საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების

ნომერი: 610 / 9

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2010

მიღების თარიღი ნოემბერი 13, 2009

(1) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ “ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით, ინტერნეტის საცალო ბაზარზე არსებული მდგომარეობის რეგულირების მიზნით, კომისიამ დაადგინა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები, რომელთაც დააკისრა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები. აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში, ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზარზე, მისი დაბალგანვითარებულობის გამო, პირველადი შეფასების კრიტერიუმად გამოყენებული იქნა ინტერნეტის ქსელებით მომსახურების მიმღები აბონენტების რაოდენობა. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, შესაბამისი გეოგრაფიული ზონების მიხედვით, ცნობილ იქნენ  შემდეგი ავტორიზებული პირები:

ცხრილი 1

თბილისი

ქუთაისი

ფოთი

რუსთავი

ზუგდიდი

საქ. დანარჩენი ტერიტორია

აჭარა

შპს ”კავკასუს ონლაინი”

შპს ”კავკასუს ონლაინი”, ”

შპს ”კავკასუს ონლაინი”

 

კავკასუს ონლაინი

შპს ”კავკასუს ონლაინი”

შპს ”ნამიო” კავკასუს ონლაინი

შპს ”ახალი ქსელები

შპს ”ახალი ქსელები”

შპს ”კავკასუს ონლაინი”

 

 

 

 

 

 

(2) კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ, 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9 გადაწყვეტილებით ”ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის შესახებ”, განხორციელდა სადენიანი ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზარის დამატებითი რეგულირება. 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9 გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად ცნობილ იქნენ შემდეგი იურიდიული პირები:

ცხრილი №2

1

შპს ”კავკასუს ონლაინი”

2

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

3

სს ”ეგრისი”

4

შპს ”რკინიგზის ტელეკომი”

5

შპს ”ნამიო”

6

შპს ”ვანექსი”

7

შპს ”სერვისი”

8

შპს ”გრენა”

9

შპს ”კავკასიის ციფრული ქსელი”

10

შპს ”ჯეონეთი”

11

შპს ”ულტრაკომი”

12

შპს ”გლობალ ერთი”

კომისიის მიერ, ზემოაღნიშნული გადაწყვეტიელების ფარგლებში, დაზუსტდა ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის სპეციფიკური ვალდებულების პირობები და დადგინდა ზედა ზღვრული ტარიფი გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურებაზე კონკრეტული ავტორიზებული პირებისთვის - სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” და შპს ”კავკასუს ონლაინისათვის”. 

(3) კომისია აღნიშნავს, რომ  კომისიის მიერ, ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო და საბითუმო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების  მიზნით, 2009 წლის 19 ივნისის №02/870-09  და 2009 წლის 02 ივლისის №02/1031-09 წერილებით, ინტერნეტის ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირებისაგან, გამოთხოვილი იქნა გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია ინტერნეტის მომსახურების ბოლო მომხმარებლების რაოდენობის შესახებ. წარმოდგენილი მონაცემებით, ადგილობრივი დაშვების ქსელში სადენიანი ინტერენტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე, ქ. თბილისის გეოგრაფიულ ზონაში,  მდგომარეობა კომისიის მიერ №400/9 გადაწყვეტილების მიღების პერიოდთან  (2007 წელი) შედარებით შეცვლილია, კერძოდ გაზრდილია ბოლო მომხმარებლების რაოდენობა, როგორც თბილისში, ისევე ყველა სხვა გეოგრაფიულ ზონებში.  ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის გზით, მომხმარებლისთვის შეთავაზებულია როგორც ოპტიკური წყვილის დამოყენებით ინტერნეტის საცალო მომსახურება, ასევე მობილური აბონენტებისათვის შეთავაზებულია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურება. ანალოგიურად გაზრდილია ადგილობრივი დაშვების ქსელში, ფიქსირებულ მისამართზე უსადენო ტექნოლოგიის გამოყენებით ინტერნეტით მომსახურების მიმღები მომხმარებლების რაოდენობა, განვითარდა საქსელო ინფრასტრუქტურა. ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი ბოლო მონაცემების პირველადი ანალიზის საფუძველზე, შეცვლილი  პირობების გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ საჭირო იყო ბაზრის ამ სეგმენტზე კონკურენციის ხელშეწყობის, ასევე კონკურენციის და სატარიფო სუბსიდირებისა და დაშვების შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის დაკისრებულ  ვალდებულებებში ცვლილების და დამატებების შეტანა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის და ამავე კანონის 30-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად და “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 27-ე მუხლის საფუძველზე.          

(4) კომისიის მიერ, ახალი და შეცვლილი გარემოებების არსებობის გამო, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2009 წლის 31 ივლისს, №360/23 გადაწყვეტილებით, რომლის შესაბამისადაც ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მომსახურების მიმწოდებელ  ავტორიზებულ პირებს დაევლათ კომისიისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა  კერძოდ: ინტერნეტის საცალო მომსახურების მიმღები ბოლო მომხმარებლების რაოდენობის, ინტერნეტის საცალო მომსახურების სახეების და ტარიფების, ასევე ამ მომსახურების სახეებიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების ოდენობების შესახებ, შესაბამისი გეოგრაფიული ზონების მიხედვით. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2009 წლის  31 აგვისტოს. კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №360/23 გადაწყვეტილება გადაეგზავნა ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებს №02/1642-09, №02/1643-09, №02/1644-09, №02/1645-09, №02/1646-09, №02/1647-09, №02/1648-09, №02/1649-09, №02/1650-09, №02/1651-09, №02/1652-09, №02/1653-09, №02/1654-09, №02/1655-09, №02/1656-09, №02/1657-09,  №02/1658-09, №02/1659-09, №02/1660-09, №02/1661-09,  №02/1662-09, №02/1663-09, №02/1664-09 და №02/1665-09 წერილებით, რომელთა შესაბამისად განესაზღვრათ ვადა შესაბამისი ინფორმაციის წარმოსადგენად.

(5) კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №360/23 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი ინფორმაცია, ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზარზე მომსახურების მიმწოდებელმა ავტორიზებულმა პირებმა წარმოადგინეს  2009 წლის  31 აგვისტოს ზეპირი მოსმენამდე, კერძოდ შპს ”კავკასუს ონლაინმა” ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 31 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2307-09), შპს ”გლობალკომმა” ინფორმაცია  წარმოადგინა 2009 წლის 20 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2264-09), სს ”სისტემნეტმა” მოთოხვნილი ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 20 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2168-09), შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა”  ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 20 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2177-09), შპს ”სერვისლაინმა” ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 27 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2278-09), შპს ”ვიტელ ჯორჯიამ” მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 20 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2197-09), შპს ”გლობალ ერთმა” მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 20 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2205-09), ასოციაცია ”გრენა” ჯორჯიამ” მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 20 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2178-09), შპს ”ივერია ქსელმა” ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 20 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2160-09), სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 25 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2256-09), შპს ”ახალმა ქსელებმა” ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 20 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2167-09), შპს ”ჯეონეთმა” მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 20 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2176-09), შპს ”საქართველოს ცენტრალურმა კავშირგაბმულობის კორპორაციამ” ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 24 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2229-09), შპს ”მობიტელმა” მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 20 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2161-09), შპს ”აჭარის ელექტროკავშირმა” ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 19 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2137-09), შპს ”სერვისმა” ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 20 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2166-09), შპს ”ვანექსმა” ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 19 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2157-09), შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორგიამ” ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 20 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2159-09), შპს ”რკინიგზის ტელეკომმა” ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 25 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2252-09), შპს ”ჯეოსელმა” მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 21 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2213-09), ხოლო შპს ”მაგთიკომმა” მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 21 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2212-09). 

(6) კომისია აღნიშნავს, რომ, 2009 წლის 31 ივლისის №360/23 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2009 წლის 31 აგვისტოს, კომისიაში ჩატარდა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც მოისმინეს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაცია, ავტორიზებული პირების მიერ, კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №360/23 გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის სისრულის, დოკუმენტაციის შინაარსის და მათი წარმოდგენის ვადების შესახებ. კომისიის 2009 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ, ინტერნეტი-მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების უფლებამოსილი წარმომადგენლები, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსმა, 2009 წლის 31 ივლისის №360/23 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი ინფორმაციის არადროული, ასევე არასრული სახით წარმოდგენის გამო, იშუამდგომლა კომისიის წინაშე კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №360/23 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ზეპირი მოსმენის სხდომის სხვა დროისთვის გადადების და განმეორებით ჩატარების შესახებ. კომისიამ, 2009 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება №417/22, რომლითაც შევიდა ცვლილება კომისიის 2009 წლის 31 ივლისის №360/23 გადაწყვეტილებაში და საკითხზე ზეპირი მოსმენა დაინიშნა განმეორებით 2009 წლის 4 სექტემბერს. 2009 წლის 31 აგვისტოს №417/22 გადაწყვეტილებით ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებს დაევალათ ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის მონაცემების თაობაზე ინფორმაციის განცალკევებულად წარმოდგენა ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირებისათვის, აგრეთვე მომსახურების მიმღები ბოლო მომხმარებლების (აბონენტების) თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა სხვადასხვა ადგილობრივი მომსახურების ზონებში - სასადგურო ნუმერაციის მომსახურების ზონების მიხედვით, არაუგვიანეს  3 სამუშაო დღის ვადაში. შპს ”სერვისმა” ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 03 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2343-09), შპს ”ნამიომ” ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 03 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2337-09), შპს ”ახალმა ქსელებმა” ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 01 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2331-09), შპს ”ვანექსმა” ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 03 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2341-09), შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა” ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 03 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2345-09), შპს ”ვიტელ ჯორჯიამ” მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 03 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2344-09), შპს ხოლო შპს ”მაგთიკომმა” მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგინა 2009 წლის 03 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის №6/2340-09). რიგი ავტორიზებული პირების მიერ ინფორმაცია წარმოდგენილი იქნა ელექტრონული ფორმით, დადასტურებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

(7) კომისიაში ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი როგორც პირველადი, ასევე ძირითადი მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ კომისიის მიერ განხორციელებული ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზრის ბოლო კვლევის ჩატარების, კერძოდ 2007 წლის ივლისის შემდგომ, თბილისის გეოგრაფიულ ზონაში ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზარზე მდგომარეობა არსებითად შეიცვალა, კერძოდ სს ”გაერთიანებულ ტელეკომის”, როგორც ვერტიკალურად ინტეგრირებული ოპერატორის მიერ ადგილობრივი დაშვების ქსელში სადენიანი, ისევე როგორც უსადენო ტექნოლოგიების გამოყენებით, ინტერნეტის მომსახურებიდან მიღებული (როდესაც 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნული კომპანია ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზარზე კონკურენციაში ჩართული არ იყო), შემოსავლები, კომპანიის საერთო შემოსავლებში მნიშვნელოვან წილს იკავებს. მდგომარეობა არსებითად არის შეცვლილი ასევე რუსთავის გეოგრაფიულ ზონაშიც, სადაც საქმიანობს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” (შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” 30 ივნისის №386 წერილი), რომელიც ასევე ვერტიკალურად ინტეგრირებულ ავტორიზებულ პირს წარმოადგენს.

(8) კომისია აღნიშნავს, რომ სპეციფიკური ვალდებულებების პირობების შესრულების  მონიტორინგის და კონტროლის მიზნით, კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებით დამტკიცებულ “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 26-ე მუხლით დადგენილი უფლება-ვალდებულებების შესრულებისა და ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წინასწარი რეგულირების ფარგლებში, კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის დროს, შეამოწმა და გაანალიზა ის ფაქტობრივი გარემოებები და კონკურენციის რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირიებსათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულების პირობების განმსაზღვრელ ანალიზურ ფაქტორებთან და კრიტერიუმებთან.

(9) კომისია აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიური დივერსიფიცირებისა და ახალი (ინოვაციური) ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დაფუძნების თვალსაზრისით, უდავოა, ინტერნეტ საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტების განვითარებაც, სხვადასხვა გეოგრეფიულ საზღვრებში, კერძოდ: ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე ადგილობრივი  დაშვების ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის განმახორცილებელი ავტორიზებული პირების მიერ ფართოდ დაინერგა სადენიანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი  სააბონენტო  ტექნოლოგიები (ე.წ. FTT-x, სადაც x – “N,C,B,H,P).  ექვივალენტური სააბონენტო სიმძლავრეების უზრულველყოფისათვის თანამედროვე ოპტიკურ ბოჭკოვანი ტექნოლოგიები სპილენძის სადენიან ტექნოლოგიასთან შედარებით ნაკლებ რესურსებს მოითხოვს და ეკონომიკურად მეტად ეფექტიანია საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეების მიწოდებისას. აგრეთვე, სააბონენტო ადგილობრივი დაშვების ქსელებში სპილენძის სახაზო წყვილების ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხებით ჩანაცვლება თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებაა და მისი ფართოდ დანერგვა,  უშუალო გავლენას ახდენს ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზრის განვითარებაზე და ამ ბაზრის სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონკურენციის პირობებზე.

