საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 351 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2000

მიღების თარიღი ივნისი 03, 2005

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა განცხადებებით  საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი “რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

             “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”  საქართველოს  კანონის  42-ე  მუხლის  პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  

 გადაწყვიტა:   

1.  მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდებს (“RUSTAVI”, “TRUST”, “AL NASER”  და “YELLOW STAR”)  გამოიყენოს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის  ნიშნები:  

 

N

ნებარ-  თვის N

ხომალდის მფლობელი

ხომალდის

დასახელება

სახმობი

MMSI  N

Selective call

1

0627

Megon Company S.A.

“RUSTAVI”

4LCJ

213 023 000

-

2

0628

Shipright Traders Co. S.A.

“TRUST”  

4LCM

213 025 000

-

3

0629

Zahra Group Ltd

“AL NASER”  

4LGD

213 026 000

69 348

4

0630

Cem-Trans (S) Pte Ltd

“YELLOW STAR”  

4LGE

213 027 000

-

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდებზე გაცემული სახმობისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის შესაბამის უწყებრივ სანებართვო რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის   გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ. ქიტოშვილი