“სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 1 /

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2013

მიღების თარიღი იანვარი 03, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილებაN1

3 იანვარი 2013 წ.          ქ.თბილისი

საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

“სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებულ “სააბონენტო ნომრების

პორტაბელობის დებულებაში” (სსმ III, 09.07.2010 N 83 მუხ. 1203) შევიდეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"გ) აბონენტად გახდომიდან ან სააბონენტო ნომრის ბოლო პორტირებიდან არ გასულა 30 დღე;"

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კარლო კვიტაიშვილი