"საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 2 /

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2005

მიღების თარიღი მარტი 11, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისი

დადგენილება   N 2

 

 \"საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე\" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

\"კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ\" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის , 46-ე და 47-ე მუხლების შესაბამისად, კომისია

ადგენს:

1. \"საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე\" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში (სსკ N55, მუხ. 413) შეტანილ იქნას ცვლილება  და მისი პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) 2005 წლის 1 აპრილიდან ძალდაკარგულად ჩაითვალოს 1-ლი,  მე-2, 31-ე,  მე-4, 41-ე, მე-5, მე-6 პუნქტები და გაუქმდეს ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ოპერატორებისა და ფიჭური მობილური სატელეფონო კავშირით მომსახურების ოპერატორების მომხმარებლებისათვის საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ქვედა და ზედა ზღვრული ტარიფები.“

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა  სამსახურს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 იმიტრი  ქიტოშვილი

კომისიის თავმჯდომარე