გადაწყვეტილება N 8 “კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

ნომერი: 8 / 1

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2000

მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2000

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 8

2000 წელი 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

კომისიამ გადაწყვიტა: 

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კეთილი ნების კომუნიკაციები - GWC” (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 3 ივლისის N5/4-1247 დადგენილებით):

ა) N843 ლიცენზია გაცემული 18.02.99 წ. - მოქმედების ვადა 12.02.04 წ.

ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - საერთაშორისო თანამგზავრული კავშირის მიწისზედა სისტემით მომსახურება.

ბ) N887 ლიცენზია გაცემული 10.03.99 წ. - მოქმედების ვადა 12.02.04 წ.

ლიცენზიის სახეობა - ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით

მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - საერთო სარგებლობის სატელეფონო ქსელში ჩართვა სერიული ნომრის გამოყენებით.

გ) N1248 ლიცენზია გაცემული 10.11.99 წ. - მოქმედების ვადა 12.02.04 წ.

ლიცენზიის სახეობა - ტელეკომუნიკაციის ნუმერაციის სისტემის გამოყენებით

მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - ოთხნიშნა სერიული ნომრების 2565 და 2566-ის გამოყენება.

დ) N1249 ლიცენზია გაცემული 10.11.99 წ. – მოქმედების ვადა 17.09.04 წ.

ლიცენზიის სახეობა - თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი- ინტერნეტით მომსახურება;

2.        შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.        კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე

ვ. აბაშიძე