საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 349 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2000

მიღების თარიღი ივნისი 03, 2005

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 03 ივნისის N 35 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. წარმოდგენილ კომისიის N 35 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს       7 (შვიდი) საკითხი:

ა) შპს “გლობალკონტაქტ კონსალტინგისთვის” ტელემაუწყებლობის ტრანზიტის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

ბ) მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

გ) მოქალაქე რომან ლეჟავასთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

დ) შპს “გლობალკონტაქტ კონსალტინგისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს.                  ს. შავგულიძე);

ე) საქართველოს მილსადენი კომპანიისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ვ) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენი კომპანიისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს.                    ს. შავგულიძე);

ზ) შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიასთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).

2.  დამტკიცდეს კომისიის N 35  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                               დ. ქიტოშვილი