ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ

ნომერი: 400 / 9

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2007

მიღების თარიღი ივლისი 20, 2007

 

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2007 წლის 15 ივნისს მიღებულ იქნა N 318/23 გადაწყვეტილება ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. აღნიშნული საკითხის თაობაზე  საჯარო მოსმენა დაინიშნა 2007 წლის 13 ივლისს.  კვლევის და ანალიზის საგნად განისაზღვრა საცალო ბაზრის სეგმენტზე - ”ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურება” და საბითუმო ბაზრის სეგმენტზე - ”ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება”,  ჩამოყალიბებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარება, აგრეთვე ამ სეგმენტებზე კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების გამოვლენა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება.

 

აღნიშნული კვლევისა და ანალიზის ჩატარების მოთხოვნით კომისიას მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” (განცხადება N 6/377 17.04.2007,  N 2/115/240 17.04.2007) და ავტორიზებული პირების ჯგუფმა - სს ”ეგრისმა”, შპს ”ახალმა ქსელებმა”, შპს ”ჯტს”-მ და შპს ”ინტერკომმა” (ერთობლივი განცხადება N6/640-07 12.06.2007, N66 12.06.2007). კომისიაში შემოსულ განცხადებებში ზემოაღნიშნული პირები აღნიშნავდნენ, რომ ინტერნეტის მომსახურების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების ჯგუფი შპს ”კავკასუს ნეტვორკი”, შპს ”ჯორჯია ონლაინი” და შპს ”სანეტი”  ბაზრის განხილულ სეგმენტზე ერთობლიობაში ფლობს ფარდობით ჯამურ წილს, რომელიც აღემატება 80 პროცენტს და არსებობს საფრთხე, რომ ადგილი ექნება მათ მიერ ერთობლივი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. აგრეთვე, კომისიაში წარმოდგენილ ერთობლივ განცხადებაში ავტორიზებული პირები აღნიშნავენ, რომ  ინტერნეტის მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების ზემოაღნიშნული ჯგუფი ზღუდავს, როგორც საკუთარ სერვერებზე განთავსებულ ინტერნეტ გვერდებთან (ე.წ. კონტენტთან) მათი აბონენტების ხელმისაწვდომობას, ასევე პირიქით, საკუთარ აბონენტებს უზღუდავს სხვა ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ქსელებში განთავსებულ ინტერნეტ-რესურსებთან, მათ შორის ინტერნეტ გვერდებთან წვდომას.   

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ნეტვორკმა” კომისიას წარუდგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 11 ივნისის ბრძანება N 113, რომლის მიხედვით შპს ”კავკასუს ნეტვორკმა” შეირწყა შპს ”ჯორჯია ონლაინი”  და შპს ”სანეტი”  და შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ პირს ეწოდა იურიდიული დასახელება - შპს ”კავკასუს ონლაინი”.

            კომისია აღნიშნავს, რომ ინტერნეტის ქსელით მომსახურების, როგორც საცალო, ასევე საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ჩამოყალიბებული მდგომარეობის შეფასებისას მის მიერ გათვალისწინებულ იქნა ის გარემოება, რომ ბაზრის ამ სეგმენტებზე აშკარად იკვეთება არაგარდამავალი (არადროებითი) ხასიათის შესვლის მაღალი დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა, რომელებიც ერთობლიობაში ზღუდავენ ბაზრის განხილულ სეგმენტებზე მსურველი ავტორიზებული პირების მიერ საქმიანობის დაწყებას, მათ მიერ ამ სეგმენტზე მოქმედი ოპერატორებისაგან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიღებას, ასევე, მათ შესაძლებლობას კონკურენცია გაუწიონ მომხმარებლებზე ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელ მოქმედ ავტორიზებულ პირებს და უფრო ფართო და ხელმისაწვდომი გახადონ  აღნიშნული მომსახურება.

            კომისიამ მიიჩნია, რომ მისი მხრიდან მარეგულირებელი ჩარევის გარეშე შეუძლებელია, ბაზრის განხილულ სეგმენტებზე ჩამოყალიბებული შესვლის დაბრკოლებების დაძლევა და აუცილებელია ბაზრის განხილულ სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის დაწყება და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით კომისიისათვის მინიჭებული, კონკურენციის წინასწარი რეგულირების უფლებამოსილების  განხორციელება.

            კომისიამ, ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული  საბითუმო ბაზრის შესაბამის, აგრეთვე ინტერნეტის მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებად განსაზღვრა შემდეგი:

ა)  ინტერნეტ-მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი

          კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების შესაბამისად ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე, ქსელის ამ ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან დაშვებაზე და საცალო ბაზრის სეგმენტზე ბოლო მომხმარებლებისათვის ინტერნეტით მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზაცია გაიარა 78-მა პირმა. ინტერნეტით მომსახურების ბაზარზე მოქმედი, სააბონენტო დაშვების ოპერატორების ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიხედვით, ბოლო მომხმარებელზე ინტერნეტის ქსელით მომსახურების მიწოდება ხორციელდება, ძირითადად, ადგილობრივი დაშვების სადენიანი ქსელების გამოყენებით. მათ შორის, შედარებით ფართოდ დაინერგა ე.წ. ”კომუტირებადი დაილაპის”  და ფართოზოლოვანი (მაღალსიჩქარიანი) ე.წ. ”ADSL” ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ტექნოლოგიები. უსადენო რადიოსიხშირული ტექნოლოგიებიდან აღსანიშნავია მოძრავი ინტერნეტ მომსახურების (მობილური ინტერნეტი) მიწოდება GSM და UMTS საქსელო ინფრასტრუქტურის ქსელებით და საშუალებებით. ხოლო, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე ელექტრონული საკომუნიკაციო, მათ შორის, ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების რადიოსიხშირული ტექნოლოგიებიდან აღსანიშნავია CDMA-2000 ტექნოლოგიით მულტიმოდალური სისტემების დაფუძნება (ინტეგრირებული - ხმოვანი სატელეფონო მომსახურება, ინტერნეტით მომსახურება და სატელევიზიო მაუწყებლობა). აგრეთვე, აღსანიშნავია, ფართოზოლოვანი უსადენო ადგილობრივი დაშვების ქსელებით და საშუალებებით საქმიანობის ე.წ. WiMax და Wi-Fi ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების სისტემებიც. 

            კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ, ზემოაღნიშნული ტექნოლოგიების დასანერგად, აუქციონის საფუძველზე გაცემულ იქნა ფართოზოლოვანი სიხშირული სპექტრის რესურსები, დღეის მდგომარეობით, ფართოზოლოვანი უსადენო ინტერნეტ-მომსახურება არ არის საკმარისად ფართოდ განვითარებული.

            კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 1 ივლისის მონაცემებით, მთელი საქართველოს ფარგლებში ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის გათვალისწინებით, ყველა (გამოყენებადი თუ გამოყენებული) ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მომსახურების ტარიფები, აგრეთვე ინტერნეტ მომსახურების ტარიფიცირების გეგმები განსხვავებულია სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების, მიწოდებული სიმძლავრეების (ინტერნეტის ქსელში სააბონენტო დაშვების გამოყოფილი და გარანტირებულად უზრუნველყოფილი სიჩქარეების) მიხედვით. ე.წ. ”დაილაპ” კომუტირებადი ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული ოპერატორების მიერ ჩამოყალიბებულია პრაქტიკულად ერთგვაროვანი ტარიფი - 2 თეთრი/წუთზე დღის, და 1.5 თეთრი/წუთზე ღამის პერიოდში. მიწოდებული სიმძლავრე (ინტერნეტ მონაცემთა გადაცემის გამოყოფილი სიჩქარე ბოლო სააბონენტო სეგმენტზე) საშუალოდ  არ აღემატება 52 კბიტ/წმ-ს, ხოლო ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებისას ბოლო მომხმარებლისათვის გამოყოფილია საშუალო სიჩქარე 3კბიტ/წმ-დან 32კბიტ/წმ-მდე შუალედში (სხვადასხვა მიმართულებებით გასაშუალოებული მნიშვნელობა-16კბიტ/წმ).

            კომისია აღნიშნავს, რომ ფართოზოლოვანი სადენიანი ე.წ. “ADSL” ტექნოლოგიებით ინტერნეტ-მომსახურების ტარიფიცირება ოპერატორების მიერ ხორციელდება  გამოყოფილ სააბონენტო სიმძლავრეზე ყოველთვიური სააბონენტო გადასახდელის დაწესებით. ამ შემთხვევაში, ყოველთვიური სააბონენტო გადასახდელი დადგენილია - თვეში 50 ლარიდან 300 ლარამდე შუალედში, გამოყოფილი სააბონენტო საშუალო სიმძლავრის მიხედვით. ამასთან, სატარიფო გეგმების მიხედვით სააბონენტო, ბოლო სეგმენტზე გამოყოფილია სიმძლავრე             3 მბიტ/წმ-დან 8 მბიტ/წმ-მდე. ხოლო, ინტერნეტში შეღწევის აბონენტისათვის გამოყოფილი საშუალო სიჩქარე მერყეობს 56 კბიტ/წმ-დან 1 მბიტ/წმ-მდე შუალედში.

            კომისია აღნიშნავს, რომ ინტერნეტის ქსელით საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისას განსახილველი მომსახურების სახეების ურთიერთშენაცვლებადობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბოლო მომხმარებლის მიერ მოძრავი (GPRS, WAP) ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებულ ერთი მეგაბაიტ ინფორმაციაზე გადასახდელი საფასური ყველაზე მაღალია, სხვა ალტერნატიულ ტექნოლოგიასთან შედარებით. ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე, სააბონენტო სპილენძის წყვილებით ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებულ 1 მეგაბაიტ ინფორმაციაზე გადასახდელი საფასური დაბალი სიჩქარის ე.წ. ”დაილაპ კომუტირებადი ინტერნეტ-მომსახურებით” სარგებლობის შემთხვევაში საშუალოდ 13,1 თეთრს შეადგენს, ერთ მეგაბაიტ ინფორმაციაზე გაანგარიშებით. ხოლო, ამავე მაჩვენებლის ოდენობა ე.წ. “ADSL” ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურების შემთხვევაში თითქმის 5-ჯერ ნაკლებია და 2,74 თეთრს შეადგენს, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ბოლო მომხმარებლის მიერ ინტერნეტის ქსელში განთავსებული ინფორმაციის ის მოცულობა, რომლის მიღებაც შესაძლებელია მისთვის გამოყოფილი სიმძლავრით, თითქმის   48- ჯერ მეტია ე.წ. “ADSL” ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურების შემთხვევაში, რაც შედეგად განაპირობებს მასშტაბის ეკონომიის ფაქტორის გააქტიურებას, მიწოდებული მომსახურების სახეებზე საშუალო დანახარჯებისა და შესაბამისი საფასურის შემცირებას, მიწოდებული მომსახურების 1 მგბაიტ პირობით ერთეულზე გადაანგარიშებით.  