(10) 2009 წლისათვის, საგრძნობი მაშტაბით შეიცვალა მდგომარეობა უსადენო (რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით) ადგილობრივი დაშვების ქსელებითა და საშუალებებით მიწოდებული  ინტერნეტ-მომსახურების მოცულობა. ამ შემთხვევაში, ოპერატორების მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებების დაფუძნებამ, მათ მისცა იმის საშუალება, რომ საგრძნობი მაშტაბით დაიწყონ საქმიანობა ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე და შესაბამისად გააფართოვონ მომსახურების მიწოდების არეალი. ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე, მიმდინარე პერიოდში დანერგილი და ამოქმედებული უსადენო რადიოსიხშირული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებიდან აღსანიშნავია ე.წ ”WiMax”, “CDMA-1X”,” CDMA 2000 EV-DO/DV”, “3G-WCDMA”, “3G-HSDPA” და სხვა ტექნოლოგიური საკომუნიკაციო პლატფორმები, როგორც ბოლო მომხმარებლისათვის ადგილობრივ ფიქსირებულ მისამართზე, ასევე, მოძრავი ბოლო მომხმარებლებისათვის ინტერნეტ მომსახურების მისაწოდებლად.

(11) 2009 წლის მდგომარეობით, ინტერნეტ-მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი გაფართოვდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხითაც. კერძოდ, კომისიის მიერ  2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მიღების პერიოდში, საცალო ბაზრის სეგმენტზე ინტერნეტ მომსახურების მიწოდება ძირითადად ხორციელდებოდა: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილობრივი მომსახურების ზონებში. შესაბამისად, იმ პერიოდისათვის, ინტერნეტ საცალო-მომსახურების არეალი ძირითადად შემოფარგლული იყო ამ გეოგრაფიული საზღვრებით და საქართველოს სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე ინტერნეტ მომსახურების ბაზარი ნაკლებად იყო განვითარებული. 2007 წელს ჩატარებული კვლევისა და ანალიზისას, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოხდა ინტერნეტ საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრა. საცალო ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული არეალის გაფართოება, არსებითად განმსაზღვრელი ფაქტორია გეოგრაფიული სეგმენტების საზღვრების გადახედვისათვის, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილებაში ცლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას.

(12) კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N 5 დადგენილებით დამტკიცებულ “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონკურენციის წინასწარი რეგულირება ხორციელდება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული და მსურველი პირების მიერ საქმიანობის განხორციელების ან დაწყებისას ღია და თანასწორუფლებიანი პირობების უზრუნველყოფისათვის, ეფექტიანი, გრძელვადიანი კონკურენტული საბაზრო გარემოს ჩამოყალიბებისათვის  და მიზნად ისახავს: ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებსა და საშუალებებში ინვესტიციების წახალისებას და ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობას, მომხმარებლებისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას და ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გაფართოვებას, როგორც, ცალკეულ გეოგრაფიულ საზღვრებში, ასევე სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონებში. მნიშვნელოვანი მიზანია ასევე ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის ცალკეული სეგმენტების განვითარების ტენდენციების ჩამოყალიბებისას, ერთი ან რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება და ბაზრის ამ სეგმენტებზე, კონკურენციის უზრუნველმყოფი, მარეგულირებელი ხასიათის გადაწყვეტილებების მიღება. შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხდება იმ ფაქტორების გამოვლენისა და ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, რომლებაც განაპირობეს ამა თუ იმ გეოგრაფიულ სეგმენტზე ინტერნეტ მომსახურების გაფართოვება, ერთის მხრივ, ავტორიზებული პირების მიერ თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას გამოყენებული საქსელო ინფრასტრუქტურის განვითარების (სხვადასხვა ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვით), ასევე, ბაზრის ამ სეგმენტზე ბაზრის კონიუქტურის გაფართოვების თვალსაზრისით.

(13) კომისია აღნიშნავს, რომ მის მიერ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის და კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N 5 დადგენილებით დამტკიცებულ “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად, კონკრეტულ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით, კვლევისა და ანალიზის ჩატარების აუცილებლობა განისაზღვრება იმ მეთოდოლოგიური კრიტერიუმების ანალიზის საფუძველზე, რომელის ცხადყოფს, რომ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე აშკარად იკვეთება არაგარდამავალი (არადროებითი) ხასიათის მაღალი შესვლის დაბრკოლების არსებობა, რომელიც განპირობებულია კონკრეტული ავტორიზებული პირის ან პირთა ჯგუფის მიერ, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის ფლობით, ამასთან კომისიის მხრიდან მარეგულირებელი ჩარევის გარეშე, რთულია ან შეუძლებელია მსურველი ავტორიზებული პირებისათვის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების დაძლევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც კონკრეტულ ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის არსებული პირობები და მისი განვითარების ტენდენცია საკმარისად დამაკმაყოფილებელია. კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N 5 დადგენილებით დამტკიცებულ “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 27-ე მუხლის თანახმად,  არაეფეტურად კონკურენტულ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განვითარებული ტენდენციების კვლევისა და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, კომისია უფლებამოსილია ცვლილებები და დამატებები შეიტანოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების კონკრეტულ პირობებში. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა უნდა განხორციელდეს ახლად გამოვლენილი გარემოებების შეფასების საფუძველზე ამ მეთოდოლოგიური წესებით დადგენილი პრინციპებისა და კვლევისა და ანალიზის პროცედურების შესაბამისად.

(14) კომისია აღნიშნავს, რომ ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჯგუფის განსაზღვრა ხორციელდება ბაზრის ამ სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონიუქტურის, კონკურენციის, მოთხოვნისა და მიწოდების მხარეების ჩანაცვლების ფაქტორების, ტარიფების დონეების, მათი ისტორიული ცვალებადობის გათვალისწინებით განსაზღვრული სამომხმარებლო და ფუნქციური თვისებებით ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ერთგვაროვან ჯგუფად დაჯგუფებისა და მათი, როგორც ბაზრის ერთ შესაბამის სეგმენტად განხილვის პროცედურების საფუძველზე.

(15) კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებით დამტკიცებულ “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრის მიზნით გამოიყენება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის, ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების, აგრეთვე, ავტორიზებულ პირებზე ან ბოლო მომხმარებლებზე (ან აბონენტებზე) მიწოდებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების ძირითადი კლასიფიკატორი (საცალო და საბითუმო ბაზრის კლასიფიკატორი). ზემოაღნიშნული დაჯგუფების შესაბამისად, გაანალიზდა მიმდინარე პერიოდში ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზარზე არსებული მდგომარეობა, კერძოდ კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას განხორცილდა, სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებით, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე და მოძრავი ბოლო მომხმარებლისათვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების მომსახურების სახეები და ამ მომსახურების მიწოდებისას ავტორიზებული პირების მიერ გამოყენებული ტექნოლოგიების თავისებურებები, ასევე ეკონომიკური მახასიათებლები, ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების დასადგენად, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის გათვალისწინებით.

(16) მიმდინარე პერიოდში ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე ინტერნეტ მომსახურების მიწოდება ხორციელდება ადგილობრივი დაშვების ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობაზე ავტორიზებული პირების მიერ სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მეშვეობით. აღნიშნული ტექნოლოგიური მრავალფეროვნება გავლენას ახდენს ინტერნეტ მომსახურების ტექნიკურ-ეკონომიკურ და სამომხმარებლო (მათ შორის ხარისხობრივ) მახასიათებლებზე და განსაზღვრავს ბაზრის ერთ სეგმენტში ჩართვისას, ურთიერთშენაცვლებადობის კრიტერიუმის შეფასებებზე. ჩატარებული კვლევისა და ანალიზის ფარგლებში, ინტერენტით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე განხილულ იქნა შემდეგი მომსახურების სახეები:

ა) ფიქსირებულ მისამართზე ბოლო მომხმარებლის ინტერნეტ მომსახურების მიწოდება:

ა.ა) სადენიანი ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტი-ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი დაშვების ქსელებითა და საშუალებებით (ე.წ. ” FTT-x” ტექნოლოგია, სადაც x – “N,C,B,H,P”);

ა.ბ) სპილენძის სააბონონტო წყვილებით DSL ინტერნეტი - სპილენძის სადენიანი ადგილობრივი დაშვების ქსელებითა და საშუალებებით (ე.წ.  ”x-DSL-y” ტექნოლოგია, სადაც x – “A,V”, y- “+” “2”);

ა.გ) ადგილობრივი მომსახურების ზონაში უსადენო რადიოდაშვების ქსელებითა და საშუალებებით  (ე.წ. ”ფიქსირებული WiMax”, “CDMA-1X”,” CDMA-2000 EV-DO/DV”);

ა.დ) კომუტირებადი ინტერნეტი ანუ ე.წ. ”დაილაპ”-ით.

ბ) მოძრავი ბოლო მომხმარებლის ინტერნეტ მომსახურების მიწოდება:

ბ.ა) მოძრავი (მობილური) ე.წ. 2G ”GPRS ინტერნეტი” “WAP ინტერნეტი”;

ბ.ბ) მოძრავი (მობილური) ე.წ. 3.5 ”HSDPA ინტერნეტი”;

ბ.გ) მოძრავი (მობილური) ე.წ. 3G ”WCDMA ინტერნეტი”;

ბ.დ) მოძრავი (მობილური) ე.წ. ”2.5G - 3G მოძრავი ინტერნეტი  CDMA2000, EDGE, WiMax”

(17) 2009 წლის მდგომარეობით, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე და მოძრავი ბოლო მომხმარებლისათვის საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების სახეებს შორის ფუნქციონალური და თვისობრივი განსხვავება კვლავაც შენარჩუნებულია, ისევე როგორც ამ გარემოებას ჰქონდა ადგილი კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მიღებისას. ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონვერგენციული ტენდენციები, როდესაც ტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე შესაძლებელი გახდა, ერთი და იმავე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით, ტრადიციულად განსხვავებული სახის ან სამომხმარებლო ფუნქციური დანიშნულების მომსახურების სახეების მიწოდება, ჩაისახა 2008 წლის პირველ ნახევარში. ფიჭური ორგანიზების ტიპის საქსელო ინფრასტრუქტურული ტენოლოგიები, რომლებიც შემუშავებულ იქნა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მისაწოდებლად, ბაზარზე ახალი შემომსვლელი ოპერატორების მიერ გამოყენებულ იქნა ადგილობრივი დაშვების ზონაში, ტრადიციული ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად, რაც განაპირობა ამ ტექნოლოგიებზე და შესაბამის ტექნიკურ საშუალებებზე და დანადგარებზე საერთო საბაზრო ფასების შემცირებამ, აგრეთვე, მოკლევადიან პერიოდში მომსახურების საშუალო საოპერაციო დანახარჯების  შედარებითმა შემცირებამ და ამგვარი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით ქსელების დაფუძნების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი მოცულობით საქმიანობის დაწყების შესაძლებლობებმა. უსადენო, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით, ადგილობრივი დაშვების ქსელებისა და საშულებების  გამოყენების ეკონომიკურმა ეფექტიანობამ განაპირობა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეების და მათ შორის, ამ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით, ბოლო მომხმარებლისათვის ინტერნეტ-მომსახურების სახეზე განაწილებული საწარმოო საშუალო დანახარჯების (საოპერაციო და კაპიტალური) და შესაბამისად მომსახურების ტარიფების იმ დონეებამდე შემცირება, რომ აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფიქსირებულ მისამართზე ინტერნეტ-მომსახურების ბაზარზე შემოსულმა ახალმა ოპერატორებმა კონკურენტული ტარიფებით მომსახურება შესთავაზეს ბოლო მომხმარებლებს.

(18) ბაზრის შესაბამისი სეგმენტების საზღვრებში მოქცეული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჯგუფის განსაზღვრისას, გათვალისწინებული იქნა გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და სამომხმარებლო-ფუნქციური მახასიათებლების ობიექტურად შეფასების შედეგები, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე გამოყენებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განვითარების, კონიუქტურის გაფართოებისა და კონკურენციის ზრდის მოთხოვნებიდან გამომდინარე.  ამასთან, ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისას გამოყენებული იქნა მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების მე-11 მუხლით განსაზღვრული რაოდენობრივი კრიტერიუმების შეფასების შედეგები. კერძოდ, ბაზარზე ჩამოყალიბებული კონვერგენციის ტენდენციების მიმდინარე ეტაპზე, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე სადენიანი და უსადენო ადგილობრივი დაშვების ქსელებითა და საშუალებებით, ერთის მხრივ და ფიჭური ორგანიზების ტიპის მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მოძრავი ბოლო მომხმარებლისათვის საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების სახეები, და მეორეს მხრივ, სრული ურთიერთშენაცვლებადობით არ ხასიათდება. აღნიშნულ გარემოებას განაპირობებს როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური, ასევე, ზემოაღნიშნული მომსახურების სახეებზე ჩამოყალიბებული მოხმარების თავისებურებებთან დაკავშირებული ფაქტორები, კერძოდ:

(19) ა)მოძრავი ინტერნეტ-მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი.

 მოძრავი ინტერნეტ-მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მოქმედი, საკომუნიკაციო ოპერატორების (შპს ”მაგთიკომის”, შპს ”ჯეოსელის” და ”შპს ”მობიტელის”) მონაცემები კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა კონკურენციის დეპარტამენტის 2009 წლის 03 სექტემბრის დასკვნის  შესაბამისდ, წარმოდგენილია №3 ცხრილში.

ცხრილი - №3.  მოძრავი საკომუნიკაცის მომსახურების ოპერატორები ინტერნეტ-მომსახურების საცალო  ბაზარზე და ბაზრის სტრუქტურა     

2009 წელი

კომპანიის დასახელება

ჯამი

შპს           ”მაგთი”

შპს ”ჯეოსელი”

შპს ”მობიტელი”

 

 

1

2

3

4

მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ბოლო მომხმარებლების რაოდენობა

აქტიური აბონენტი

1 206 102

1 244 712

188 655

2 639 469

მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ფარდობითი წილი %-ებში

%

45,69%

47,16%

7,15%

100%

საცალო ინტერნეტ-მომსახურების ბოლო მომხმარებლების რაოდენობა

აქტიური ინტერნეტ- აბონენტი

221 784

124 945

18 884

365 613

მოძრავი ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ფარდობითი წილი %-ებში

%

60,66%

34,17%

5,17%

100%

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საცალო ინტერნეტ-მომსახურების გაწევიდან მიღებული საშუალო შემოსავლები თვეში (დღგ-ს გარ.)

(ლარი/თვე)

708 333,33

250 000,00

42 631,42

1 000 964,75

მოძრავი ინტერნეტ-მომსახურების ერთ აბონენტზე გადაანგარიშებით საშუალო სამომხმარებლო ხარჯები თვეში (დღგ-ს გარეშე)

(ლარი/თვე)

3,19

2,00

2,26

2,74

მოძრავი  ინტერნეტ-მომსახურების საცალო საკომუნიკაციო ბაზრის განვითარების დონე (სიმკვრივე)

%

18,39%

10,04%

10,01%

13,85%

მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ფლობა

 

დიახ

დიახ

 

 

HHI=

4 141

 

CR3=

100%

 

 

მოქმედი ოპერატორების მიერ აბონენტებისათვის მოძრავი ინტერნეტ-მომსახურების მიწოდება, ძირითადად ხორციელდება პაკეტური რადიოსაკომუნიკაციო - ე.წ. ”GPRS” ტექნოლოგიის გამოყენებით და  სააბონენტო არხის  საშუალო ტექნოლოგიური სიმძლავრე - 128 კბიტ/წმ-ს შეადგენს. პრაქტიკულ შემთხვევებში, აღნიშნული მაჩვენებელი რამდენიმეჯერ მცირეა, რაც განაპირობებს ერთი მბაიტი ”ჩამოტვირთული” ინფორმაციის ერთეულ მოცულობაზე საშუალო ეფექტური ტარიფის შედარებით ზრდას. აგრეთვე, წინა წლებთან შედარებით, გაფართოვდა მესამე თაობის მოძრავი საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით - ე.წ. ”3G-HSDPA ინტერნეტ” და”3G WCDMA ინტერნეტ” მომსახურების ბაზრის სეგმენტიც, მაგრამ მიუხედავად შედარებით მაღალი ზრდის ტემპისა, აღნიშნული მომსახურების აბონენტების რაოდენობა ჯერ-ჯერობით მცირეა, წინა თაობის საკომუნიკაციო მომსახურების აბონენტებთან შედარებით და ბაზრის ეს სექტორი გაფართოების საწყის ეტაპზეა.

(20) ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებისას მოძრავი ბოლო მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ ამ მომსახურების თანაბარ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, ქვეყნის მთელი ტერიტორიის ფარგლებში. ამ მომსახურების სახეზე მოქმედი ოპერატორების მიერ დადგენილი პირობები და მათ შორის, ტარიფების დონეები პრაქტიკულად ერთგვაროვანია და ტერიტორიული ნიშნით ან განსხვავდება. მოქმედი ოპერატორების მფლობელობაში არსებული, სიხშირული რესურსების სარგებლობის ლიცენზიები მოიცავს მთელი საქართველოს ტერიტორიას. ამ ოპერატორების ქსელებისა და ტექნიკური საშუალებების ტერიტორიული განფენილობა დივერსიფიცირებულია და ამ ქსელებით, პრაქტიკულად სრულად დაფარულია ქვეყნის მთელი დასახლებული ტერიტორია, სადაც სამომხმარებლო კონიუქტურა და ოპერატორებს შორის კონკურენტული შესაძლებლობები პრაქტიკულად ერთგვაროვანია. კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-13 მუხლის შესაბამისად, მოძრავი ბოლო მომხმარებლის ინტერნეტ-მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი განხილულ იქნა ქვეყნის მთელი ტერიტორიის მომცველ გეოგრაფიულ საზღვრებში.

(21) მოქმედი ოპერატორების მიერ, მოძრავი ბოლო მომხმარებლისათვის ინტერნეტ-მოსახურების მიწოდება (ან შეთავაზება) ხორციელდება მხოლოდ საკომუნიკაციო მომსახურების (სატელეფონო) აქტიური აბონენტებისათვის და მხოლოდ ქსელებისა და საშუალებების მფლობელი ამ ოპერატორების მიერ. სხვა ალტერნატიული, კონკურენტი ოპერატორებისათვის ბაზრის ამ სეგმენტზე საქმიანობის დაწყება შეზღუდულია. მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ოპერატორები სრულად აკონტროლებენ თავიანთი ქსელების საკომუნიკაციო - როგორც არხული კომუტაციის, ასევე პაკეტური კომუტაციის ქსელის ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებს, და სიმძლავრეებს, საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მოძრავი ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებისას. ხოლო საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, მსურველი პირებისათვის (ავტორიზებული), საკუთარი ქსელის პაკეტური კომუტაციის ელემენტებთან მათ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვების შეთავაზებას ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირები არ ახორციელებენ.

(22) კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-16 მუხლის, მე-5 პუნქტის, ”გ)” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის პერიოდი საშუალო ან გრძელვადიანი ხასიათისაა, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ტევადობა და ავტორიზებული პირების საბაზრო ფარდობითი წილების გაანგარიშება წარმოებს ჰიპოთეზური მონოპოლისტის ტესტის გამოყენებით, როგორც რეალურად მოქმედი, ასევე პოტენციურად შესაძლებელი იმ მიმწოდებლებისა და მომხმარებლების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება შემოვიდნენ ბაზარის მოცემულ სეგმენტზე.

(23) მოძრავი, ბოლო მომხმარებლებისათვის ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მოქმედი ავტორიზებული პირების ფარდობითი საბაზრო წილების განსაზღვისას გათვალისწინებულ იქნა ის გარემოება, რომ მოძრავი ინტერნეტ-მომსახურების შეთავაზება და მიწოდება ხორციელდება, მხოლოდ ამ ავტორიზებული პირების საკომუნიკაციო მომსახურების (მათ შორის სატელეფონო) აბონენტებისათვის. შესაბამისად, მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების მოქმედი ოპერატორების საკომუნიკაციო მომსახურების მიმღები აქტიური აბონენტების ჯამური რაოდენობა განსაზღვრავს მოძრავი ინტერნეტ-მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის პოტენციურ ტევადობას. ხოლო, კონკრეტული ავტორიზებული პირის საკომუნიკაციო მომსახურების აბონენტების წილობრივი რაოდენობა ბაზრის სრულ ტევადობაში, ობიექტურად და გამჭვირვალედ განსაზღვრავს მოძრავი ინტერნეტ-მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონკურენციის პირობებს, ვინაიდან, მხოლოდ ამ განზომილებით ფარდობითი წილის გაანგარიშებითაა შესაძლებელი იმ პოტენციური მომხმარებლების ფარდობითი მოთხოვნის გამოკვეთა, რომელთაც შესაძლებელია, რომ მრავალფეროვანი არჩევანის პირობებით მიეწოდოთ ხელმისაწვდომი ინტერნეტ-მომსახურება, კონკურენტი ავტორიზებული პირების (მათ შორის ქსელის მფლობელი ოპერატორის) მიერ.

(24) მოძრავი ბოლო მომხმარებლის ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, მოქმედი ავტორიზებული პირების ფარდობითი წილები, ბაზრის სრული ტევადობა და სხვა დაკავშირებული მაჩვენებლები გაზომილი, როგორც საკომუნიკაციო მომსახურების, ასევე ინტერნეტ-მომსახურების აბონენტების რაოდენობის მიხედვით, აგრეთვე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრული პირების ჩამონათვალი მოცემულია ცხრილში №1 (მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრა განხორციელდა კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 21-ე  მუხლით განსაზღვრული პირველადი კრიტერიუმით).ბაზრის განხილული სეგმენტის სრუქტურული ანალიზის რაოდენობრივი მახასიათებლებიდან აღსანიშნავია, რომ მოძრავი ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის სეგმენტის კონცენტრაციის მაჩვენებელის - HHI (ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი) ოდენობა - 4 141 ერთეულს შეადგენს, ხოლო ბაზრის ამ სეგმენტზე უმსხვილესი ოპერატორების კონცენტრირების ინდექსის - ”CR3”-ს მნიშვნელობა კი - 100%-ს.  

(25) კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებულ “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოძრავი ბოლო მომხმარებლის ინტერნეტ-მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი მაღალკონცენტრირებულია (”HHI”-ს ოდენობა ჭარბობს - 1800 ერთეულს), და ბაზრის ამ სეგმენტზე საქმიანობს მაღალკონცენტრირებული უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯგუფი (CR3-ის ოდენობა ჭარბობს - 80%-ს), შესაბამისად კონკურენცია ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე არ არის ეფექტიანი და საჭიროებს კომისიის მხრიდან რეგულირებას. 

(26) ბ) ფიქსირებულ მისამართზე, უსადენო ადგილობრივი დაშვების ქსელებითა და საშუალებებით ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის სეგმენტი.

თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონის მაგალითზე, უსადენო ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებისას, მოხმარებლის მიერ არჩეული ოპერატორების მიხედვით (სხვადასხვა ტექნოლოგიური პლატფორმებისა და შესაბამისად, სხვადასხვა სააბონენტო სიმძლავრეების არჩევანის შესაბამისად - 153 კბიტ/წმ საშუალო ეფექტური სიმძლავრის სააბონენტო არხი - CDMA 2000-1X/RTT, და - 1.08-3.1 მბიტ/წმ საშუალო ეფექტური სიმძლავრის სააბონენტო არხი - Wimax,  CDMA 2000-1XEV/DO ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევებში), აბონენტის (ბოლო მომხმარებელი ფიზიკური პირის) მიერ, გადამხდელუნარიანი (კონკურენტული) მოთხოვნის შესაბამისად, უსადენო ინტერნეტ-მომსახურებაზე გადახდილმა საშუალო საფასურის ოდენობამ თვეში (დღგ-ს გარეშე) - 52.34 ლარი შეადგინა, ხოლო მის მიერ არჩეული, სააბონენტო არხის საშუალო საკომუნიკაციო სიმძლავრის მაჩვენებელმა - 1.01 მბიტ/წმ. ხოლო, ”ჩამოტვირთული” ინფორმაციიის ერთ მბაიტ მოცულობაზე გადაანგარიშებით, საშუალო ეფექტური საფასურის (ეფექტური ტარიფის) ოდენობამ, დღგ-ს გარეშე  შეადგინა - 0.137 თეთრი/მბაიტზე.

(27) ფიჭური ორგანიზების ტიპის, მოძრავი საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ფუნქციონირება ოპტიმიზებულია  მოძრავი აბონენტებისათვის (ფიჭაში და სხვადასხვა ფიჭებს შორის) საკომუნიკაციო, მათ შორის, სატელეფონო და მოძრავი-ინტერნეტ მომსახურების მისაწოდებლად. ამავე კონვერგენციული ტექნოლოგიების გამოყენებით, ბოლო მომხმარებლისათვის ფიქსირებულ მისამართზე ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებისას აუცილებელია, საქსელო ინფრასტრუქტურისა და ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსებისა და სიმძლავრეების ოპტიმიზება ფიქსირებული აბონენტების სიმკვრივის გათვალისწინებით (კონკრეტული ფიჭის ერთ კვადრატულ კილომეტრ ფართობზე, პოტენციური ფიქსირებული და მოძრავი აბონენტების ფარდობითი საშუალო-სტატისტიკური რაოდენობის შესაბამისად).  ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელების მოდერნიზება ინოვაციური ტექნოლოგიებით (3G-WCDMA, 3G-HSDPA CDMA2000, WiMax) საშუალებას იძლევა, რომ ერთის მხრივ, მოძრავი მომხმარებლისათვის შეთავაზებულ იქნეს მნიშვნელოვნად მაღალგამტარუნარიანი საკომუნიკაციო სააბონენტო არხებით მომსახურება, GSM სისტემის ქსელებით (GPRS საკომუნიკაციო ტექნოლოგიური სისტემით) განხორციელებულ მომსახურებასთან შედარებით დაბალი ტარიფებით, და მეორე მხრივ, ამ კონვერგენციული ტექნოლოგიების მფლობელმა ოპერატორებმა კონკურენტული საქმიანობა დაიწყონ ფიქსირებულ მისამართზე ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების საცალო ბაზრის სეგმენტზე. სადაც ტრადიციულად საქმიანიობენ სადენიანი (სპილენძის, და ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილებით) ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორები.

(28) უსადენო  საქსელო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ოპტიმიზების შეზღუდვები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ კონვერგენციული ტექნოლოგიებით მოძრავი და ფიქსირებული ბოლო მომხმარებლებისათვის მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების სახეების ურთიერთშენაცვლებადობაზე, როგორც შეთავაზებული ტარიფების, ასევე, მიწოდებული სააბონენტო სიმძლავრეებისა და დროის პირობით ერთეულში, მომხმარებლების მხრიდან მიღებული ინფორმაციის მაქსიმალური მოცულობის თვალსაზრისით. სამომხმარებლო-ფუნქციური დანიშნულების თავალსაზრისით, ზემოაღნიშნული კონვერგენციული ტექნოლოგიით მოძრავი და ფიქსირებული აბონენტების ინტერნეტ-მომსახურების სახეები ერთგვაროვანია. მაგრამ  ამ მომსახურების სახეებს შორის სატარიფო მახასიათებლებს შორის განსხვავება - 20%-ზე მეტია. ჰიპოტეზური მონოპოლისტის ტესტის შესაბამისად ზემოაღნიშნული მომსახურების სახეებზე ტარიფების 5-10%-იანი ცვლილება არსებით გავლენას არ მოახდენს ამ მომსახურების სახეების ურთიერთშენაცვლებადობაზე.

(29) ზემოაღნიშნული გარემოებებისა და კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ”ვ.ბ”, ”ვ.გ”, ”ვ.დ”,”ვ.ვ”  ქვეპუნქტების შესაბამისად, ფიჭური ორგანიზების ტიპის ქსელებითა და საშუალებებით მოძრავი ბოლო მომხმარებლის ინტერნეტ-მომსახურებისა და რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით, უსადენო საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ფიქსირებულ მისამართზე აბონენტებისათვის ინტერნეტ-მომსახურების სახეები, მიმდინარე კვლევისა და ანალიზისას, განხილულ  იქნა სხვა და სხვა ბაზრის სეგმენტების საზღვრებში.

(30) უსადენო საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ფიქსირებულ მისამართზე აბონენტების ინტერნეტ-მომსახურების სახეზე ბოლო მომხმარებელების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ერთგვაროვანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მოძრავი ბოლო მომხმარებლის ინტერნეტ-მომსახურების ანალოგიურად, მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ ამ მომსახურების თანაბარ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, ქვეყნის მთელი ტერიტორიის ფარგლებში.  მომსახურების სახეზე კონკრეტული ოპერატორის მიერ დადგენილი პირობები და მათ შორის ტარიფების დონეები პრაქტიკულად ერთგვაროვანია და ტერიტორიული ნიშნით არ განსხვავდება (იხ. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის დასკვნის დანართი №1). მოქმედი ოპერატორების მფლობელობაში არსებული, სიხშირული რესურსების სარგებლობის ლიცენზიები, უმეტეს შემთხვევებში, მოიცავს მთელი საქართველოს ტერიტორიას და ამ ოპერატორების ქსელებისა და ტექნიკური საშუალებების ტერიტორიული განფენილობა დივერსიფიცირებულია. ინფრასტრუქტურული საბაზრო უპირატესობის მფლობელი ოპერატორების მიერ მათ მფლობელობაში არსებული ქსელებით გეოგრაფიული დაფარვა პრაქტიკულად სრულად მოიცავს ქვეყნის მთელ დასახლებულ ტერიტორიას, სადაც სამომხმარებლო კონიუქტურა და ოპერატორებს შორის კონკურენციის შესაძლებლობები ერთგვაროვანია. კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-13 მუხლის შესაბამისად უსადენო საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ფიქსირებულ მისამართზე აბონენტებისათვის ინტერნეტ-მომსახურების სახე, განხილულ იქნა ქვეყნის მთელი ტერიტორიის  გეოგრაფიულ საზღვრებში.

(31) მიმდინარე პერიოდში უსადენო საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ფიქსირებულ მისამართზე აბონენტების ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების სია, და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული, ეკონომიკური მონაცემები, აგრეთვე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მქონე პირების ჩამონათვალი მოცემულია ცხრილში №4.

 

ცხრილი - №4. უსადენო საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ფიქსირებულ მისამართზე აბონენტების ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სტრუქტურა

 

ინტერნეტ-მომსახურების აბონენტების რაოდენობა

ინტერნეტ-მომსახურების აბონენტების რაოდენობა             %-ში

ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის განვითარების დონე (სიმკვრივე)

საკომუნიკაციო მომსახურების აბონენტების რაოდენობა

ფარდობითი საბაზრო წილი პროცენტებში %

მნიშვნსაბაზრძალაუფლების ფლობა

ავტორიზებული პირი

აბონენტი

%

%

აბონენტი

%

 

1

2

3

4

5

6

1

შპს ”მაგთი” (მაგთიფიქსი)

15,317

63.7%

26.16%

58,550

51.97%

დიახ

2

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

4,946

20.6%

10.51%

47,073

41.78%

დიახ

3

შპს ”ვიტელ ჯორჯია” (მაქსიმალი)

3,397

14.1%

100.00%

3,397

3.02%

 

4

შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია” (GTC)

129

0.5%

3.97%

3,249

2.88%

 

5

შპს ”სერვისლაინი”

195

0.8%

100.00%

195

0.17%

 

6

შპს ”გრენა”

4

0.0%

3.03%

132

0.12%

 

7

შპს ”გლობალ ერთი”

25

0.1%

100.00%

25

0.02%

 

8

შპს” კავკასიის ციფრული ქსელები” (CDN)

23

0.1%

100.00%

23

0.02%

 

9

შპს ”რკინიგზის ტელეკომი”

9

0.0%

100.00%

9

0.01%

 

10

შპს ”ვარიდ ტელეკომი ჯორჯია”

4

0.0%

100.00%

4

0.00%

 

11

შპს ”ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” (CGC)

2

0.0%

100.00%

2

0.00%

 

სულ ჯამში

24,051

100.0%

21.3%

112,659

100.0%

 

 

HHI

4,464

 

 

CR3

96.77%

 

 

(32)  გ) სადენიანი ადგილობრივი დაშვების ქსელებითა და საშულებებით, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე, საცალო ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის სეგმენტი.

კომისია აღნიშნავს, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ან სპილენძის სააბონენტო წყვილების გამოყენებით, სადენიანი ადგილობრივი დაშვების ქსელებითა და საშულებებით, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე, საცალო ინტერნეტ-მომსახურების სახეობებზე ჩამოყალიბებული მდგომარეობა ხასიათდება ერთგვაროვანი მახასიათებლებით, როგორც ერთი და იმავე სიმძლავრით მომსახურებაზე დადგენილი, საშუალო ტარიფების დონეების, ასევე სააბონენტო მოხმარების მახასიათებლების თვალსაზრისით. ბაზრის ამ სეგმენტზე მოქმედი ოპერატორების მიერ კომისიაში წარმოდგენილი მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ  ე.წ. ” FTT-x” ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სპილენძის სააბონონტო წყვილებით ე.წ. ”DSL-ინტერნეტ” მომსახურების სახეებზე ოპერატორების მიერ დადგენილი სატარიფო გეგმების მიხედვით, მომხმარებლებისათვის - ფიზიკური პირებისათვის, ერთი და იმავე მიწოდებულ ”სიჩქარეზე” (სააბონენტო არხის სიმძლავრეზე) შეთავაზებული ტარიფების ოდენობები პრაქტიკულად ერთგვაროვანია (იხ. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვთარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის 2009 წლის 03 სექტემბრის  დასკვნის დანართი №1). საშუალო ეფექტურ ტარიფებს შორის არსებული განსხვავება განპირობებულია ფიზიკური პირებისა და ”ბიზნეს”-აბონენტების მხრიდან ინტერნეტ-მომსახურების მოხმარების თავისებურებებით და მიწოდებული მოცულობის მაშტაბის ფაქტორით. კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას, ბაზრის ერთი და იმავე სეგმენტზე მომხმარებლების ზემოაღნიშნული დაჯგუფება განხორციელდა  კომისიის, 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბოლო მომხმარებლების სოციალურ - ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით. ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სპილენძის სააბონენტო წყვილების გამოყენებით, ფიქსირებულ მისამართზე, ბოლო მომხმარებლებისათვის ინტერნეტ-მომსახურების სახეზე ჩამოყალიბებული მდგომარეობის ანალიზისას გამოიკვეთა, რომ თვეში, ერთ ბოლო მომხმარებელზე გადაანგარიშებით ფიქსირებული ინტერნეტ-მომსახურების საშუალო მოხმარებამ (”ჩამოტვირთული” ინფორმაციის მოცულობამ) შეადგინა - 36.4 გბაიტი. საშუალო ეფექტური ტარიფის ოდენობამ (დღგ-ს გარეშე), ერთი მბაიტი ”ჩამოტვირთული” ინფორმაციიის მოცულობაზე გადაანგარიშებით, შეადგინა - 0.086 თეთრი ერთ მბაიტზე. 

(33) ერთ აქტიურ აბონენტზე გადაანგარიშებით, საოპერაციო თვის განმავლობაში, ოპერატორების საშუალო შემოსავლების ოდენობა განსხვავდება გეოგრაფიული სეგმენტების მიხედვით. მაგალითად, ქ. თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში, ერთ აბონენტზე გადაანგარიშებით საშუალო შემოსავალმა, დღგ-ს გარეშე, შეადგინა: 32.48 ლარი, ფიზიკური პირების მომსახურების შემთხვევაში,  226.8 ლარი, დღგ-ს გარეშე იურიდიული პირების მომსახურების შემთხვევაში, ხოლო ნაერთი შემოსავლების მიხედვით, ერთ აბონენტზე გადაანგარიშებული ზემოაღნიშნული მაჩვენებლის ოდენობამ შეადგინა - 39.1 ლარი. აღნიშნული განსხვავება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ იურიდიული პირი - აბონენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლებია ფიზიკური პირი - ბოლო მომხმარებელბის რაოდენობასთან შედარებით. სხვა და სხვა გეოგრაფიულ საზღვრებში, ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების, საოპერაციო თვის განმავლობაში, ერთ აბონენტზე გადაანგარიშებული საშუალო შემოსავლების მაჩვენებლები, დღგ-ს გარეშე, მოცემულია კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის 2009 წლის 03 სექტემბრის დასკვნის დანართში - №2.

(34) ფიზიკური პირების სამომხმარებლო არჩევანის შესაბამისად, სააბონენტო ინტერნეტ-საკომუნიკაციო არხის საშუალო სიმძლავრემ შეადგინა დაახლოებით - 1 მბიტ/წმ, ხოლო, იურიდიული პირების მომსახურების შემთხვევაში - 1.19 მბიტ/წმ. აღნიშნული მაჩვენებელი ინდიკატურია და მიუთითებს იმ მინიმალურად გარანტირებულ სიმძლავრეზე, რომელიც  უნდა იქნას უზრუნველყოფილი მომხმარებლების აღნიშნული ჯგუფებისათვის ინტერნეტ-მომსახურების შეთავაზებისას, მათი არჩევანის კონკურენტულად დაკმაყოფილებისათვის.

(35) ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სპილენძის სააბონენტო წყვილების გამოყენებით, ბოლო მომხმარებლის ინტერნეტ-მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიულ საზღვრების განსაზღვრასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე ინტერნეტ-მომსახურების სახეების მიწოდება უშუალოდ დაკავშირებულია  ადგილობრივი მომსახურების კონკრეტულ ზონაში ადგილობრივი დაშვების ქსელის - სპილენძის, ან ოპტიკურ-ბოჭკოვანი სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების მფლობელი ავტორიზებული პირის საქსელო ინფრასტრუქტურის ტერიტორიულ განფენილობასთან. აგრეთვე, საცალო ბაზრის სეგმენტზე ბოლო მომხმარებლებს ინტერნეტ-მომსახურება მიეწოდებათ, პრაქტიკულად, სატელეფონო ხმოვან მომსახურებასთან ერთად (ე.წ. ”DSL- ინტერნეტი”-ს შემთხვევაში). ორივე მომსახურების საფასურის ბილინგი ხორციელდება ერთსა და იმავე მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე. კონკურენციის და კონიუქტურის ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი პირობები განისაზღვრება, კონკრეტული, ადგილობრივი მომსახურების ზონის ფარგლებში, სადაც სხვადასხვა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ან სპილენძის სააბონენტი წყვილების მფლობელი ოპერატორების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის შეთავაზებულია ინტერნეტ-მომსახურების მიწოდება კონკურენტული პირობებით - ტარიფებით და საკომუნიკაციო სიჩქარეებით.

(36) ჩატარებული კვლევისა და ანალიზისას, სადენიანი ადგილობრივი დაშვების ქსელებითა და საშუალებებით (ოპტიკურ ბოჭკოვანი, სპილენძის წყვილებით) ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე საცალო ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტი  განხილულ იქნა იმ ადგილობრივი მომსახურების ზონების გეოგრაფიულ საზღვრებში სადაც აბონენტებს მიეწოდებათ ან ტექნიკურად შესაძლებელია რომ  მიეწოდოთ (მიწოდების მხარის ჩანაცვლება ოპერატორების პოტენციური შესაძლებლობის გათვალისწინებით) ზემოაღნიშნული მომსახურების სახეები (იხ.  კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-12 მუხლი, მე-13 მუხლი, მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი, ”გ)” - ქვეპუნქტი).

(37) ზემოხსენებული წესების შესაბამისად, წინასწარი რეგულირების მიზნით კონკურენტულობის კვლევისა და  ანალიზის ჩატარებისას ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრის პროცედურებისა და კრიტერიუმების თანახმად (იხ. აღნიშნული მეთოდოლოგიური წესების თავი IV), სადენიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ან სპილენძის წყვილებით ადგილობრივი დაშვების ქსელებითა და საშუალებებით (ოპტიკურ ბოჭკოვანი, სპილენძის წყვილებით) ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე საცალო ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები, ამ საზღვრებში საქმიანობის განმახორციელებელი და პოტენციურად ახალი შემომსვლელი ავტორიზებული პირების საოპერაციო საქმიანობის ეკონომიკური მაჩვენებლები და ცალკეულ გეოგრაფიულ საზღვრებში ამ სეგმენტების სტრუქტურული ანალიზის შედეგები მოცემულია კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის 2009 წლის 03 სექტემბრის თანდართულ დასკვნაში (დანართი  № 4).

(38) ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე საცალო ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ტევადობისა და ბაზრის ამ სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელი ან პოტენციურად ახალი შემომსვლელი ავტორიზებული პირების  (მათ შორის, იგულისხმება მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობის გაფართოვების შესაძლებლობაც) ფარდობითი საბაზრი წილების გაანგარიშებისათვის გათვალისწინებულ იქნა არსებითად  ტექნიკური გარემოება. კერძოდ,  ბოლო მომხმარებლებს ე.წ. ”DSL- ინტერნეტ”-მომსახურება, პრაქტიკულად მიეწოდებათ საბონენტო წყვილების მესაკუთრე, ან ამ წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვებული, კონკურენტი ავტორიზებული პირების მიერ. სპილენძის სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვანი რესურსების  ხარისხობრივი მაჩვენებლების და საკომუნიკაციო გამტარუნარიანობის სათანადო დონეზე უზრუნველყოფისათვის, აუცილებელია ამ წყვილებს შორის ელექტრული ურთიერთხელშეშლების  დასაშვები პარამეტრების შენარჩუნება, ერთ სააბონენტო კაბელში განთავსებული რამდენიმე სპილენძის წყვილით ფართოზოლოვანი მონაცემების ერთდროულად გადაცემისას. მაგალითად, ას წყვილიან საბონენტო კაბელში ფართოზოლოვანი, ხარისხის სათანადო დონეზე უზრუნველყოფილი, ”DSL-ინტერნეტ”-მომსახურების მიწოდება ტექნიკურად შესაძლებელია მხოლოდ - 75% აბონენტებისათვის, და ეს მაჩვენებელი მკვეთრად ეცემა მოქმედი აბონენტებისათვის შეთავაზებული მომსახურების საშუალო სიჩქარის მატების შემთხვევაში. 

(40) ევროპის ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების ადმინისტრაციის (CEPT) ელექტრონული კომუნიკაციების კომიტეტის (ECC) 2006 წლის მარტის კვლევის ანგარიშის (ECC Report - №79  ”მაღალსიჩქარიანი DSL - სისტემები” კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის 2009 წლის 03 სექტემბრის დასკვნის დანართი №3) შესაბამისად, იმ სატელეფონო წყვილების რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია, რომ გამოყენებულ იქნას წყვილების მესაკუთრე, ან ამ წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვებული ავტორიზებული პირების მიერ, არ აღემატება სპილენძის წყვილების (ანუ სატელეფონო) აბონენტების სრული რაოდენობის -  71-75%-ს.  კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, და მე-16 მუხლის პირობების შესაბამისად, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სრული ტევადობისა და ამ სეგმენტზე ფარობითი საბაზრო წილების გაანგარიშებისას გასათვალისწინებელია, პოტენციურად შესაძლებელი იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებმაც შეიძლება მოისურვონ ”DSL-ინტერნეტ”-მომსახურების მიღება. შესაბამისად, პოტენციურად შესაძლებელი ინტერნეტ-მომსახურების აბონენტების რაოდენობის განსაზღვრისათვის, სპილენძის სააბონენტო წყვილების მესაკუთრე ავტორიზებული პირების სატელეფონო აბონენტების რაოდენობა (დატვირთული სააბონენტო წყვილების რაოდენობა), გადააანგარიშებულ იქნა ამ პროცენტული მაჩვენებლის გათვალისწინებით, ცალკეულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში. ზემოაღნიშნულ ტექნიკურ შეზღუდვებს, რომლებმაც შესაძლებელია, რომ გავლენა იქონიონ ინტერნეტ-მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, მიწოდებისა და მოთხოვნის მხარის ჩანაცვლების პირობებზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი სააბონენტო არხების შემთხვევაში ადგილი არ აქვს (შპს ”კავკასუს ონლაინის” შემთხვევაში. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სადენიანი ადგილობრივი დაშვების ქსელებითა და საშუალებებით (ოპტიკურ ბოჭკოვანი, სპილენძის წყვილებით) ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე საცალო ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტზე, კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში ბაზრის ტევადობა და კონკრეტული ავტორიზებული პირის ფარდობითი საბაზრო წილი (პირველადი კრიტერიუმისათვის) გაანგარიშებულ იქნა ამ ავტორიზებული პირის მფლობელობაში არსებული, ოპტიკურ-ბოჭკოვანი სააბონენტო წყვილებისა, და სპილენძის სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვანი რესურსების (სააბონენტო წყვილების ერთეულით გაზომილი) რაოდენობრივი მაჩვენებელით, რომელიც  ობიექტურად და გამჭვირვალედ განსაზღვრავს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონკურენციის და მისი შეზღუდვის ფაქტორებს და პირობებს.

(41) კომისია აღნიშნავს, რომ ჩატარებული კვლევისა და ანალიზისას გამოიკვეთა სადენიანი ადგილობრივი დაშვების ქსელებითა და საშუალებებით (ოპტიკურ ბოჭკოვანი, სპილენძის წყვილებით) ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე საცალო ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ინტეგრირებული ავტორიზებული პირების ჯგუფი, კერძოდ ქ. თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში საქმიანობს ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ავტორიზებული პირების - შპს ”ახალი ქსელებისა” და შპს ”ახტელის” ჯგუფი, რომელთა ჯამური საბაზრო წილი განისაზღვრა კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, და მისი ჯამური ოდენობა შეადგენს - 31.38% (სს ”გაერთიანებული ტელეკომის” ფარდობითმა წილმა, ამავე გეოგრაფიულ საზღვრებში - 48.8% შეადგინა, შპს ”კავკასუს ონლაინის” – 18.16%). კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-14 და მე-16 მუხლების შესაბამისად, ინტერნეტ-მომსახურების საცალო ბაზრის განხილულ სეგმენტებზე ვერტიკალურად ინტეგრირებული სტრუქტურების (ავტორიზებული პირების) ანალიზის შედეგები მოცემულია კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის 2009 წლის 03 სექტემბრის დასკვნის მე-15 აბზაცში.

(42) სადენიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ან სპილენძის წყვილებით ადგილობრივი დაშვების ქსელებითა და საშუალებებით (ოპტიკურ ბოჭკოვანი, ან სპილენძის წყვილებით) ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე საცალო ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტზე, ცალკეულ გეოგრაფიულ საზღვრებში, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების სია  და ამ სეგმენტების სტრუქტურული ანალიზის შედეგები მოცემულია კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის 2009 წლის 03 სექტემბრის დასკვნის № 4 დანართში.   

(43) ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სპილენძის სააბონენტო წყვილების გამოყენებით, სადენიანი ადგილობრივი დაშვების ქსელებითა და საშულებებით, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე საცალო ინტერნეტ-მომსახურების სახე, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, ფიჭური ორგანიზების ტიპის ქსელებითა და საშუალებებით მოძრავი ბოლო მომხმარებლის ინტერნეტ-მომსახურების სახე, სამომხმარებლო-ფუნქციური დანიშნულების მხრივ ერთგვაროვანია, მაგრამ მიმდინარე კვლევისა და ანალიზის შედეგების შესაბამისად ამ მომსახურების სახეებზე კონკურენციის, მოთხოვნისა და მიწოდების მხარეების ჩანაცვლების ფაქტორების, ტარიფების დონეების მიხედვით, ერთობლიობაში განსხვავებულია, იმდენად რომ მომხმარებელისათვის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, ჯერ-ჯერობით არაეფექტურია ერთი მომსახურების სახის მეორე სახით ჩანაცვლება. 

(44) ინტერნეტ-მომსახურების საცალო ბაზრის განვითარებისა და გაფართოების შედეგად, ზემოაღნიშნული მომსახურების სახეების ერთიანი ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ფარგლებში განხილვისათვის გამოყენებულ უნდა იქნას ტრანზიტულად ურთიერთშენაცვლებადობის კრიტერიუმი. კერძოდ, კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული, “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-11 მუხლის, 1 პუნქტის, ”ვ.ი)” ქვეპუნქტის შესაბამისად -  ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრების დადგენისას უნდა განხორციელდეს ბაზრის შესაბამისი სეგმენტზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჯგუფში მომსახურების იმ სახეების ჩართვის ანალიზი, რომლებიც ტრანზიტულად ურთიერთშენაცვლებადია. კერძოდ, ორი, სამომხმარებლო-ფუნქციონალური თვისებებით ერთგვაროვანი მომსახურების სახე ტრანზიტულად ურთიერთშენაცვლებადია, თუ მოთხოვნის მხრიდან მათ შორის არ არსებობს (ან საკმარისად დაბალია) პირდაპირი ურთიერშენაცვლებადობა, მაგრამ თითოეული ეს მომსახურების სახე ჯაჭვურად ურთიერთშენაცვლებადია მესამე მომსახურების სახესთან. ჩანაცვლების მწკრივში შემავალი მომსახურების სახეების ურთიერშენაცვლებადობისა და ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ერთ ჯგუფში ჩართვის ანალიზის ჩატარებისას გამოყენებულ უნდა იქნას  ჰიპოთეზური მონოპოლისტის ტესტის შეფასებები. ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, პერსპექტივაში, აბონენტების რაოდენობისა და მათი მხრიდან მოხმარების საერთო მოცულობის ზრდის პირობებში, მაშტაბის ეფექტების გააქტიურება განაპირობებს ამ მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების საშუალო დანახარჯების შემცირებას და შესაბამისი ეფექტური ტარიფების დონეების დაახლოვებას იმ ოდენობით, რომ ზემოაღნიშნულ მომსახურების სახეებზე უზრუნველყოფილ იქნება მომხმარებლების მხრიდან ურთიერთშენაცვლებადობა. 

(45) ამრიგად, ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე ზემოაღნიშნული ტენდენციების განვითარება-გაფართოვების შესაბამისად, რადისიხშირული სპექტრის გამოყენებით ფიჭური ორგანიზების ტიპის, უსადენო საკომუნიკაციო ქსელებით მოძრავი ან ამავე კონვერგენციული ტექნოლოგიით ფიქსირებული ბოლო მომხმარებლებისათვის ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ურთიერთშენაცვლებადი სახეები ერთი  მხრივ, და მეორე მხრივ, სადენიანი (ოპტიკურ-ბოჭკოვანი, და სპილენძის წყვილებით) და უსადენო ადგილობრივი რადიოდაშვების ქსელებითა და საშულებებით  ფიქსირებულ მისამართზე ინტერნეტ-მომსახურების ურთიერთშენაცვლებადი სახეები პერსპექტივაში შესაძლებელია, რომ განხილულ იქნას როგორც ტრანზიტულად ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ერთიანი ჯგუფი, ინტერნეტ-მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ერთიან საზღვრებში (მოძრავი და ფიქსირებული ინტერნეტ-მომსახურების კონვერგენცია).

(46) კომისია აღნიშნავს, რომ ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ  ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტის ფიქსირებულ მისამართზე მომსახურების მიწოდების გეოგრაფიული საზღვრების დადგენისას, იხელმძღვანელა ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის და ინტერნეტის საცალო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების ქსელების ტექნიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ფაქტორების თავისებურებებით (საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების ან ინფრასტრუქტურის გეოგრაფიული განფენილობა, სალიცენზიო პირობები, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრები, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში მოქცეული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი კონიუქტურის და კონკურენციის პირობები და ამ პირობების შესაბამისად გამოყოფილი ტერიტორიული საზღვრები). ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიულ საზღვრების განსაზღვრასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე ინტერნეტ-მომსახურების სახეების მიწოდება დაკავშირებულია  ადგილობრივი მომსახურების კონკრეტულ ზონაში ადგილობრივი დაშვების ქსელის - სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების მფლობელი ავტორიზებული ოპერატორების ქსელების ტერიტორიულ განფენილობასთან. ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე ფიქსირებულ ბოლო მომხმარებლებს ინტერნეტ-მომსახურება მიეწოდებათ, ფიქსირებულ მისამართზე. კონკურენციის და ბაზრის კონიუნქტურის არსებული ერთგვაროვანი პირობები ჩამოყალიბებულია კონკრეტული ადგილობრივი მომსახურების ზონის ფარგლებში. ამ ფაქტორის გათვალისწინებით მომსახურების განხილული ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრების დადგენა მოხდა კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ადექვატურად, ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების ექვივალენტურად - ქ. თბილისის, ქ ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში, ადგილობრივი მომსახურების ზონების მიხედვით.

