გადაწყვეტილება N 350 სს „საქართველოს ელექტროკავშირს“, შპს „რუსთავი 2 ონლაინსა“ და მოქალაქე ნინო ფოცხვერაშვილს შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 350 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2003

მიღების თარიღი ივლისი 18, 2003

სს „საქართველოს ელექტროკავშირს„, შპს „რუსთავი 2 ონლაინსა„ და მოქალაქე ნინო ფოცხვერაშვილს შორის დავის განხილვის შესახებ

ამა წლის 19 მაისს აბონენტმა ნინო ფოცხვერაშვილმა (მცხოვრები თბილისში, სან-ზონის დასახლება, მე-18ბკორ. ბინა 48, ტელ. 61 09 20) განცხადებით (# 9/070-03) მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში კომისია) მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურს, რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვამდა სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიმართ მისი ტელეფონის საერთაშორისო საუბრების დავალიანების მიზეზით გამორთვის გამო. აბონენტის განცხადებით, შპს „რუსთავი 2 ონლაინის„ კუთვნილი საერთაშორისო კოდით 8-07 შესრულებული საერთაშორისო საუბრები, რისთვისაც დაეკისრა 57 (ორმოცდაჩვიდმეტი) ლარის გადასახადი, მას არ უწარმოებია. ნ. ფოცხვერაშვილმა მოითხოვა დავის დანიშვნა მას, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს „რუსთავი 2 ონლაინს„ შორის. მან, აგრეთვე, მოითხოვა: საკითხის გარკვევა, თუ ვინ უნდა უზრუნველყოს მესამე პირთა მიერ აბონენტის ხაზზე უნებართვოდ ჩართვის და მისი სატელეფონო ნომრით სარგებლობის შესაძლებლობის აღმოფხვრა; დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მისი ტელეფონის მუშაობის აღდგენა.

ამა წლის 2 ივნისს კომისიამ შესაბამისი განმარტებებითა და წინადადებებით (წერილი #05/0578-03) მიმართა სს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს „რუსთავი 2 ონლაინს„  გამოევლინათ კეთილი ნება და აღედგინათ სატელეფონო მომსახურება იმ აბონენტთათვის, რომლებმაც კომისიაში გაასაჩივრეს მომსახურების შეწყვეტა საქალაქთაშორისო, საერთაშორისო და მობილურ ტელეფონებზე საუბრებისათვის, მათი აზრით არამართებულად  დაკისრებული გადასახადის გამო, ყოველი ცალკეული შემთხვევის საბოლოო გარკვევამდე.

ამა წლის 16 ივნისს საკითხის შესწავლის შედეგად სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ კომისიას აცნობა, რომ ნ. ფოცხვერაშვილს „ელექტროკაშირის„ მიერ გაწეულ მომსახურებაზე დავალიანება არ ერიცხება და ტელეფონი #61-09-20 მათ მიერ არ არის გათიშული. სს „საქართველოს ელექტროკავშირის„  განცხადებით, ტელეფონი გამორთო „რუსთავი 2 ონლაინმა„ მის მიერ გაწეული უფლებების დაცვის მიზნით, „ელექტროკავშირმა„ გასწია გარკვეული მუშაობა ლიცენზიის მფ მომსახურების საფასურის დაუფარაობის მოტივით, რომლის რეალობის დადგენა „ელექტროკავშირის„ კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.

კომპანიის წერილის (# 14-4/1-197) თანახმად, მომხმარებელთა ლობელ ოპერატორებთან და დავალიანების მქონე აბონენტები გათიშვის ერთიან სისტემაში მოაქცია. კერძოდ, 2003 წლის 26 მარტს სს „საქართველოს ელექტროკავშირში„ შპს „საქართველოს ტელეკომის„, სს „გლობალ ერთის„, შპს „საქტელკომპლუსის„, შპს „ლაგის„, შპს „კავკასიის ციფრული ქსელების„, შპს „ინფოტელის„, სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარებული სხდომის # 1 ოქმით დადგინდა შემდეგი:

1. მიმდინარე წლის 15 აპრილიდან, სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ აბონენტებს ტელეფონი ეთიშებათ ოპერატორების მიერ გადმოცემული და სს „ საქართველოს ელექტროკავშირში„ არსებული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, თვეში მხოლოდ ერთხელ.

