“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 6 /

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2005

მიღების თარიღი აპრილი 08, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისი

დადგენილება   N 6 

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

“კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, “დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული ორგანოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის “ე” პუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისია

ადგენს:

1.        “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების შესახებ 2003  წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებაში (სსმ N 71; 14.07.03. მუხლი N 643) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის  ი) ქვეპუნქტი:

„ი) სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესს”;

ბ) “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებს“ დაემატოს შემდეგი რედაქციის VII1 თავი:

 

„თავი VII1. სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების წესი

 

მუხლი 511. ტერმინთა განმარტება

 

         ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამ თავის მიზნებისთვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ამპლიტუდური ტელეგრაფია – რადიოკავშირის სახე, რომლის დროსაც გადაცემული ინფორმაცია განსაზღვრულია მიღებაზე გრაფიკული ფორმით ჩასაწერად. გადაცემული ინფორმაცია შესაძლებელია მიღებული იქნას ელექტრონული ვერსიის ფორმითაც და შენახული შემდგომი გამოყენებისთვის;

ბ) ამპლიტუდური ტელეფონია – რადიოკავშირის სახე, რომელიც ძირითადად განსაზღვრულია ინფორმაციის გაცვლისათვის ამპლიტუდური მოდულაციის გამოყენებით;

გ) ერთზოლოვანი ტელეფონია – რადიოკავშირის სახე, რომელიც ძირითადად განსაზღვრულია ინფორმაციის გაცვლისათვის ერთი  გვერდითი ზოლოვანი ამპლიტუდური მოდულაციის გამოყენებით;

დ) ვეტერანი რადიომოყვარული – რადიომოყვარული არანაკლებ 25 წლის გამოცდილებით, რომელსაც ამ წესების შესაბამისად ენიჭება სპეციალური უფლებები;

ე) ინდივიდუალური სამოყვარულო რადიოსადგური - სამოყვარულო რადიოსადგური, რომლის მფლობელი არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ფიზიკური პირი;

ვ) კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგური - სამოყვარულო რადიოსადგური, რომლის მფლობელი არის რადიომოყვარულთა ნებისმიერი კოლექტივი (მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა), რომელშიც ერთიანდებიან რადომოყვარულები და განსაზღვრავენ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირს;

ზ) კომისიის ნებართვა – სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორცილებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური უფლება;  

თ) “მეორადი გამოყენების” დიაპაზონები – რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონები, რომლებშიც ფუნქციონირებადი სხვადასხვა სამსახურის რადიოსადგურები უნდა შეეგუონ მავნე რადიოხელშეშლებს;

ი) “მესამე პირი” – პირი, რომელიც არ მონაწილეობს სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელებაში; 

კ) მოკლეტალღოვანი დიაპაზონი - სიხშირული დიაპაზონი 3-30 მგჰც;

ლ) “პირველადი გამოყენების” დიაპაზონები – რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონები, რომლებშიც ფუნქციონირებადი სხვადასხვა სამსახურის რადიოსადგურები დაცული უნდა იყოს მავნე მიუღებელი რადიოხელშეშლებისაგან;

მ) რადიოკავშირის ციფრული სახეობანი (PACKET, AMTOR, PACTOR, SITOR, SSTV და ა.შ.) – რადიოკავშირის სახეობანი, რომლის დროსაც ინფორმაციის გადასაცემად რადიოსიხშირის მოდულირება ხორციელდება ციფრული სახით;

ნ) რადიომოყვარულთა საერთაშორისო კავშირი (IARU) – კავშირი, რომლის მიზანია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ დადგენილი რეგულირების ჩარჩოებში სამოყვარულო და სამოყვარულო-თანამგზავრული სამსახურების დაცვა და განვითარება;

ო) რადიოსამოყვარულო და საერთაშორისო Q კოდები – რადიოკავშირის სეანსის დროს      გამოყენებული აბრევიატურა;

პ) რადიოსამოყვარულო სამსახური - რადიომოყვარულთა (რომელთაც აქვთ შესაბამისი ნებართვა და ამ საქმიანობას ისინი ეწევიან პირადი და მატერიალური დაინტერესების გარეშე) შორის რადიოკავშირისა და ტექნიკური კვლევის მიზნით განხორციელებული კავშირის სახე;

ჟ) საანტენო და საფიდერო მოწყობილობა – გამტარებისაგან ან ლითონისაგან შედგენილი კონსტრუქცია, რომლის საშუალებითაც სხივდება ეთერში გადამცემი რადიოსადგურის მიერ გენერირებული ელექტრომაგნიტური ტალღები;

რ) საერთაშორისო შეჯიბრებები და ტურები რადიომოყვარულთა შორის - CQ WW, WPX, WAE, IARU და ARRL;

ს) საკვალიფიკაციო საბჭო – კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სპეციალური უფლებამოსილების მქონე საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის კომისიის სამი წარმომადგენელი და სამი რადიომოყვარული.

ტ) სამოყვარულო ბარათი – ბარათი, რომელიც წარმოადგენს სამოყვარულო რადიოკავშირის განმხორციელებელი პირის იდენტიფიკატორს;

უ) სამოყვარულო რადიოსადგურების კატეგორიები: “E” ექსტრა, “A”, “B” და “C” - სამოყვარულო რადიოსადგურები, რომლებიც გამიჯნულია განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლებით (დასაშვები სიხშირული დიაპაზონები, გამოსხივების სახეობები და რადიოგადამცემი მოწყობილობის გამოსავალი სიმძლავრე);

ფ) სამოყვარულო რადიოსადგური - სამოყვარულო სამსახურის რადიოსადგური. სამოყვარულო რადიოსადგური შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან კოლექტიური გამოყენების;

ქ) სამოყვარულო რეტრანსლატორი – ავტომატური, სრული დუპლექსის რეჟიმში მომუშავე მიმღებ-გადამცემი რადიოსადგური, რომელიც მის მიერ მიღებულ სიგნალს გადასცემს 600 კჰც-ის წანაცვლებით;

ღ) სახმობი ნიშანი – ლათინური ასოებისა და ციფრებისაგან შედგენილი კომბინაცია, რომლის პრეფიქსი აღნიშნავს ქვეყანას, ხოლო სუფიქსი კონკრეტულ რადიოსადგურს;

ყ) სიხშირული დიაპაზონი – რადიოსიხშირული ზოლი, რომელიც განსაზღვრულია ქვედა და ზედა ზღვრებით;  

შ) სიხშირული ტელეფონია – რადიოკავშირის სახე, რომელიც ძირითადად განსაზღვრულია ინფორმაციის გაცვლისათვის სიხშირული მოდულაციის გამოყენებით;

ჩ) ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი (ITU) – კავშირი წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზირებულ სააგენტოს;

ც) ტესტირება -  საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ რადიომოყვარულის კვალიფიკაციის დადგენის ან/და ამაღლების მიზნით ჩატარებული საგამოცდო (წერილობითი) გამოკითხვა, რომელიც ტარდება წინამდებარე წესის, უსაფრთხოების ტექნიკის, ეთერში მუშაობის წესის, აგრეთვე  ელექტროობის და რადიოტექნიკის სფეროში ცოდნის შემოწმების მიზნით;

ძ) ულტრამოკლეტალღოვანი დიაპაზონი – სიხშირული დიაპაზონი 30 მგჰც-ის ზევით;

წ) ფონეტიკური ანბანი – ინფორმაციის გადაცემისას წარმოთქმული ბგერების შესაბამისი სიტყვების ჩამონათვალი;

ჭ) /A – საჰაერო-საავიაციო ხომალდის ბორტებზე დამონტაჟებული სამოყვარულო რადიოსადგურის აღმნიშვნელი სიმბოლო;

ხ) /M – ავტო-მოტოსატრასპორტო საშუალებებში დამონტაჟებული სამოყვარულო რადიოსადგურის აღმნიშვნელი სიმბოლო;

ჯ) /MM – საზღვაო-სანაოსნო ხომალდებზე დამონტაჟებული სამოყვარულო რადიოსადგურის აღმნიშვნელი სიმბოლო;

ჰ) /P – სატარებელი რადიოსადგური – სატარებელი სამოყვარულო რადიოსადგურის აღმნიშვნელი სიმბოლო;

ჰ1) ‘’SOS” და  “MAYDAY” სიგნალები – უბედურების და დახმარების საერთაშორისო სიგნალები;

ჰ2) 4L1, 4L2, 4L3, 4L4, 4L6, 4L7, 4L8, 4L9 და 4L0 პრეფიქსის ბლოკები – სამოყვარულო რადიოსადგურის სახმობი ნიშნების პრეფიქსის ბლოკები, რომელშიც პირველი ორი ნიშანი აღნიშნავს ქვეყნის კოდს.

 

მუხლი 51 2. სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება

 

1.        სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კომისიის მიერ გაცემული სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის საფუძველზე;

2.       სამოყვარულო რადიოსადგურის რეგისტრაცია, ტექნიკური პარამეტრების კონტროლი, მათ გამოყენებაზე ნებართვის გაცემა და რადიოსამოყვარულო სიხშირული დიაპაზონების რადიომონიტორინგი ხორციელდება კომისიის მიერ;

3.       სამოყვარულო რადიოსადგური უნდა იყოს განთავსებული ისე, რომ შემთხვევით პირებს არ ჰქონდეთ მისი თვითნებურად მოქმედებაში მოყვანის საშუალება;

4.      კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება ეკრძალებათ იმ რადიომოყვარულებს, რომლებსაც აქვთ ამ კოლექტიური რადიოსადგურის კატეგორიაზე დაბალი კატეგორიის ინდივიდუალური ან/და კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურით რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვა;

5.       ინდივიდუალური ან კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამომყენებელს შეუძლია ეთერში მუშაობის უფლება მისცეს ნებისმიერ რადიომოყვარულს, რომელსაც აქვს სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვა;

6.       მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში რადიომოყვარული ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს კომისიას;

7.      სამოყვარულო რადიოსადგურის განთავსების ადგილზე დაცული უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვა;

ბ)  წინამდებარე წესი;

გ) სააპარატო ჟურნალი ან ინფორმაცია ელექტრონულ ფორმატში, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:

გ.ა. ) რადიოკავშირის ჩატარების თარიღი და დრო;

გ.ბ.) იმ რადიოსადგურის სახმობი ნიშანი, რომელთანაც ჩატარებული იქნა რადიოკავშირი;

გ.გ. ) სიხშირული დიაპაზონი და გამოსხივების სახე;

გ.დ. ) მიღებული და გადაცემული სიგნალის შეფასება;

8.       სააპარატო ჟურნალში არ არის აუცილებელი შევიდეს ინფორმაცია ულტრამოკლეტალღოვან დიაპაზონებში ჩატარებული რადიოკავშირების შესახებ;

9.       რადიომოყვარული ვალდებულია სააპარატო ჟურნალი შეინახოს ორი წლის განმავლობაში.

 

მუხლი 513. სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორიები

 

1.        სამოყვარულო რადიოსადგურები იყოფა ოთხ კატეგორიად (“E” ექსტრა, “A”, “B” და “C”), რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიხშირული დიაპაზონებით, გამოსხივების სახეობებით და რადიოგადამცემი მოწყობილობის გამოსავალი სიმძლავრით (დანართი N 8); 

2.       “C” კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე ნებართვა გაიცემა 10 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე;

      “B” კატეგორიის - 14 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე;

      “A” და “E” ექსტრა კატეგორიის - 16 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე; 

3.       რადიომოყვარულის კვალიფიკაცია განისაზღვრება საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგით. “A” კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მქონე რადიომოყვარული ვალდებულია მორზეს ანბანით, ღია ტექსტის სახით, მიიღოს და გადასცეს  მინიმუმ 30 ნიშანი წუთში, ხოლო “E” ექსტრა კატეგორიისთვის - მინიმუმ 60 ნიშანი წუთში;

4.      “E” ექსტრა კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მიღება შესაძლებელია, თუ “A” კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მქონე რადიომოყვარული დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ მოთხოვნას:

ა) სამოყვარულო ბარათების მეშვეობით დაადასტურებს რადიოკავშირს 200 და მეტ ქვეყანასთან;

ბ) მიღებული აქვს სამოყვარულო ორგანიზაციების მიერ გაცემული 100 ან მეტი სხვადასხვა დიპლომი (სიგელი);

გ) დაიკავებს პირველ, მეორე ან მესამე ადგილს შემდეგი საერთაშორისო შეჯიბრებების: CQ WW, WPX, WAE, IARU ან/და ARRL ნებისმიერ ტურში;

5.       უფრო მაღალი კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მიღება შესაძლებელია დაბალი კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მიღებიდან არა ნაკლებ ერთი წლის შემდეგ;

6.       ტესტირებას ატარებს კომისიის მიერ დამტკიცებული საკვალიფიკაციო საბჭო.

7.      ტესტირება ტარდება ყოველ სამ თვეში ერთხელ, რომლის ჩატარების ზუსტ თარიღს ადგენს საკვალიფიკაციო საბჭო;

8.       საკვალიფიკაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს ის რადიომოყვარული, რომელსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დარღვეული ჰქონდა წინამდებარე წესი.

 

მუხლი 514. ძირითადი მოთხოვნები (სამოყვარულო რადიოსადგურის ტექნიკური მოთხოვნები)

 

1.        სამოყვარულო რადიოსადგურს (მიმღებ-გადამცემს) თან უნდა ერთოდეს:

      ა) საანტენო და საფიდერო მოწყობილობები მეხდამცავის ჩათვლით;

      ბ) გადამცემი აპარატურის პარამეტრების საზომი და საკონტროლო მოწყობილობები.

2.       სამოყვარულო რადიოსადგურები კატეგორიების შესაბამისად იყენებენ მხოლოდ შემდეგი

      სახის გამოსხივებებს:

ა) ამპლიტუდური ტელეგრაფია;

ბ)ამპლიტუდური ტელეფონია;

გ) ერთზოლოვანი ტელეფონია;

დ) სიხშირული ტელეფონია;

ე) რადიოკავშირის ციფრული სახეობანი (PACKET, AMTOR, PACTOR, SITOR, SSTV და ა.შ.);

3.       სამოყვარულო რადიოგადამცემი სიხშირის სტაბილურობისადმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ჩართვის მომენტიდან 15 წუთის განმავლობაში, სიხშირის აბსოლუტური ცდომილება – 300 ჰც მოკლე ტალღებზე და 1000 ჰც ულტრამოკლე ტალღებზე;

4.       სამოყვარულო რადიოსადგურის სიმძლავრე იზომება ანტენის ექვივალენტურ დატვირთვაზე;

5.       სამოყვარულო რადიოსადგურის გვერდითი გამოსხივების საშუალო სიმძლავრე უნდა იყოს:

ა) ულტრამოკლეტალღოვანი 144 მგჰც, 430 მგჰც და 1296 მგჰც დიაპაზონებისთვის არაუმეტეს 25 მკვტ. ეს პარამეტრი სხვა ულტრამოკლეტალღოვანი დიაპაზონებისთვის  არ არის განსაზღვრული; 

ბ) მოკლეტალღოვანი დიაპაზონებისთვის - ძირითადი გამოსხივების სიმძლავრეზე 40 დბ-ით ნაკლები სამოყვარულო რადიოსადგურის არაუმეტეს 5 ვტ სიმძლავრით ფუნქციონირებისას;

6.       სამოყვარულო რადიოსადგურის და ანტენის კონსტრუქცია უნდა იყოს უსაფრთხო  ირგვლივ    მყოფთათვის;

7.      რადიომოყვარულს უფლება აქვს განათავსოს სახლის სახურავზე (სათანადო ნებართვის საფუძველზე, თუ ასეთი გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით) სამოყვარულო ანტენა, რომლის დამონტაჟებაზე, უსაფრთხო სარგებლობასა და შეკეთებაზე პასუხისმგებელია ამ რადიოსადგურის მფლობელი;

8.       სამოყვარულო რადიოსადგურის მიერ შექმნილი ელექტრომაგნიტური ველის ინტენსივობა არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულ დასაშვებ სანიტარულ ნორმებს.

 

მუხლი 515. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის გაცემა

 

1.        სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ გაცემული სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის შემდეგ;

2.       ნებართვა გაიცემა შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:

ა) განცხადება სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე;

ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ფოტოსურათი;

დ) საკვალიფიკაციო საბჭოს ცნობა ტესტირების ჩაბარების თაობაზე;

ე) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ვ) რადიომოყვარულის არასრულწლოვანობის შემთხვევაში მშობლის (ან მეურვის) ცნობა სამოყვარულო რადიოსადგურის განთავსების თანხმობაზე, რომელიც უზრუნველყოფს წინამდებარე წესის დაცვას და რადიოსადგურის ტექნიკურ უსაფრთხოებას;

ზ) აპარატურის დასახელება.

3.       კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას:

ა) რადიომოყვარულთა კოლექტივის სადამფუძნებლო და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ)კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები;

4.      რადიომოყვარულს, რომელიც ფლობს სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვას, დამატებითი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე უფლება აქვს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიყენოს სახმობ ნიშანთან ერთად შემდეგი ნიშნები:

/P, /M, /MM და /A;

5.       სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მიღების შემთხვევაში რადიომოყვარულს უფლება აქვს ეთერში გავიდეს საქართველოს ნებისმიერი გეოგრაფიული წერტილიდან ყოველგვარი დამატებითი ნებართვის გარეშე;

6.       სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვა გაიცემა ხუთი წლის ვადით.

7.      სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მისაღებად, უცხო ქვეყნის რადიომოყვარული ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს:

ა) განცხადება ნებართვის მიღებაზე;

ბ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის ასლი, რომლის რეზიდენტიც არის იგი;

გ) მისამართი, სადაც განთავსებული იქნება სამოყვარულო რადიოსადგური; საქართველოში დროებით რეგისტრაციის ადგილისამყოფელი;

დ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ე) ფოტოსურათი;

ვ) აპარატურის დასახელება.

მუხლი 516. სამოყვარულო რადიოსადგურებისთვის ნებადართული სიხშირული დიაპაზონები, დაშვებული სიმძლავრეები და რადიოკავშირის სახეები

1. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიორეგლმენტის შესაბამისად, ქვემოთ მოყვანილ ცხრილში განსაზღვრულია სიხშირეთა დიაპაზონები, დაშვებული სიმძლავრეები და რადიოკავშირის სახეები, რომელიც შეძლება გამოიყენოს საქართველოს სამოყვარულო რადიოსადგურებმა:

 

სიხშირეები 30 მგჰც-ს ზევით(ულტრამოკლე დიაპაზონი)

135,7-137,8 კჰც3500-3650 კჰც3650-3800 კჰც10100-10150 კჰც სამუშაო არხისR 0R 1R 2R 3R 4R 5R 6R 7R 8

144-146 მგჰც

18068-18318 კჰც

76-81 გგჰც

1260-1300 მგჰც2400-2450 მჰც

24890-25140 კჰც

142-144 გგჰც144-149 გგჰც

10-10,5 გგჰც24,0-25,05 გგჰც24,05-24,25 გგჰც

 

გადაცემის სიხშირე (კჰც)

145600

145625

145650

145675

145700

145725

145750

145775

145800

3.      სამოყვარულო რეტრანსლატორის მაქსიმალური სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 100 ვტ-ს. (რადიოკავშირის სახე: FM სიხშირული მოდულაცია - F3E);

მუხლი 5110. პასუხისმგებლობა რადიომოყვარულის მიმართ წინამდებარე წესის დარღვევის შემთხვევაში

1. ამ თავით განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის მქონე რადიომოყვარულებს, აგრეთვე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც სამოყვარულო რადიოკავშირს ახორციელებენ ზემოთ აღნიშნული ნებართვის გარეშე, კომისია აფრთხილებს დარღვევის განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრის თაობაზე, რის შესახებაც ღებულობს გადაწყვეტილებას;

2. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ დამრღვევი პირისთვის მიცემული ვადის გასვლისა და დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი პირის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიმართ გამოიყენოს ჯარიმა, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 171-ე მუხლის მე-4 პუნქტით;

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, როცა არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ საფრთხე ექმნება საზოგადოების უსაფრთხოებას და ადამიანის ჯანმრთელობას, აგრეთვე არსებული ან სავარაუდო ელექტრომაგნიტური შეუთავსებლობის თავიდან აცილების ან/და რადიოდანადგარების ელექტრომაგნიტური ხელშეშლისაგან დაცვის მიზნით, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე, ხოლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულების უზრუნველსაყოფად დისკრეციულად გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების დროებით შეზღუდვა;

4. კომისია უფლებამოსილია აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენოს მხოლოდ ის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების ყველაზე სწრაფ და ნაკლები დანახარჯებით შესრულებას;

5. კომისია უფლებამოსილია რადიომოყვარულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის გაუქმების შესახებ.

 

მუხლი 5111. საკვალიფიკაციო საბჭო

 

1.        საკვალიფიკაციო საბჭო უფლებამოსილია:

      ა) განსაზღვროს რადიომოყვარულის კვალიფიკაცია საკვალიფიკაციო ტესტირებით;

      ბ) შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკვალიფიკაციო ტესტები;

      გ) განიხილოს სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესების დარღვევები და

      დარღვევათა დადასტურების შემთხვევაში, მიმართოს კომისიას ამ წესით განსაზღვრული

     ზომების გასატარებლად;

2.       საკვალიფიკაციო საბჭოს სხდომები ტარდება წელიწადში ოთხჯერ, ყოველი კვარტლის

მე-2 თვის ბოლო ოთხშაბათს.”;

 

გ) დამტკიცდეს “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ შემდეგი დანართები:

გ.ა.) დანართი N 5 - ფონეტიკური ანბანი;

გ.ბ.) დანართი N 6 – საერთაშორისო Q კოდი;

გ.გ.) დანართი N 7 – რადიოსამოყვარულო კოდი;

გ.დ.) დანართი N 8 – სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორიები.

დ) “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებიდან“ ამოღებულ იქნას 21-ე მუხლის მე-8 პუნქტი და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი;

2. ცნობილი იქნეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 23 მარტის N 4 დადგენილება “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დამტკიცების თაობაზე კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” იურიდიული ძალის არმქონე აქტად, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილის საფუძველზე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                      დ. ქიტოშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი N 5

ფონეტიკური ანბანი

ანა, ალფა

ბორისი

ცენტრი

დავითი

ეკა, ექო

ფიქრია, ფირუზი

გიორგი

ხათუნა

ირმა

ჯუმბერი, ჯანო

კილოვატი, კონსტანტინე,

ლამარა

მანანა

ნუკრი

ოთარი

პეტრე

ქეთინო

რადიო

სალომე

თამარი

უშსანგი

ჟენია, ჟამი

ვენერა

იქსი

იგრეკი

ზვიადი

QRA

ჩემი სადგურის დასახელებაა...

QRB

მე თქვენი რადიოსადგურიდან ვიმყოფები დაახლოებით ….. კილომეტრში

QRG

თქვენი ზუსტი სიხშირეა...

QRH

თქვენი სიხშირე იცვლება

QRI

თქვენი გადაცემის ტონია...

QRК

თქვენი სიგნალი ირჩევა...

QRL

მე ვიცი, გთხოვთ ხელს ნუ მიშლით

QRM

მე განვიცდი ხელშეშლებს სხვა რადიოსადგურებისგან

QRN

მე ხელს მიშლის ატმოსფერული ხელშეშლები

QRO

გაზარდეთ გადამცემის სიმძლავრე

QRP

შეამცირეთ გადამცემის სიმძლავრე

QRQ

გადაეცით უფრო სწრაფად

QRS

გადაეცით უფრო ნელა

QRT

შეწყვიტეთ გადაცემა

QRU

მე თქვენთვის არაფერი მაქვს

QRV

მე მზად ვარ

QRW

გთხოვთ შეატყობინეთ მას …რომ მე ვიძახებ მას…… … კილოჰერცზე (ან მეგაჰერცზე)

QRX

მოითმინეთ, მე თქვენ გამოგიძახებთ კვლავ

QRZ

თქვენ გიძახებთ ...

QSB

თქვენი სიგნალი მილევადია

QSK

მე შემიძლია მოგისმინოთ თქვენ ჩემი სიგნალის პაუზებში

QSL

ვამოწმებ თქვენს მიღებას

QSO

მე შემიძლია უშუალოდ დავუკავშირდე...

QSP

მე შემიძლია გადავცე...

QSY

გადადით სხვა სიხშირეზე

QSX

მე ვისმენ მოსახმობ ნიშანს .... კილოჰერცის (მეგაჰერცის) სიხშირეზე

QTCQTHQTR

მე მაქვს თქვენთვის შეტყობინება

მე ვიმყოფები...

ზუსტი დრო არის... საათი

 

 

 

 

 

დანართი N 7

 

რადიოსამოყვარულო კოდი

ABT About - მიახლოებით, ირგვლივADR Addres - მისამართიAFTER After - შემდეგ, შემდგომAGN Again - ხელახლა, ისევALL All - ყველაფერი, ყველაALSO Also - ასევეAM Amplitude Modulation - ამპლიტუდური მოდულაციაANT Antenna - ანტენაAT At  -ში, -კენBAD, BD Bad - ცუდიBAND Band - დიაპაზონიBCNU - მოხარული ვიქნები ხელახალი შეხვედრისBEAM Beam - მიმართული (ანტენა) BEST Best - საუკეთესო

BOX Box - ყუთი (საფოსტო)BUT But - მაგრამCALL Call - გამოძახება (მოსახმობი ნიშანი, ამოსაცნობი ნიშანი)CFM Confirm - დამტკიცება, მტკიცებულებაCHEERIO Cheerio - გისურვებ წარმატებებსCLG Calling - ვიძახებ, იძახებსCONDX Conditions - პირობა. რადიოტალღების გავრცელება, სიგნალის სმენადობაCONGRATS Congratulations - მილოცვაCOPI Copy - ჩაწერა, სიგნალის მიღებაCQ - ყველას, ყველას, ყველას (საერთო გამოძახება)CU See you - შევხვდებით (ეთერში)CUAGN See you again - კვლავ შევხვდებითCUL See you later - შევხვდებით მოგვიანებითеСW Continuos wave - მორზეს ანბანი (ტელეგრაფი)DE - დანDIRECT Direct - უშუალოდ, პირდაპირDR Dear - ძვირფასიDWN Down - ქვემოთ, ქვევითDX - შორეული კავშირი, შორეული მანძილი, იშვიათი კორესპონდენტთან რადიოკავშირიES - დაEX Ex - ყოფილი, წინა (მოსახმობ ნიშანის შესახებ)FB Fine business - შესანიშნავად, მშვენივრადFER, FOR, FR For -სთვის, ამასთან FM From -დან, -განFM Frequency modulation - სიხშირული მოდულაციაFREQ Frequency - სიხშირეGA Go ahead - დაიწყე, შეუდექიGA Good afernoon - შუადღე მშვიდობისა (დღის მეორე ნახევარში)GB Good bye - ნახვამდის, მშვიდობით GD Good day - შუადღე მშვიდობისა (დღის მეორე ნახევარში)GE Good evening - საღამო მშვიდობისაGLD Glad - მოხარული ვარGM Good morning - დილა მშვიდობისაGN Good night - ღამე მშვიდობისაGND Ground - დამიწებაGOT Got -  მივიღე

GUD Good - კარგი, კარგადGUHOR - არაფერი მესმისHAM - რადიომოყვარული  სამოყვარულო რადიოგადამცემის მფლობელიHF High frequency - მაღალი სიხშირეHI - სიცილის გამოხატვაHOPE, HPE Hope - იმედიHR Here - აქHRD Heard - მოსმენაHW - როგორ გესმით ჩემი? როგორ არის საქმეები?INFO Information - ინფორმაციაK -  მიპასუხეთ, გადაეცითKW Kilowatt - კილოვატიLAT Latitude - განედიLF Low frequency - დაბალი სიხშირეებიLID - ცუდი რადიოოპერატორი, LONG Longitude - გრძედიLOG Logbook - რადიოსადგურების სიაLSB Lower side band - ქვემო გვერდითი ზოლიLTR Letter - წერილიMIKE Microphone - მიკროფონიMIN Minute - წუთიMNI  Many - ბევრი

MOM Moment - მომენტიMSG Message - შეტყობინებაMTR Meter - მეტრი, გაზომვაNEAR, NR Near - ახლოსNBFM Narrow band frequency modulation - ვიწროზოლოვანი სიხშირული მოდულაციაNIL - არაფერიNR Number - ნომერიNW Now - ახლა, გადავდივარ გადაცემაზეOK - გასაგებია, ნათელია, სწორიაOM Old man - ახლობელო (სიტყვასიტყვით - ძველო)ONLY Only - მხოლოდOP, OPR Operator - ოპერატორი, რადისტიOUTPT Output - გამოსავალი სიმძლავრეPA Power amplifier - ძლიერი გამაძლიერებელიPM Post meridiem - მერედიემ შუადღითPSE Please - თხოვნა, გთხოვთ

PSED Pleased - მოხარული, კმაყოფილიPWR Power - სიმძლავრეR Right - სწორია, გამართლებულია RCV Recevie - მიღება, მიღებულიაRCVR Recevier - მიმღებიREPT,RPRT Report - შეტყობინება, რაპორტიRIG - გადამცემიRPT Repeat - გამეორება, გაიმეორეთRTTY  Radioteletype - რადიოკავშირის სახეობაSIGS Signals - სიგნალებიSKED Schedule - მუშაობის განრიგიSM,SUM Soon - ზოგი, რამდენიმეSOON,SN Soon - მალე, სწრაფადSORI,SRI Sorry - ვწუხვარ, სამწუხაროაSSB Single side band - ერთზოლოვანი მოდულაციაSTN Station - სადგურიSURE Sure - დარწმუნებაSWL Short wave listener - რადიომოყვარული დამკვირვებელიSWR Standing wave ratio - მდგრადი ტალღის კოეფიციენტიTEST Test - გამოცდა, შეჯიბრება რადიომოყვარულებს შორისTIME Time - დროTKS Thanks - მადლიერების გამოხატვაTNX Thanks - მადლიერების გამოხატვაTRCVR Trancevier - ტრანსივერი ანუ მიმღებ-გადამცემი

TU Thank you - გმადლობთTUBE Tube - მილაკიTVI Television interference - ტელევიზორისთვის ხელშეშლის შექმნაTX Transmitter - გადამცემიTXT Text - ტექსტიU You - თქვენUFB Ultra fb - შესანიშნავია UNLIS Unlicenced - არალეგალური, ულიცენზიო რადიოსადგურიUP Up - ზემოთ, მაღლაUR Your - თქვენიURS Yours - თქვენითUSB Upper side band - ზემო გვერდითი ზოლიVIA Via - უშუალოდ, -ით

VFO Variable frequency oscillator - ცვლადი დიაპაზონის გენერატორიVHF Very high frequency - ზემაღალი სიხშირეებიVY Very - ძალიანWTTS Watts - ვატიWEAK Weak - სუსტიWID with -თანWKD Worked - ვიმუშავეWLL will - იქნება, ვიქნები, უნდა იყოსWRK Work - მუშაობა, სამუშაოWRKD Worked - ვიმუშავეWW World-wide - მთელი მსოფლიოWX Weather - ამინდიXTAL Crystal - კვარცული გენერატორიXYL Ex Young Lady - ცოლიYES Yes - დიახ, კიYL Young Lady - ქალიშვილი73 — საუკეთესო სურვილები88 — სიყვარული და კოცნა (გადაიცემა ხუმრობით)AS — დაელოდეთ AR — გადაცემის დასასრულიBK — ნახევარდუპლექსით მუშაობაBT — გაყოფის ნიშანიKN — ვუსმენ მხოლოდ საკუთარ ‘კორესპონდენტს’SK — რადიოკავშირის დასასრული