მომსახურების ბაზრის სეგმენტების - სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზის შედეგების შესახებ

ნომერი: 656 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2005

მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  2005 წლის 16 ივლისს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება N568/22 “მომსახურების ბაზრის სეგმენტების -  სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ”.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მომსახურების ბაზრის კვლევას და ანალიზს, რომელიც ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მიზნით, კომისია ატარებს ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიის და პროცედურების საფუძველზე, რაც მტკიცდება კომისიის დადგენილებით. კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში მოცემულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის  ძირითადი კრიტერიუმები, აგრეთვე მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის  პროცედურა. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის თანახმად,  საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა მიუხედავად იმისა, მიღებულია (გამოცემულია) თუ არა მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად კანონქვემდებარე აქტი. დაუშვებელია საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმის განხორციელებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) არ არის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი. თუ იმავე საკანონმდებლო აქტით არ არის დადგენილი, რომ ამ კანონქვემდებარე აქტის გამოცემამდე საკანონმდებლო აქტი პირდაპირ არ მოქმედებს.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ8  პუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის სეგმენტები განისაზღვრა მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით, სადაც ამ დროისათვის ადგილობრივ ზონაში მომხმარებლებისათვის ადგილობრივ სატელეფონო მომსახურებას ეწევა ერთზე მეტი ოპერატორი და გამოყოფილია კონკურენციის ერთგვაროვანი პირობებით. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის გეოგრაფიულ საზღვრებს ადგენს კომისია. კომისიამ მომსახურების ბაზრის სეგმენტების -  სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზისთვის დაადგინა შემდეგი მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები: ქ.თბილისი, ქ.ქუთაისი, ქ.რუსთავი, ქ.ზუგდიდი, ქ.ფოთი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და დანარჩენი საქართველო (საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია, ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, ქ.რუსთავის, ქ.ზუგდიდის, ქ.ფოთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამოკლებით), რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია კონკურენციის ერთგვაროვანი პირობებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართვლოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმი არის ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის ამ სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი განისაზღვრება მის მიერ მიღებული შემოსავლების, ბოლო მომხმარებელთა ან აბონენტთა რაოდენობის ან გარკვეულ პერიოდში მიწოდებული მომსახურების ჯამური მოცულობის (ტრაფიკის) წილობრივი მაჩვენებლების, აგრეთვე მის საკუთრებაში არსებული ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების ან ფუნქციონალური რესურსების რეზერვების გათვალისწინებით. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მახასიათებლების გათვალისწინებით, კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული წილის გაზომვისა და სათანადო ძირითადი კრიტერიუმის გამოყენების შესახებ.

სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას, ფარდობითი საბაზრო წილის განსაზღვრის მიზნით, კომისიამ იხელმძღვანელა ავტორიზებული პირების (ლიცენზიის მფლობელების) საკუთარებაში არსებული სახაზო-საკაბელო წყვილების რაოდენობით.

როგორც წარმოდგენილი მონაცემებიდან ირკვევა, საკუთარი სახაზო-საკაბელო მეურნეობა გააჩნია 15 კომპანიას.

წყვილების რაოდენობა

433 670

 29 008

 21 353

  8 000

   106

    70

    68

   530

   500

  7 496

 50 050

   100

  1 600

   115

   50

552 716

კომპანიის დასახელება

ხვედრითი წილი (პროცენტებში)

საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია

88.82

ახალი ქსელები

3.38

ახტელი

5.52

საქართველოს რკინიგზის ტელეკომი

1.94

სხვა კომპანიები 

0.34

ჯამი

100.00

ქუთაისი

წყვილების რაოდენობა

18 700

15 951

34 651

კომპანიის დასახელება

ხვედრითი წილი (პროცენტებში)

საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია

67.44

საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია

23.66

მეტაკომი

8.9

ჯამი

100.00

ზუგდიდი

წყვილების რაოდენობა

6 700

1 600

8 300

კომპანიის დასახელება

ხვედრითი წილი (პროცენტებში)

ხვედრითი წილი (პროცენტებში)

საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია

91.38

95.53

ახალი ქსელები

 4.62

 0.93

ახტელი

 4.00

 3.54

ჯამი

100.00

100.00

ქუთაისი

სატელეფონო კანალიზაციის საერთო სიგრძე (კმ)

არხების სიგრძე სატელეფონო კანალიზაციაში (არხ/კმ)

249

587

21

 35

270

622

კომპანიის დასახელება

ხვედრითი წილი (პროცენტებში)

ხვედრითი წილი (პროცენტებში)

საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია

97.14

98.86

ივერია ქსელი

 2.86

 1.14

ჯამი

100.00

100.00

რუსთავი

სატელეფონო კანალიზაციის საერთო სიგრძე (კმ)

არხების სიგრძე სატელეფონო კანალიზაციაში (არხ/კმ)

26

131

30

118

12

35

68

284

კომპანიების დასახელება 

ხვედრითი წილი (%)

ხვედრითი წილი (%)

აჭარის ელექტროკავშირი

100

100

საბატელი

 

 

ალკომი

 

 

 

 

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენის ძირითადი კრიტერიუმის შესაბამისად, ავტორიზებული პირი განისაზღვრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე უკავია საბაზრო წილის არანაკლებ 40 პროცენტისა.

სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე არანაკლებ 40%-ისა უკავია:

- ქ.თბილისში -   სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

- ქ.ქუთაისში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“, შპს “ახალ ქსელებს”;

- ქ.რუსთავში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

- ქ.ზუგდიდში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანის“;

- ქ.ფოთში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – შპს “აჭარის ელექტროკავშირს”;

-  დანარჩენი საქართველო - სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე არანაკლებ 40%-ისა უკავია:

- ქ.თბილისში -   სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

- ქ.ქუთაისში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”;

- ქ.რუსთავში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“, შპს “მეტაკომს”;

- ქ.ზუგდიდში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

- ქ.ფოთში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში – შპს “აჭარის ელექტროკავშირს”;

-  დანარჩენი საქართველო - სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად,   კომისია უფლებამოსილია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს გადაწყვეტილებით დააკისროს ერთი ან რამდენიმე, ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციფიკური  ვალდებულება:

 ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;

ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;

გ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად;

დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება;

ე) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები უნდა შეესაბამებოდეს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის საბაზრო ძალაუფლებისა და მისი ბოროტად გამოყენების ხასიათს, უნდა იყოს პროპორციულად თანაზომადი და ობიექტურად დასაბუთებული.

კომისიას მიაჩნია, რომ მომსახურების ბაზრის ორივე სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს უნდა დაეკისროთ ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება.

რაც შეეხება დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულებას, კომისია აღნიშნავს, რომ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები “ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ” საქართველოს კანონში არ არის მოცემული, ხოლო 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები“ არ არის მიღებული, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული ვალდებულების დაკისრება “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლზე დაყრდნობით.

გამომდინარე იქედან, რომ კომისიაში შემოსულია საჩივრები მხოლოდ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიერ დადგენილ ტარიფებთან დაკავშირებით, კომისიას მიაჩნია, რომ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ უნდა დაეკისროს აგრეთვე სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება, კერძოდ უნდა განესაზღვროს მომსახურების ზღვრული ტარიფები. ამასთან, კომისია ითვალისწინებს, რომ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით შესაძლებელია მხოლოდ სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხარჯების განცალკევება, შესაბამისად კომისიას შესაძლებლად მიაჩნია ზღვრული ტარიფების დადგენა მხოლოდ ამ მომსახურებისთვის. რაც შეეხება სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურებას,  ზღვრული ტარიფების დადგენა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლებელი იქნება მხოლოდ კომისიის მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დადგენისა და სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიერ ამ წესების შესაბამისად ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების შემდეგ. გამომდინარე იქედან, რომ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიერ სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურებისათვის დადგენილი ტარიფი აღემატება ამ მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს, იმ მიზნით, რომ არ მოხდეს კომპანიის მიერ ამ ტარიფის კიდევ მომატება, ამ ეტაპზე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ განესაზღვროს მის მიერ დადგენილი ტარიფის შენარჩუნების ვალდებულება.

კომისია ითვალისწინებს ADSL და DSL  ტექნილოგიით ინტერნეტ მომსახურების მიწოდებისათვის სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფის რეგულირების აუცილებლობას. კერძოდ იმ  გარემოებას, რომ ADSL და DSL ინტერნეტ მომსახურების განხორციელებისთვის საჭიროა ჩვეულებრივი სახაზო საკაბელო წყვილი, რომლის  მომსახურების ხარჯი არ არის დამოკიდებული ამ წყვილით გადაცემული მონაცემების მოცულობასთან, ანუ ამავე წყვილში ინტერნეტის მიწოდების შემთხვევაში არ იზრდება მომსახურების ხარჯი, შესაბამისად მისი ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს სახაზო საკაბელო წყვილით მომსახურებისთვის დადგენილ ტარიფს. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებას ირჩევს აბონენტი და ამ შემთხვევაში სახაზო საკაბელო წყვილით მომსახურება ხორციელდება არა მხოლოდ წყვილის მესაკუთრე ოპერატორის, არამედ აბონენტის მფლობელი იმ ოპერატორის მიერ, რომელსაც თავის მხრივ იჯარით აქვს მიღებული სახაზო საკაბელო წყვილი, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მომსახურების ეს სახე განხილული იქნას მომსახურების ბაზრის სეგმენტის -  აბონენტის ადგილობრივი და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების კვლევისა და ანალიზის ფარგლებში.

