„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 4 /

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2012

მიღების თარიღი თებერვალი 21, 2012

 

            საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ადგენს:

1. „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12  დეკემბრის N13 დადგენილებით (სსმ N 145; 14.12.2005. მუხლი N1620) დამტკიცებულ “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი რედაქციის ცვლილებები:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”მუხლი 1. დებულების გამოყენების სფერო და მიზანი

1. ეს დებულება შემუშავებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მიზნად ისახავს სახელმწიფო რესურსით - რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის წესების დადგენას.

2. ამ დებულებით დგინდება სახელმწიფო რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისას კომისიის უფლებამოსილებები და ვალდებულებები, აუქციონის გამართვის პროცედურა, მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესები, სახელმწიფო რესურსით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესი, სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები.“

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე;“

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას აუქციონის გამართვის შესახებ, თუ არსებობს რადიოსიხშირული სპექტრის ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული და კომისიის მიერ განსაზღვრული თავისუფალი სიხშირული ზოლი. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძვლები განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად;“

დ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას.“

ე) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მქონე პირი უფლებამოსილია აღნიშნული რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში კომისიას წარუდგენს ამ ხელშეკრულებას.“

ვ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აუქციონის წესით მოპოვებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მქონე  პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას აუქციონის გამართვის მოთხოვნით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების ნებისმიერი  პირისათვის მთლიანად ან ნაწილობრივი გადაცემის მიზნით.“

ზ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ რესურსით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემის მიზნით კომისიისათვის აუქციონის გამართვის მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში აუქციონი ტარდება ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით. ამ შემთხვევაში რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრება ამ დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად.“

თ) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნას;

ი) მე-81 მუხლი ამოღებულ იქნას.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                                    

                        კომისიის წევრები:                                                    ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                            კ.კვიტაიშვილი

                                                                                                            ა.სიხარულიძე

                                                                                                            ი.მოსეშვილი