(47) აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ინტერნეტით მომსახურების ბაზარის განვითარების პირობებში, აბონენტების რაოდენობის - ბაზრის შეფასების პირველადი კრიტერიუმის რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, ინტერენტით მომსახურების საცალო ტარიფების ხელმისაწვდომობის და ტარიფების ხარჯებზე ორიენტირებულობის უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც სატარიფო სუბსიდირების თავიდან აცილების მიზნით  მიზანშეწონილია მოხდეს, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული - საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორიის (საქართველოს სახელმწოფო ტერიტორია ქ. თბილისის, ქ ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გამოკლებით) გეოგრაფიული ზონის დაყოფა ერთგვაროვანი კონკურენციის პირობებით გამოყოფილ გეოგრაფიულ ზონებად შესაბამისი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით, კერძოდ ცალკე გეოგრაფიულ ზონებად უნდა განისაზღვროს დანარჩენი საქართველოს გეოგრაფიულ ზონაში შემავალი ყველა ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, რომელიც უნდა გაერთიანდეს დანარჩენი საქართველოს გეოგრაფიულ ზონაში.

(48) კომისია აღნიშნავს, რომ რომ ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზრის ჯგუფში შემავალი მობილური აბონენტებისათვის მიწოდებული ინტერნეტით მომსახურების ბაზრის სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრისას კომისიამ გაითვალისწინა შესაბამისი მომსახურების მიმოწოდებელი ავტორიზებული პირების ქსელების სპეციფიკაციასთან დაკავშირებული გარემოებები, მათ შორის ავტორიზებული პირების ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების და ინფრასტრუქტურის გეოგრაფიული განფენილობა, ავტორიზაციის, ასევე ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული პირობები და ამ პირობების შესაბამისად გამოყოფილი ტერიტორიული საზღვრები.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მობილური ბოლო მომხმარებლის ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტის, ისევე როგორც ფიქსირებულ მისამართზე უსადენო ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მომსახურების გეოგრაფიულ ზონად უნდა განისაზღვროს მთელი საქართველოს ტერიტორია.

(49) კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტზე მომსახურების მიწოდებას ახორციელებენ რიგი ავტორიზებული პირები, რომელთა პროცენტული მაჩვენებლები ბოლო მომხმარებლების რაოდენობის, ასევე მომსახურების სახიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის 2009 წლის 3 სექტემბრის დასკვნის შესაბამისად:

ა) ფიქსირებულ მისამართზე აბონენტების სადენიანი ინტერნეტის მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი:

ცხრილი №5

ადგილობრივი მომსახურების ზონა

სადენიანი - სპილენძის წყვილების  ან ოპტიკურ-ბოჭკოვანი სააბონენტო არხების ფართოზოლოვანი რესურსებით ინტერნეტ მომსახურების ოპერატორების საოპერაციო საქმიანობის ეკონომიკური მაჩვენებლები

ინტერნეტ-მომსახურების აბონენტების რაოდენობა

სატელეფონო მომსახურების აბონენტების სრული რაოდენობა

სპილენძის წყვილებით ე.წ ”DSL”,  და ოპტიკურ ბოჭკოვანი არხებით ინტერნეტ-მომსახურების აბონენტების რაოდენობა

 სპილენძის სააბონენტო წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვება (იჯარით გაცემული რესურსების) რ-ბა

აბონენტების სატელეფონო მომსახურების ბაზარზე ფარდობითი წილი (%-ში)

ინტერნეტ-მომსახურების მიმღები აბონენტების რაოდენობა პროცენტულად

ოპტიკური  არხების ან სპილენძის წყვილების  ფართოზოლოვანი რესურსების რ-ბა, (პოტენციური და აქტიური ინტერნეტ-მომსახურების აბონენტების რაოდენობა)

ინტერნეტ-მომსახურების საცალო ბაზრის განვითარების დონე (სიმკვრივე)

ფარდობითი საბაზრო წილი პროცენტებში %

აბონენტი

აბონენტი

აბონენტი

სააბონენტო წყვილი

% (მე-2 სვეტი %-ლად)

% (მე-3 სვეტი %-ლად)

სააბონენტო წყვილი (მე-2 სვეტის 75%)

% (3/7)

 % (მე-7 სვეტი %-ლად)

თბილისი

1

2

3

4

5

6

7

8

9

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

40 252

212 128

40 518

15 696

59,8%

36,7%

159 096

25,5%

48,80%

შპს ”კავკასუს ონლაინი”

59 222

0

59 222

0

0,0%

53,6%

59 222

100,0%

18,16%

შპს ”ახალი ქსელები”

3 677

72 230

3 628

4 055

20,4%

3,3%

54 173

6,7%

16,62%

შპს ”ახტელი”

5 850

64 185

5 827

2 449

18,1%

5,3%

48 139

12,1%

14,76%

შპს ”რკინიგზის ტელეკომი”

13

4 122

13

0

1,2%

0,0%

3 092

0,4%

0,95%

შპს ”გლობალ ერთი”

78

1 325

182

0

0,4%

0,2%

994

18,3%

0,30%

შპს ”სერვისი”

690

372

417

0

0,1%

0,4%

690

60,4%

0,21%

შპს ”ვანექსი”

275

0

275

0

0,0%

0,2%

275

100,0%

0,08%

შპს ”ჯეონეთი”

146

0

113

0

0,0%

0,1%

113

100,0%

0,03%

შპს ”გრენა”

77

126

106

0

0,0%

0,1%

106

100,0%

0,03%

შპს” კავკასიის ციფრული ქსელები” (CDN)

151

100

49

0

0,0%

0,0%

75

65,3%

0,02%

შპს ”სისტემნეტი”

70

0

66

0

0,0%

0,1%

66

100,0%

0,02%

სულ

110 501

354 588

110 416

22 200

100,00%

100,00%

326 040

33,87%

100,00%

რუსთავი

1

2

3

4

5

6

7

8

9

შპს ”ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”

1 140

22 876

1 416

1 532

78,4%

35,1%

17 157

8,3%

73,33%

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

1 067

6 316

1 119

301

21,6%

27,7%

4 737

23,6%

20,25%

შპს ”კავკასუს ონლაინი””

1 499

0

1 499

0

0,0%

37,1%

1 499

100,0%

6,41%

შპს ”ვანექსი”

5

0

5

0

0,0%

0,1%

5

100,0%

0,02%

სულ

3 711

29 192

4 039

1 833

100,00%

100,00%

23 398

17,26%

100,00%

ქუთაისი

1

2

3

4

5

6

7

8

9

შპს ”ახალი ქსელები”

3 510

37 338

3 285

1 256

75,4%

49,7%

28 004

11,7%

74,19%

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

2 667

12 177

2 720

245

24,6%

41,1%

9 133

29,8%

24,20%

შპს ”კავკასუს ონლაინი””

598

0

598

0

0,0%

9,0%

598

100,0%

1,58%

შპს ”ვანექსი”

9

0

9

0

0,0%

0,1%

9

100,0%

0,02%

სულ

6 784

49 515

6 612

1 501

100,00%

100,00%

37 743

17,52%

100,00%

ფოთი

1

2

3

4

5

6

7

8

9

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

2 138

9 905

2 156

83

91,4%

92,2%

7 429

29,0%

91,27%

შპს ”ახალი ქსელები”

169

930

169

0

8,6%

7,2%

698

24,2%

8,57%

შპს ”ვანექსი”

13

0

13

0

0,0%

0,6%

13

100,0%

0,16%

სულ

2 320

10 835

2 338

83

100,00%

100,00%

8 139

28,7%

100,00%

ბათუმი

1

2

3

4

5

6

7

8

9

შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”

7 140

21 400

6 465

735

100,0%

82,2%

16 050

40,3%

91,99%

შპს ”კავკასუს ონლაინი””

1 378

0

1 378

0

0,0%

17,5%

1 378

100,0%

7,90%

შპს ”ვანექსი”

19

0

19

0

0,0%

0,2%

19

100,0%

0,11%

სულ

8 537

21 400

7 862

735

100,00%

100,00%

17 447

45,1%

100,00%

ქობულეთი

1

2

3

4

5

6

7

8

9

შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”

574

2 548

613

0

100,0%

99,2%

1 911

32,1%

99,74%

შპს ”ვანექსი”

5

0

5

0

0,0%

0,8%

5

100,0%

0,26%

სულ

579

2 548

618

0

100,00%

100,00%

1 916

32,3%

100,00%

ზუგდიდი

1

2

3

4

5

6

7

8

9

შპს ”ივერია ქსელი”

505

4 108

502

0

63,2%

31,7%

3 081

16,3%

63,14%

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

1 008

2 393

1 080

0

36,8%

68,1%

1 795

60,2%

36,78%

შპს ”ვანექსი”

4

0

4

0

0,0%

0,3%

4

100,0%

0,08%

სულ

1 517

6 501

1 586

0

100,00%

100,00%

4 880

32,5%

100,00%

გორი

1

2

3

4

5

6

7

8

9

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

2 233

9 510

2 344

257

98,6%

86,5%

7 133

32,9%

93,85%

შპს ”გლობალკომი”

190

0

190

0

0,0%

7,0%

190

100,0%

2,50%

შპს ”ნამიო”

176

0

176

0

0,0%

6,5%

176

100,0%

2,32%

შპს ”რკინიგზის ტელეკომი”

0

135

0

0

1,4%

0,0%

101

0,0%

1,33%

სულ

2 599

9 645

2 710

257

100,00%

100,00%

7 600

35,7%

100,00%

ზესტაფონი

1

2

3

4

5

6

7

8

9

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

662

4 520

576

17

76,8%

68,5%

3 390

17,0%

76,77%

შპს ”ახალი ქსელები”

265

1 147

265

0

19,5%

31,5%

860

30,8%

19,48%

შპს ”რკინიგზის ტელეკომი”

0

221

0

0

3,8%

0,0%

166

0,0%

3,75%

სულ

927

5 888

841

17

100,00%

100,00%

4 416

19,0%

100,00%

გარდაბანი

1

2

3

4

5

6

7

8

9

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

327

1 863

333

5

100,0%

98,8%

1 397

23,8%

99,71%

შპს ”ვანექსი”

4

0

4

0

0,0%

1,2%

4

100,0%

0,29%

სულ

331

1 863

337

5

100,00%

100,00%

1 401

24,0%

100,00%

თელავი

1

2

3

4

5

6

7

8

9

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

1 319

5 501

1 436

35

100,0%

99,2%

4 126

34,8%

99,71%

შპს ”ვანექსი”

12

0

12

0

0,0%

0,8%

12

100,0%

0,29%

სულ

1 331

5 501

1 448

35

100,00%

100,00%

4 138

35,0%

100,00%

სამტრედია

1

2

3

4

5

6

7

8

9

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

541

2 928

571

0

69,3%

99,3%

2 196

26,0%

69,25%

შპს ”რკინიგზის ტელეკომი”

18

1 300

4

0

30,7%

0,7%

975

0,4%

30,75%

სულ

559

4 228

575

0

100,00%

100,00%

3 171

18,1%

100,00%

ბოლნისი

1

2

3

4

5

6

7

8

9

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

0

1 046

0

0

100,0%

0,0%

785

0,0%

99,87%

შპს ”სისტემნეტი”

1

0

1

0

0,0%

100,0%

1

100,0%

0,13%

სულ

1

1 046

1

0

100,00%

100,00%

786

0,1%

100,00%

ლანჩხუთი

1

2

3

4

5

6

7

8

9

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

126

3 130

126

0

96,3%

100,0%

2 348

5,4%

96,31%

შპს ”რკინიგზის ტელეკომი”

0

120

0

0

3,7%

0,0%

90

0,0%

3,69%

სულ

126

3 250

126

0

100,00%

100,00%

2 438

5,2%

100,00%

ოზურგეთი

1

2

3

4

5

6

7

8

9

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

0

3 130

0

70

100,0%

0,0%

2 348

0,0%

97,10%

შპს ”რკინიგზის ტელეკომი”

70

0

70

0

0,0%

100,0%

70

100,0%

2,90%

სულ

70

3 130

70

70

100,00%

100,00%

2 418

2,9%

100,00%

საჩხერე

1

2

3

4

5

6

7

8

9

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

0

810

0

9

100,0%

0,0%

608

0,0%

100,00%

სულ

0

810

0

9

100,00%

0,00%

608

0,0%

100,00%

 

ჭიათურა

1

2

3

4

5

6

7

8

9

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

0

3 976

0

10

100,0%

0,0%

2 982

0,0%

99,93%

შპს ”რკინიგზის ტელეკომი”

2

0

2

0

0,0%

100,0%

2

100,0%

0,07%

სულ

2

3 976

2

10

100,00%

100,00%

2 984

0,1%

100,00%

გურჯაანი

1

2

3

4

5

6

7

8

9

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

144

2 617

191

0

100,0%

100,0%

1 963

9,7%

100,00%

სულ

144

2 617

191

0

100,00%

100,00%

1 963

9,7%

100,00%

ახალციხე

1

2

3

4

5

6

7

8

9

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

360

2 449

360

0

100,0%

100,0%

1 837

19,6%

100,00%

სულ

360

2 449

360

0

100,00%

100,00%

1 837

19,6%

100,00%

ბორჯომი

1

2

3

4

5

6

7

8

9

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

473

4 341

553

0

100,0%

100,0%

3 256

17,0%

100,00%

სულ

473

4 341

553

0

100,00%

100,00%

3 256

17,0%

100,00%

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

1

2

3

4

5

6

7

8

9

აბაშა

111

759

115

0

0

0

569

20,2%

100%

ადიგენი

11

421

30

0

0

0

316

9,5%

100%

ახალქალაქი

248

1428

275

0

0

0

1 071

25,7%

100%

დუშეთი

77

1500

96

0

0

0

1 125

8,5%

100%

ქარელი

186

820

191

1

0

0

615

31,1%

100%

კასპი

485

2535

529

3

0

0

1 901

27,8%

100%

ხარაგაული

71

909

77

0

0

0

682

11,3%

100%

ხაშური

1173

8062

1249

24

0

0

6 047

20,7%

100%

ხობი

89

452

96

0

0

0

339

28,3%

100%

მარნეული

528

3017

518

89

0

0

2 263

22,9%

100%

მარტვილი

42

93

47

0

0

0

70

67,4%

100%

ნინოწმინდა

179

1303

191

0

0

0

977

19,5%

100%

სენაკი

681

4003

703

0

0

0

3 002

23,4%

100%

სიღნაღი

143

2818

177

0

0

0

2 114

8,4%

100%

მცხეთა

0

1277

0

0

0

0

958

0,0%

100%

ასპინძა

0

539

0

0

0

0

404

0,0%

100%

თიანეთი

0

1087

0

0

0

0

815

0,0%

100%

ყაზბეგი

0

433

0

0

0

0

325

0,0%

100%

დმანისი

0

551

0

0

0

0

413

0,0%

100%

თეთრიწყარო

0

359

0

0

0

0

269

0,0%

100%

წალკა

0

188

0

0

0

0

141

0,0%

100%

ახმეტა

0

1920

0

0

0

0

1 440

0,0%

100%

ლაგოდეხი

0

1422

0

0

0

0

1 067

0,0%

100%

ყვარელი

0

1994

0

0

0

0

1 496

0,0%

100%

საგარეჯო

0

1230

0

0

0

0

923

0,0%

100%

დედოფლისწარო

0

716

0

0

0

0

537

0,0%

100%

ამბროლაური

0

334

0

0

0

0

251

0,0%

100%

ლენტეხი

0

200

0

0

0

0

150

0,0%

100%

ონი

0

0

0

0

0

0

0

-

100%

ცაგერი

0

224

0

0

0

0

168

0,0%

100%

ბაღდათი

0

380

0

0

0

0

285

0,0%

100%

ხონი

0

1324

0

0

0

0

993

0,0%

100%

თერჯოლა

0

591

0

0

0

0

443

0,0%

100%

ტყიბული

0

1215

0

0

0

0

911

0,0%

100%

წყალტუბო

0

2788

0

0

0

0

2 091

0,0%

100%

ვანი

0

1602

0

0

0

0

1 202

0,0%

100%

მესტია

0

0

0

0

0

0

0

-

100%

წალენჯიხა

0

267

0

0

0

0

200

0,0%

100%

ჩხოროწყუ

0

368

0

0

0

0

276

0,0%

100%

ჩოხატაური

0

287

0

0

0

0

215

0,0%

100%

დანარჩენი საქართველო

0

---

0

0

0

0

------

-----

--%

სულ ჯამში

144 896

573 652

144 979

26 872

 

 

494 323

29,3%

 

ბ) ფიქსირებულ მისამართზე აბონენტების ინტერნეტის უსადენო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი (გეოგრაფიული ზონა მთელი საქართველოს ტერიტორია):

ცხრილი №6

უსადენო საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ფიქსირებულ მისამართზე აბონენტებისათვის ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სტრუქტურა

ინტერნეტ-მომსახურების აბონენტების რაოდენობა

ინტერნეტ-მომსახურების აბონენტების რაოდენობა             %-ში

ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის განვითარების დონე (სიმკვრივე)

საკომუნიკაციო მომსახურების აბონენტების რაოდენობა

ფარდობითი საბაზრო წილი პროცენტებში %

ავტორიზებული პირი

აბონენტი

%

%

აბონენტი

%

1

2

3

4

5

1

შპს ”მაგთი” (მაგთიფიქსი)

15 317

63,7%

26,16%

58 550

51,97%

2

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

4 946

20,6%

10,51%

47 073

41,78%

3

შპს ”ვიტელ ჯორჯია” (მაქსიმალი)

3 397

14,1%

100,00%

3 397

3,02%

5

შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია” (GTC)

129

0,5%

3,97%

3 249

2,88%

4

შპს ”სერვისლაინი”

195

0,8%

100,00%

195

0,17%

10

შპს ”გრენა”

4

0,0%

3,03%

132

0,12%

6

შპს ”გლობალ ერთი”

25

0,1%

100,00%

25

0,02%

7

შპს” კავკასიის ციფრული ქსელები” (CDN)

23

0,1%

100,00%

23

0,02%

8

შპს ”რკინიგზის ტელეკომი”

9

0,0%

100,00%

9

0,01%

9

შპს ”ვარიდ ტელეკომი ჯორჯია”

4

0,0%

100,00%

4

0,00%

11

შპს ”ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” (CGC)

2

0,0%

100,00%

2

0,00%

სულ ჯამში

24 051

100,0%

21,3%

112 659

100,0%

 

გ) მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორები ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზარის სეგმენტი:

ცხრილი №7

2009 წელი

კომპანიის დასახელება

ჯამი

შპს           ”მაგთი”

შპს ”ჯეოსელი”

შპს ”მობიტელი”

 

 

1

2

3

4

მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ბოლო მომხმარებლების რაოდენობა

აქტიური აბონენტი

1 206 102

1 244 712

188 655

2 639 469

მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ფარდობითი წილი %-ებში

%

45,69%

47,16%

7,15%

100%

საცალო ინტერნეტ-მომსახურების ბოლო მომხმარებლების რაოდენობა

აქტიური ინტერნეტ- აბონენტი

221 784

124 945

18 884

365 613

მოძრავი ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ფარდობითი წილი %-ებში

%

60,66%

34,17%

5,17%

100%

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საცალო ინტერნეტ-მომსახურების გაწევიდან მიღებული საშუალო შემოსავლები თვეში (დღგ-ს გარ.)

(ლარი/თვე)

708 333,33

250 000,00

42 631,42

1 000 964,75

მოძრავი ინტერნეტ-მომსახურების ერთ აბონენტზე გადაანგარიშებით საშუალო სამომხმარებლო ხარჯები თვეში (დღგ-ს გარეშე)

(ლარი/თვე)

3,19

2,00

2,26

2,74

მოძრავი  ინტერნეტ-მომსახურების საცალო საკომუნიკაციო ბაზრის განვითარების დონე (სიმკვრივე)

%

18,39%

10,04%

10,01%

13,85%

 

(50) კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას, ფარდობითი საბაზრო წილის განსაზღვრის მიზნით, კომისიამ განიხილა ავტორიზებული პირების მიერ მიწოდებული სატელეფონო მომსახურების ბოლო მომხმარებლების, ავტორიზებული პირების  საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების ან ფუნქციონალური რესურსების რეზერვების  და სხვა რაოდენობრივი მაჩვენებლები. გაანალიზდა ასევე საბაზრო წილები ინტერნეტის ქსელით მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების განცალკევებული შემოსავლების ოდენობებითაც. კომისია აქვე აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი და  სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი განისაზღვრა, როგორც მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტები. ამავე გადაწყვეტიელბის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად, თბილისის გეოგრაფიულ ზონაში, სს ”გაერთიანებულ ტელეკომთან” ერთად  განისაზღვრა შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ახტელიც”. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-22 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად თუ ავტორიზებულ პირს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე აქვს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, მას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება აქვს ასევე ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზეც. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ დაბალია შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” სააბონენტო სპილენძის გამოყენებით ინტერნეტის ბოლო მომხმარებლების რაოდენობა სხვა ანალოგიური  ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების აბონენტებთან შედარებით. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ზ” პუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ორი ან მეტი ავტორიზებული პირის ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება არის ისეთი მდგომარეობა, როცა ბაზრის ამ სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონიუნქტურა და კონკურენციის მახასიათებლები მათი შეთანხმებულად მოქმედებისა და ბაზარზე არაკონკურენტული უპირატესობის ერთობლივად მოპოვების  შესაძლებლობას იძლევა, მაშინაც კი, თუ მათ შორის არ არსებობს სტრუქტურული ან სხვა სახის, მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობები. კომისიის ავტორიზებული პირების რეესტრის მონაცემებით დგინდება შპს ”ახტელის” და შპს ”ახალი ქსელების” ურთიერთდამოკიდებულება, რაც კომისიის 2009 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე შპს ”ახალი ქსელების” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დაადასტურა. “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-2 მუხლის მეორე პუნქტის ”მ” ქვეპუნქტის შესაბამისად,  ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირების შეთანხმებული (კოორდინირებული) მოქმედება არის ერთობლივი ქმედება, მათ შორის ისეთი სახის, რომელიც არ გამომდინარეობს ამ პირებს შორის სახელშეკრულებო ან სხვა ურთიერთობებიდან (აფილირებული პირები). ერთობლივ ქმედებად განიხილება იმგვარი გარემოებაც, როდესაც ბაზრის საცალო ან საბითუმო სეგმენტზე ჩამოყალიბებული მდგომარეობა, მისი სტრუქტურა ან ქსელებს შორის ინფრასტრუქტურული კავშირი ხელს უწყობს ავტორიზებულ პირებს, ცალ-ცალკე და დამოუკიდებლად განახორციელონ კორელირებული მოქმედებები, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ ბაზრის ამ სეგმენტებზე მათ მიერ საბაზრო ძალაუფლების მოპოვებას ან შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას.  ობიექტურობის პრინციპის დაცვით, ქსელებისა და საშუალებების (საქსელო ინფრასტრუქტურის) კონტროლის ხარისხის შეფასების, ვერტიკალურად ინტეგრირებულობის ხარისხობრივი შეფასების, ასევე ურთიერთდამოკიდებულების ხასიათის და ერთობლივი ქმედების განხორციელების შესაძლებლობების შეფასების მეორადი კრიტერიუმების გათვალისწინებით შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ახტელი”, თბილისის გეოგრაფიულ ზონაში, ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზარზე ცნობილ უნდა იქნან მნიშნველოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად.

(51) კომისია აღნიშნავს, რომ ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 16-ე მუხლის  მე-5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად,  ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტზე კონკურენციის  კვლევისა და ანალიზის შედეგად მომსახურების ზონების მიხედვით მოქმედი ავტორიზებული პირების დაკავებული ფარდობითი წილები უნდა დაანგარიშდეს ინტერნეტის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მოქმედი ინტერნეტ აბონენტების, ასევე და პოტენციური ინტერნეტ მომხმარბელების რაოდენობის მიხედვით. ინტერნეტით მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე აღნიშნული შეფასების კრიტერიუმის შერჩევა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის პერიოდი საშუალო ან გრძელვადიანი ხასიათისაა. უნდა აღინიშნოს, რომ ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ტევადობა და ავტორიზებული პირების საბაზრო ფარდობითი წილების გაანგარიშებახორციელდება, როგორც რეალურად მოქმედი, ასევე პოტენციურად შესაძლებელი იმ მიმწოდებლებისა და მომხმარებლების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება შემოვიდნენ ბაზარის მოცემულ სეგმენტზე, მნიშვნელოვანი საინვესტიციო დანახარჯების გარეშე, უახლოესი კალენდარული წლის განმავლობაში. ამგვარად ძირითადი მომსახურების მიმღები აბონენტების რაოდენობით მიხედვით, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის 2009 წლის 3 სექტემბრის დასკვნის შესაბამისად,  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების საბაზრო ზილები გაანგარიშდა შემდეგნაირად:

ა) მობილური აბონენტებისათვის ინტერნეტის საცალო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე, გეოგრაფიულ ზონაში - მთელი საქართველოს ტერიტორია, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს,  წარმოადგენენ:

ცხრილი №8

მობილური აბონენტებისათვის  ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები

კომპანიის დასახელება

პროცენტული ფარდობითი წილი       

 

შპს ”მაგთიკომი”

45,69%

შპს ”ჯეოსელი”

47,16%

 ჯამი

100%

ბ) ფიქსირებულ მისამართზე აბონენტების ინტერნეტის უსადენო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე, გეოგრაფიულ ზონაში - მთელი საქართველოს ტერიტორია, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირების სია წარმოდგენილია ცხრილი№9-ში

ცხრილი№9 ფიქსირებულ მისამართზე აბონენტების ინტერნეტის უსადენო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები

შპს ”მაგთიკომი” (მაგთიფიქსი)

51,97%

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

41,78%

გ) ფიქსირებულ მისამართზე აბონენტების ინტერნეტის სადენიანი მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოქნე ავტორიზებულ პირების ჩამონათვალი, შესაბამისი გეოგრაფიული ზონების მიხედვით, შემდეგია:

ცხრილი №10

თბილისი

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

48,80%

შპს ”კავკასუს ონლაინი”

18,16%

შპს ”ახალი ქსელები”

16,62%

შპს ”ახტელი”

14,76%

რუსთავი

შპს ”ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”

73,33%

ქუთაისი

შპს ”ახალი ქსელები”

74,19%

ფოთი

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

91,27%

ბათუმი

შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”

91,99%

ქობულეთი

შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”

99,74%

ზუგდიდი

შპს ”ივერია ქსელი”

63,14%

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

36,78%

სამტრედია

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

69,25%

შპს ”რკინიგზის ტელეკომი”

30,75%

საქართველოს ყველა სხვა გეოგრაფიულ ზონაში   (დანარჩენი საქართველოს გეოგრაფიული ზონის გარდა)

                                                                                                                             სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

100%

 

(52) კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების  მე-4 პუნქტით ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის და ბოლო მომხმარებლების დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციპიკური ვალდებულება კონკრეტული პირობებით.  ბოლო მომხმარებლის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ პირობები უნდა დაეკისროს, როგორც 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირებს, ასევე ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე უსადენო ინტერნეტ მომსახურების მიწოდების და მოძრავი ბოლო მომხმარებლისთვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებსაც.