2. გათიშული ტელეფონის ხელახალი ჩართვისათვის მომსახურების გადასახადს აბონენტს აკისრებს მხოლოდ  სს„საქართველოს ელექტროკავშირი„.

3. ოპერატორები სს„საქართველოს ელექტროკავშირს„ გადაუხდიან მომსახურების თანხას ყოველ გათიშულ ტელეფონზე, დადგენილი ტარიფის შესაბამისად.

4. მუშაობის ამ მიმართულებით წარმართვისას რაიმე პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, პოზიციების შეჯერებისა და შემდგომი ურთიერთობების დასარეგულირებლად, საკითხი განხილული იქნას ერთობლივად.

შპს „რუსთავი 2 ონლაინი„, კომისიაში წარმოდგენილი # 6/306-03, 10.06.2003 წ. წერილის თანახმად, იხსნის პასუხისმგებლობას აკონტროლოს „საქართველოს ელექტროკავშირის„ აბონენტების სატელეფონო ნომრებზე დაფიქსირებული მესამე პირთა მიერ მათი სატელეფონო ხაზის უკანონოდ გამოყენების შემთხვევები და მათ სატელეფონო ნომრებზე არსებული ტექნიკური ხარვეზები. მათი აზრით, ვინაიდან, აბონენტი ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადს უხდის „საქართველოს ელექტროკავშირს„, ეს უკანასკნელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი აბონენტების სატელეფონო ხაზების გამართული მუშაობა და უსაფრთხოება.

კომისიის 2003 წლის 4 ივლისის # 30 სხდომის გადაწყვეტილებით დაინიშნა დავის განხილვა 2003 წლის 11 ივლისის ზეპირი მოსმენის სხდომაზე. დავაზე განსახილველად გამოტანილი იქნა შემდეგი საკითხები:

1.                  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მომხმარებლის საჩივრის საფუძველზე მომხმარებელსა და კომპანიას შორის დანიშნული დავის განხილვის პერიოდში მომხმარებლის კუთვნილი გათიშული ტელეფონის ხელახალი ჩართვის შესახებ;

2.                  სს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და სხვა ლიცენზირებულ ოპერატორებს შორის დავალიანების მქონე აბონენტთა ტელეფონების გათიშვის შესახებ მიღწეული შეთანხმების შესახებ;

3.                  სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ დადგენილი ტელეფონის დავალიანების გამო გათიშვისა და ხელახალი ჩართვის 1 ლარიანი ტარიფის მართლზომიერების შესახებ;

4.                  სატელეფონო საჰაერო ხაზზე უკანონოდ მიერთებით განხორციელებული ფასიანი სატელეფონო ზარების გადასახდელის აბონენტზე დაკისრების მართლზომიერების შესახებ.

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა ნ. ფოცხვერაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პირადი გამოკვლევის შედეგად გაარკვია იმ პირის ვინაობა, ვისაც ლონდონში ესაუბრნენ, მაგრამ ვინ დარეკა, კვლავ უცნობი დარჩა. აბონენტის განცხადებით, არავინ იღებს პასუხისმგებლობას მომხდარის გამო და მისი სატელეფონო ხაზის უკანონოდ გამოყენების ფაქტი შეიძლება კიდევ განმეორდეს. ტელეფონის გამორთვის მიუხედავად, იგი იხდის სააბონენტო გადასახადს ტელეფონის დაკარგვის შიშით. აბონენტმა, ასევე უკმაყოფილება გამოთქვა შპს „რუსთავი 2 ონლაინში” მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის არ არსებობის გამო.

         სს „საქართველოს ელექტროკავშირის” წარმომადგენელმა, ფინანსური დირექტორის მოადგილემ, ლ. რობაქიძემ აღნიშნა, რომ აბონენტი ნ. ფოცხვერაშვილი გამორთულია არა მათი ორგანიზაციის, არამედ შპს „რუსთავი 2 ონლაინის” მიერ მათთვის მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო. ყველა კომპანიას აქვს საშუალება გამორთოს აბონენტი პროგრამულად. ამავე დროს, მან დაადასტურა, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „რუსთავი 2 ონლაინს” შორის არ არსებობს აღნიშნული პრობლემის და ურთიერთობების მომწესრიგებელი ხელშეკრულება. მსგავსი პირობა, სს „ელექტროკავშირის„ წარმომადგენლის განცხადებით, არ არის გათვალისწინებული არც აბონენტთან დადებულ ხელშეკრულებაში. დღევანდელ ვითარებაში, არსებულ ტექნიკურ და მატერიალურ პირობებში სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ არ შეუძლია სატელეფონო ხაზების დაცვა. 

         კომისია აღნიშნავს, რომ ოპერატორების მიერ გაწეული მომსახურების მოქმედი წესები და მეთოდები მოსაწესრიგებელია. მომხმარებელს უნდა გააჩნდეს დამატებითი დაცვის მექანიზმის მოთხოვნის უფლება.  ამავე დროს, აბონენტს საქმე უნდა ჰქონდეს ერთ სუბიექტთან, ანუ იმასთან, ვისთანაც აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და მას არ უნდა სჭირდებოდეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვა ოპერატორებთან საკითხის გარკვევა. ერთის მხრივ, ოპერატორსა და მომხმარებელს შორის, ხოლო მეორეს მხრივ, ოპერატორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უნდა არეგულირებდეს ყველა მსგავს ვითარებას.

კომისიას მიაჩნია, რომ ერთი ოპერატორის დავალიანების გამო მეორე ოპერატორის მიერ აბონენტის ტელეფონის გათიშვის – სრული სატელეფონო მომსახურების შეწყვეტის დამკვიდრებული პრაქტიკა აშკარად ხელყოფს მომხმარებელთა უფლებებს. მომხმარებლისათვის მომსახურების შეზღუდვა ან შეწყვეტა უნდა მოხდეს კავშირგაბმულობის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებისა და კავშირგაბმულობის ოპერატორებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების შემდეგ. მომსახურების შეზღუდვა ან შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ ამ მომსახურების განამხორციელებელი კავშირგაბმულობის ოპერატორის მიერ. ამასთან, როდესაც მომხმარებელი ასაჩივრებს მისთვის დარიცხული მომსახურების საფასურის კანონიერებას, ოპერატორმა უნდა გააგრძელოს მომსახურების გაწევა სადავო საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე.

         კომისია აღნიშნავს, რომ ოპერატორი ვალდებულია აბონენტს გააცნოს და განუმარტოს ხაზების დაუცველობის საკითხი და ეს ასახოს მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებაში. ოპერატორმა უნდა შესთავაზოს აბონენტს, აბონენტის სურვილის შემთხვევაში, დამატებითი საფასურის გადახდით ხაზების უკანონო გამოყენებისაგან დაზღვევა, ან აბონენტმა შეიძლება თავად უზრუნველყოს დაცვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მხოლოდ ასეთი სახელშეკრულებო პირობების არსებობის შემთხვევაში იქნება გამართლებული უნებართვოდ აბონენტის ხაზით სარგებლობით განხორციელებლი ფასიანი ზარების საფასურის რისკის ოპერატორზე ან აბონენტზე გადატანა.

         კომისია აღნიშნავს, რომ პრობლემის მოგვარების უმთავრესი მექანიზმი საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის ანგარიშსწორების საბანკო ქსელში (სისტემაში) მოქცევა არის. საჭიროა კომპანიებს (ოპერატორებს) შორის დაიდოს შესაბამისი ხელშეკრულებები. დღეის მდგომარეობით კი, მსგავსი მარეგულირებელი დოკუმენტების არ არსებობის პირობებში, პასუხისმგებლობას იხსნის ყველა და ზარალდება მომხმარებელი. იმავე პრობლემის მომწესრიგებელი პუნქტი კომპანიასა და აბონენტს შორის დადებულ ხელშეკრულებაში უნდა იყოს გათვალისწინებული. ამავე დროს, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, შეიძლება გამოყენებულ იქნას პრაქტიკა, როდესაც მომხმარებელი ხელშეკრულებებს აფორმებს როგორც ფიქსირებული ქსელის ოპერატორებთან, ასევე საერთაშორისო მომსახურების ოპერატორებთან, რაც ამცირებს მსგავსი შემთხვევების რისკს.