            კომისია აღნიშნავს, რომ “ADSL” ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურებისა და ”დაილაპ კომუტირებადი ინტერნეტ-მომსახურების” სახეები ფუნქციურად ერთგვაროვანია. ვინაიდან აღნიშნული მომსახურების სახეების მიწოდებისას ბოლო მომხმარებლის მიერ             1 მეგაბაიტ ინფორმაციაზე გადასახდელ საფასურებს შორის განსხვავება განპირობებულია ძირითადად მაშტაბის ეკონომიის ფაქტორით, კვლევისა და ანალიზის ჩატარების ფარგლებში კომისიამ მიიჩნია, რომ ”ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურებისა” და ”დაილაპ კომუტირებადი ინტერნეტ-მომსახურების” სახეები განხილულ უნდა იქნეს საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ერთიან საზღვრებში.  

            კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიულ საზღვრების განსაზღვრასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე ინტერნეტ-მომსახურების სახეების მიწოდება უშუალოდ დაკავშირებულია  ადგილობრივი მომსახურების კონკრეტულ ზონაში ადგილობრივი დაშვების ქსელის - სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების მფლობელი ავტორიზებული ოპერატორების ქსელების ტერიტორიულ განფენილობასთან. აგრეთვე, საცალო ბაზრის სეგმენტზე ბოლო მომხმარებლებს ინტერნეტ-მომსახურება მიეწოდებათ, პრაქტიკულად, სატელეფონო ხმოვან მომსახურებასთან ერთად. ორივე მომსახურების საფასურის ბილინგი ხორციელდება ერთსა და იმავე მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე. კონკურენციის და კონიუქტურის ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი პირობები განისაზღვრება კონკრეტული ადგილობრივი მომსახურების ზონის ფარგლებში. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით კომისიამ საცალო მომსახურების განხილული ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები განსაზღვრა ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების ექვივალენტურად - ქ. თბილისის, ქ ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორიის (საქართველოს სახელმწოფო ტერიტორია ქ. თბილისის, ქ ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გამოკლებით) ფარგლებში, ადგილობრივი მომსახურების ზონების მიხედვით.

            კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას, ფარდობითი საბაზრო წილის განსაზღვრის მიზნით, კომისიამ იხელმძღვანელა ავტორიზებული პირების მიერ მიწოდებული მომსახურების ბოლო მომხმარებლების რაოდენობით და ინტერნეტის ქსელით მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების განცალკევებული შემოსავლების ოდენობებით. ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტზე კონკურენციის  კვლევისა და ანალიზის შედეგად მომსახურების ზონების მიხედვით მოქმედი ავტორიზებული პირების დაკავებული ფარდობითი წილები  ბაზრის შესაბამის სეგმენტების მიხედვით  გაანგარიშდა შემდეგნაირად:

დასახელება

ინტერნეტ-მომსახურების ბოლო მომხმარებლების რაოდენობა

მიღებული შემოსავლები წელიწადში

ბაზრის ფარდობითი წილი (ბოლო მომხმარებლების რაოდენობა)

ბაზრის ფარდობითი წილი მიღებული (შემოსავლები თვე ივნისი)

ქ. თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონა

კავკასუს ონლაინი

37971

1,367,566.8

88.80%

91.41%

ახტელი

1156

33,568.0

2.70%

2.24%

ახალი ქსელები

770

30,733.5

1.80%

2.05%

სერვისი

450

19,500.0

1.05%

1.30%

კაკასიის ციფრული ქსელები

241

20,221.0

0.56%

1.35%

გლობალ ერთი

425

8,062.0

0.99%

0.54%

ნამიო

29

1,321.6

0.07%

0.09%

საქართველოს ტელეკომი

220

2,888.9

0.51%

0.19%

ჯეონეთი

1000

8,104.4

2.34%

0.54%

რკინიგზის ტელეკომი

498

4,112.6

1.16%

0.27%

სულ

42760

1496078.8

100.00%

100.00%

ქ. ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონა

კავკასუს ონლაინი

522

17,034.6

62.29%

57.46%

ახალი ქსელები

316

12,612.7

37.71%

42.54%

სულ

838

29,647.3

100.00%

100.00%

ქ. რუსთავის ადგილობრივი მომსახურების ზონა

კავკასუს ონლაინი

986

36,307.1

100.00%

100.00%

სულ

986

36307.1

100.00%

100.00%

ქ. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონა

კავკასუს ონლაინი

62

2,575.2

48.82%

49.81%

ახალი ქსელები

65

2,594.4

51.18%

50.19%

სულ

127

5169.6

100.00%

100.00%

ქ. ზუგდიდის ადგილობრივი მომსახურების ზონა

კავკასუს ონლაინი

28

1,163.0

100.00%

100.00%

სულ

28

1163.0

100.00%

100.00%

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია

კავკასუს ონლაინი

1284

39,324.0

82.63%

87.49%

CTS

200

1,620.9

12.87%

3.61%

ალფა ტელეკომი

70

4,000.0

4.50%

8.90%

სულ

1554

44944.9

100.00%

100.00%

საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორია

ნამიო

268

12,213.4

45.12%

42.63%

კავკასუს ონლაინი

210

8,722.5

35.35%

30.44%

რკინიგზის ტელეკომი

74

6,039.6

12.46%

21.08%

ახალი ქსელები

42

1,676.4

7.07%

5.85%

სულ

594

28651.8

100.00%

100.00%

        ბ) სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტი

            კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში განხილული, ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურების მისაწოდებლად ავტორიზებული პირები სარგებლობენ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების განცალკევებადი ფართოზოლოვანი რესურსით. აღნიშნული რესურსით სარგებლობის უზრუნველყოფა ხორციელდება წყვილების მფლობელი ოპერატორების მიერ ამ რესურსებთან დაშვებით - სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე. ზემოაღნიშნული ბაზრის შესაბამის სეგმენტებს შორის არსებითად მნიშვნელოვანი თვისობრივი და ფუნქციური კავშირის გამო განხილული ინტერნეტ-მომსახურების საცალო და წყვილების ფართოზოლოვანი რესურსის საბითუმო ბაზრის სეგმენტები წარმოადგენენ მჭიდროდ დაკავშირებულ ბაზრის შესაბამის სეგმენტებს. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქარველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით კომისიამ ჩატარებული კვლევისა და ანალიზის ფარგლებში მოაქცია ზემოაღნიშნული მჭიდროდ დაკავშირებული  საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტიც.

