გადაწყვეტილება N 7 “კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

ნომერი: 7 / 1

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2000

მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2000

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

 

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 7

2000 წელი 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

კომისიამ გადაწყვიტა:  

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ლაგი” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ჩოღურეთის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 3 ნოემბრის N03/4-680 დადგენილებით):

ა) N1184 ლიცენზია გაცემული 30.09.99 წ.- მოქმედების ვადა 17.09.09 წ.

ლიცენზიის სახეობა  -  თანამგზავრული  და  საერთაშორისო   სისტემებით

მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - მოსახლეობის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურება.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის

იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე

ვ. აბაშიძე