"რეგულირების ყოველწლიური საფასურისოდენობისა და გადახდის წესის შესახებ

ნომერი: 1 /

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2000

მიღების თარიღი აგვისტო 04, 2000

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება N 1

2000 წლის 4 აგვისტოს ქ. თბილისი

დებულების დამტკიცების თაობაზე

\\\"კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ\\\" საქართველოს კანონის 21-ე და 31-ე მუხლების შესაბამისად კომისიამ დაადგინა:

1. დამტკიცდეს \\\"რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ\\\" დებულება;

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე

 

დებულება \\\"რეგულირების .ყოველწლიური

საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის

შესახებ\\\"

მოცემული დებულება შემუშავებულია \\\"კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ\\\" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობასა და გადახდის წესს.

რეგულირების ყოველწლიური საფასური წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში კომისია) ნორმატიული აქტით განსაზღვრულ საფასურს, რომელიც კომისიის ბიუჯეტით ფორმირების ერთ-ერთი წყაროა, უშუალოდ არის დაკავშირებული კომისიისათვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციის შესრულებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს.

მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინთა განმარტებანი

ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

1) პირი - ფიზიკური და იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად;

2) ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელსაც ამ დებულების დამტკიცების მომენტისათვის მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა.

3) შემოსავალი – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ს გარეშე) და სხვა შემოსავლები ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის ხარჯების დასაფარავად (სუბსიდია, საბიუჯეტო ასიგნებები და ა.შ.);

4) ლიცენზია – სპეციალური ნებართვა, რომელიც ლიცენზიის მფლობელს აძლევს უფლებას განსაზღვრული პირობების დაცვით კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში განახორციელოს საქმიანობა;

5) საანგარიშო პერიოდი – 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წელიწადი.

მუხლი 2. საფასურის გადამხდელები

რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადამხდელები არიან ლიცენზიის მფლობელები.

მუხლი 3. საფასურის გამოანგარიშება

1. საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში პირის შემოსავლიდან.

2. შემოსავლებს განეკუთვნება, როგორც ფულადი, ასევე სხვა ფორმით მიღებული შემოსავალი.

3. საფასურის ოდენობა გამოიანგარიშება ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველი საანგარიშო პერიოდისათვის, ფაქტიურად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე.

4. გასული საანგარიშო პერიოდის მიხედვით კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები ჩაითვლება ყოველი მომდევნო საანგარიშო პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული საფასურის თანხაში.

მუხლი 4. საფასურის ოდენობა

რეგულირების ყოველწლიური საფასური განისაზღვრება 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით პირის შემოსავლიდან.

მუხლი 5. საფასურის გადახდის ვადები და გაანგარიშების წარდგენის

წესი

1. ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვეში – 20 აპრილამდე, 20 ივლისამდე, 20 ოქტომბრამდე და 20 იანვრამდე.

2. პირები, რომლებიც არიან რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადამხდელები, ვალდებულნი არიან საფასურის გადახდისათვის დადგენილ ვადაში წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია ამ დებულების დანართში მოცემული ფორმით.

3. საფასურის გადამხდელის მიერ ბალანსში ასახული წლიური შემოსავლის დაზუსტების შემთხვევაში კორექტირებას ექვემდებარება რეგულირების საფასურის თანხაც.

მუხლი 6. გადამხდელთა პასუხისმგებლობა

რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობისათვის ან გადახდის ვადების დარღვევისათვის საფასურის გადამხდელი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 7. დამატებითი დებულებები

1. იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში წარუდგენს კომისიას ინფორმაციას რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობაზე.

2. პირის მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია საქმიანობის შეწყვეტიდან 30 დღის განმავლობაში კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობაზე.

მუხლი 8. გარდამავალი დებულებები

1. 2000 წლის ლიცენზიის მფლობელები რეგულირების ყოველწლიურ საფასურს გადაიხდიან ყოველთვიურად 20 რიცხვამდე გასული საანგარიშო პერიოდის ფაქტიური შემოსავლებიდან გამომდინარე.

2. 2000 წლის საანგარიშო პერიოდს წარმოადგენს 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე პერიოდი.

 

დანართი N 1

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის

მარეგულირებელი ეროვნული კომისია

რეგულირების ყოველწლიური საფასურის

გაანგარიშება

……………………………………………..

(საანგარიშო პერიოდის დასახელება)

……………………………………………..

(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)

………………………………… …………………………

(გადამხდელის დასახელება) (ტელეფონის ნომერი)

 

2. რეგულირების საფასური – I სტრიქონის 1 %4. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში (სტრ.II – სტრ. III)