“საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

ნომერი: 7 /

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 19, 2001

მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2001

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება N 7

ქ.თბილისი                                     19 ოქტომბერი 2001წ.

საქართველოდან გამავალ საერთაშორისო გამოძახებებზე ტარიფების მოწესრიგების მიზნით, “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 46-ე და 47-ე მუხლების, 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის და “ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-7 მუხლების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:

1. “საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შიანაარსის 31 პუნქტი:

 “31. გადახდის წინასწარი ფორმისა და ყოველი დაკავშირებისას მომხმარებლის მიერ აკრეფის რთული ფორმის გამოყენებით (ქვეყნის კოდის აკრეფამდე არანაკლებ ათი ციფრის აკრეფა) საქართველოდან გამავალი საერთაშორისო გამოძახებების განხორციელებისას ამ დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ქვედა ზღვრული ტარიფები მცირდება 30%-ით.”

2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში

რეგისტრაციის N320.060.000.15.012.005.025.  26.10.2001წ.