გადაწყვეტილება N 4 “კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

ნომერი: 4 / 5

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2000

მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2000

აქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 4

2000 წელი 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

კომისიამ გადაწყვიტა: 

1.  გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „იბერკომი” (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 19 ივლისის N06/4-1549 დადგენილებით):

ა) N1040 ლიცენზია გაცემული 21.07.99 წ. - მოქმედების ვადა 20.07.09 წ.

ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - ფიჭური სატელეფონო ქსელის მშენებლობა.

ბ) N1041 ლიცენზია გაცემული 21.07.99 წ. - მოქმედების ვადა 20.07.09 წ.

ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - ფიჭური სატელეფონო ქსელის ექსპლუატაცია,(ტელეფონია, ტაქსაფონია, და სხვა სერვისი) 1747 - 1760 მგჰც (მიღებაზე) და 1842 - 1855 მგჰც (გადაცემაზე) სიხშირულ დიაპაზონში.

გ) N1042 ლიცენზია გაცემული 21.07.99 წ. - მოქმედების ვადა 20.07.09 წ.

ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - ფიჭური სატელეფონო ქსელით მომსახურება,(ტელეფონია, ტაქსაფონია, და სხვა სერვისი) 1747 - 1760 მგჰც (მიღებაზე) და 1842 - 1855 მგჰც (გადაცემაზე) სიხშირულ დიაპაზონში.

დ)N1220 ლიცენზია გაცემული 27.09.99 წ. - მოქმედების ვადა 20.07.09 წ.

ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით

მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - კავშირგაბმულობის საერთაშორისო სისტემების აგება.

ე) N1221 ლიცენზია გაცემული 27.09.99 წ. - მოქმედების ვადა 20.07.09 წ.

ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით

მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - კავშირგაბმულობის საერთაშორისო სისტემების ექსპლუატაცია

ვ) N1222 ლიცენზია გაცემული 27.09.99 წ. - მოქმედების ვადა 20.07.09 წ.

ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით

მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - კავშირგაბმულობის საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

დ) N1227 ლიცენზია გაცემული 30.09.99 წ. – მოქმედების ვადა 20.07.09 წ.

ლიცენზიის სახეობა - ტელეკომუნიკაციის ნუმერაციის სისტემის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი  - ოთხნიშნა 9272 და სამნიშნა 892 სერიული ნომრების გამოყენება.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

    კომისიის თავმჯდომარე                            ვ. აბაშიძე