”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

ნომერი: 3 /

გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2013

მიღების თარიღი მარტი 01, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაგენილება №3

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების  საფუძველზე, კომისია კენჭისყრის შედეგად ერთხმად

ადგენს:

მუხლი 1

“რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმის დამტკიცების შესახებ”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N 6 დადგენილების (სსმ 05.07.2006 N 90, მუხლი 1211)  პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის 13 და 14  პუნქტები:

13. კომისია 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილებას ახორციელებს 2 წელიწადში ერთხელ, ყოველი მეორე წლის პირველ მაისამდე ამ გეგმის საფუძველზე, ელექტრომაგნიტური თავსებადობის მეთოდებისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამასთან:

a)   87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ციფრული ფორმატით რადიომაუწყებლობის და/ან სხვა ტექნოლოგიური განვითარების დანერგვის შემთხვევაში, ითვალისწინებს ელექტრომაგნიტური თავსებადობის შესაბამისი მეთოდების გამოყენებას;

b)   ითვალისწინებს 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სიხშირული რესურსის მოთხოვნის პერსპექტივას, დასახლებული პუნქტების (მათ შორის მცირე სიმჭიდროვის დასახლების) მაუწყებლობით მოცვის მიზნით.

14. კომისია ამ დადგენილების 13 პუნქტის შესაბამისად, განაწილებულ 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში თავისუფალ სიხშირულ რესურსს ყოველწლიურად, საჯარო გაცნობისათვის, აქვეყნებს საკუთარ ვებ–გვერდზე.

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე

თანდართული დოკუმენტები: