მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ

ნომერი: 498 / 9

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 11, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 31, 2007

 

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2007 წლის 29 ივნისს მიღებულ იქნა N 361/23 გადაწყვეტილება მომსახურების ბაზრის სეგმენტის - მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. აღნიშნულ საკითხზე  საჯარო მოსმენა დაინიშნა 2007 წლის 3 აგვისტოს.  კვლევის და ანალიზის საგნად განისაზღვრა - ”მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა” და ”მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვების”, საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარება, აგრეთვე ამ სეგმენტებზე კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების გამოვლენა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება.          

 

   კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში აგრეთვე შემოსულია სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადება (30.05,07წ. №2/8/49) მაგისტრალური არხებით მომსახურების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების გამოვლენის თაობაზე. განმცხადებელს მიაჩნია, რომ მომსახურების ბაზრის ამ სეგმენტზე შპს ”ფოპტნეტი” წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორს, რის გამოც მოითხოვს, შპს ”ფოპტნეტს” კომისიამ დააკისროს კანონით დადგენილი ყველა სპეციფიკური ვალდებულება.     

  კომისია აღნიშნავს, რომ მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა” და ”მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო სეგმენტის საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვების” საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ჩამოყალიბებული კონკურენციის მდგომარეობის შეფასებისას მის მიერ გათვალისწინებულ იქნა ის გარემოება, რომ ბაზრის ამ სეგმენტებზე აშკარად იკვეთება არაგარდამავალი (არადროებითი) ხასიათის შესვლის მაღალი დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა, კერძოდ, აღნიშნული რესურსების მფლობელი კომპანიები ზღუდავენ ბაზრის განხილულ სეგმენტებზე მსურველი ავტორიზებული პირების მიერ საქმიანობის დაწყებას, მათ მიერ ციფრული მონაცემების გატარების (როგორც ხმოვანი ტრაფიკის ასევე ინტერნეტის საბითუმო ტრაფიკის) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიღებას, ასევე, მათ შესაძლებლობას არადისკრიმინაციული, შეუზღუდავი და დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით მიიღონ როგორც ქვეყნის შიგნით ადგილობრივი და ზონათაშორისი, აგრეთვე საერთაშორისო მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურება და კონკურენცია გაუწიონ მომხმარებლებისათვის ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელ, მოქმედ ავტორიზებულ პირებს, აგრეთვე, სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელ ოპერატორებს, და შესაბამისად უფრო ფართო, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი გახადონ ბოლო მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეების -  ხმოვანი სატელეფონო, ასევე ინტერნეტ-მომსახურების მიღება.

   კომისიამ მიიჩნია, რომ მისი მხრიდან მარეგულირებელი ჩარევის გარეშე შეუძლებელია, ბაზრის განხილულ სეგმენტებზე ჩამოყალიბებული შესვლის დაბრკოლებების დაძლევა და აუცილებელია ბაზრის განხილულ სეგმენტებზე კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით კვლევისა და ანალიზის ჩატარება და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით კომისიიისათვის მინიჭებული, კონკურენციის წინასწარი რეგულირების უფლებამოსილების  განხორციელება.

    კომისიამ, მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა” და ”მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო სეგმენტის საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვების” საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებად განსაზღვრა შემდეგი:

ა)  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო  ბაზრის შესაბამისი სეგმენტები

   კომისია აღნიშნავს, რომ მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო  ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით, ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება მსურველ ავტორიზებულ პირებს მიეწოდებათ მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური ელემენტების - ტერმინალური მულტიპლექსორების 2მგბიტ/წმ-ის ჯერადი ექვივალენტური სიმძლავრის პორტებთან დაშვებით. აღნიშნული მომსახურების მიწოდება ხორციელდება მაგისტრალური საკომუნიკაციო სისტემის მფლობელი ავტორიზებული პირის თანალოკაციის ფართზე. საქართველოში, ბაზრის განხილულ სეგმენტებზე ზონალური (ადგილობრივი მომსახურების ზონაში) და ზონათაშორისი (ადგილობრივი მომსახურების ზონებს შორის), აგრეთვე საერთაშორისო მაგისტრალური არხებით მომსახურება ძირითადად ხორციელდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი, აგრეთვე რადიოსარელეო (როგორც მიწისზედა, ასევე თანამგზავრული სისტემებით) სინქრონული ციფრული იერარქიის ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. შესაბამისად, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის გათვალისწინებით, კომისიის მიერ კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას განხილულ იქნა მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების ყველა შესაძლო ტექნოლოგიური გადაწყვეტილება.

   კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების შესაბამისად, მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური ელემენტებით უზრუნველყოფაზე და ქსელის ამ ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან დაშვებაზე, რიგი ავტორიზებული პირებისა ფლობს და საქმიანობს ადგილობრივი მომსახურების ზონაში ე.წ. ”SDH”-ის სისტემის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური არხებით. მათ საკუთრებაში არსებული ე.წ ”SDH” ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სისტემების საკვანძო ტერმინალური და შეტანა/გამოტანის მულტიპლექსორები განთავსებულია  ოპერატორების საკომუტაციო სადგურებში და მათი 2 მბიტ/წმ-ანი პორტების ნაწილი გამოყენებულია საკუთარ ქსელებსა და საკომუნიკაციო სისტემებში, ურთიერთჩართვის ან სადგურთშორისი სატელეფონო ტრაფიკის გასატარებლად. ადგილობრივი მომსახურების ზონებში ოპერატორების მიერ ძირითადად გამოყენებულია ციფრული მონაცემების სინქრონული გატარების მაგისტრალური STM-1 და STM-4 სისტემები, ხოლო ზონათაშორის და საერთაშორისო მაგისტრალებზე -   STM-1 , STM-4, და STM-16 სისტემები.

   კომისია აღნიშნავს, რომ ზონათაშორისი მაგისტრალურ არხებით მომსახურების ტარიფიცირება ოპერატორების მიერ ხორციელდება მიწოდებული საკომუნიკაციო არხების სიმძლავრისა და კონკრეტული სეგმენტის პირობითი სიგრძის მიხედვით. ანალოგიურად განისაზღვრება ტარიფები ზონალური მაგისტრალური არხებით მომსახურების შემთხვევაშიც. საერთაშორისო მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების ტარიფები ოპერატორების მიერ განსაზღვრულია კონკრეტული მიმართულებით, სხვა ქვეყნის კონტრაგენტ ოპერატორებთან დასაკავშირებლად გამოყოფილი მაგისტრალური არხების სიმძლავრის შესაბამისად.

   კომისია აღნიშნავს, რომ მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო  ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურება მსურველ ავტორიზებულ პირებს მიეწოდებათ ადგილობრივი მომსახურების კონკრეტულ ზონაში თანალოკაციის ფართებზე, მაგისტრალური სეგმენტის ორ ტერმინალურ წერტილში მოთხოვნილი სიმძლავრის საკომუნიკაციო არხის ტერმინალური პორტების გამოყოფით, ან ორ სხვადასხვა ზონაში თანალოკაციის ფართებზე, მაგისტრალური სეგმენტის ორ ტერმინალურ წერტილში მოთხოვნილი სიმძლავრის საკომუნიკაციო არხის ტერმინალური პორტების გამოყოფით. საერთაშორისო მაგისტრალური არხებით მომსახურების შემთხვევაში, კომისიის მიერ გათვალისწინებულ იქნა ის გარემოება, რომ საერთაშორისო მაგისტრალური არხის საქართველოს ფარგლებში მოქცეული სეგმენტის ტერმინალურ წეტილში კონკრეტული საერთაშორისო მიმართულებით მოთხოვნილი სიმძლავრის საკომუნიკაციო არხის ტერმინალური პორტის გამოყოფა უნდა განხორციელდეს იმ  თანალოკაციის ფართზე, სადაც მსურველი პირისათვის საერთაშორისო მაგისტრალური არხებით მომსახურება ნაკლებად დანახარჯიანია. შესაბამისად, საერთაშორისო საკომუნიკაციო არხებთან დაშვება ოპერატორების მიერ უნდა განხორციელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თანალოკაციის ფართზე, ეფექტური დაშვების წერტილებში. კომისიის მიერ კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას გამოიკვეთა, რომ კონკურენციის და კონიუქტურის ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი პირობები უნდა განისაზღვროს კონკრეტული ადგილობრივი მომსახურების ზონის ფარგლებში - ზონალური მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების შემთხვევაში, საქართველოს მთელი ტერიტორიის ფარგლებში ზონათაშორისი მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების შემთხვევაში და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეფექტური დაშვების წერტილის ტერმინალურ თანალოკაციის ფართებზე საერთაშორისო მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების შემთხვევაში. კომისიის მიერ ჩატარებული კვლევისა და ანალიზის ფარგლებში, აგრეთვე, გამოიკვეთა ის გარემოება, რომ საქართველოში მაგისტრალური საკმუნიკაციო ციფრული სისტემები და მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურება არ არის საკმარისი მოცულობით განვითარებული ადგილობრივი მომსახურების ყველა ზონაში.

  ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კომისიამ მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო  ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიული საზღვრები განსაზღვრა ქ. თბილისის, ქ ქუთაისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მომსახურების ზონები - ზონალური მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების შემთხვევაში და საქართველოს მთელი ტერიტორია - ზონათაშორისი და საერთაშორისო  მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების შემთხვევაში.

   კომისია აღნიშნავს, რომ მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას, ფარდობითი საბაზრო წილის განსაზღვრის მიზნით, კომისიამ იხელმძღვანელა ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკრეტულ საზღვრებში ოპერატორების მფლობელობაში არსებული ტერმინალური მულტიპლექსორების 2 მგბტ/წმ ექვივალენტური თავისუფალი პორტების რაოდენობით - ზონალური და ზონათაშორისი მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების შემთხვევაში და საერთაშორისო მაგისტრალური არხების სრული სიმძლავრის მაჩვენებლებით - საერთაშორისო მაგისტრალური არხებით მომსახურების შემთხვევაში.

     ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიულ საზღვრებში მოქმედი ოპერატორების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური ელემენტების სიმძლავრეები (ნატურალურ მაჩვენებლებში) და დაკავებული ფარდობითი წილები გაანგარიშდა შემდეგნაირად:

 

მაგისტრალი

ტერმინალური ელემენტები

ტერმინალური მულტიპლექსორის 2 მგბტ/წმ ექვივალენტური პორტებიSTM 1

STM 16

სრული რაოდენობა

თავისუფალი

1. კომპანიის დასახელება: შპს ”ახალი ქსელები” 3. კომპანიის დასახელება: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” პროცენტული წილები1. კომპანიის დასახელება: შპს ”ახალი ქსელები” 3. კომპანიის დასახელება: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”   1. კომპანიის დასახელება: შპს ”ახალი ქსელები” სულ ჯამში ქ. ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში 2. კომპანიის დასახელება: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”   1. კომპანიის დასახელება: შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” 

24

9072

445

 

 

360

228

17

8379

2007

1

7

3869

1285

48.98%

46.60%

17.22%

0.00%

0.00%

9.30%

17.74%

34.69%

43.04%

77.67%

100%

100%

100%

100%

 

 

 

მაგისტრალი

ტერმინალური ელემენტები

STM 1

STM 16

სრული რაოდენობა

თავისუფალი

 

63

3

7

 

87

38

0

504

52

12.50%

 

42.00%

61.22%

 

87.50%

94.23%

100%

 

100%

100%

 

 

 

მაგისტრალი

ტერმინალური ელემენტები

IKM-30

 

სრული რაოდენობა

თავისუფალი

 

960

 

100%

 

100%

100%

 

 

 

 

არხების ჯამური სიმძლავრე E1

სრული რაოდე-ნობა

იჯარით გაცემული

თავისუ-ფალი

 შპს ”ფოპტნეტი”

325

124

180

შპს ”რკინიგზის ტელეკომი”

504

181

323

შპს ”საქართველოს ტელეკომი”სს \\\"გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”შპს ”კავკასუს ონლაინი”                 (დელტა ნეტი)შპს ”ტელენეტი”სულ ჯამში                                           პროცენტული წილები შპს ”ფოპტნეტი”შპს ”რკინიგზის ტელეკომი”შპს ”საქართველოს ტელეკომი”სს \\\"გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”შპს ”კავკასუს ონლაინი”                 (დელტა ნეტი)შპს ”ტელენეტი”სულ ჯამში

147

17

119

385

 

163

21

2

6

10

10

0

2

 

0

1394

334

791

23.3%

37.1%

22.8%

36.2%

54.1%

40.9%

10.5%

5.2%

15.0%

27.6%

0.0%

20.6%

1.5%

0.6%

0.8%

0.7%

3.0%

0.0%

0.1%

0.0%

0.0%

100%

100%

100%

 

 

 

 

 

 

 

  შპს \\\"ფოპტნეტი”შპს ”საქართველოს ტელეკომი”შპს ”ეგრისი”შპს ”ტელენეტი”შპს ”კავკასუს ონლაინი”           (დელტა ნეტი)შპს \\\"რკინიგზის ტელეკომი\\\"სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”სულ ჯამში შპს ”საქართველოს ტელეკომი”შპს ”ეგრისი”შპს ”ტელენეტი”შპს ”კავკასუს ონლაინი”          (დელტა ნეტი)შპს \\\"რკინიგზის ტელეკომი\\\"სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”სულ ჯამში

მაგისტრალური არხის სიმძლავრე E1

 

STM 4

2 მბიტ/წმ

იჯარით გაცე-მული

საკუთარი მიზნებით გამოყენე-ბული

 

2

1512

28

0

 

2

1512

0

8.5

 

0

63

0

63

 

 

1

0

1

 

0

504

50

454

 

3

756

118

0

 

0

2

0

2

 

7

4350

196

528.5

 

 

 

 

 

28.6%

34.8%

14.3%

0.0%

 

28.6%

34.8%

0.0%

1.6%

 

0.0%

1.4%

0.0%

11.9%

 

0.0%

0.0%

0.0%

0.2%

 

0.0%

11.6%

25.5%

85.9%

 

42.9%

17.4%

60.2%

0.0%

 

0.0%

0.0%

0.0%

0.4%

 

100%

100%

100%

100%

 

             

  კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენის ძირითადი კრიტერიუმის შესაბამისად ავტორიზებული პირი განისაზღვრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე უკავია საბაზრო წილის არანაკლებ 40 პროცენტისა.  რამდენიმე ავტორიზებული პირი განიხილება ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ორი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 60 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 25 პროცენტისა, ხოლო სამი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 80 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის  საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 15 პროცენტისა.

    კომისიას მიაჩნია, რომ კვლევისა და ანალიზის ფარგლებში განხილული ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების, ან ერთობლივად მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირს წარმოადგენს:

ა.ე) ზონათაშორისი მაგისტრალური არხებით მომსახურებაგეოგრაფიული სეგმენტი: საქართველოს მთელი ტერიტორიაშპს ”ფოპტნეტი”შპს ”რკინიგზის ტელეკომი”შპს ”საქართველოს ტელეკომი”სს \\\"გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

 

 შპს ”საქართველოს ტელეკომი”

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად,   კომისია უფლებამოსილია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს გადაწყვეტილებით დააკისროს ერთი ან რამდენიმე, ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციფიკური  ვალდებულება:

ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;

ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;

გ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად;

დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება;

ე) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები უნდა შეესაბამებოდეს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის საბაზრო ძალაუფლებისა და მისი ბოროტად გამოყენების ხასიათს, უნდა იყოს პროპორციულად თანაზომადი და ობიექტურად დასაბუთებული.

      კომისიას მიაჩნია, რომ მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო  ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ფარგლებში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს უნდა დაეკისროთ ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის, დისკრიმინაციის აკრძალვის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის და სატარიფო რეგულირებისა და  ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულებები იმგვარი კონკრეტული პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფენ, ერთის მხრივ, მსურველი ავტორიზებული პირების მიერ მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების გამჭვირვალე პირობებით, შეუზღუდავად და არადისკრიმინაციულად მიღებას და ამავე დროს, მაგისტრალული არხების მფლობელი კომპანიების მიერ გაწეულ ინვესტიციებზე და საოპერაციო დანახარჯებზე გონივრული ამონაგების მიღებას.

   კომისია აღნიშნავს, რომ მაგისტრალური არხებით მომსახურების სახეებზე ზღვრული ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით აუცილებელია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მფლობელი ავტორიზებული პირების მიერ, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის, სატარიფო რეგულირებისა და  ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულებების ფარგლებში, საკუთარი საქმიანობის დანახარჯების აღრიცხვისა და განაწილების ეფექტიანი მოდელის შემუშავება და კომისიაში წარმოდგენა. კომისიას მიაჩნია, რომ დანახარჯების აღრიცხვისა და განაწილების გაანგარიშებების წარმოდგენის, მათი ყოველმხრივ შეჯერების და დამტკიცების შემდგომ მიზანშეწონილია კვლევისა და ანალიზის ფარგლებში განხილული ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მაგისტრალური არხებით მომსახურების სახეებზე დადგინდეს ზღვრული ტარიფები.

ბ) ”მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო სეგმენტის საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვების” საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტი              

    კომისია აღნიშნავს, რომ განხილული ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრების განსაზღვრისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ამ რესურსების ეფექტურად გამოყენების ტექნიკურ-ეკონომიკურ ფაქტორებს. კერძოდ, ოპტიკურ-ბოჭკოვან სახაზო წყვილებთან დაშვების მომსახურების მიწოდება ხორციელდება ადგილობრივი მომსახურების ზონაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი სახაზო წყვილების მფლობელი ოპერატორის მიერ. თვისუფალი (დაუტვირთავი) ოპტიკურ-ბოჭკოვანი სახაზო წყვილების არსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მფლობელი ოპერატორის მიერ ამ სახაზო რესურსების სხვა მსურველი პირებისათვის მიწოდება უზრუნველყოფს მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტზე საკომუნიკაციო არხებით მომსახურების სახეზე კონკურენციის ხარისხობრივად ზრდას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ”მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო სეგმენტის საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვების” საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები კომისიის მიერ განისაზღვრა მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო  ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრების იდენტურად.     

    კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად, კომისიამ ჩათვალა, რომ ადგილობრივი მომსახურების ზონებში მოქმედი ავტორიზებული პირების ფარდობითი საბაზრო წილები გაანგარიშებულ უნდა იქნეს მათ მფლობელობაში არსებული თავისუფალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების რაოდენობის მიხედვით.       კომისიის მიერ საბითუმო ბაზრის განხილულ სეგმენტებზე კონკურენციის  კვლევისა და ანალიზის შედეგად მომსახურების ზონების მიხედვით მოქმედი ავტორიზებული პირების მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილები გაანგარიშდა შემდეგნაირად:

მაგისტრალი

სახაზო სეგმენტი

ოპტიკური ბოჭკოების რაოდენობა (წყვილები)STM 1

STM 16

სრული რაოდენობა (წყვილი)

თავი-სუფალი (წყვილი)

1. კომპანიის დასახელება: შპს ”ახალი ქსელები” 3. კომპანიის დასახელება: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” პროცენტული წილები1. კომპანიის დასახელება: შპს ”ახალი ქსელები” 3. კომპანიის დასახელება: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”  გეოგრაფიული სეგმენტი: ქ. ქუთაისი  2. კომპანიის დასახელება: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” პროცენტული წილები1. კომპანიის დასახელება: შპს ”ახალი ქსელები” სულ ჯამში ქ. ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში  1. კომპანიის დასახელება: შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” ბ.ბ) ზონათაშორისი მაგისტრალური არხების სახაზო სეგმენტის რესურსებით მომსახურებაგეოგრაფიული სეგმენტი: საქართველოს მთელი ტერიტორია  შპს ”ფოპტნეტი”შპს ”რკინიგზის ტელეკომი”შპს ”საქართველოს ტელეკომი”სს \\\"გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”შპს ”კავკასუს ონლაინი”                 (დელტა ნეტი)შპს ”ტელენეტი”სულ ჯამში  შპს ”ფოპტნეტი”შპს ”რკინიგზის ტელეკომი”შპს ”საქართველოს ტელეკომი”სს \\\"გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”შპს ”კავკასუს ონლაინი”                 (დელტა ნეტი)შპს ”ტელენეტი”სულ ჯამში

24

9072

70

 

 

202

34

17

8379

204

1

7

658

216

48.98%

46.60%

15.84%

0.00%

0.00%

30.70%

15.74%

34.69%

43.04%

46.15%

100%

100%

100%

100%

 

 

 

 

 

მაგისტრა-ლური არხების სრული სიმძლავ-რე

ოპტიკური ბოჭკოების რაოდენობა (წყვილები)

STM 4

2 მბიტ/წმ ექვივა-ლენტი E1

საკუთარი მიზნით გამოყენებული

1

 

48

24

 

441

44

8

0

132

64

 

12.50%

35.29%

87.50%

 

63.64%

62.50%

 

100%

100%

 

 

 

 

 

მაგისტრალი

სახაზო სეგმენტი

IKM-30

 

სრული რაოდე-ნობა (წყვილი)

თავისუფალი (წყვილი)

 

960

2

100%

 

100%

100%

             

არხების ჯამური სიმძლავრე E1

სრული რაოდე-ნობა (წყვილი)

იჯარით გაცემული

თავისუ-ფალი (წყვილი)

6

 

3

2

 

1

0

 

0

4

 

1

6

4

0

0

 

0

0

 

0

18

4

5

პროცენტული წილები

 

33.3%

0.0%

60.0%

11.1%

0.0%

20.0%

0.0%

0.0%

0.0%

22.2%

0.0%

20.0%

33.3%

100.0%

0.0%

0.0%

0.0%

0.0%

0.0%

0.0%

0.0%

100%

100%

100%

 

 

 

სახაზო სეგმენტზე

 

მაგისტრა-ლური არხის სიმძლავრე E1

STM 1

STM 16

სრული რაოდენობა (წყვილი)

თავისუფა-ლი  (წყვილი)

შპს \\\"ფოპტნეტი”

2

1512

7

0

1

0

0

შპს ”ეგრისი”

0

63

0

 

 

0

0

შპს ”კავკასუს ონლაინი”         (დელტა ნეტი)

0

504

0

 

 

3

0

სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

0

2

0

9

2

17

7

 

 

წილობრივი მონაცემები

შპს \\\"ფოპტნეტი”

28.6%

34.8%

70.0%

0.0%

50.0%

0.0%

0.0%

შპს ”ეგრისი”

0.0%

1.4%

0.0%

0.0%

0.0%

0.0%

0.0%

შპს ”კავკასუს ონლაინი”         (დელტა ნეტი)

0.0%

11.6%

0.0%

0.0%

0.0%

17.6%

0.0%

სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

0.0%

0.0%

0.0%

100%

100%

100%

100%

კომისიას მიაჩნია, რომ კვლევისა და ანალიზის ფარგლებში ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენის ძირითადი კრიტერიუმის შესაბამისად განხილული ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების, ან ერთობლივად მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირს წარმოადგენს:

 

 

 

შპს ”საქართველოს ტელეკომი”

კომისიას მიაჩნია, რომ ”მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო სეგმენტის საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვების” საბითუმო  ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ფარგლებში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს უნდა დაეკისროთ ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის, დისკრიმინაციის აკრძალვის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების სპეციფიკური ვალდებულებები.

     კომისიას დამატებით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება არ იქნება მიქცეული დაუყონებლივ აღსასრულებლად, იმ პირების მიერ, რომლებიც ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ცნობილი არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად ”მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა” და ”მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვების”, საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, შესაძლებელია, მოხდეს მათ მიერ საკუთარი მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის ბოროტად გამოყენება, რაც გამორიცხავს ბაზრის სეგმენტებზე მოქმედი თუ მსურველი ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობას და მათ თანასწორუფლებიანობას, მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით თავისუფალ მაგისტრალურ საკომუნიკაციო არხებთან არადისკრიმინაციულ და შეუზღუდავად დაშვებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტორიზებული პირების საქმიანობისას თანასწორუფლებიანობის და ეფექტური კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიას აუცილებლად მიაჩნია, გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად. 

    ზემოთქმულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების, მე-5 თავის, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის, 165-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიულ საზღვრებში განისაზღვროს ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების შემდეგი სახეები:

ა) ადგილობრივი მომსახურების ზონაში  - ადგილობრივი მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურება;

ბ) ადგილობრივი მომსახურების ზონებს შორის - ზონათაშორისი მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურება

გ) საერთაშორისო მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურება.

2. განისაზღვროს მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო  ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიულ საზღვრები - ადგილობრივი მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების შემთხვევაში - ქ. თბილისის, ქ ქუთაისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მომსახურების ზონები, და ზონათაშორისი და საერთაშორისო  მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების შემთხვევაში -საქართველოს მთელი ტერიტორია.

3.  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების, ან ერთობლივად მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კონკრეტულ  პირად დადგინდეს:

ბ) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და ზონათაშორისი მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ბ.ა) გეოგრაფიული სეგმენტი: საქართველოს მთელი ტერიტორიაშპს ”ფოპტნეტი”შპს ”რკინიგზის ტელეკომი”შპს ”საქართველოს ტელეკომი”სს \\\"გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

    

 შპს ”საქართველოს ტელეკომი”

4.  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დადგენილ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა 30 კალენდარული დღის ვადაში საჯაროდ გამოაქვეყნოს, კომისიის ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელშიც ასახული უნდა იქნეს მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების არსებითი პირობები, მათ შორის: 

ა.ა) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური ელემენტების (მულტიპლექსორების) სრული და დატვირთული სიმძლავრეები, მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტიპის, ტერმინალური ელემენტების მისამართების (თანალოკაციის ფართის მისამართი), თავისუფალი და დატვირთული 2 მბიტ/წმ ექვივალენტური პორტების რაოდენობის მითითებით;

ა.ბ) დაშვებისა და მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების ტარიფები, განზომილების შესაბამის ერთეულებში ლარი/2 მბიტ/წმ ექვ. თვეში მაგისტრალური საკომუნიკაციო არხის სიგრძის მიხედვით,  დაშვებისა და მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურებაზე ანგარიშსწორების პირობები;

ა.გ) მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების მსურველი პირების დაშვების განხორციელების პროცედურები, მათ შორის მაგისტრალური არხების სიმძლავრეების გამოყოფაზე განაცხადების მიღების, განხილვის და დაკმაყოფილების პირობები და პროცედურები - პირველი შემოსული განაცხადის დაკმაყოფილების  პრინციპის შესაბამისად.

ა.დ) მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურებაზე გაწეული წლიური დანახარჯების ოდენობა (საოპერაციო და კაპიტალის ხარჯები, საამორტიზაციო ანარიცხები);

ა.ე) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების და მაგისტრალური არხებით მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მოწვევის ოფერტაზე მსურველი პირის მიერ აქცეპტის წარმოდგენის თარიღიდან არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეს;

ა.ვ) კონკრეტული თანალოკაციის ფართის მისამართის მიხედვით, თავისუფალი თანალოკაციის ფართის ფართობი, ამ ფართზე დაშვების პირობები, მათ შორის არასაქციონირებული შეღწევისაგან დაცვის, ამ ფართზე ავტორიზებული პირის მომსახურე ტექნიკური პერსონალის დაშვების, ელექტროენერგიით და საჭიროების შემთხვევაში წყლით, აგრეთვე კონდიციონირებით, უზრუნველყოფის პირობები, შესაბამისი საფასურის  მითითებით;

