გადაწყვეტილება N 9 “კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

ნომერი: 9 / 1

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2000

მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2000

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 9

2000 წელი 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

კომისიამ გადაწყვიტა:  

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სიტა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 8 მარტის Nფ-4/4-4 დადგენილებით):

ა) N416 ლიცენზია გაცემული 07.04.98 წ. - მოქმედების ვადა 07.04.01 წ.

ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება.

ლიცენზიის საგანი - თვითმფრინავიდან დედამიწაზე არსებული  კომპიუტერული ცენტრებისათვის, 131,725 მგჰც სამუშაო სიხშირის გამოყენება.

ბ) N973 ლიცენზია გაცემული 07.05.99 წ. - მოქმედების ვადა 12.05.01 წ.

ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი - საკომუნიკაციო კავშირების დასამყარებლად 11,063 მგჰც (მიღებაზე)  14,063 მგჰც (გადაცემაზე) სამუშაო სიხშირეების გამოყენება.  

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის

იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე

ვ. აბაშიძე