საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია დადგენილება N 4 ქ. თბილისი 24 დეკემბერი 2004 წელი „საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლ

ნომერი: 4 /

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2004

მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2004

საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე სატარიფო სისტემის მოწესრიგების შემდგომი ეტაპის განხორციელების მიზნით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 46-ე და 47-ე მუხლების, 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის და „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-7 მუხლების შესაბამისად, კომისია

 

ადგენს:

 

1.             „საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 15 მაისის N3 დადგენილებით (ს.ს.მ. #53, მუხლი 401) დამტკიცებული საქართველოს ფარგლებში ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფები  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის).

2.             დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.             დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

 

კომისიის თავმჯდომარე                        დიმიტრი ქიტოშვილი