გადაწყვეტილება N 381 შპს „საქართველოს ფოსტასა“ და მოქალაქე თ. გოგოლაძეს შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 381 / 16

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2003

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2003

შპს „საქართველოს ფოსტასა„ და მოქალაქე თ. გოგოლაძეს შორის

დავის განხილვის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროდან შემოსულია   წერილი (N 05/226-I, 13.05.2003 წ.),   რომელსაც   თან  ერთვის  მოქალაქე  თ.  გოგოლაძის განცხადება (N 05/226, 30.04.2003 წ.) დიდი ბრიტანეთიდან მისთვის გამოგზავნილ ამანათში აღმოჩენილი დანაკლისის თაობაზე. მოქალაქე თ. გოგოლაძის აზრით, პასუხისმგებლობა ამანათის დანაკლისის თაობაზე უნდა დაეკისროს შპს „საქართველოს ფოსტის„ ფილიალ „თბილისის ფოსტამტს„.

         შპს  „საქართველოს  ფოსტა„, მისი  ფილიალის  „თბილისის ფოსტამტის„  საპასუხო წერილის (11.07.2003 წ. N 5/8-ა/11) თანახმად, არამართებულად მიიჩნევს მომხმარებლის პრეტენზიას და შპს „საქართველოს ფოსტის„ ფილიალ „თბილისის ფოსტამტისათვის„ პასუხისმგებლობის დაკისრებას ამანათში არსებული დანაკლისის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტისა და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე კომისიამ

         გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაინიშნოს  ზეპირი  მოსმენა  შპს  „საქართველოს ფოსტასა„  და  მოქალაქე  თ. გოგოლაძეს შორის დავის განხილვის თაობაზე 2003 წლის 12 სექტემბერს;

2. მოწვეულნი იქნენ შპს „საქართველოს ფოსტის„ უფლებამოსილი პირი და მოქალაქე თ. გოგოლაძე ზეპირ მოსმენაზე სხდომის გამართვამდე 7 დღით ადრე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების შესახებ ეცნობოს შპს „საქართველოს ფოსტას„ და მოქალაქე თ. გოგოლაძეს;

4. უზრუნველყოს შპს „საქართველოს ფოსტამ„ სათანადო მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება ზეპირ მოსმენაზე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურს (ლ. მუხაშავრია).

.

კომისიის თავმჯდომარე                                                                ვ. აბაშიძე