საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობისმარეგულირებელი ეროვნული კომისიის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 2/11

ნომერი: 2 / 11

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2005

მიღების თარიღი სექტემბერი 01, 2000

2000 წელი, 1 სექტემბერი                                                                                   თბილისი

      საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა  ხელახალი რეგისტრაციისას საქმისწარმოების შინაგანაწესის შესახებ.

კომისიამ გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა  ხელახალი რეგისტრაციისას საქმისწარმოების თანდართული შინაგანაწესი;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამსახურებს ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციისას საქმისწარმოება წარმართონ ამ შინაგანაწესის შესაბამისად;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს ი. ხარებავას.

კომისიის თავმჯდომარე                                                                        ვ. აბაშიძე