             კომისია აღნიშნავს, რომ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ამ რესურსების ეფექტურად გამოყენების ტექნიკურ ფაქტორებს. კერძოდ, სააბონენტო-სახაზო სპილენძის წყვილების, როგორც ხმოვან ასევე განცალკევებად ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვება ხორციელდება ადგილობრივი მომსახურების ზონაში სახაზო-საკაბელო წყვილების მფლობელი და მოსარგებლე ოპერატორის მიერ. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომისიის მიერ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები განისაზღვრა     -ქ. თბილისის, ქ ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მომსახურების ზონები.     

            კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად, კომისიამ ჩათვალა, რომ ადგილობრივი მომსახურების ზონებში მოქმედი ავტორიზებული პირების ფარდობითი საბაზრო წილები გაანგარიშებულ უნდა იქნეს მათი აბონენტების რაოდენობის მიხედვით.       კომისიის მიერ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის  კვლევისა და ანალიზის შედეგად მომსახურების ზონების მიხედვით მოქმედი ავტორიზებული პირების მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილები ბაზრის შესაბამის სეგმენტების მიხედვით  გაანგარიშდა შემდეგნაირად:

დასახელება

აბონენტების რაოდენობა

ფარდობითი წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით

განზომილების ერთეული

აბონენტი

%

. თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონა

საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია

211,794

60.0%

ახალი ქსელები

63,916

18.1%

ახტელი

54,677

15.5%

სხვა დანარჩენი

22,470

6.4%

სულ

352,857

100.0%

. ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონა

საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია

8,659

21.6%

ახალი ქსელები

31,350

78.4%

სულ

40,009

100.0%

. რუსთავის ადგილობრივი მომსახურების ზონა

საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია

5,432

20.4%

საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია

20,174

75.7%

მეტაკომი

1,055

4.0%

სულ

26,661

100.0%

. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონა

საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია

9,930

97.2%

ახალი ქსელები

287

2.8%

სულ

10,217

100.0%

. ზუგდიდის ადგილობრივი მომსახურების ზონა

საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია

2,411

46.2%

ივერია ქსელი

2,812

53.8%

სულ

5,223

100.0%

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია

აჭარის ელექტროკავშირი

23,803

86.2%

ალკომი

199

0.7%

საბატელი

3,603

13.1%

სულ

27,605

100.0%

საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორია

საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია

93,069

100%

 

            კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენის ძირითადი კრიტერიუმის შესაბამისად ავტორიზებული პირი განისაზღვრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე უკავია საბაზრო წილის არანაკლებ 40 პროცენტისა.  რამდენიმე ავტორიზებული პირი განიხილება ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ორი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 60 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 25 პროცენტისა, ხოლო სამი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 80 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის  საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 15 პროცენტისა.

            კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად,   კომისია უფლებამოსილია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს გადაწყვეტილებით დააკისროს ერთი ან რამდენიმე, ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციფიკური  ვალდებულება:

ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;

ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;

გ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად;

დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება;

ე) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები უნდა შეესაბამებოდეს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის საბაზრო ძალაუფლებისა და მისი ბოროტად გამოყენების ხასიათს, უნდა იყოს პროპორციულად თანაზომადი და ობიექტურად დასაბუთებული.

            კომისიას მიაჩნია, რომ კვლევისა და ანალიზის ფარგლებში განხილული ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების, ან ერთობლივად მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირს წარმოადგენს:

 

ა) ინტერნეტ-მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე

 

ქ. თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონა

შპს ”კავკასუს ონლაინი”

 

ქ. ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონა

შპს ”კავკასუს ონლაინი”

 

შპს ”ახალი ქსელები”

 

ქ. რუსთავის ადგილობრივი მომსახურების ზონა

კავკასუს ონლაინი

 

ქ. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონა

კავკასუს ონლაინი

 

ახალი ქსელები

 

ქ. ზუგდიდის ადგილობრივი მომსახურების ზონა

კავკასუს ონლაინი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია

კავკასუს ონლაინი

 

საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორია

ნამიო

 

კავკასუს ონლაინი

 

რკინიგზის ტელეკომი

 

 

 

ბ) სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე

 

. თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია

 

ახალი ქსელები

 

ახტელი

 

. ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

ახალი ქსელები

 

. რუსთავის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია

 

. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია

 

. ზუგდიდის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

 

საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია

 

ივერია ქსელი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია

 

აჭარის ელექტროკავშირი

 

საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორია

 

საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია

 

 

            კომისიას მიაჩნია, რომ კვლევისა და ანალიზის ფარგლებში ინტერნეტ-მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს უნდა დაეკისროს ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის და დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულებები. ხოლო, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს უნდა დაეკისროს ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის, დისკრიმინაციის აკრძალვის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის და სატარიფო რეგულირებისა და  ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულებები.

