ერთი მხრივ, მომხმარებელ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსა” და მეორე მხრივ, სს „სილქნეტს” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 763 / 16

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 06, 2012

 

საქართველოსკომუნიკაციებისეროვნულიკომისია (შემდგომშიკომისია) აღნიშნავს, რომკომისიასსაჩივრით (7.11.12. №78/12) მიმართა  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურომ”,  სს „სილქნეტის” მიერ,  მათ შორის 2010 წლის 23 სექტემბერს დადებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებისა და 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმების პირობების დარღვევისთაობაზე, საჩივრის განხილვის მოთხოვნით.

კომისიაშიწარმოდგენილსაჩივარშიაღნიშნულია, რომ  2010 წლის 23 სექტემბერს, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსა” და სს ,,სილქნეტს” შორის  გაფორმდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება, რის შედეგად კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო” გახდა სს ,,სილქნეტის” აბონენტი. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სს ,,სილქნეტმა”  აიღო ვალდებულება უზრუნველეყო კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის” ინტერნეტ მომსახურების მიწოდება FOS (512 კბ/წმ) სიჩქარითა და ხარისხით  ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის საშუალებით.  ამ მიზნით,  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურომ” განახორციელა ინდივიდუალური ოპტიკურ- ბოჭკოვანი წყვილის ინსტალაციის ღირებულების (2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) გადახდა; ხელშეკრულების დადებიდან 2011 წლის დეკემბრამდე ინტერნეტ მომსახურება ხორციელდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ხოლო 2011 წლის დეკემბრიდან ინტერნეტ მომსახურების ხარისხი გაუარესდა. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სს „სილქნეტთან” 2011 წლის 5 დეკემბერს გაფორმდა შეთანხმება ინტერნეტის მიწოდების FOS  სიჩქარის (512 კბ/წმ)   G-FOS სიჩქარით (OI32000714)  Download 7 mbps – Upload 2,3 Mbps”) შეცვლის თაობაზე, ხოლო ხელშეკრულების სხვა დებულებები  უცვლელად დარჩა ძალაში. აღნიშნულის მიუხედავად, 2011 წლის დეკემბრიდან, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთან” შეუთანხმებლად, იდივიდუალური ოპტიკურ- ბოჭკოვანი წყვილით ინტერნეტ მომსახურების მიწოდება კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” შეუწყდა და ინტერნეტი მიეწოდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეებისათვის განკუთვნილი წყვილით, რის შედეგად მომსახურების მიწოდების ხარისხი მკვეთრად გაუარესდა.  აღნიშნულის თაობაზე,  მდგომარეობის გამოსწორების მიზნით,  კს „კორძაძის საადვოკატო ბიურომ” არაერთხელ, მათ შორის წერილობით (08.08.12) მიმართა სს „სილქნეტს”, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. კერძოდ, სს ,,სილქნეტის” წერილობითი პასუხის (№2831/05-8; 20.08.12)  თანახმად, 2011 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული № vip-sm/med-10/10 შეთანხების საფუძველზე, 2010 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტ მომსახურების P2P ტექნოლოგია შეიცვალა GPON ტექნოლოგიით, ასევე შეიცვალა ინტერნეტის სიჩქარე და ტარიფები. აღნიშნული, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” განცხადებით, არ შეესაბამება სიმართლეს ვინაიდან:

1.  2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმებით არ მომხდარა ინტერნეტ მომსახურების მიწოდების P2P ტექნოლოგიის შეცვლა GPON ტექნოლოგიით;

2.  2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმებით, ინტერნეტ მომსახურების მიწოდების სიჩქარე -  FOS  (512 კბ/წმ; 10 მგ/წმ.)  შეიცვალა  G-FOS (OI32000714)  Download 7 mbps – Upload 2,3 Mbps”) სიჩქარით, ხოლო მომსახურების ტარიფი - 197 ლარი, შეცვალა - 189 ლარით;

3. 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმებაში არ არის საუბარი  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” მიერ  შეძენილი  და დაინსტალირებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის ან სხვა ნებისმიერი სახის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების და/ან მიღების ტექნოლოგიის ცვლილებების შესახებ;

4. 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმების თანახმად, 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების ყველა დებულება უცვლელად დარჩა ძალაში;

5. 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმებაში საერთოდ არ არის ნახსენები ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილი და შეთანხმება არ ისახავდა მიზნად ინტერნეტ მომსახურების მიწოდების P2P ტექნოლოგიის GPON ტექნოლოგიით შეცვლას;

6. ტერმინი ,,P2P” წარმოადგენს FOS  (512 კბ/წმ; 10 მგ/წმ.) ინტერნეტ სიჩქარისაგან განსხვავებულ ცნებას და აქვს სრულიად სხვა მნიშვნელობა;  ტერმინი  ,,GPON” არ შეესაბამება ინტერნეტ სიჩქარეს - G-FOS (OI32000714)  Download 7 mbps – Upload 2,3 Mbps”); ცნებები ,,P2P” და ,,GPON” წარმოადგენს ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლის მიერ აბონენტისათვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ტექნოლოგიის ორ სხვადასხვა სახეს, ხოლო FOS  (512 კბ/წმ; 10 მგ/წმ) და G-FOS (OI32000714)  Download 7 mbps – Upload 2,3 Mbps”) წარმოადგენს ინტერნეტ მომსახურების მიწოდების კონკრეტულად განსაზღვრულ სიჩქარეებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” მიაჩნია, რომ სს ,,სილქნეტის” მხრიდან ადგილი აქვს მთელ რიგ თვითნებურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, რითაც არღვევს მათ შორის დადებული ხელშეკრულების პირობებს და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ნორმებს. შესაბამისად, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო” მოითხოვს:

1.   სს ,,სილქნეტს” კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” სასარგებლოდ დაეკისროს  2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე  გადახდილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის ინსტალაციის ღირებულების 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ანაზღაურება;

2. სს ,,სილქნეტს” კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის” დაევალოს ინტერნეტ მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა მხარეებს შორის 2011 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული ტექნოლოგიითა და სიჩქარით.

                კომისია აღნიშნავს, რომ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” საჩივრის განსახილველად მიღებისა და საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2012 წლის 16 ნოემბერს, რის შესახებ შეტყობინებებით  ეცნობათ სს ,,სილქნეტს” და კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” დამოწვეულიქნენადმინისტრაციულწარმოებაშიმონაწილეობისმისაღებად. სს ,,სილქნეტს” ასევე გადაეგზავნა კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” საჩივარი,  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსა” და სს ,,სილქნეტს” შორის 2010 წლის 23 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებისა და 2011 წლის 5 დეკემბერს დადებული შეთახმების ასლები, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” მიერ 2012 წლის 8 აგვისტოს სს ,,სილქნეტისათვის” გაგზავნილი წერილის და აღნიშნულ წერილზე სს ,,სილქნეტის” 2012 წლის 20 აგვისტოს პასუხის ასლები.

                კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 16 ნოემბრის კომისიის სხდომას ესწრებოდნენ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” წარმომადგენლები ა. დავითულიანი და ი.ალხაზიშვილი და  სს ,,სილქნეტის” წარმომადგენელი მ.ქოქაშვილი.

კომისიისსხდომაზე  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საჩივარს და აღნიშნა, რომ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” 2012 წლის 7 ნოემბრის საჩივარი უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად, ვინაიდან იგი შეესაბამება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს. კერძოდ, საჩივარში მითითებულია განმცხადებლისა და მოწინააღმდეგე მხარის მონაცემები, განმცხადებლის მოთხოვნა, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც ემყარება მხარის მოთხოვნა, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მითითებულ გარემოებებს. ამასთან, ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ხოლო 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ურთიერთობა რეგულირდება ზემოაღნიშნული კანონითა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”  რეგლამენტით. აღნიშნული რეგლამენტის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მომსახურების გაწევისას ან მომსახურების გაწევით დარღვეული უფლების აღდგენა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. ამავე რეგლამენტის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის დარღვეული და სადაოდ ქცეული უფლების აღდგენის საფუძველს წარმოადგენს საჩივარი. კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მიერ კომისიაში წარდგენილი საჩივარი შეესაბამება ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”  რეგლამენტის 27-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

კომისიისსხდომაზე,  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” წარმომადგენელმა მტკიცებულების სახით წარმოადგინა სს ,,სილქნეტის” მიერ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის” მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების მუშაობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა (CD) და განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება ის, რომ სს ,,სილქნეტის” მიერ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის” მიწოდებული ინტერნეტ მომსახურება არ შეესაბამება 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებითა და 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს და იშუამდგომლა აღნიშნული მტკიცებულების ადმინისტრაციული წარმოების მასალაზე დართვა, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 16 ნოემბრის კომისიისსხდომაზე,  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” წარმომადგენელმა დააზუსტა საჩივარში მითითებული მოთხოვნები და კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” მოთხოვნები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

1. სს ,,სილქნეტს” კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” სასარგებლოდ დაეკისროს  2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე  გადახდილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის ინსტალაციის ღირებულების 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ანაზღაურება;

2. სს ,,სილქნეტს” დაევალოს კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის” ინტერნეტ მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა მხარეებს შორის 2011 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული ტექნოლოგიითა და სიჩქარით, მხარეებს შორის 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის საშუალებით. 

2012 წლის 16 ნოემბრის კომისიისსხდომაზე  სს ,,სილქნეტის” წარმომადგენელმა  აღნიშნა, რომ არ არის წინააღმდეგი კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” საჩივარი განიხილოს კომისიამ.

კომისია აღნიშნავს, რომ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” საჩივრის,  საჩივარზე თანდართული დოკუმენტების შესწავლისა და  მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად,   კომისიამ მიიჩნია, რომ  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” საჩივარი  სს ,,სილქნეტის” მიმართ წარმოებაში უნდა ყოფილიყო მიღებული  შემდეგ გარემოებათა გამო:

სს ,,სილქნეტი”, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებასა და ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას. 2010 წლის 23 სექტემბერს, სს ,,სილქნეტსა” და  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” შორის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  62-ე მუხლის შესაბამისად, გაფორმდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რის შედეგად კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო” გახდა სს ,,სილქნეტის”  აბონენტი (ბოლო მომხმარებელი).

აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სს ,,სილქნეტი”, როგორც ,,ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ძ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი, იღებს ვალდებულებას  მოახდინოს კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ინტერნეტ მომსახურებით უზრუნველყოფა ანაზღაურების სანაცვლოდ.

კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო” საჩივარში სადაოდ ხდის სს ,,სილქნეტის” მიერ, მათ შორის 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებითა და 2011 წლის 5 დეკემბრის № vip-sm/med-10/10  გაფორმებული შეთანხმების  საფუძველზე, მისთვის მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების ხარისხს, სიჩქარეს, ტექნოლოგიას, მომსახურების მიწოდების წესს.

ელექტრონულიკომუნიკაციებისშესახებსაქართველოსკანონის 62-მუხლისმე-2 პუნქტისშესაბამისად, ელექტრონულიკომუნიკაციების  სფეროშიმომხმარებელთაუფლებებისადაკანონიერი  ინტერესების  დაცვასზედამხედველობსკომისია. ამავე კანონის  მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ელექტრონულიკომუნიკაციებისშესახებსაქართველოსკანონის 63-მუხლისმე-5 პუნქტისშესაბამისად, მომხმარებელთაგანცხადებებსადასაჩივრებსკომისიაგანიხილავსზეპირიმოსმენით, ფორმალურიადმინისტრაციულიწარმოებისწესით.

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”  რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე, მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2012 წლის 16 ნოემბრის №721/23 გადაწყვეტილებით,  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” საჩივარზე (6.11.12.;  №78/12)  სს ,,სილქნეტის” წინააღმდეგდაიწყოფორმალურიადმინისტრაციულიწარმოება და საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2012 წლის 6 დეკემბერს. ამავე გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივიდამცველისთანაშემწისმოვალეობისშემსრულებელი.ჭახრაკია  ფორმალურადმინისტრაციულწარმოებაშიჩართულიქნამხარედ  - მომხმარებელ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ინტერესების დასაცავად, ხოლო კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალა 2012 წლის 1 დეკემბრამდე დასკვნის წარმოდგენა შემდეგ საკითხებზე:

ა) შეესაბამება თუ არა სს ,,სილქნეტის” მიერ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის” მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურება 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებითა და 2011 წლის 5 დეკემბრის № vip-sm/med-10/10 შეთანხებით  გათვალისწინებულ პირობებს (ხარისხი, სისწრაფე, ინტერნეტ-მომსახურების ტექნოლოგია და სხვ.);

ბ) სს ,,სილქნეტი” კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ინტერნეტ მომსახურებას აწვდის ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის მეშვეობით თუ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარგებლობისათვის განკუთვნილი წყვილის საშუალებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 30  ნოემბერს, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა, კომისიის 2012 წლის 16 ნოემბრის №721/23 გადაწყვეტილების შესაბამისად,  წარმოადგინა დასკვნა (№10/1270-12 ), საიდანაც ირკვევა, რომ:

1. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩატარდა სს ,,სილქნეტის” მიერ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის” მიწოდებული ინტერნეტის სიჩქარის შემოწმება. შემოწმება ჩატარდა სს ,,სილქნეტის” მიერ ინტერნეტის მიწოდებისა და კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ლოკალური ქსელის დემარკაციის წერტილზე. ინტერნეტის სიჩქარის დასადგენად გამოყენებული იყო ცნობილი ინტერნეტ რესურსები და ფაილების გადმოწერის დროს სხვადასხვა ბრაუზერის მიერ დაფიქსირებული გადმოწერის სიჩქარის საშუალო მონაცემი. ფაილების გადმოწერის დროს, ასევე აიღებოდა მონაცემები ქსელური ინტერფეისიდან. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სს ,,სილქნეტის” მიერ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ინტერნეტი მიეწოდება საშუალოდ 7 მგბიტი/წმ სიჩქარით;

2. სს ,,სილქნეტი” კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ინტერნეტ მომსახურებას აწვდიდა ინდივიდუალური ოპტიკური კაბელიდან ერთი ოპტიკური ძარღვის მეშვეობით, ხოლო თავად ოპტიკური კაბელის ბოლო მოთავსებული იყო და არის კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ტერიტორიაზე (იხ. დასკვნის დანართი №2). მას შემდეგ, რაც სს ,,სილქნეტმა” მოახდინა ქსელის გადაწყობა, ქ. თბილისში, ქავთარაძის ქ. №21-ში მდებარე მრავალსართულიან, მრავალსადარბაზოიან კორპუსში მცხოვრები ფიზიკური და ამავე მისამართზე განთავსებული იურიდიული პირებისათვის ოპტიკური კაბელით ინტერნეტის მიწოდების მიზნით, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო” გადაიყვანა ახლად აწყობილ ქსელში სხვა მომხმარებლებთან ერთად. ოპტიკურ კროსზე, რომელიც მოთავსებულია ერთ-ერთი სადარბაზოს მე-2 სართულზე კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო” (იხ. დასკვნის დანართი №3) ჩართულია კიდევ 4 მომხმარებელთან ერთად.

