მოქალაქე რომან ლეჟავასთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 355 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2000

მიღების თარიღი ივნისი 03, 2005

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ მოქალაქე რომან ლეჟავამ  (მცხოვრები ქ. თბილისში, საიათნოვას ქ.N20, პირადობის მოწმობა N  გ 0098729)  კომისიას მიმართა განცხადებით  წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 4205;  24.05.05) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენს თანამგზავრული ინტერნეტ კავშირის სისტემას.

            “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.       მიეცეს ნებართვა მოქალაქე რომან ლეჟავას  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული დოკუმენტაციით (N 4205;  24.05.05)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს მოქალაქე რომან ლეჟავამ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

             კომისიის თავმჯდომარე                                            დ. ქიტოშვილი