოთხოვნები

1. რადიოდანადგარისა ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის მიერ წარმოქმინლმა მაქსიმალურმა ელექტრომაგნიტურმა ხელშეშლამ ხელი არ შეუშალოს შემდეგი ტექნიკური საშუალებების გამოყენებას:

(ა) საოჯახო რადიო და სატელევიზიო მიმღებები;

(ბ) საწარმოო დამამზადებელი დანადგარები;

(გ) მობილური რადიო დანადგარები;

(დ) მობილური რადიო და კომერციული რადიოსატელეფონო დანადგარები;

(ე) სამედიცინო და სამეცნიერო  აპარატურა;

(ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიური დანადგარები;

(ზ) საოჯახო მოწყობილობები და ელექტრონული  აპარატურა;

(თ)საავიაციო და საზღვაო რადიო  დანადგარები;

(ი) სასწავლო ელექტრონული დანადგარები;

(კ) ტელეკომუნიკაციების ქსელები და  დანადგარები;

(ლ) რადიო და სატელევიზიო სამაუწყებლო გადამცემები;

(მ) სიგნალიზაციის და დღის განათების ნათურები.

2.  დანადგარი უნდა აიგოს ისე, რომ გააჩნდეს ელექტრომაგნიტური იმუნიტეტის ადექვატური დასაშვები დონე ჩვეულებრივი ელექტრომაგნიტური თავსებადობის გარემოში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტების შესაბამისი დანადგარის ექსპლოატაცია ხელშეშლების დასაშვები დონის გათვალისწინებით;

3. ინფორმაცია, რომელიც საჭიროა დანადგარის დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის, მოცემული უნდა იყოს დანადგარის ექსპლუატაციის ინსტრუქციაში.

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი N2.  ევროპული ჰარმონიზირებული სტანდარტები

ევროპული ჰარმონიზირებული სტანდარტები:

1.      „რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარებისა და მათი ორმხრივი შესაბამისობის დადასტურების შესახებ“ დირექტივა (მიღებულია 1999 წლის 9 მარტს ევროპის კავშირის  პარლამენტისა და  ევროპის კავშირის საბჭოს მიერ; N1999/5/EC);

2.      ელექტრომაგნიტური თავსებადობის შესახებ წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობათა შესაბამისობის დირექტივა (მიღებულია 1989 წლის 9 მაისს ევროპის კავშირის საბჭოს მიერ;  N89/336/EEC);

3.      დაბალძაბვიანი ელექტრონული დანადგარების შესახებ წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობათა ჰარმონიზაციის დირექტივა (მიღებულია ევროპის კავშირის საბჭოს მიერ 1973 წლის 18 თებერვალს; N3/23/EEC);

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი N3. CE ნიშანდება

1.  CE  შესაბამისობის ნიშანი შედგება „CE“ შემდეგი ფორმის ლათინური ინიციალებისაგან:

 

2. თუ CE ნიშანდება მცირდება ან იზრდება, პროპორციები ზემოთ მოცემულ გრადუირებულ ნახატზე დაცული უნდა იქნას.

3.CE ნიშანდებას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 მმ სიმაღლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეუძლებელია აპარატურის ზომებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე.  

4.CE ნიშანი უნდა დაერთოს პროდუქტს ან მისი ტექნიკური მონაცემების ცხრილს. დამატებით, ის უნდა იყოს დართული შეფუთვაზე, თუ ასეთი არსებობს, და თანდართულ დოკუმენტებზე.

5. CE ნიშანდება უნდა დაერთოს თვალსაჩინოთ და  გარკვევით.

6. დანადგარის კლასის იდენტიფიკატორმა უნდა მიიღოს ფორმა, რომელსაც გადაწყვეტს ევროკომისია ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს 1999/5/EC დირექტივის მე-14 მუხლის შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ქვემოთ ნაჩვენები ელემენტი, რომელიც აღნიშნავს, რომ დანადგარი იყენებს რადიოსიხშირულ დიაპაზონს, როდესაც მათი გამოყენება არ არის ჰარმონიზირებული ევრო გაერთანების ფარგლებში.

 

მას აქვს იგივე სიმაღლე, რაც „CE“ ნიშანდებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი N4. GES ნიშანდება

1. GES შესაბამისობის ნიშანდება შედგება „GES შემდეგი ფორმის ლათინური ინიციალებისაგან:

.

2. თუ GES ნიშანდება მცირდება ან იზრდება, პროპორციები ზემოთ მოცემულ გრადუირებულ ნახატზე დაცული უნდა იქნას.

3. GES ნიშანდებას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 მმ სიმაღლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეუძლებელია აპარატურის ზომებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე.  

4. GES ნიშანი უნდა დაერთოს პროდუქტს ან მისი ტექნიკური მონაცემების ცხრილს. დამატებით, ის უნდა იყოს დართული შეფუთვაზე, თუ ასეთი არსებობს, და თანდართულ დოკუმენტებზე.

5. GES ნიშანდება უნდა დაერთოს თვალსაჩინოთ და  გარკვევით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი N5.  შესაბამისობის დადასტურების მოკლე ფორმა

 

 

____________________________________________________________________________________

(მწარმოებლი, უფლებამოსილი წარმომადგენელი წარმომადგენელი საქართველოში, იმპორტიორი, პირი,  რომელიც პასუხისმგებელია პროდუქტის ბაზარზე განთავსებაზე)

 

აცხადებს, რომ

 

______________________________________________________________________________________(დანადგარის ტიპი)

 

შეესაბამება  რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების რეგლამენტით  განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს, აგრეთვე ქვემოთ ჩამოთვლილი ნორმატიული სამართლებრივი აქტების მოთხოვნებს:

 

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

 

რადიოდანადგარებში გამოყენებული რადიოსიხშირეები განაწილებულია  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ.

სატელეკომუნიკაციო ტერმინალურ დანადგარების ინფორმაცია საერთო სარგებლობის  სატელეკომუნიკაციო ქსელში ჩართვის ინტერფეისები მოცემულია: