საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 361 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2000

მიღების თარიღი ივნისი 10, 2005

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის  10 ივნისის N 38 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის N38 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 – მე-15 (შპს “ნორმას”,  შპს “სტვ 7”-ის, შპს “ნიკა 95”-ის, შპს “დაკას”, შპს “ა+ბ”-ს, შპს “დიდგორის”,  შპს “ოკრიბა ტვ”-ს, შპს “ბადაგის”, შპს “ჯი სი თი ვი”-ს,  შპს “ტვ - 8”-ს,  ინდივიდუალური საწარმო “მ. გრიგალაშვილის”, ინდივიდუალური საწარმო “ი. ხეიძის”, ინდივიდუალური საწარმო “მიხეილ კიკნაძის” (წყნეთი) და ინდივიდუალური საწარმო “ლალი ხახანაშვილის” გაფრთხილების თაობაზე) და 21-ე (სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს” შორის  ქ. ქუთაისში ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის თაობაზე) საკითხები კომისიის N40 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. წარმოდგენილ კომისიის N 38 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 14  (თოთხმეტი) საკითხი:

ა) შპს “კორტესი-გიდაგო”-სთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ  (მომხს. ე. ასანიძე);

ბ) ი/მ თამაზ მჭედლიშვილის ინდივიდუალური საწარმო “ტვ აფრიკას” N1424 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

გ) შპს “ივერთმედიასთვის” მინიჭებული სიხშირეების გაუქმების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

დ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ლევან ადანაიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ე) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ არმენ ატომიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ(მომხს. ს. შავგულიძე);

ვ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ივანე ბერაკჩიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ზ)  სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გრიგოლ ღვალაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ(მომხს. ს. შავგულიძე);

თ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ვასილ ქარსელაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ი)  სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ზაზა კვანტალიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ(მომხს. ს. შავგულიძე);

კ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ლევან მგალობლიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. ს. შავგულიძე);

ლ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ შოთა ნადირაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. ს. შავგულიძე);

მ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ალექსანდრე ნაცვლიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ნ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გიორგი ტატიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. ს. შავგულიძე);

ო) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ბესარიონ ზაქარიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. ს. შავგულიძე).

3.  დამტკიცდეს კომისიის N 38  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)    6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას   (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                        დ. ქიტოშვილი