(53) კომისია ამავდროულად აღნიშნავს, რომ ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე სადენიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე უსადენო ინტერნეტ მომსახურების მიწოდების, ასევე მოძრავი ბოლო მომხმარებლისთვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტებზე, შესაბამის გეოგრაფიულ საზღვრებში, უნდა მოხდეს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება, რომლებიც უნდა დაეკისროს მინიმალური საჭირო რეგულირების პრინციპის მოთხოვნათა დაცვით, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წახალისების, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების შემცირების და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მხრიდან საბაზრო უპირატესობის უხეშად გამოყენების შეუძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

(54) კომისია აღნიშნავს, რომ ფიქსირებულ მისამართზე სადენიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე უსადენო ინტერნეტ მომსახურების მიწოდების, ასევე მოძრავი ბოლო მომხმარებლისთვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების საცალო ბაზრის სეგმენტებზე არსებული მდგომარეობის კონტროლის მიზნით, კომისიის მიერ უნდა მოხდეს დანახარჯების განაწილებისა და სხვა ავტორიზებული პირებისგან მიღებული შემოსავლების თაობაზე ინფორმაციის ყოველთვიური კონტროლი ორ წლიანი პერიოდით. შესაბამისად კომისია მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოთ შესაბამის ავტორიზებულ პირებს, შესაბამისი გეოგრაფიული ზონების მიხედვით, დანახარჯების განაწილებისა და სხვა ავტორიზებული პირებისგან მიღებული შემოსავლების თაობაზე ინფორმაციის ყოველთვიური წარმოდგნა კომისიაში.

(55) კომისია ამავდროულად აღნიშნავს, რომ ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საბაზრო უპირატესობის ფლობის და მისი ბოროტად გამოყენების, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბების შესაძლებლობების ხასიათს, უნდა იყოს პროპორციულად თანაზომადი და ობიექტურად დასაბუთებული. 

(56) ამვდროულად კომისია მიიჩნევს, რომ კონკურენტულ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განვითარებული ტენდენციების კვლევისა და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, რომ უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების კონკრეტულ პირობებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე.

(57) კომისია აღნიშნავს, რომ მის მიერ კონკურენციის რეგულირებისას, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე თითეულ ავტორიზებულ პირს უნდა დაეკისროს პროპორციულად თანაზომადი პირობებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები, ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ხასიათის გათვალისწინებით და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება უნდა განხორციელდეს მომავალი პერიოდის გონივრულ ვადაზე ორიენტირებით, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გრძელვადიანი ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარება-გაფართოების ტენდენციისათვის დამახასიათებელი დინამიური და სტატიკური ფაქტორების გაანალიზებით. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ახალი ეკონომიკური აგენტისათვის შემოსვლის დასაბრკოლებლად მოქმედმა ეკონომიკურმა აგენტმა (ერთპიროვნულად) ან მოქმედი აგენტების ჯგუფმა ურთიერთშეთანხმებული ერთობლივი ქმედებით შეიძლება შექმნან სტრატეგიული და აბსოლუტური ხასიათის შესვლის დაბრკოლებები. შექმნილი დაბრკოლება აბსოლუტური ხასიათისაა, როდესაც ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები ფლობენ შესაძლებლობებს მნიშვნელოვანი მოცულობით გამოიყენონ ან გააკონტროლონ საკუთარი ქსელის ელემენტების ფუნქციონალური რესურსები და სიმძლავრეები, რისი საშუალებაც ახალ შემომსვლელ ეკონომიკურ აგენტებს არ გააჩნიათ. სტრატეგიული ხასიათის დაბრკოლებების შექმნა დაკავშირებულია მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მფლობელი ეკონომიკური აგენტის ან მათი ჯგუფის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან, შეზღუდონ სხვა მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება საკუთარი ქსელის ელემენტების თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, მომსახურების სხვადასხვა სახის, ან მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის სატარიფო სუბსიდირებით, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებებით, სატარიფო ზეწოლით ან საბითუმო ბაზრის რესურსებზე არაკონკურენტულად მაღალი, ხარჯებზე არაორიენტირებული ტარიფების დაწესებით ახალი ეკონომიკური აგენტებისათვის შეზღუდონ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობის დაწყება, საბითუმო მომსახურების მიღება და საცალო ბაზრის სეგმენტებზე ბოლო მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო  მომსახურების მიწოდება. ავტორიზებული პირის ან პირთა ჯგუფის ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენისას საჭიროა ბაზარზე შესვლის დაბრკოლებების შექმნასთან დაკავშირებული ფაქტორების გრძელვადიან პერიოდზე ორიენტირებული ანალიზის ჩატარება და ამ დაბრკოლებების მარტივად დაძლევის უზრუნველსაყოფად სპეციფიკური ვალდებულებების ობიექტური პირობების დადგენა.

(58) კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ვერტიკალური ინტეგრირებული ავტორიზებული პირები ფლობენ და აკონტროლებენ ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსებისა და სიმძლავრეების სრულ სპექტრს და მათი გამოყენებით საქმიანობენ როგორც საცალო, ასევე საბითუმო ბაზრის  სეგმენტებზე. აღნიშნულ სეგმენტებს შორის მჭიდრო კავშირის შემთხვევაში ეკონომიკური აგენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ტრანსფერული ტარიფების არაგამჭვირვალობა მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების და ბაზრის საცალო და საბითუმო მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე  შესვლის დაბრკოლებების შექმნის ხელშემწყობი წინაპირობაა.  აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მომსახურების დივერსიფიცირებულ ნაკრებში შემავალი ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე დანახარჯების განცალკევებულად და გამჭვირვალედ განაწილება შესაძლებლობას იძლევა გამოვლინდეს სხვა მსურველი ეკონომიკური აგენტებისათვის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების ხასიათი.

(59) კომისია, მიზანშეწონილად მიიჩნევს რომ კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400\\\\\\\\9 გადაწყვეტილებით ფიქსირებულ მისამართზე სადნაინი საცალო ინტერნეტის მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებზე დაკისრებული სპეციფიკური პირობები უნდა დაკონკრეტდეს და ანალოგიური ვალდებულებები უნდა დაესკიროს ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე უსადენო ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე, ასევე მოძრავი ბოლო მომხმარებლისთვის ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებსაც.

(60) ზემოთქმულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების, მე-5 თავის, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის, 165-ე მუხლის მე-3 ნაწილის, კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებით დამტკიცებულ “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 27-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.      კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400\\\\\\\\9 გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. ბოლო მომხმარებლის ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზარზე განისაზღვროს შემდეგი საცალო ინტერნეტ-მოსახურების ბაზრის სამი შესაბამისი სეგმენტი:

ა) ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე სადენიანი ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი;

ბ) ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე უსადენო ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი;

გ) მოძრავი ბოლო მომხმარებლისთვის ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი”;

2.      კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400\\\\\\\\9 გადაწყვეტილების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე სადენიანი ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები განისაზღვროს  საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების (მუნიციპალიტეტების), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორის და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიის (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) შესაბამისად”;

3.      კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400\\\\\\\\9 გადაწყვეტილების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3.      ფიქსირებულ მისამართზე ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე   მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად დადგინდეს:

თბილისი

 

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

შპს ”კავკასუს ონლაინი”

შპს ”ახალი ქსელები”

შპს ”ახტელი”

რუსთავი

შპს ”საქართველოს  ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”

ქუთაისი

შპს ”ახალი ქსელები”

ფოთი

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

ბათუმი

შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”

ქობულეთი

შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”

ზუგდიდი

შპს ”ივერია ქსელი”

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

სამტრედია

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

შპს ”რკინიგზის ტელეკომი”

საქართველოს ყველა სხვა გეოგრაფიულ ზონაში   (დანარჩენი საქართველო გეოგრაფიული ზონის გარდა)

 სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

 

4.   კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400\\\\\\\\9 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და დაემატოს  შემდეგი რედაქციის 4და 4 2 პუნქტები:

”4. ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე სადენიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე უსადენო ინტერნეტ მომსახურების მიწოდების, ასევე მოძრავი ბოლო მომხმარებლისთვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილების მე-3, მე-4 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შესაბამის გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირმა, დაადგინოს და საჯაროდ გამოაქვეყნოს და აბონენტებთან გაფორმებულ კონკრეტულ ხელშეკრულებაში ასახოს ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურების გარანტირებულად გამოყოფილი სიმძლავრეების (მომსახურების მოცულობის) ქვედა და ზედა ზღვრები, ასევე ამ სიმძლავრეების გაზომვის და საანგარიშო თვეში ამ სიმძლავრეების (მიღებული მომსახურების მოცულობის) საშუალო ოდენობების შეფასების მეთოდიკა.

) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირმა უზრუნველყოს, კონკრეტულ ხელშეკრულებაში ასახული, ინტერნეტ-მომსახურების გარანტირებულად გამოყოფილი სიმძლავრით ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული ხელმისაწვდომობა მის ქსელში, აგრეთვე სხვა ოპერატორების ქსელებში განთავსებულ ინტერნეტ-რესურსებთან, მათ შორის ინტერნეტ გვერდებთან, ასევე, ინტერნეტ-მომსახურების სახეებთან.

) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა აბონეტებისათვის მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების საფასურის გაანგარიშებისას პროპორციულად გაითვალისწინოს საანგარიშო თვის დროის ის პერიოდ(ებ)ი, როდესაც ფაქტიურად გამოყოფილი  სიმძლავრე (გაწეული მომსახურების მოცულობა)ნაკლები იყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ სიმძლავრესთან  (მოცულობასთან) შედარებით და მოახდინოს აღნიშნული ინფორმაციის ასახვა ბოლო მომხმარებელისათვის მიწოდებული მომსახურების საფასურის დეტალურ ანგარიშში.

41. ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე სადენიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე უსადენო ინტერნეტ მომსახურების მიწოდების, ასევე მოძრავი ბოლო მომხმარებლისთვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილების მე-3, მე-4 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამგადაწყვეტილებით განსაზღვრულ შესაბამის გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტული ავტორიზებული პირი  ვალდებულია არ დაუშვას მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე;

ბ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტული ავტორიზებული პირი  ვალდებულია კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად  აწარმოოს ქსელის ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება.

გ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტული ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს ინფორმაცია, ბოლო მომხმარებლების რაოდენობის, დანახარჯების განაწილებისა, სატარიფო გეგმების და სხვა ავტორიზებული პირებისგან მიღებული შემოსავლების თაობაზე ინფორმაცია ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

42. ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე სადენიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე უსადენო ინტერნეტ მომსახურების მიწოდების, ასევე მოძრავი ბოლო მომხმარებლისთვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილების მე-3, მე-4 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამგადაწყვეტილებით განსაზღვრულ შესაბამის გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება შემდეგი პირობებით:

ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდება უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით”;

5. კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400\\\\\\\\9 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”5. ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე უსადენო ინტერნეტ მომსახურების  სეგმენტზე   მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად დადგინდეს:

შპს ”მაგთიკომი

სს ” გაერთიანებული ტელეკომი”

 მოძრავი ბოლო მომხმარებლისთვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტის, ასევე ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ მისამართზე უსადენო ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტის გეოგრაფიულ ზონად განისაზღვროს მთელი საქართველოს ტერიტორია’’;

6. კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400\\\\\\\\9 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”6. მოძრავი ბოლო მომხმარებლისთვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე იურიდიულ პირებად ცნობილ იქნან:

1. შპს ”მაგთიკომი”

2. შპს ”ჯეოსელი”

მოძრავი ბოლო მომხმარებლისთვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების საცალო მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტის გეოგრაფიულ ზონად განისაზღვროს მთელი საქართველოს ტერიტორია’’;

7.კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400\\\\\\\\9 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”7.   ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი და  სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი განისაზღვრონ, როგორც მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტები.

სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები განისაზღვროს შემდეგ ტერიტორიულ საზღვრებში: ქ. თბილისი, ქ ქუთაისი, ქ. რუსთავი, ქ. ფოთი, ქ. ზუგდიდი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია.

სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად დადგინდენ:

ა)  . თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

ა.ა)  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”;

ა.ბ)  შპს ”ახალი ქსელები”;

ა.გ)  შპს ”ახტელი”;

ბ) . ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

შპს ”ახალი ქსელები”;

გ) . რუსთავის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”;

დ) . ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

შპს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”;

ე) . ზუგდიდის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

ე.ა) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”;

ე.ბ) შპს ”ივერია ქსელი”;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია

შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”;

ზ) საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორია

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”;

8. კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის 2009 წლის 03 სექტემბრის დასკვნა ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად.

9.  წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან.

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

11.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).     

კომისიის თავმჯდომარე           . ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                     . სიხარულიძე

                                                       . კვიტაიშვილი

                                                      . მოსეშვილი

თანდართული დოკუმენტები: