გადაწყვეტილება N 6 “კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში სააქციო საზოგადოება “გლობალ-ერთი"

ნომერი: 6 / 1

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2000

მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2000

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 6

2000 წელი 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

კომისიამ გადაწყვიტა:  

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში  სააქციო საზოგადოება „გლობალ-ერთი” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 20 ივნისს N2/5-33 დადგენილებით):

ა) N381 ლიცენზია გაცემული 29.12.97 წ. - მოქმედების ვადა 23.12.00 წ.

ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - თბილისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, გურჯაანში და ოზურგეთში მიწისზედა თანამგზავრული სადგურის ექსპლუატაცია (14125 მგჰც მიღებაზე და 11075 მგჰც გადაცემაზე) სამუშაო სიხშირეების გამოყენებით.

ბ) N586 ლიცენზია გაცემული 08.05.98 წ. - მოქმედების ვადა 23.12.00 წ.

ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით

მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - საქალაქთაშორისო  და საერთაშორისო ხმოვანი გადაცემები მიწისზედა თანამგზავრული სადგურის საშუალებებით.

გ) N775 ლიცენზია გაცემული 01.12.98 წ. - მოქმედების ვადა 29.12.00 წ.

ლიცენზიის სახეობა - ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით

მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვა

დ) N140 ლიცენზია გაცემული 03.07.96 წ. – მოქმედების ვადა 03.07.01 წ.

ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით 

მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - საინფორმაციო მონაცემთა გადაცემის გამოყოფილი ქსელების შექმნა და მათი მეშვეობით მოსახლეობისა და წარმოება-დაწესებულებების მომსახურება, როგორც თბილისში, ასევე საქალაქთაშორისო  და საერთაშორისო.

2.             შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე                            ვ. აბაშიძე