კომისიას მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება არ იქნება მიქცეული დაუყონებლივ აღსასრულებლად, იმ პირების მიერ, რომლებიც ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ცნობილი არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად, შესაძლებელია მოხდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რაც გამორიცხავს ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობას და მათ თანასწორუფლებიანობას, მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციულ დაშვებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტორიზებული პირების საქმიანობისას თანასწორუფლებიანობის და ეფექტური კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიას აუცილებლად მიაჩნია გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების, მე-5 თავის, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის, 165-ე მუხლის მე-3 ნაწილის  საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განისაზღვროს სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ:

ა) ქ.თბილისში -   სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

ბ) ქ.ქუთაისში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“, შპს “ახალი ქსელები”;

გ) ქ.რუსთავში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

დ) ქ.ზუგდიდში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

ე) ქ.ფოთში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – შპს “აჭარის ელექტროკავშირი”;

ზ) დანარჩენი საქართველო - სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

2. განისაზღვროს სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ:

ა) ქ.თბილისში -   სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

ბ) ქ.ქუთაისში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”;

გ) ქ.რუსთავში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“, შპს “მეტაკომი”;

დ) ქ.ზუგდიდში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

ე) ქ.ფოთში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში – შპს “აჭარის ელექტროკავშირი”;

ზ) დანარჩენი საქართველო - სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“;

3. დაეკისროს სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურების განხორციელებისას ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის, დისკრიმინაციის აკრძალვის და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება:

ა) ქ.თბილისში -   სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

ბ) ქ.ქუთაისში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“, შპს “ახალ ქსელებს”;

გ) ქ.რუსთავში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

დ) ქ.ზუგდიდში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

ე) ქ.ფოთში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – შპს “აჭარის ელექტროკავშირს”;

ზ) დანარჩენი საქართველო - სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

4.  დაეკისროს სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების განხორციელებისას ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის, დისკრიმინაციის აკრძალვის და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება:

ა) ქ.თბილისში -   სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

ბ) ქ.ქუთაისში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”;

გ) ქ.რუსთავში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“, შპს “მეტაკომს”;

დ) ქ.ზუგდიდში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

ე) ქ.ფოთში – სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში – შპს “აჭარის ელექტროკავშირს”;

ზ) დანარჩენი საქართველო - სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“;

5. დაეკისროს სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება:

ა) განისაზღვროს სახაზო საკაბელო წყვილებით  მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი 3.5 (სამი ლარი და 50 თეთრი) ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით);

ბ) კომისიის მიერ ზღვრული ტარიფის დადგენამდე სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ“ არ მოახდინოს სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების მის მიერ დადგენილი ტარიფების მომატება, რომელიც შეადგენს:

კაბელის დიამეტრი                                    ლარი/თვეში

15 მმ-მდე                                                     130.90

15 დან 25 მმ-ის ჩათვლით                              261.8

25 დან 35 მმ-ის ჩათვლით                             392.7

35 მმ დან 45 მილიმეტრამდე                        523.6

45 მმ დან 55 მილიმეტრამდე                        654.5

55 მმ დან 65 მილიმეტრამდე                        785.4

65 მმ-ის ზემოთ                                            916.3

(ტარიფი მოცემულია დ.ღ.გ. –ს გარეშე).

6. სპეციფიკური ვალდებულებების ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვროს 2005 წლის 1 დეკემბერი;

7. 2005 წლის 1 დეკემბრამდე სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურება სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” უზრუნველყოს კომისიის 2005 წლის 12 ივლისის N491/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნტის შესაბამისად;

8. უზრუნველყოს სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ“ ყველა იმ არსებულ ხელშეკრულებაში, რომელში გათვალისწინებული ტარიფიც აღემატება წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფებს,  შესაბამისი ცვლილებების შეტანა 2006 წლის 1 იანვრამდე;  

9. წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).         

კომისიის თავმჯდომარე:                                    დ.ქიტოშვილი         

კომისიის წევრები:                                             გ.ფრუიძე

                                                                         ზ.ნონიკაშვილი