„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 5 /

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2012

მიღების თარიღი თებერვალი 21, 2012

  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ დაადგინა:

    1. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებაში (სსმ №39, მუხლი 460, 22.03.2007) შევიდეს შემდეგი რედაქციის ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)   ავტორიზაცია, ლიცენზირება, ნებართვები და  უწყებრივი რეესტრები;“

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად აუქციონიების, კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსების ჩატარების ორგანიზება, ლიცენზიების გაცემის, მოდიფიცირების, მოქმედების ვადის გაგრძელების, გაუქმების (გარდა ლიცენზიის გაუქმების სანქციის სახით გამოყენებისა), ლიცენზიათა გადაპირების (გადაცემის), ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემისა და გაუქმების (გარდა ნებართვის გაუქმების სანქციის სახით გამოყენებისა) ადმინისტრაციული წარმოებების უზრუნველყოფა;

გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ლ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კომისიის უწყებრივი რეესტრების წარმოების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრებში ლიცენზიის/ნებართვის მფლობელ და ავტორიზებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მონაცემების, ლიცენზირებასთან/ნებართვებთან დაკავშირებული, მათ შორის ლიცენზიათა გადაპირების (გადაცემის) თაობაზე, ნუმერაციის რესურსის მინიჭებათა თაობაზე მონაცემების ადმინისტრირება;“

დ) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კომისიის, კომისიის აპარატში დასაქმებულების, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული, ლიცენზირებული და ნებართვის მფლობელი პირების, სხვა დაინტერესებული პირების (სათანადო მომართვის შემთხვევაში) მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა შესახებ  კონსულტირება და სამართლებრივი დახმარების გაწევა;“

ე) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელ პირთა შორის წარმოშობილი დავების განხილვის ადმინისტრაციული წარმოება;“

ვ)  მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ზ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) კომისიის აპარატის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ შედგენილი სამსახურებრივი ბარათისა და დასკვნის,  შემოწმების აქტის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, დამრღვევი ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის, აგრეთვე სხვა პირის მიმართ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონებითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციების დაკისრების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;“

ზ) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის მ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ) კომისიის უწყებრივ რეესტრებში ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელ პირთა სანქცირებასთან, აგრეთვე ავტორიზებულ ან/და ლიცენზირებულ/ნებართვის მფლობელ პირთა შორის დავების განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილებების  შესახებ მონაცემთა ადმინისტრირება.

თ) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის პირობების შესრულების, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობისა და გამოყენებული მოწყობილობების  აღიარებულ სტანდარტებთან და ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის მონიტორინგი.“

ი) მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნუმერაციის ეროვნული სისტემის შესაბამისად ნუმერაციის რესურსის განაწილების  უზრუნველყოფა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის და გაუქმების თაობაზე სათანადო დასკვნების მომზადება;“

კ) მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მფლობელების მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე მონიტორინგი, დარღვევათა გამოვლენა და სათანადო რეაგირება - შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;“

ლ) მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მფობელთა მიერ  მოწყობილი ქსელებისა და გამოყენებული მოწყობილობების აღიარებულ სტანდარტებთან და ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;“

მ) მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის ზ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;

ნ) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) კომისიის მიერ რადიოსიხშირეების მინიჭების/რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოება და გაცემული რადიოსიხშირეებით სარგებლობის პირობების შესრულების მონიტორინგი, დარღევათა გამოვლენა და რეაგირება - შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;“

ო) მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის გ) ქვეპუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელის, სალიცენზიო გადასახდელის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და რეგულირების საფასურის, კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმების შესაბამის ანგარიშებზე გადახდის აღრიცხვის ყოველთვიური ანალიზი და მონიტორინგი;“

პ) მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის დ) ქვეპუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) კომისიის უწყებრივი რეესტრების საფინანსო ბლოკის (სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლები, სალიცენზიო გადასახდელები, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურები, რეგულირების საფასური, კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმები) ადმინისტრირება.“

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

         კომისიის წევრები                                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                            კ.კვიტაიშვილი

                                                                                                            ა.სიხარულიძე

                                                                                                            ი.მოსეშვილი