კომისია აღნიშნავს, რომ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე სატარიფო რეგულირებისა და  ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების კონკრეტული პირობის - ზღვრული ტარიფის ოდენობის დადგენასთან დაკავშირებით  კომისიამ ცნობად მიიღო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისა” და შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი შეთანხმების ოქმი, რომელის შესაბამისადაც დარეგულირდა მხარეებს შორის სადაო საკითხები. ამასთან ამ ოქმის საფუძველზე მხარეები პრინციპულად მზად არიან გააფორმონ შესაბამისი ხელშეკრულება სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვების თაობაზე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით კომისიამ ჩათვალა, რომ საკითხის არსებითი განხილვისას, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვების ზღვრული ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ჩატარდეს და მხარეებს მიეცეს ერთი კვირის ვადა, რათა გააფორმონ შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაცია, მათ შორის ორმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ვადაში კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით გაფორმებული ხელშელეკრულების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისია დამატებით იმსჯელებს სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვების ზღვრული ტარიფების ოდენობების დადგენის საკითხზე.  

გ) ინტერნეტის ქსელით  საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტი

            კომისია აღნიშნავს, რომ ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ჩატარების ფარგლებში გამოკვეთილ იქნა მომსახურების შემდეგი სახე - ინტერნეტის ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალური ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება და გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების პირდაპირ ან არაპირდაპირ მიწოდება. გაფართოებული ურთიერთჩართვა უზრუნველყოფს ინტერნეტის ავტონომიური ქსელის მფლობელ ოპერატორებს შორის ინტერნეტის ტრაფიკის ურთიერთგაცვლას და ინტერნეტის საქსელო მომსახურების, მათ შორის ინტერნეტის ციფრული პაკეტების დამისამართების, განსაზღვრული მიმართულებით გატარების ან ტრანზიტულად გადაცემის, აგრეთვე ე.წ. “DNS” მომსახურების და სხვა  საქსელო მომსახურების სახეების ერთმანეთისათვის მიწოდებას. გაფართოებული ურთიერთჩართვის მიწოდება ხორციელედება ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე. ტექნიკური თვალსაზრისით  გაფართოებული ურთიერთჩართვა მსურველ ოპერატორს მიეწოდება  თანალოკაციის ფართზე, ოპერატორებს შორის გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილში შესაბამისი სიმძლავრის -საკომუნიკაციო  პორტების გამოყოფით.

            კომისია აღნიშნავს, რომ  ადგილობრივი მომსახურების ზონის ფარგლებში ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის მომსახურების მიწოდება ხორციელდება მათი ტერმინალური საშულებების გამოყენებით. მომსახურების მიწოდების პროცესში კონკრეტული ბოლო მომხმარებლის ტერმინალური საშუალების იდენტიფიცირება ხორციელდება ინტერნეტის პროტოკოლით განსაზღვრული ნუმერაციის რესურსის (ციფრული კომბინაციის) გამოყენებით. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათ რესურსებთან შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის გაფართოებული ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება.

            კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი კონკრეტული ოპერატორის საკუთარი ქსელის საკომუნიკაციო რესურსებთან (მათ შორის განთავსებულ ინტერნეტ-გვერდებთან) ხელმისაწვდომობის საუკეთესო პირობების, მათ შორის საკომუნიკაციო მომსახურების ხარისხისა და გადაცემის სიჩქარის უზრუნველყოფა, აგრეთვე, ამ ინტერნეტ-ტრაფიკის შეუფერხებლად და მოთხოვნილი სიმძლავრით, ასევე ხარისხით გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ ავტონომიური ინტერნეტ-ქსელის მფლობელი ოპერატორის მიერ. შესაბამისად გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილში (ან ადგილობრივი მომსახურების ზონაში დაფუძნებულ წერტილებში) ინტერნეტ-ქსელის მფლობელი კონკრეტული ავტორიზებული პირი ფლობს და აკონტროლებს საკუთარი ქსელის ელექტრონული საკომუნიკაციო რესურსების და სიმძლავრეების სრულ სპექტრს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით კომისიამ ჩათვალა, რომ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე ინტერნეტის ავტონომიური ქსელის მფლობელი ოპერატორი, საკუთარი ქსელის გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილებში, ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას - ფლობს და სრულად აკონტროლებს გაფართოებული ურთიერთჩართვის სიმძლავრეებს (ფლობს სიმძლავრეების 100%-ან ფარდობით საბაზრო წილს).  

            კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე  გაფართოებული ურთიერთჩართვის მიწოდება ხორციელდება ადგილობრივი მომსახურების ზონებში ქსელის მფლობელი ოპერატორის მიერ დაფუძნებულ თანალოკაციის ფართზე, ურთიერთჩართვის წერტილებში, საბითუმო ბაზრის ამ სეგმენტის ტერიტორიული საზღვრები უნდა განისაზღვროს იმ ადგილობრივი მომსახურების ზონის ფარგლებში, სადაც კონკრეტულ ოპერატორს დაფუძნებული აქვს გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილები.

კომისია აღნიშნავს, რომ ინტერნეტის ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ოპერატორების მიერ დაშვებისა და გაფართოებული ურთიერთჩართვის მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებულია ინტერნეტ-მომსახურების აბონენტებისათვის ინტერნეტის ქსელში განთავსებულ რესურსებთან, ინფორმაციასთან და ინტერნეტ-მომსახურების სახეებთან ხარისხიანი და შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მქონე პირების მიერ გაფართოებული ურთიერთჩართვის სხვა მსურველი პირებისათვის მიუწოდებლობა უხეშად არღვევს კონკურენციას ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე. კომისიას მიაჩნია, რომ ბაზრის ამ სეგმენტზე მოქმედმა ავტორიზებულმა პირებმა უნდა მოილაპარაკონ, მიიღონ ყველა გონივრული ზომა და 30 დღის ვადაში გააფორმონ გაფართოებული ურთიერთჩართვის პირდაპირ ან არაპირდაპირ მიწოდების თაობაზე ხელშეკრულებები, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების მითითებით.

            კომისიას მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება არ იქნება მიქცეული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, იმ პირების მიერ, რომლებიც ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ცნობილი არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად, აგრეთვე ინტერნეტის ქსელით საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მოქმედი ავტორიზებული  პირების მიერ, შესაძლებელია მოხდეს საკუთარი მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის ბოროტად გამოყენება, რაც გამორიცხავს ბაზრის სეგმენტებზე მოქმედი თუ მსურველი ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობას და მათ თანასწორუფლებიანობას, მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციულ დაშვებას, მომხმარებლების კანონიერი ინტერესების დაცვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტორიზებული პირების საქმიანობისას თანასწორუფლებიანობის და ეფექტური კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიას აუცილებლად მიაჩნია გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. 

            ზემოთქმულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების, მე-5 თავის, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის, 165-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტის საზღვრებში განისაზღვროს ბოლო მომხმარებლების ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურების და ”ე.წ. დაილაპ კომუტირებადი ინტერნეტით მომსახურების” სახეები.

2.      ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები განისაზღვროს  შემდეგნაირად:

ა)  ქ. თბილისის ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების ზონის ტერიტორიული საზღვრები,

ბ) ქ ქუთაისის ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების ზონის ტერიტორიული საზღვრები,

გ) ქ. რუსთავის ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების ზონის ტერიტორიული საზღვრები,

დ) ქ. ფოთის ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების ზონის ტერიტორიული საზღვრები,

ე) ქ. ზუგდიდის ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების ზონის ტერიტორიული საზღვრები,

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია,

ზ) საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორია.

3.      ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე   მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად დადგინდეს:

ქ. თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონა

შპს ”კავკასუს ონლაინი”

 

ქ. ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონა

შპს ”კავკასუს ონლაინი”

 

შპს ”ახალი ქსელები”

 

ქ. რუსთავის ადგილობრივი მომსახურების ზონა

კავკასუს ონლაინი

 

ქ. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონა

კავკასუს ონლაინი

 

ახალი ქსელები

 

ქ. ზუგდიდის ადგილობრივი მომსახურების ზონა

კავკასუს ონლაინი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია

კავკასუს ონლაინი

 

საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორია

ნამიო

 

კავკასუს ონლაინი

 

რკინიგზის ტელეკომი

 

4.      ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის და ბოლო მომხმარებლების დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირმა საჯაროდ გამოაქვეყნოს და აბონენტებთან გაფორმებულ კონკრეტულ ხელშეკრულებაში ასახოს ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურების გარანტირებულად გამოყოფილი სიმძლავრეების გაზომვის და საანგარიშო თვეში ამ სიმძლავრეების საშუალო ოდენობების შეფასების მეთოდიკა.

ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირმა უზრუნველყოს, კონკრეტულ ხელშეკრულებაში ასახული, ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურების გარანტირებულად გამოყოფილი სიმძლავრით ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული ხელმისაწვდომობა მის ქსელში, აგრეთვე სხვა ოპერატორების ქსელებში განთავსებულ ინტერნეტ-რესურსებთან, მათ შორის ინტერნეტ გვერდებთან, ასევე, ინტერნეტ-მომსახურების სახეებთან.

გ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირმა აბონეტებისათვის მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების საფასურის გაანგარიშებისას პროპორციულად გაითვალისწინოს საანგარიშო თვის დროის ის პერიოდი, როდესაც ფაქტიურად გამოყოფილი სიმძლავრე ნაკლები იყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ სიმძლავრესთან შედარებით. აღნიშნული ინფორმაცია ასახულ უნდა იქნეს ბოლო მომხმარებელისათვის მიწოდებული მომსახურების საფასურის დეტალურ ანგარიშში.

ე) კომისიის მიერ ზღვრული ტარიფის დადგენამდე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირმა არ მოახდინოს ბოლო მომხმარებლებისათვის ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მის მიერ დადგენილი ტარიფების მომატება.

5.      ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი და  სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი განისაზღვროს, როგორც მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტები.

6.      სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები განისაზღვროს შემდეგ ტერიტორიულ საზღვრებში: ქ. თბილისი, ქ ქუთაისი, ქ. რუსთავი, ქ. ფოთი, ქ. ზუგდიდი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია.

7.      სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად დადგინდეს:

 

. თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

შპს ”ახალი ქსელები”

შპს ”ახტელი”

. ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

შპს ”ახალი ქსელები”

. რუსთავის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”

. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

შპს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

. ზუგდიდის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

შპს ”ივერია ქსელი”

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია

შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”

საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორია

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

 

8.      სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით დადგენილ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ ავტორიზებულ პირს დაეკისროს ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა 10 კალენდარული დღის ვადაში საჯაროდ გამოაქვეყნოს კომისიის ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით განსაზღვრულ  გეოგრაფიულ საზღვრებში სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელშიც ასახული უნდა იქნას ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტის ამ რესურსთან დაშვების არსებითი პირობები, მათ შორის: 

ა.ა) კონკრეტული ადგილობრივი მომსახურების ზონის გეოგრაფიულ საზღვრებში, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვანი რესურსების  სრული და დატვირთული სიმძლავრეები - სპილენძის სააბონენტო წყვილების რაოდენობა ძირითადი გამანაწილებელი სისტემის მისამართების, სასადგურო ნუმერაციის ინდექსების მიხედვით;

ა.ბ) დაშვების ტარიფები, განზომილების შესაბამის ერთეულებში ლარი/სააბონენტო წყვილი თვეში. დაშვების ანგარიშსწორების პირობები;

ა.გ) დაშვების განხორციელების პროცედურები, მათ შორის სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვანი რესურსების გამოყოფაზე განაცხადების მიღების, განხილვის პირობები და პროცედურები - პირველი შემოსული განაცხადის მომსახურების პრინციპის შესაბამისად. აგრეთვე, გამოყოფილი წყვილების ფართოზოლოვანი რესურსების  ფიზიკური პარამეტრების ტესტირების პირობები.