         კომისია, ასევე, აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და მეორე ოპერატორს შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების თანახმად, აბონენტის გამორთვას სს „საქართველოს ელექტროკავშირი„ ახორციელებს მეორე ოპერატორის, ამ შემთხვევაში, შპს „რუსთავი 2 ონალიანის„ მომსახურების მიზნით. შესაბამისად, დავალიანების დაფარვის შემდეგ ტელეფონის ხელახალი ჩართვის მომსახურება, რისთვისაც აბონენტი იხდის 1 ლარს, წარმოადგენს არა აბონენტისათვის გაწეულ მომსახურებას, არამედ კომპანიებს შორის შეთანხმებულ და გაწეულ ურთიერთმომსახურებას. აქედან გამომდინარე, ლოგიკურად და ობიექტურად აბონენტი არ უნდა იხდიდეს ტელეფონის ხელახალი ჩართვის 1 ლარიან ტარიფს და ის უნდა გაუქმდეს.

         კომისია აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, ძალაშია შესული კომისიის მარეგულირებელი წესები, რომლის თანახმად, ყოველი კომპანია ვალდებულია შექმნას მომხმარებელთა საჩივრების განხილვისა და მათზე რეაგირების ეფექტური შიდა მექანიზმი და ყველა კომპანია ვალდებულია შეასრულოს კანონმდებლობის მოთხოვნა. 

         კომისია აღნიშნავს, რომ მომხმარებელ ნ. ფოცხვერაშვილის საკითხის განხილვის პროცესში არ დადასტურდა, რომ სადავო მომსახურების საფასური გამოწვეულია მომხმარებლის ბრალით, ამასთან ის არ იყო ინფორმირებული საკაბელო-სახაზო მეურნეობის დაუცველობის თაობაზე. მომხმარებელი რეალურად დაზარალდა მიუღებელი მომსახურების საფასურის დაკისრებით და სადავო გადასახდელის გამო ტელეფონის გათიშვით.

გადაწყვიტეს:

1. რეკომენდაცია მიეცეს სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ აღუდგინოს მომსახურება აბონენტ ნინო ფოცხვერაშვილს, აბონენტის მიერ ამა წლის მაისიდან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სს „საქართველოს ელექტროკავშირისათვის„ გადახდილი სააბონენტო გადასახადი ჩაუთვალოს მიმდინარე წლის შემდეგი თვეების სააბონენტო გადასახადში.

2. რეკომენდაცია მიეცეს შპს „რუსთავი-2 ონლაინს„ შეუზღუდოს აბონენტ ნინო ფოცხვერაშვილს საერთაშორისო კოდით 8-07 მომსახურების მიღების შესაძლებლობა.

3. რეკომენდაცია მიეცეს სს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს „რუსთავი-2 ონლაინს” გააფორმონ ხელშეკრულება ადგილობრივი სატელეფონო კავშირის ოპერატორებთან მომხმარებლის მიერ გადაუხდელი და/ან სადავო მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მომსახურების შეწყვეტის ან შეზღუდვის პირობების შესახებ არა უგვიანეს ამა წლის 10 ოქტომბრისა.

4. სს „საქართველოს ელექტროკავშირსა„ და მომხმარებელს შორის დადებულ ხელშეკრულებაში უზრუნველყოფილ იქნას:

ა) მომხმარებლის ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოპერატორი ვერ იღებს პასუხისმგებლობას აბონენტის ხაზში მესამე პირთა უნებართვო შეჭრის შედეგად შესრულებული ფასიანი და საერთაშორისო სატელეფონო ზარების გამო დამატებითი მომსახურების გაწევის გარეშე;

ბ) მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შეთავაზება სატელეფონო ხაზის დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად.

5. რეკომენდაცია მიეცეს სს „საქართველოს ელექტროკავშირს„ გააუქმოს ერთლარიანი ხელახალი ჩართვის ტარიფი.

6. უზრუნველყონ სს „საქართველოს ელექტროკავშირმა„ და შპს „რუსთავი -2 ონლაინმა„ არა უგვიანეს ამა წლის 10 ოქტომბრისა:

ა)  მომხმარებელთა საჩივრების განხილვისა და მათზე რეაგირების ეფექტური შიდა მექანიზმის შემუშავება და დამტკიცება;

ბ) მომხმარებელთა საჩივრების განხილვისა და მათზე რეაგირების სამსახურის დაკომპლექტება.

6. წინამდებარე გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს აბონენტ ნინო ფოცხვერაშვილს, სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „რუსთავი 2 ონლაინს”.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ., 7ა ) ექვსი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურს (ლ. მუხაშავრია).

                    ვ. აბაშიძე                                                   თავმჯდომარე