გადაწყვეტილება N 450 შპს “საქართველოს ფოსტის” ფილიალ “თბილისის ფოსტამტსა” და მოქალაქე თ. გოგოლაძეს შორის დავის განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 450 / 16

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 19, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2003

შპს „საქართველოს ფოსტის” ფილიალ „თბილისის ფოსტამტსა” და მოქალაქე თ. გოგოლაძეს შორის დავის განუხილველად დატოვების შესახებ

ამა წლის 13 მაისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) სახელზე შემოვიდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს N5/226-1 წერილი, რომელსაც თან ერთვოდა მოქალაქე თ. გოგოლაძეს 30.04.2003 წ. N05/226 განცხადება დიდი ბრიტანეთიდან   მისთვის   გამოგზავნილ   ამანათში  აღმოჩენილი   დანაკლისის   თაობაზე.   მოქალაქე  თ. გოგოლაძის აზრით, პასუხისმგებლობა ამანათის დანაკლისის გამო უნდა დაეკისროს შპს „საქართველოს ფოსტის” ფილიალ „შაქართველოს ფოსტამტს”.

საკითხის მომზადების პროცესში კომისია მომხდარის გამო დაუკავშირდა დიდი ბრიტანეთის ფოსტას „როიალ მეილს”. როგორც ა/წლის 2 სექტემბერს მიღებული ფაქსით (N8/13303) გახდა ცნობილი, 2003 წლის 16 აპრილს „როიალ მეილმა” სრული კომპენსაცია ამანათის დანაკლისის გამო 262.46 (ორასსამოცდაორი) გირვანქა სტერლინგის ოდენობით გადაუხადა გამომგზავნს, რომელმაც საჩივარი წარადგინა ამანათის გამოგზავნის ადგილზე. ამრიგად გაირკვა, რომ ამანათის გამომგზავნმა ამანათის შიგთავსის დანაკლისისათვის უკვე მიიღო სრული კომპენსაცია ამანათის შიგთავსის შეფასების თანხისა და გამოგზავნისათვის გადახდილი თანხის ჩათვლით.  ამავე დროს, ა/წლის 11 სექტემბერს მოქალაქე თ. გოგოლაძემ საქართველოს კომუნიკაცეიბის ეროვნული კომისიის სახელზე შემოიტანა განცხადება (N9/094-03), სადაც შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის” შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტისა და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  შეწყდეს დავის განხილვა მოქალაქე თ. გოგოლაძესა და შპს „საქართველოს ფოსტას” შორის;

2.                  წინამდებარე  გადაწყვეტილების  შესახებ  ეცნობოს  შპს  „საქართველოს  ფოსტას”  და მოქალაქე თ. გოგოლაძეს;

3.                  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

4.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურს (ლ. მუხაშავრია).

კომისიის თავმჯდომარე:                                                            ვ.აბაშიძე