"საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 1 /

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 04, 2002

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2002

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

 

დადგენილება N1

 

ქ.თბილისი 4 ოქტომბერი 2002წ.

 

"საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

  

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზრის დარეგულირების და სატარიფო სისტემის მოწესრიგების მიზნით "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 46-ე და 47-ე მუხლების, 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის და "ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 და მე-7 მუხლების შესაბამისად,

 

კომისიამ დაადგინა:

 

1. "საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

ა) დამტკიცდეს "საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები" ახალი რედაქციით (თან ერთვის).

 

ბ) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"3. დადგინდეს საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების ადგილობრივი კავშირით მომსახურების ოპერატორების ქსელებში დასრულების ტარიფის ქვედა ზღვარი 14 თეთრის ოდენობით, ფიჭური მობილური კავშირით მომსახურების ოპერატორების ქსელებში - 25 თეთრის ოდენობით, ხოლო ზედა ზღვარი ორივე შემთხვევაში თავისუფალია. ლიცენზიის მფლობელებმა საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების დასრულების ტარიფი შეუსაბამონ წინამდებარე დადგენილების ამ პუნქტის მოთხოვნებს დადგენილების ამოქმედებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში."

 

გ) დადგენილების მე-31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"31. საქართველოდან გამავალი საერთაშორისო გამოძახებების წინასწარი გადახდის ფორმის (მომსახურების მთლიან საფასურზე სადეპოზიტო წინასწარი შენატანების ან საბარათო წინასწარი გადახდის ფორმის გამოყენებისას) საქართველოდან გამავალი საერთაშორისო გამოძახებების განხორციელებისას ამ დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ქვედა ზღვრული ტარიფები მცირდება 15 % -ით".

 

დ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

"32. საერთაშორისო კავშირით მომსახურების მიმწოდებელმა ოპერატორებმა მომსახურების ტარიფების გამოქვეყნებისას შეთავაზების წინადადებაში მიუთითონ განხორციელებული ზარების საფასურის გადახდის ადგილი."

 

ე) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

"41. საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფების ოდენობები ლიცენზიის მფლობელების მიერ უნდა დადგინდეს ამ დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირები არ იხდიან დამატებული ღირებულების გადასახადს."

 

ვ) დადგენილების მე-5 პუნქტში სიტყვები "10 სამუშაო დღის ვადაში" შეიცვალოს სიტყვებით "30 სამუშაო დღის ვადაში."

 

ზ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

"61. ლიცენზიის მფლობელებმა წინამდებარე დადგენილების ამოქმედებიდან ყოველი თვის 20 რიცხვში კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია გასული საანგარიშო თვის საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების საქართველოდან გამავალი და შემომავალი ტრაფიკების (მოცულობებისა) და მიღებული შემოსავლების შესახებ ამ დადგენილებით განსაზღვრული მიმართულებების მიხედვით."

 

თ) ამოღებული იქნას დადგენილების მე-7 პუნქტი.

 

2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (გ. კვერენჩხილაძე) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

3. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

 

 კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დამტკიცებულია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2002 წლის 4 ოქტომბრის N 1 დადგენილებით

 

 

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები (მომსახურების ერთ წუთზე დღგ-ს ჩათვლით)

 

ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ოპერატორების მომხმარებლებისათვის

 

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების მიმართულებები

ზღვრული ტარიფები

ქვედა ზღვრული ტარიფი (ლარი)

ზედა ზღვრული ტარიფი (ლარი)

1.

აშშ, კანადა და რუსეთი

0.50

0.80

2.

სხვა ქვეყნები

0.70

X

 

 

 

ფიჭური მობილური სატელეფონო კავშირით მომსახურების ოპერატორების მომხმარებლებისათვის

 

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების მიმართულებები

ზღვრული ტარიფები

ქვედა ზღვრული ტარიფი (ლარი)

ზედა ზღვრული ტარიფი (ლარი)

1.

აშშ, კანადა და რუსეთი

0.70

X

2.

სხვა ქვეყნები

0.90

X

 

 

 

შენიშვნა: X – ზედა ზღვრული ტარიფი არ დგინდება.