გადაწყვეტილება N 511 ერთი მხრივ სს „საქართველოს ელექტროკავშირის“თელავის აბონენტებს, „კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელსა“ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა უფლებების დამცველს და მეორე მხრივ სს “საქართველოს ელექტროკავშირს” შორ

ნომერი: 511 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 03, 2003

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2003

ერთი მხრივ სს „საქართველოს ელექტროკავშირის„თელავის აბონენტებს, „კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა უფლებების დამცველს და მეორე მხრივ სს „საქართველოს ელექტროკავშირს” შორის დავის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ აბონენტებმა ქ. თელავიდან კომისიაში დააყენეს საკითხი სს „საქართველოს ელექტროკავშირის” მიერ განხორციელებული ტექნიკური გადაიარაღების შემდგომ ციფრულ ასს-ზე გადართვის ღირებულების (50 ლარი) ეკონომიკური გაანგარიშების სისწორისა და დაკისრების კანონიერების შესახებ. კომისიაში, აგრეთვე, შემოვიდა „კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელის„ განცხადებები (გამგეობის თავმჯდომარის ა. შოშიკელაშვილის ხელმოწერით #6/320-03,16.07.2003წ. და #6/340-03, 25.07.2003 წ.) სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ თელაველი აბონენტების თანდართული 352 ხელმოწერით  და  თელავის მოსახლეობის კოლექტიური განცხადება (#9/082-03, 23.06.2003 წ.) 44 ხელმოწერით. კომისიას იმავე საკითხზე მიმართა (#2/009-03, 4.07.2003 წ.) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ი.ხარატიშვილმა, რომელიც ითხოვს რეაგირებას პარლამენტის თავმჯდომარის ნ. ბურჯანაძის სახელზე შესულ ქ. თელავის მოსახლეობის კოლექტიურ განცხადებაზე სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ მიერ დეკადურ-ბიჯური ასს-დან ელექტრონულ ასს-ზე გადართვისათვის 50 ლარიანი ტარიფის შემოღების შესახებ (60 ხელმოწერა).

ა/წლის 10 ოქტომბერს კომისიაში შედგა საჯარო მოსმენა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2003 წლის 24 ოქტომბერს დავის განხილვის დანიშვნის შესახებ.        

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის 341 მუხლის, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტისა და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 და მე-151 მუხლის „გ„ ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაინიშნოს ერთი მხრივ სს „საქართველოს ელექტროკავშირის„ თელავის აბონენტებს, „კონსტიტუციური უფლებების დაცვის ქსელსა„ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა უფლებების დამცველს და მეორე მხრივ სს „საქართველოს ელექტროკავშირს” შორის დავის  განხილვა კომისიის სხდომაზე 2003 წლის 24 ოქტომბერს 16:00 საათზე;

2. მხარეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებს დავის განხილვამდე 7 სამუშაო დღით ადრე გაეგზავნოთ შეტყობინება კომისიის სხდომის გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ და მოწვეული იქნენ დავის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად (ა. აბესაძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურს (ლ მუხაშავრია).

კომისიის თავმჯდომარე:                                                   ვ.აბაშიძე