ა.ზ) თანალოკაციის ფართზე განთავსებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციისას სათანადო პირობების შენარჩუნების ღონისძიებები და პროცედურები;

ა.თ) თანალოკაციის ფართზე მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტების დამატებითი სიმძლავრეების (პორტების) გამოყოფის პროცედურები და პირობები, მათ შორის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის მიღებიდან 20 კალენდარულ დღეს;

ა.ი) ექსტრაორდინალურ და ფორსმაჟორულ შემთხვევებთან დაკავშირებული პირობები და მხარეთა ურთიერთვალდებულებები; ჯარიმებისა და საურავების ოდენობები და მათი განსაზღვრის პირობები;

ა.კ) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების და მაგისტრალური არხებით მომსახურების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები;

ა.ლ) მოწვევის ოფერტის მოქმედების არანაკლებ 6-თვიანი ვადა.

ბ) მოწვევის ოფერტის მოქმედების ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 14 კალენდარულ დღეში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა კომისიაში წარმოადგინოს საჯაროდ გამოქვეყნებული ოფერტის არსებით პირობებში შესაძლო ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე დოკუმენტაცია და ოფერტის მოქმედების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარულ დღეში გამოაქვეყნოს ახალი მოწვევის ოფერტა იმავე მოქმედების ვადით.

გ) კომისია უფლებამოსილია მის მიერ დადგენილი პირობებისა და ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დადგენილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მოწვევის ოფერტის პირობების  შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მოსთხოვოს კონკრეტულ ავტორიზებულ პირს საჯაროდ გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტაში შესაბამისი ცვლილებების ან დამატებების შეტანა.

5.  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დადგენილ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა უზრუნველყოს მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების მსურველი ავტორიზებული პირების არადისკრიმინაციული დაშვება იმგვარი პირობებით (მათ შორის ტარიფებით), რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული და სხვა ავტორიზებული პირებისათვის.

ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა, რომელიც წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ვერტიკალურად ინტეგრირებულ ოპერატორს, მნიშვნელოვნად აკონტროლებს მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებს და მათ რესურსებს, იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს აღნიშნული რესურსები საკუთარი მიზნებით  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეების მისაწოდებლად, დისკრიმინაციის აკრძალვის მიზნით უზრუნველყოს მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით საქმიანობისას შიდასაწარმოო სტრუქტურულ დანაყოფებს შორის ტრანსფერული ტარიფების გამჭვირვალეობა და კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დამასაბუთებელი ინფორმაცია.

6.  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დადგენილ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამის გეოგრაფიულ საზღვრებში თანალოკაციის ფართზე მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან (საკომუნიკაციო პორტებთან) მსურველი ავტორიზებული პირების  შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება და მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების.

ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამის გეოგრაფიულ საზღვრებში მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების შეთავაზების წინადადებაზე (მოწვევის ოფერტა) მსურველი ავტორიზებული პირის მხრიდან აქცეპტის მიღების თარიღიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ყველა სამართლიანი და გონივრული ზომის მიღება, მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად შეთანხმდეს და აქცეპტანტ ავტორიზებულ პირთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება. მისი ასლი წარუდგინოს კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

გ) თუ გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულების პირობები ნაკლებად ხელსაყრელია აქცეპტანტისათვის ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამის გეოგრაფიულ საზღვრებში დაშვების შეთავაზების წინადადებაში (მოწვევის ოფერტაში) მოცემულ არსებით პირობებთან შედარებით,   მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა გაფორმებულ ხელშეკრულებაში და შესაბამისობაში მოიყვანოს მისი პირობები მოწვევის ოფერტის პირობებთან. შესწორებული ხელშეკრულების ასლი ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში წარმოადგინოს კომისიაში.

დ) თუ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მოქმედი კონკრეტული ხელშეკრულების პირობები არ შეესაბამება ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დადგენილ კონკრეტული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის, კომისიის მიერ დამტკიცების შემდგომ გამოქვეყნებულ, მოწვევის ოფერტის პირობებს კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეებს გაფორმებულ ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.  

7. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დადგენილ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა  არ დაუშვას მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების სუბსიდირება მომსახურების სხვა სახეების, ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე.

ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლებაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა  აწარმოოს მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურების დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება, 60 კალენდარული დღის ვადაში შეიმუშაოს დანახარჯების ეფექტიანად განაწილების მოდელი და  შესაბამისი გაანგარიშებები წარმოადგინოს კომისიაში.

8.  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დადგენილ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯებისა განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვება და მაგისტრალური საკომუნიკაციო არხებით მომსახურება განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული  ტარიფით.

9. მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო სეგმენტის საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიულ საზღვრებში განისაზღვროს ურთიერთშენაცხვლებადი მომსახურების შემდეგი სახეები:

ა) ადგილობრივი მომსახურების ზონაში საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო სეგმენტის რესურსებით - ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების იჯარით მომსახურება;

ბ) ზონათაშორისი მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო სეგმენტის რესურსებით - ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების იჯარით მომსახურება;

გ) საერთაშორისო მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო სეგმენტის რესურსებით - ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების იჯარით მომსახურება.

10.  მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების იჯარით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიული საზღვრები: მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და ადგილობრივი მომსახურების ზონაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების იჯარით მომსახურების შემთხვევაში: ქ. თბილისის, ქ ქუთაისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მომსახურების ზონები; და მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და ზონათაშორისი და საერთაშორისო ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების იჯარით მომსახურების შემთხვევაში - საქართველოს მთელი ტერიტორია.

11.  მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების იჯარით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიულ საზღვრებში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების, ან ერთობლივად მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კონკრეტულ  პირად დადგინდეს:

 

 

 შპს ”საქართველოს ტელეკომი”

12.  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დადგენილ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა 30 კალენდარული დღის ვადაში საჯაროდ გამოაქვეყნოს კომისიის ამ გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით განსაზღვრულ  გეოგრაფიულ საზღვრებში მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და თავისუფალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების იჯარით მომსახურების თაობაზე ინფორმაცია, რომელშიც ასახული უნდა იქნეს მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და თავისუფალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების იჯარით მომსახურების არსებითი პირობები, მათ შორის: 

ა.ა) მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებების რესურსები - სრული და თავისუფალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების რაოდენობა, ამ ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების ტიპის, ტერმინალური წერტილების მისამართების (თანალოკაციის ფართის მისამართი) მითითებით;

ა.ბ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების იჯარით მომსახურების ტარიფები, განზომილების შესაბამის ერთეულებში ლარი/წყვილი თვეში მაგისტრალური საკომუნიკაციო სისტემის სახაზო სეგმენტის სიგრძის მიხედვით,  დაშვებისა და მაგისტრალური საკომუნიკაციო სისტემის სახაზო ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების იჯარით მომსახურებაზე ანგარიშსწორების პირობები;

ა.გ) მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და თავისუფალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების იჯარით მომსახურების მსურველი პირების დაშვების განხორციელების პროცედურები, მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების გამოყოფაზე განაცხადების მიღების, განხილვის და დაკმაყოფილების პირობები და პროცედურები - პირველი შემოსული განაცხადის დაკმაყოფილების  პრინციპის შესაბამისად.

ა.დ) ხელშეკრულების გაფორმების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მსურველი პირის მიერ განაცხადის წარმოდგენის თარიღიდან არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეს;

ა.ე) ექსტრაორდინალურ და ფორსმაჟორულ შემთხვევებთან დაკავშირებული პირობები და მხარეთა ურთიერთვალდებულებები; ჯარიმებისა და საურავების ოდენობები და მათი განსაზღვრის პირობები;

13.  მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და თავისუფალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების იჯარით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დადგენილ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა უზრუნველყოს მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვება და თავისუფალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების იჯარით მსურველი ავტორიზებული პირების მომსახურება არადისკრიმინაციული პირობებით (მათ შორის ტარიფებით), რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული და სხვა ავტორიზებული პირებისათვის.

ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა, რომელიც წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ვერტიკალურად ინტეგრირებულ ოპერატორს, მნიშვნელოვნად აკონტროლებს მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებს (ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებს) და მათ რესურსებს, იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს აღნიშნული ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილები საკუთარი მიზნებით, დისკრიმინაციის აკრძალვის მიზნით უზრუნველყოს შიდასაწარმოო სტრუქტურულ დანაყოფებს შორის ტრანსფერული ტარიფების გამჭვირვალეობა და კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დამასაბუთებელი ინფორმაცია.

14.  მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვები და თავისუფალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების იჯარით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დადგენილ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების მე-11 პუნქტის შესაბამის გეოგრაფიულ საზღვრებში მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება და თავისუფალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილების იჯარით მსურველი ავტორიზებული პირების მომსახურება. მოთხოვნის თაობაზე განაცხადის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება და მისი გაფორმებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს კომისიაში ხელშეკრულების ასლი.

15.  წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

16.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში.

17.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).         

კომისიის თავმჯდომარე:                                        ზ. ნონიკაშვილი        

კომისიის წევრები:                                                დ პატარაია

                                                                          გ. ფრუიძე