საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებაში "კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2

ნომერი: 7 /

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 26, 2005

მიღების თარიღი აპრილი 26, 2005

 

\"კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ\" საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 411-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისია

ადგენს:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებაში \"კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N3  დადგენილება;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დიმიტრი ქიტოშვილი

კომისიის თავმჯდომარე