ა.დ)სააბონენტო წყვილების მომსახურებაზე გაწეული წლიური დანახარჯების ოდენობა (საოპერაციო და კაპიტალის ხარჯები, საამორტიზაციო ანარიცხები);

ა.ე) წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მოწვევის ოფერტაზე მსურველი პირის მიერ აქცეპტის წარმოდგენის თარიღიდან არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეს;

ა.ვ) კონკრეტული ადგილობრივი მომსახურების ზონის გეოგრაფიულ საზღვრებში  ადგილობრივი დაშვების ქსელის კონკრეტული თანალოკაციის ფართის მისამართი, თავისუფალი თანალოკაციის ფართის ფართობი, ამ ფართზე დაშვების პირობები, მათ შორის არასაქციონირებული შეღწევისაგან დაცვის, ამ ფართზე ავტორიზებული პირის მომსახურე ტექნიკური პერსონალის დაშვების, ელექტროენერგიით და საჭიროების შემთხვევაში წყლით, აგრეთვე კონდიციონირებით, უზრუნველყოფის პირობები, შესაბამისი საფასურის  მითითებით;

ა.ზ) თანალოკაციის ფართზე განთავსებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციისას სათანადო პირობების შენარჩუნების ღონისძიებები და პროცედურები;

ა.თ) თანალოკაციის ფართზე სპილენძის სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვანი რესურსების დამატებითი სიმძლავრეების გამოყოფის პროცედურები და პირობები, მათ შორის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის მიღებიდან 20 კალენდარულ დღეს;

ა.ი) ექსტრაორდინალურ და ფორსმაჟორულ შემთხვევებთან დაკავშირებული პირობები და მხარეთა ურთიერთვალდებულებები; ჯარიმებისა და საურავების ოდენობები და მათი განსაზღვრის პირობები;

ა.კ) სპილენძის წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები;

ი.ლ) მოწვევის ოფერტის მოქმედების არანაკლებ 6-თვიანი ვადა.

ბ) მოწვევის ოფერტის მოქმედების ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 14 კალენდარულ დღეში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა კომისიაში წარმოადგინოს საჯაროდ გამოქვეყნებული ოფერტის არსებით პირობებში შესაძლო ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე დოკუმენტაცია და ოფერტის მოქმედების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარულ დღეში გამოაქვეყნოს ახალი მოწვევის ოფერტა იმავე მოქმედების ვადით.

გ) კომისია უფლებამოსილია მის მიერ დადგენილი პირობებისა და ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით დადგენილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მოწვევის ოფერტის პირობების  შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მოსთხოვოს კონკრეტულ ავტორიზებულ პირს საჯაროდ გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტაში შესაბამისი ცვლილებების ან დამატებების შეტანა.

9.      სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით დადგენილ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ ავტორიზებულ პირს დაეკისროს დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა უზრუნველყოს საკუთარი სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან მსურველი ავტორიზებული პირების არადისკრიმინაციული დაშვება იმგვარი პირობებით (მათ შორის ტარიფებით), რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული და სხვა ავტორიზებული პირებისათვის.

ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა, რომელიც წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ვერტიკალურად ინტეგრირებულ ოპერატორს, მნიშვნელოვნად აკონტროლებს სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსს, იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს აღნიშნული რესურსები საკუთარი მიზნებით  აბონენტებისათვის ინტერნეტ-მომსახურების მისაწოდებლად, დისკრიმინაციის აკრძალვის მიზნით უზრუნველყოს წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და შიდასაწარმოო სტრუქტურულ დანაყოფებს შორის ტრანსფერული ტარიფების გამჭვირვალეობა და კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დამასაბუთებელი ინფორმაცია.

10.  სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით დადგენილ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ ავტორიზებულ პირს დაეკისროს დაშვების ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის შესაბამის გეოგრაფიულ საზღვრებში თანალოკაციის ფართზე სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან მსურველი ავტორიზებული პირების  შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება.

ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის შესაბამის გეოგრაფიულ საზღვრებში სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადებაზე (მოწვევის ოფერტა) მსურველი ავტორიზებული პირის მხრიდან აქცეპტის მიღების თარიღიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ყველა სამართლიანი და გონივრული ზომის მიღება, მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად შეთანხმდეს და აქცეპტანტ ავტორიზებულ პირთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება. მისი ასლი წარუდგინოს კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

გ) თუ გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულების პირობები ნაკლებად ხელსაყრელია აქცეპტანტისათვის ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის შესაბამის გეოგრაფიულ საზღვრებში დაშვების შეთავაზების წინადადებაში (მოწვევის ოფერტაში) მოცემულ არსებით პირობებთან შედარებით,   მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა გაფორმებულ ხელშეკრულებაში და შესაბამისობაში მოიყვანოს მისი პირობები მოწვევის ოფერტის პირობებთან. შესწორებული ხელშეკრულების ასლი ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში წარმოადგინოს კომისიაში.

11.  სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით დადგენილ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ ავტორიზებულ პირს დაეკისროს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა  არ დაუშვას სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების სუბსიდირება მომსახურების სხვა სახეების, ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე.

ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლებაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა  აწარმოოს სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება, 30 დღის ვადაში შეიმუშაოს დანახარჯების განაწილების მოდელი და  შესაბამისი გაანგარიშებები წარმოადგინოს კომისიაში.

12.  სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით დადგენილ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ ავტორიზებულ პირს დაეკისროს სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯებისა განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა  სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვება განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული  ტარიფით.

ბ) სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” კომისიის მიერ 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის” 22-ე მუხლის შესაბამისად უზრუნველყოს შპს ”კავკასუს ონლაინის” აბონენტებისაგან  სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვანი რესურსისათვის მოთხოვნილი და მათ მიერ ზედმეტად გადახდილი 15 ლარის ოდენობის თანხის ამ აბონენტების დეპოზიტურ ანგარიშზე აღრიცხვა, ან უკან დაბრუნება განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღეში.

გ) დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”  და შპს ”კავკასუს ონლაინს” ერთი კვირის ვადაში კომისიაში წარმოადგინონ მათ შორის გაფორმებული ოქმის პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი, ორმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულება, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების თობაზე.

დ) ამ პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში, კომისიისათვის ხელშეკრულების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ან თუ გაფორმებული ხელშეკრულება არ შეესაბამება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, კომისიის მიერ მიღებული დებულებებისა და გადაწყვეტილებების მოთხოვნებს, კომისიამ გამართოს სხდომა და განიხილოს სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვების ზღვრული ტარიფის საკითხი.

13.  ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში განისაზღვროს შემდეგი მომსახურების სახე - ინტერნეტის ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალური ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება და გაფართოებული ურთიერთჩართვის პირდაპირ მიწოდება.

14.  ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულმა პირებმა გაფართოებული ურთიერთჩართვის საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობისას 30 დღის ვადაში გააფორმონ და ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში წარმოადგინონ კომისიაში გაფართოებული ურთიერთჩართვის მიწოდების ხელშეკრულებები, რომლებშიც ასახულ უნდა იქნას შემდეგი მინიმალური პირობები:

ა) პირობები გაფართოებული ურთიერთჩართვის ტექნიკური განხორციელების, ტექნიკური პარამეტრებისა და გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილში ურთიერთჩართვის მიწოდებული სიმძლავრის (2მბიტ/წმ ექვივალენტური საკომუნიკაციო პორტების) და ინტერნეტ-ტრაფიკის გადაცემის  ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ;

ბ) გაფართოებული ურთიერთჩართვის ინტერფეისის დეტალური აღწერა; ინტერფეისის მუშაობის ტესტირების და ქსელების ურთიერთოპერაბელურობის უზრუნველყოფის პირობები;

გ) პირობები, რომლებიც არეგულირებენ გაფართოებული ურთიერთჩართვის  მიწოდებას, მათ შორის, ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის პაკეტური კომუტაციის ტერმინალური ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, “DNS” მომსახურების მონაცემთა ბაზასთან და სხვა საქსელო მომსახურების სახეებთან შეუზღუდავ და არადისკრიმინაციულ დაშვებას, მსურველი ოპერატორის განაცხადის გათვალისწინებით;

დ) გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილების თანალოკაციის ფართების მისამართები,  გაფართოებული ურთიერთჩართვის ტექნოლოგიური განხორციელების ეტაპები;

ვ) მიწოდებული მომსახურების ხარისხის, ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოების, ეფექტურობის, ურთიერთოპერაბელურობის უზრუნველყოფის პირობები;

ზ) ტრაფიკის დამისამართებასთან, ან ტრანზიტულად გატარებასთან დაკავშირებული პირობები, ტრაფიკის წინასწარი შეფასების მეთოდიკა.

თ)  პირობები დამატებითი სიმძლავრის მოთხოვნისა და გამოყოფის შესახებ;

ი) თანალოკაციის მარეგულირებელი პირობები;

კ) სხვადასხვა ინტერნეტ-მომსახურების ოპერატორების ქსელებსა და რესურსებთან მომხმარებლების არადისკრიმინაციული დაშვების უზრუნველყოფისა და მომხმარებელთა კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების დაცვის პირობები;

ლ) დებულებები ავარიის, გაუთვალისწინებელ შემთხვევებში მხარეთა ვალდებულებები, ანგარიშსწორების და აღრიცხვი პირობები;

მ) ოპერატორებს შორის კომერციული და სხვა სახის ინფორმაციის  ურთიერთგაცვლის ვალდებულებები, მოცულობისა და პერიოდულობის განსაზღვრით;

ნ) გაფართოებული ურთიერთჩართვის კომერციული პირობები, მათ შორის გაფართოებული ურთიერთჩართვისათვის გამოყოფილი საკომუნიკაციო პორტების სიმძლავრის საფასური - გამოყოფილი 2 მგბიტ/წმ ექვივალენტური პორტების მიხედვით, აგრეთვე ტრანზიტული ტრაფიკისათვის გამოყოფილი2 მგბიტ/წმ ექვივალენტური პორტების საფასურის მითითებით, აგრეთვე გამოყოფილი საკომუნიკაციო  პორტებისათვის ანგარიშსწორების პირობები;

ო) თანალოკაციის ფართთან დაშვების არადისკრიმინაციული პირობები, მათ შორის  კომერციული.

პ) გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

ჟ) გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების პირობები, პირგასამტეხლოს ოდენობა და გადახდის პირობები;

რ) გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის პირობები.

15.  თუ გაფორმებული ხელშეკრულების პირობები დისკრიმინაციულია, ზღუდავს ხელშეკრულების ერთერთ მხარეს, ან გამოიწვევს გაფართოებული ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შეზღუდვას, კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეებს გაფორმებულ ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენიდან 7 კალენდარული დღის  ვადაში.  

16.  წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

17.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში.

18.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).         

კომისიის თავმჯდომარე:                                    ზ. ნონიკაშვილი      

კომისიის წევრები:                                                დ პატარაია

                                                                          გ. ფრუიძე