2012 წლის 4 დეკემბერს, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა,  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ სს ,,სილქნეტის” მიერ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის” მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების მუშაობის ამსახველ  ვიდეო და ფოტომასალასთან (CD) დაკავშირებით  წარმოადგინა დასკვნა (№10/1287-12), საიდანაც ირკვევა, რომ:

1. ინტერნეტ სიჩქარის გაზომვის მეთოდები, რომელიც გამოყენებული იყო კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს"  მიერ,  არ იძლევა შესაძლებლობას გაკეთდეს დასკვნა მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების ხარისხის შესახებ, ვინაიდან: ა) ფოტო და ვიდეო მასალა ფაილებში IMG_3763 - IMG_3767 აღწერს გაზომვას ინტერნეტში განთავსებული რესურსის speedtest.net- ის საშუალებით, რაც არ შეიძლება მიღებულ იქნას გაზომვის უტყუარ მეთოდად; ბ) ფოტო და ვიდეო მასალა ფაილებში  IMG_3768 - IMG_3771 აღწერს პოპულარული რესურსიდან -www.avoe.ge ფილმის გადმოწერის პროცესს; როგორც ვიდეო მასალიდან ჩანს (IMG_3769) რესურსის მფლობელი (www.avoe.ge) შეიძლება თვითონ ანხორციელებდეს გადმოწერის სიჩქარის შეზღუდვას ერთი შეერთებისათვის. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ორი ფაილის გადმოწერის დროს ვიდეო მასალაში (IMG_3769) ფაილების გადმოწერის ჯამური სიჩქარე გაიზარდა და არ დარჩა იგივე დონეზე, როგორიც ფიქსირდებოდა ერთი ფაილის გადმოწერის დროს.

2. კომისიის 2012 წლის 16 ნოემბრის №721/23  გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალა ჩაეტარებინა სს ,,სილქნეტის" მიერ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის"  მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების პირობების ხელშეკრულებაში ასახულ პირობებთან შესაბამისობის დადგენა; შემოწმების დროს  სს ,,სილქნეტის” მიერ კს  ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ინტერნეტი მიეწოდებოდა საშუალოდ 7 მგბიტი/წმ - სიჩქარით, რაც შეესაბამება  სს ,,სილქნეტსა" და კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს" შორის დადებული შეთანხმების პირობებს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 6 დეკემბრის კომისიის სხდომასა და საკითხის ზეპირ მოსმენაში მონაწილეობდნენ: კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ხელმძღვანელი ზ.კორძაძე, ნ.ბოგვერაძე და ლ.დავითულიანი, სს ,,სილქნეტის” წარმომადგენლები სს ,,სილქნეტის” გენერალური დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში ა.ნაკაშიძე და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მ.ქოქიაშვილი, ასევე მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივიდამცველისთანაშემწისმოვალეობისშემსრულებელი.ჭახრაკია, კომისიის აპარატის სხვა თანამშრომლები.

კომისიის სხდომაზე, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ოფისის ახალაშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში გადასვლის გამო,  მან მიმართა სს ,,სილქნეტს“ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიღების მიზნით. სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლებმა მას განუმარტეს, რომ ვინაიდან კორპუსი იყო ახალაშენებული, არ შედიოდა სს ,,სილქნეტის“ ქსელის დაფარვის ზონაში, იმისთვის, რომ სს ,,სილქნეტს“ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის“ მიეწოდებინა ინტერნეტ მომსახურება, საჭირო იყო ახალაშენებულ კორპუსში, სადაც განთავსებული იყო კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ოფისი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეყვანა, რაც შესაძლებელი იქნებოდა 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის შემთხვევაში. მოლაპარაკების მიმდინარეობისას, სს „სილქნეტის“ წარმომადგენლებმა კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ხელმძღვანელს განუმარტეს, რომ ეს ხაზი იქნებოდა განსაკუთრებული, მხოლოდ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის“ გამოყოფილი. მოლაპარაკების შედეგად, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსა“ და  სს ,,სილქნეტს“ შორის დაიდო ხელშეკრულება საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების თაობაზე, რომლის საფუძველზე, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის“ ინტერნეტ მომსახურების მიწოდების მიზნით, სს ,,სილქნეტისათვის”  2000 აშშ დოლარის  ექვივალენტის ლარში გადახდის პირობით, სს ,,სილქნეტმა” უზრუნველყო ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა, რომლის ბოლოც დღესაც გამოდის კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ოფისში. კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ხელმძღვანელის განცხადებით, მან იმიტომ გადაიხადა 2000 აშშ დოლარი, რომ მის ოფისს, ინდივიდუალური, ცალკე გამოყოფილი ხაზით უნდა მიეღო ინტერნეტი. ეს იყო ხელშეკრულების არსებითი პირობა და სწორედ ამ პირობის გამო დადო სს ,,სილქნეტთან“ ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადებისა და კაბელის მონტაჟის შემდეგ, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის“ ინტერნეტ მომსახურების მიწოდება ხდებოდა ინდივიდუალურად გაყვანილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, ხოლო შემდეგ, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთან” შეუთანხმებლად, მას შეუწყდა ინტერნეტის მიწოდება ინდივიდუალურ ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილით და ინტერნეტი მიეწოდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეებისათვის განკუთვნილი კაბელით.  აღნიშნულთან დაკავშირებით, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ხელმძღვანელმა არაერთხელ მიმართა სს ,,სილქნეტს“, რომლის წარმომადგენელებმაც განუმარტეს მას, რომ ვინაიდან კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მიერ გადახდილია 2000 აშშ დოლარი, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ცალკე ხაზით უნდა მიეღო მომსახურება, ან უკან დაბრუნებოდა მის მიერ გადახდილი 2000 აშშ დოლარი.  სიტყვიერად ამას აფიქსირებდა სს ,,სილქნეტის“ ყველა წარმომადგენელი, ვისთანაც ჰქონდათ ურთიერთობა, თუმცა დღემდე, ინტერნეტი კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მიეწოდება არა მისი ფულით გაყვანილი ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, არამედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეებისათვის განკუთვნილი კაბელით.

კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თუ ცალკე გამოყვანილ ხაზსა და კორპუსისთვის გამოყვანილ ხაზს შორის განსხვავება არ არის და თუ ტექნიკურად შესაძლებელია, რომ კს ,,კორძაძის საადვიკატო ბიურომ“ საცხოვრებელი კორპუსისთვის განკუთვნილი კაბელით მიიღოს იგივე ხარისხის ინტერნეტ მომსახურება, რასაც ღებულობდა ინდივიდუალური კაბელით, მისთვის გაუგებარია, რატომ იყო საჭირო ცალკე ხაზის გაყვანა და ამისთვის საინსტალაციო 2000 აშშ დოლარის გადახდა, მაშინ როდესაც ანალოგიური მომსახურების (ინსტალაციის) მიღება მაშინ სტანდარტულად ღირდა 60 ლარი. გამოდის, რომ ერთი და იმავე ტიპის მომსახურების მიღების მიზნით, ერთი პირი იხდიდა 60 ლარს, ხოლო  მეორე - 2000 აშშ დოლარს.  წინადადების შემოთავაზებისას სს „სილქნეტის“ წარმომადგენლებმა მას განუმარტეს, რომ ეს ხაზი იყო განსაკუთრებული, განკუთვნილი იქნებოდა მხოლოდ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის“, მაგრამ, თუ ამ ხარისხის ინტერნეტის მოწოდება შესაძლებელი იყო კორპუსისთვის გამოყვანილი ჩვეულებრივი ხაზითაც, გამოდის რომ იგი შეიყვანეს შეცდომაში და მოატყუეს. გამოდის რომ სს ,,სილქნეტმა“ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” 2000 აშშ დოლარი გადაახდევინა სს „სილქნეტის“ ქსელის გაფართოების მიზნებისათვის.

კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ კომისიაში წარმოადგინა სს ,,სილქნეტის“ მიერ მათთვის მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების ხარისხის დამადასტურებელი ის მტკიცებულება, რისი მოპოვების შესაძლებლობაც მათ ჰქონდათ. ინტერნეტ ტრაფიკი ზოგჯერ არის ძალიან კარგი, ზოგჯერ – საშინელი. სს ,,სილქნეტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ წერია, რომ ტრაფიკი ზოგჯერ იქნება ძალიან კარგი, ზოგჯერ – საშინელი. ვინაიდან ინტერნეტ ტრაფიკზე მუდმივი დაკვირვების ტექნიკური საშუალებები მას არ გააჩნია, მიაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს ხანგრძლივი მონიტორინგი, ვინაიდან დღის განმავლობაში მეტ-ნაკლებად მისაღები სიჩქარეა, მაგრამ საღამოს საათებში ხარისხი ეცემა. კომისიის მონიტორინგის ჯგუფმა კი მონიტორინგი ჩაატარა დროის იმ პერიოდში, როდესაც, ძირითადად  პრობლემები არ ფიქსირდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ხელმძღვანელმა დააზუსტა მოთხოვნა და ჩამოაყალიბა შემდეგნაირად:

1. სს ,,სილქნეტს” კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” სასარგებლოდ დაეკისროს  2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე  გადახდილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის ინსტალაციის ღირებულების - 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ანაზღაურება;

2. სს ,,სილქნეტს” დაევალოს კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის” ინტერნეტ მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა სს ,,სილქნეტსა” და კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” შორის 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებითა და 2011 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული  შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებითა და ხარისხით, საერთო სარგებლობის (მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსისათვის განკუთვნილი) ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის საშუალებით. 

კომისიის სხდომაზე, მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივიდამცველისთანაშემწისმოვალეობისშემსრულებელმა ე.ჭახრაკიამ  აღნიშნა, რომ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ 2012 წლის 7 ნოემბერს კომისიაში წარმოდგენილი საჩივარის, 2010 წლის 23 სექტემბერს სს ,,სილქნეტსა“ და კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და 2011 წლის 5 დეკემბერს დადებული შეთანხმების, სს ,,სილქნეტის“ მიერ მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კორპორატიული კლიენტებისთვის შეთავაზებული ინტერნეტ-მომსახურების შესახებ ინფორმაციისა და კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დასკვნების შესწავლის შედეგად, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. 2010 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების საგანია ინტერნეტ-მომსახურების მიწოდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,სილქნეტმა“  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილით ინტერნეტ-მომსახურების მიზნით დაუმონტაჟა ინდივიდუალური სარგებლობის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, ხოლო კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურომ“ აღნიშნული ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მონტაჟისთვის  გადაიხადა 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის“ ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მონტაჟს და 2011 წლის 5 დეკემბრამდე ამ ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ფაქტს ადასტურებს თავად სს ,,სილქნეტი“ 2012 წლის 20 აგვისტოს წერილში, რომელშიც აღიარებს მომხმარებლისთვის 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას ე.წ. ,,P2P ტექნოლოგიით“. სს ,,სილქნეტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე სს ,,სილქნეტი“ ტერმინს ,,P2P” განმარტავს, როგორც შეერთებას წერტილიდან წერტილამდე. კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის“ ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ფაქტი დასტურდება ასევე, კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2012 წლის 30 ნოემბრის დასკვნით, რომლის თანახმად, სს ,,სილქნეტი“, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს’’ ინტერნეტ-მომსახურებას აწვდიდა ინდივიდუალური ოპტიკური კაბელიდან ერთი ოპტიკური ძარღვის საშუალებით. ე. ჭახრაკიას აზრით, ინდივიდუალური ოპტიკური კაბელით ინტერნეტ მომსახურების მიწოდება არის მხარეთა შორის შეთანხმებული მომსახურების ერთ-ერთი არსებითი პირობა; ამასთან, 2010 წლის 23 სექტემბრის სააბონენტო ხელშეკრულებაში არ არის ასახული ამომწურავი ინფორმაცია ინსტალაციის პირობების თაობაზე. ბუნდოვანია და გაურკვეველია, თუ რას მოიცავს ინსტალაცია და რა შედის ინსტალაციის ღირებულებაში, თუ რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება ინსტალაციის ღირებულების გადახდას და რა უფლებები და ვალდებულებები წარმოეშობა ამის საფუძველზე მოხმარებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე,  2012 წლის 30 ნოემბერს სამსახურმა წერილობით მიმართა სს ,,სილქნეტს“ ინსტალაციის გაანგარიშებების, ინტერნეტ-მომსახურების ყოველთვიური გადასახადის გაანგარიშებების და ინსტალაციის ტერმინის განმარტების მოთხოვნით. სს ,,სილქნეტმა“ ამავე წლის 4 დეკემბრის საპასუხო წერილით საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს აცნობა, რომ გაანგარიშებები არ უწარმოებია, ტექნიკური სამუშაოების აღწერილობის არქივაციას არ ახორციელებს, ხოლო ტერმინი ,,ინსტალაციის“ ქვეშ მოიაზრება შესაბამისი მომსახურების აქტივაცია.

სს ,,სილქნეტის“ დღეს მოქმედი ტიპიური ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების ძირითადი წესებისა და პირობების 1.26 პუნქტის თანახმად,  ,,ინსტალაცია“ არის ,,კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ,,ტექნიკური საშუალებების“ ინსტალაციის და ,,მომსახურების“ მიწოდებისთვის საჭირო სამუშაოები. ამავე პირობების 1.27 პუნქტის თანახმად, ,,ინსტალაციის ღირებულება“ კომპანიის მიერ განისაზღვრება დანართ(ებ)ში, რომლის ოდენობაშიც შედის ,,ტექნიკური საშუალებების“ აბონენტისათვის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ღირებულება. ამავე პირობების 1.17 პუნქტის თანახმად, „ტექნიკური საშუალებები“ არის „კომპანიის“ მიერ „აბონენტისათვის“ „მომსახურების“ მისაღებად დროებით სარგებლობაში ან საკუთრებაში („ხელშეკრულების“ დანართის მიხედვით), გადაცემული/გადასაცემი ტექნიკური საშუალებები და სხვადასხვა სახის ძირითადი თუ დამხმარე მოწყობილობები. სს ,,სილქნეტის“  მომსახურების პირობების მიხედვით, „ტექნიკურ მოწყობილობებს“ განეკუთვნება, როგორც მოდემი, ისე ოპტიკისა და ქსელის კაბელები (ამონარიდი სს ,,სილქნეტის“ ვებ-გვერდიდან თან ერთვის საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წერილობით ახსნა–განმარტებას).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  მომხმარებელმა გადაიხადა რა ინსტალაციის ღირებულება 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, მან გადაიხადა ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, ოპტიკური კაბელის ინსტალაციის, მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო სამუშაოებისა და რაც მთავარია, ტექნიკური საშუალებების, მათ შორის ამ კაბელის დროებით სარგებლობაში გადაცემის ღირებულება; ინსტალაციის ღირებულების გადახდის საფუძველზე, მომხმარებელს სარგებლობაში გადაეცა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით სარგებლობის უფლებაც ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, ამავე ხელშეკრულებით შეთანხმებული ინტერნეტ მომსახურების მისაღებად.

სს ,,სილქნეტის“ მიერ ოფიციალურ ვებ-გევრდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ინტერნეტ-მომსახურების მიწოდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით არის ინტერნეტ-მომსახურების  მიწოდების ტექნოლოგია, ხოლო ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ინტერნეტ-მომსახურების მიწოდება არის მომსახურების ერთ-ერთი მახასიათებელი, კერძოდ, შეერთების ისეთი სახე, როგორიცაა P2P (წერტილიდან წერტილამდე შეერთება).  შესაბამისად, შეერთების ამგვარი სახე არის მომსახურების ერთ-ერთი პირობა, რომლის  ჯეროვნად შესრულების მიმართ მომხმარებელს თავიდანვე, სააბონენტო ხელშეკრულების დადებისთანავე ჰქონდა ინტერესი. წინააღმდეგ შემთხვევაში,  მომხარებელს, რომ სცოდნოდა, მასთან შეუთანხმებლად შეიცვლებოდა მომსახურების ერთ-ერთი არსებითი პირობა და დაირღვეოდა მისი უფლება ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე,  ის თავიდანვე უარს იტყოდა 2010 წლის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმებული ინსტალაციის ღირებულების გადახდაზე;

2. 2011 წლის დეკემბერში სს ,,სილქნეტმა“ კს ,,კორძაძის ადვოკატთა ბიუროს“ შეუწყვიტა ინდივიდუალური ოპტიკური კაბელით ინტერნეტ-მომსახურების მიწოდება და გადაიყვანა ის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეებისთვის განკუთვნილ საერთო სარგებლობის ქსელში.

მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების პირობების არსებითად შეცვლა მოხდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და  მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის დარღვევით. ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ,,მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.“ ამავე რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერი ცვლილებების თაობაზე ატყობინებს მომხმარებელს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე.

კს ,,კორძაძის ადვოკატთა ბიუროს“ არ მიუღია წინასწარი ინდივიდუალური შეტყობინება მომსახურების პირობის შეცვლის თაობაზე.

სს ,,სილქნეტი“ თავის 2012 წლის 20 აგვისტოს წერილში აცხადებს, რომ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთან“ 2010 წლის 23 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტ-მომსახურების ,,P2P ტექნოლოგია“ შეიცვალა GPON ტექნოლოგიით, მომხმარებელთან 2011 წლის 5 დეკემბერს დადებული შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების გამო:

ა) 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმება არ შეიცავს რაიმე მითითებას ინტერნეტ მომსახურების მიწოდების  ,,P2P ტექნოლოგიის“ GPON ტექნოლოგიით ჩანაცვლებაზე. გარდა ამისა, თავად სს ,,სილქნეტის“ ვებ-გვერდის მიხედვით,  P2P არ არის მომსახურების მიწოდების ტექნოლოგია, არამედ ის არის შეერთების ტიპი და გულისხმობს შეერთებას წერტილიდან წერტილამდე. ამდენად, სს ,,სილქნეტის“ განცხადება წინააღმდეგობაში მოდის არამხოლოდ 2011 წლის შეთანხმებაში გაწერილ პირობებთან,  არამედ ასევე, მის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან;

ბ) 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმება არ შეიცავს ინფორმაციას შეერთების ტიპის შეცვლის ან საკაბელო ქსელის სხვაგვარად მოწყობის თაობაზე;

გ)  2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმების პირველი პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანმხდნენ ,,ხელშეკრულების“ დანართ №1-ში მითითებული მომსახურების მიწოდების ტექნოლოგიის, FOS ინტერნეტის სიჩქარის და ტარიფის შეცვლაზე, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მომსახურება - G-FOS ინტერნეტი (O132000714), სიჩქარე - Download 7 mbps – Upload 2.3 Mbps...“.

2010 წლის 23 სექტემბრის საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების მიხედვით, ,,FOS“ არის მომსახურების პაკეტი, ხოლო მის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტერმინი ,,FOS” არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ-მომსახურების სახე, რომელიც მომხმარებელს შეიძლება მიეწოდოს როგორც წერტილიდან წერტილამდე შეერთებით, ისე წერტილიდან მრავალ წერტილამდე შეერთებით. 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმებაში არ არის მითითება GPON ტექნოლოგიაზე, ხოლო ამავე შეთანხმებაში გათვალისწინებული G-FOS ინტერნეტი არის ინტერნეტ-მომსახურების სახე და არა მომსახურების მიწოდების ტექნოლოგია. იმ შემთხვევაშიც კი თუ ზემოაღნიშნულ ტერმინებს - ,,FOS” და ,,G-FOS” საკაბელო ქსელის მოწყობის ფორმის აღსანიშნავად გამოიყენებდა სს ,,სილქნეტი“,  აღნიშნული ტერმინების ხელშეკრულებაში სათანადო განმარტების გარეშე ასახვა ან ტერმინების ხელშეკრულებაში არასწორად  გამოყენება, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა იქნებოდა. კომისიის აპარატის ადმინისტარციული დეპარტამენტის 2012 წლის 3 დეკემბრის დასკვნით, ,,FOS“ და ,,G-FOS“ არ წარმოადგენენ ქსელის მოწყობის ფორმებს და სს ,,სილქნეტის“ ინტერნეტ მომსახურების პაკეტების დასახელებებია;

დ)  2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანმხდნენ, რომ 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების (მისი დანართების) ყველა სხვა დებულება უცვლელად რჩება ძალაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინდივიდუალური ოპტიკური კაბელით მომსახურების მიწოდების პირობის (შეერთების სახე P2P - შეერთება წერტილიდან წერტილამდე) შეცვლა 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმებით არ მომხდარა;

3.     კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ინტერნეტ მომსახურება მიეწოდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეებისთვის განკუთვნილი საერთო სარგებლობის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით, ხოლო 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე დამონტაჟებული ინდივიდუალური ოპტიკური კაბელი, რომლის ბოლოც განთავსებულია საადვოკატო ბიუროს ტერიტორიაზე, არ გამოიყენება დანიშნულებისამებრ, რაც დასტურდება კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2012 წლის 30 ნოემბრის დასკვნით. ამავე დასკვნით, ამა წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, სს ,,სილქნეტი“  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ინტერნეტს აწვდიდა საშუალოდ 7 მბ/წმ სიჩქარით. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2012 წლის 4 დეკემბრის დასკვნიდან ირკვევა, რომ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მიერ ამა წლის 16 ნოემბერს მტკიცებულების  სახით კომისიაში წარმოდგენილი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ამსახველი ელექტრონული ვიდეო და ფოტომასალა, რომლებიც ამავე დღეს გაკეთდა და რომლებშიც ასახულია როგორც www.speedtest.net ვებ–გვერდის მეშვეობით, ისე ფაილების გადმოტვირთვის გზით ინტერნეტ–სიჩქარის შემოწმების პროცესი, არ იძლევა შესაძლებლობას უტყუარად დადგინდეს მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების რეალური სიჩქარე. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიაჩნია, რომ 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმების პირობების დარღვევა, შეთანხმებულ ინტერნეტ სიჩქარესთან დაკავშირებით არ დასტურდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიაჩნია, რომ მომხმარებლისათვის ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ინტერნეტ მომსახურების შეწყვეტა და მომხმარებლის გადაყვანა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეებისთვის  განკუთვნილი საერთო სარგებლობის ქსელში განხორციელდა:

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე–4 მუხლის მე–4 და მე–6 პუქნტების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–3 პუნქტის დარღვევით;

2.  2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების 1–ლი მუხლის, 3.3.1 და 3.3.3, 4.1.1  პუნქტების და 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმების პირობების (1–ლი და მე–2 პუნქტები)  დარღვევით.

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  ღ) ქვეპუნქტის თანახმად, ხარისხიანი მომსახურება არის მომხმარებლებისათვის გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ ნორმებს, ხელშეკრულების პირობებს, აგრეთვე ინფორმაციას (რეკლამას) მომსახურების შესახებ. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიაჩნია, რომ სს ,,სილქნეტმა“ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. შესაბამისად, მომხმარებელს აქვს კანონიერი უფლება მოითხოვოს მისთვის 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმების შესაბამისად, ინტერნეტ–მომსახურების მიწოდება ინდივიდუალური ოპტიკური კაბელით, რომელიც ამჟამადაც მიყვანილია საადვოკატო ბიუროს ოფისში და არ გამოიყენება.

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიაჩნია, რომ მომხმარებლის მიმართ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით დადგენილი სხვა პირობებიც. კერძოდ: რეგლამენტის მე–4 მუხლის მე–3 პუნქტი, რომლის თანახმად, მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი. რეგლამენტის აღნიშნული წესი სს ,,სილქნეტმა“ დაარღვია, როგორც 2012 წლის 20 აგვისტოს წერილით, რომელშიც მომხმარებლისთვის გაცემული ინფორმაცია მომსახურების პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს და მომხმარებელი შეჰყავს შეცდომაში, ისე 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების პირობებით, რომელიც იმდენად ბუნდოვანი და გაუგებარია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების პირობების სწორად აღქმისა და გაგების მიზნით, აუცილებელი გახდა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა და შესწავლა სხვა წყაროებიდან, კერძოდ, მხარეებისაგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა, სს ,,სილქნეტის” მიერ მის ოფიციალურ ინტერნეტ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შესწავლა,  შესაბამისი სპეციალისტების დასკვნების შედგენა-შესწავლა და ა.შ.

ე. ჭახრაკიას განმარტებით, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურომ“, 2012 წლის 8 აგვისტოს, წერილობით მიმართა სს ,,სილქნეტს“, რომელშიც საჩივარს გამოთქვამდა ინტერნეტ-მომსახურების ხარისხთან და სიჩქარის მკვეთრად გაუარესებასთან, მისთვის ინტერნეტ-მომსახურების ინდივიდუალური ოპტიკური კაბელით მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით და ითხოვდა მომსახურების მიწოდების განახლებას ინდივიდუალური ოპტიკური კაბელით შეთანხმებული სიჩქარითა და ხარისხით.

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 29–ე მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებლის გადაწყვეტილება უნდა იყოს ყოველმხრივ სრული, ობიექტური და დასაბუთებული. იგი სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს იმ მეთოდოლოგიასა და პროცედურების აღწერილობას, რომლის გამოყენებითაც მოხდა მომხმარებლის პრეტენზიისა და მოთხოვნის შესწავლა და მითითებული გარემოებების გამოკვლევა; სს ,,სილქნეტმა“ მომხმარებლის განცხადების (საჩივრის) საფუძველზე ინტერნეტ მომსახურების ხარისხის შემოწმების ნაცვლად, 2012 წლის 20 აგვისტოს საპასუხო წერილში მომხმარებელს მიუთითა კომპანიის თანამშრომლის საკონტაქტო ინფორმაცია და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სათანადო ზომების მიღების სავალდებულო პირობად აბონენტს დაუდგინა სწორედ კომპანიის თანამშრომლისათვის დამატებით მიმართვა. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის განმარტებით, რეგლამენტი არ ავალდებულებს მომხმარებელს მომსახურების მიწოდების შეფერხებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით რამდენჯერმე განაცხადის გაკეთებას. მომხმარებლის ერთი მიმართვა (წერილობითი  ან ზეპირი განცხადება) სრულიად საკმარისია მომსახურების მიმწოდებლის მიერ განცხადების შესასწავლად, შესაბამისი ზომებისა და ყოველმხრივ სრული, ობიექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად.

კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც სს ,,სილქნეტს“ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2010 წლის 23 სექტემბერის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის ინსტალაციის ღირებულების 2000 აშშ დოლარის ანაზღაურება, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა აღნიშნა, რომ უნდა დადგინდეს დღეის მდგომარეობით შესაძლებელია თუ არა მომხმარებლისთვის 2010 წელს მისთვის დამონტაჟებული ინდივიდუალური ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელით ინტერნეტ მომსახურების მიწოდების განახლება. თუ ეს ობიექტურად შეუძლებელია, მაშინ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მომხმარებელი უფლებამოსილია სს ,,სილქნეტისაგან“ მოითხოვოს მატერიალური კომპენსაცია 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებითა და 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმებით განსაზღვრული პირობებით ინტერნეტ მომსახურების მიუწოდებლობისთვის. კერძოდ, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია საკომპენსაციო მექანიზმები; ,,ელექტორნული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა; ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება; ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის განმარტებით, მატერიალური კომპენსაციის გადახდის საკითხის დღის წესრიგში დადგომის შემთხვევაში, კომპენსაციის ზუსტი ოდენობის დასადგენად, აუცილებელია შესწავლილ იქნას სს ,,სილქნეტის“ მიერ 2010 წლის 23 სექტემბრის სააბონენტო ხელშეკრულების საფუძველზე კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის“ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების მიზნით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ინსტალაციის გაანგარიშება, ასევე, როგორც FOS ისე G-FOS ინტერნეტ–მომსახურების ყოველთვიური ღირებულების გაანგარიშება.

კომისიის სხდომაზე, სს ,,სილქნეტის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში (ა. ნაკაშიძე) აღნიშნა, რომ როდესაც კომპანიას არ აქვს გარკვეული მიმართულებით ქსელი აწყობილი და არ აქვს კონკრეტულ რაიონში შექმნილი სტანდარტული პროდუქტი, რომელსაც ის მიაწოდებს მომხმარებელს, აბონენტის ინდივიდუალური მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია მისთვის ინდივიდუალური გადაწყვეტა მოიძებნოს, რაც სტანდარტულ ტარიფში და სტანდარტულ გათვლაში არ ჯდება. ოპტიკური წყვილით მიწოდება არ ნიშნავს, რომ სწორედ კონკრეტულ მომხმარებელზე არის ის ოპტიკური წყვილი მორგებული. კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურომ“ 2000 აშშ დოლარი გადაიხადა ინტერნეტსერვისის მიწოდების საინსტალაციო მომსახურებაში, რომელშიც შედიოდა ინჟინრის მომსახურება, კაბელის ჩადება, სატელეფონო ზარი და ა.შ. საინსტალაციო ღირებულებაში შეიძლება ყველაფერი შევიდეს. კომპანიის ტექნოლოგია არის ოპტიკურ–ბოჭკოვანი, რითაც აწოდებს ინტერნეტს აბონენტებს, ქსელის შიდა ტოპოლოგია მუდმივად იცვლება; შეიძლება კაბელის პარამეტრები გაუარესდეს გარკვეულ მონაკვეთში და იმ მონაკვეთის ჩაკერება მოხდეს სხვა კაბელით. ეს გულისხმობს იმას, რომ ქსელში მუდმივი ცვლილება ხორციელდება აბონენტის ტერმინალურ მოწყობილობამდე. აბონენტის ინფორმირება იმის შესახებ თუ რომელ კაბელზე გადავიდა,  არ არის სს „სილქნეტის“ ვალდებულება. მთავარია, აბონენტს მიეწოდებოდეს ინტერნეტი და მოცემულ შემთხვევაში, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ინტერნეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიით მიეწოდება. ინდივიდუალური ოპტიკური წყვილი ბუნებაში არ არსებობს, არც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილით მომსახურება და მისთვის საერთოდ გაუგებარია საიდან გაჩნდა ვარაუდი იმისა, რომ სს ,,სილქნეტმა“ აბონენტს საკომუნიკაციო მომსახურება უნდა მიაწოდოს ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით.

სს ,,სილქნეტის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში აღნიშნა, რომ სს ,,სილქნეტის” წერილი (№2831/05-8; 20.08.12)არასწორია და შეცდომითაა შედგენილი. აღნიშნულ წერილში არასწორადაა მითითებული,რომ P2P არის ინტერნეტ მომსახურების ტექნოლოგია, ვინაიდან P2P არის შეერთების ტიპი წერტილიდან წერტილამდე, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ კომპანიამ, გარკვეულ შენობამდე მიიყვანა წვერი, დააყენა „სვიჩი“ და  5 აბონენტი ჩართო ამ „სვიჩზე“. 2011 წლის 4 დეკემბრამდე, სს ,,სილქნეტსა” და კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” შორის შეთანხმების გაფორმებამდე, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ინტერნეტი მიეწოდებოდა ვანექსის PON ტექნოლოგიით. სს ,,სილქნეტის” გენერალური დირექტორის მოადგილის ტექნიკურ დარგში განმარტებით, თავიდან ოტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი მხოლოდ  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროში“ იყო შეყვანილი, ახლა თავად კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროა” შეყვანილი ერთიან მრიცხველში; რაც შეეხება სს ,,სილქნეტის“ მიერ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის“ მიწოდებულ ინტერნეტის ხარისხს, ის შეესაბამება მათ შორის დადებული ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს, თუმცა კომისიამ უნდა განახორციელოს გრძელვადიანი ტესტირება და დადოს დასკვნა.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის კითხვაზე, სს ,,სილქნეტის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში განმარტა, რომ სს ,,სილქნეტსა“ და კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ შორის დადებული ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის“ ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით მომსახურების მიწოდება. მისი განმარტებით, მოდავე მხარემ 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადაიხადა ერთჯერადი საინსტალაციო მომსახურებისათვის, კერძოდ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის შეყვანისათვის იმ წერტილში, სადაც სს ,,სილქნეტის“ დაფარვის ზონა არ იყო. შესაბამისად,  მას მიაჩნია, რომ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან სს ,,სილქნეტის“ მიერ  მას 2000 აშშ დოლარის ღირებულების მომსახურება უკვე გაეწია, ხოლო ხელშეკრულების პირობები არ დარღვეულა და არც ახლა ირღვევა, ვინაიდან აბონენტს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის გამოყენებით მიეწოდება ინტერნეტ მომსახურება; სს ,,სილქნეტის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ მას არაფერი უკრძალავდა გადაეწყო ქსელი, ვინაიდან ქსელის აგება, მოწყობა და გადაწყობა კომპანიის პრეროგატივაა, ხოლო ინსტალაციის ღირებულება, რომელიც გადაიხადა კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურომ“, იყო არასტანდარტული, ვინაიდან სს ,,სილქნეტმა“ გასწია არასტანდარტული ხარჯები მისი დაფარვის ზონის გარეთ ქსელის ინსტალაციისთვის. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის კითხვაზე, სს ,,სილქნეტის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ განმარტა, რომ ინსტალაციისათვის გადახდილი 2000 აშშ დოლარის ღირებულებაში კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ არც საკუთრებაში და არც ინდივიდუალურ სარგებლობაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილი არ გადასცემია და რომ ეს წყვილი სს ,,სილქნეტის“ საკუთრებაა.

კომისიის სხდომაზე, კომისიისმიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” 2012 წლის 7 ნოემბრის №78/12 საჩივარი;

2.  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს”  და  სს ,,სილქნეტს”  შორის 2010 წლის 23 სექტემბერს დადებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება, №1 დანართთან ერთად;

3.  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს”  და  სს ,,სილქნეტს”  შორის 2011 წლის 5 დეკემბერს დადებული შეთანხმება № vip-sm/med-10/10;

4. კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” 2012 წლის 8 აგვისტოს № ზკ69/12 წერილი, სს სილქნეტისადმი”;

5. სს ,,სილქნეტის” 2012 წლის 20 აგვისტოს №2831/05-8 წერილი, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსადმი”;

6. კომისიისაპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2012 წლის  30  ნოემბრის №10/1270-12 დასკვნა, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად;

7. კომისიისაპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2012 წლის  4 დეკემბრის  №10/1287-12 დასკვნა, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად;

8. კომისიის სხდომაზე, საზოგადოებრივიდამცველისთანაშემწისმოვალეობისშემსრულებლის.ჭახრაკიას მიერ მიცემული  ახსნა-განმარტება;

9. სს ,,სილქნეტის” 2012 წლის 4 დეკემბრის №4048/05-8 და 5 დეკემბრის №4064/05-8 წერილები, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისადმი;

10.  კომისიის სხდომაზე, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” წარმომადგენლების მიერ მიცემული  ახსნა-განმარტებები;

11. კომისიის სხდომაზე, სს ,,სილქნეტის” წარმომადგენლების მიერ მიცემული  ახსნა-განმარტებები;

12. სს ,,სილქნეტის” ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე (www.silknet.com)  მომხმარებლებისათვის გამოქვეყნებული ინფორმაცია;

13.   მეწარმეთადაარასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულიპირებისრეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან  სს ,,სილქნეტის”  შესახებ  ამონაწერები.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ და დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.  სს ,,სილქნეტი”, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებასა და ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას;

2. 2010 წლის 23 სექტემბერს, სს ,,სილქნეტსა” და  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” შორის, გაფორმდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება, რის შედეგად კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო” გახდა სს ,,სილქნეტის” მომხმარებელი;

3. სს ,,სილქნეტსა” და  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” შორის 2010 წლის 23 სექტემბერს  დადებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების  პირველი მუხლის  (ხელშეკრულების საგანი) თანახმად, სს ,,სილქნეტი” უზრუნველყოფს კს ,,კორძაძის სადვოკატო ბიუროსათვის” ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილით, ხოლო კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო” კისრულობს ვალდებულებას სრულად გადაიხადოს მომსახურების საფასური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1.1. პუნქტის თანახმად, აბონენტის მიერ არჩეული პაკეტი, მომსახურების ტარიფები და ლიმიტი განსაზღვრულია №1 დანართით; დანართი №1-ის თანახმად,  სს ,,სილქნეტმა” კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ინტერნეტი უნდა მიაწოდოს  ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის საშუალებით,  რომლის ინსტალაციის ღირებულება შეადგენს 2000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში,  მომხმარებლის მიერ არჩეული ინტერნეტ მომსახურების პაკეტის - FOS  პირობებით: ინტერნეტის სიჩქარე - 512 კბ/წმ; 10 მგ/წმ; ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი - 197 ლარი; ინტერნეტის მიწოდება მისამართზე: ქ.თბილისი, ქავთარაძის ქ.№21;

4.  სს ,,სილქნეტსა” და  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” შორის 2010 წლის 23 სექტემბერს  დადებული ხელშეკრულების საფუძველზე,  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” მიერ სს ,,სილქნეტისათვის”  2000 აშშ დოლარის  ექვივალენტის ლარში გადახდის პირობით, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის” ინტერნეტ მომსახურების მიწოდების მიზნით, სს ,,სილქნეტმა” უზრუნველყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მონტაჟი მისი ქსელის დაფარვის ზონის გარეთ, მისამართზე: ქ.თბილისი, ქავთარაძის ქ.№21;

კომისია ვერ გაიზიარებს კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ  სს ,,სილქნეტსა” და  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” შორის 2010 წლის 23 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის“ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდება უნდა მომხდარიყო ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, ვინაიდან სს ,,სილქნეტსა” და  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” შორის 2010 წლის 23 სექტემბერს  დადებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რომ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის“ ინტერნეტ მომსახურების მიწოდება უნდა მომხდარიყო ინდივიდუალური (გამოყოფილი) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით.

 

თუმცა, კომისია აქვე განმარტავს, რომ სს ,,სილქნეტის” მიერ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის” გასაწევ მომსახურებაზე მიწოდებული ინფორმაციით, კერძოდ:

- რომ სს ,,სილქნეტის“ მიერ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის“ ინტერნეტ მომსახურების მისაწოდებლად საჭირო იყო კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ოფისის ახალაშენებულ კორპუსში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ინსტალაცია, რაც შესაძლებელი იქნებოდა 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის შემთხვევაში;

- რომ ეს ხაზი იქნებოდა მხოლოდ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის“ გამოყოფილი (იხ. კომისიის სხდომაზე, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” წარმომადგენლების მიერ მიცემული  ახსნა-განმარტებები);

ასევე, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ:

- ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი სს „სილქნეტმა“ მართლაც დააინსტალირა მისამართზე: ქ.თბილისი, ქავთარაძის ქ.№21; უფრო მეტიც, ამ ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის ბოლო სწორედ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ოფისში შეიყვანა, რაც დადასტურდა იმითაც, რომ დღესაც ამ კაბელის ბოლო გამოდის კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ფართში (იხ. კომისიისაპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2012 წლის  30  ნოემბრის №10/1270-12 დასკვნა, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად);

- კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ სს „სილქნეტმა“ ინსტალაციისათვის დაარიცხა არა სტანდარტული საინსტალაციო საფასური, არამედ გადაახდევინა 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო თავად „ინსტალაცია“ მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის ვებ-გვერდზე დაფიქსირებული განმარტებების მიხედვით,  მომსახურების მისაწოდებლად საჭირო ტექნიკური საშუალებების, მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დროებით სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის ღირებულებასაც შეიძლება შეიცავდეს, აგრეთვე სხვა მტკიცებულებათა საფუძველზე, მომხმარებელს ნამდვილად შეიძლებოდა ჰქონდა  მოლოდინი იმისა, რომ 2000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, სს ,,სილქნეტი“ უზრუნველყოფდა კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის“ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებას მხოლოდ მისთვის გაყვანილი ინდივიდუალურად გამოყოფილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, სააბონენტო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.

აღნიშნულ პოზიციას კომისიას უმყარებს აგრეთვე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოდავე მხარეთა შორის 2010 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირობებში,  მითითებულია მხოლოდ ინსტალაციის ღირებულება. ამ ხელშეკრულების პირობებიდან გაურკვეველია თუ რას მოიცავს ინსტალაციის ღირებულება, რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება ინსტალაციის საფასურის გადახდას, კერძოდ, რა უფლებები და ვალდებულებები წარმოეშობა მომხმარებელს და ასევე, მომსახურების მიმწოდებელს. შედეგად,  მომხმარებელი მოკლებულია შესაძლებლობას ხელშეკრულებიდან მიიღოს სრულყოფილი, ზუსტი და გასაგები  ინფორმაცია ინსტალაციის პირობებთან დაკავშირებით. ხელშეკრულების ბუნდოვანმა შინაარსმა მომხმარებლი შეიყვანა შეცდომაში  შეთავაზებული და მიწოდებული მომსახურების პირობების თაობაზე, რითაც სს ,,სილქნეტის” მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) და ზ) ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მომსახურების მიმწოდებლისგან შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია: ა) მომსახურების სახეობის, ინტერნეტით მომსახურებისას სიჩქარისა და ღირებულების თაობაზე; ზ) მომხმარებელთა უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე. ასევე დარღვეულია ამავე რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი. ამასთან, დაირღვა ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ კანონის 62–ე მუხლის მე–3 პუნქტი, რომლის თანახმად, მომხმარებელს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის, გაწეული ან არჩეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების, მომსახურების მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობების, საანგარიშო პერიოდის დეტალური ბილინგის ინფორმაციის შესახებ;

 

5. კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსა” და სს ,,სილქნეტს” შორის 2011 წლის 5 დეკემბერს დადებული შეთანხმების (№ vip-sm/med-10/10)  შესაბამისად, მხარეები შეთანმხდნენ მათ შორის  2010  წლის 23 სექტემბერს  დადებული  სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების  დანართ №1-ში მითითებული მომსახურების მიწოდების ტექნოლოგიის, FOS ინტერნეტის სიჩქარისა და ტარიფის შეცვლაზე, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მომსახურება - G-FOS ინტერნეტი (O132000714) სიჩქარე - Download 7 mbps – Upload 2.3 Mbps...“, ხოლო ხელშეკრულების სხვა დებულებები  უცვლელად დარჩა ძალაში. აქედან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით, მომსახურების მიწოდების ტექნოლოგია და მომსახურების მიწოდების მიზნით აბონენტის ქსელთან შეერთების ტიპი არ შეცვლილა.

კომისია ვერ გაიზიარებს სს ,,სილქნეტის” განცხადებას (იხ. სს  ,,სილქნეტის“  2012 წლის 20 აგვისტოს №2831/05-8 წერილი) იმის თაობაზე, რომ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსა” და სს ,,სილქნეტს” შორის 2011 წლის 5 დეკემბერს დადებული შეთანხმების (№ vip-sm/med-10/10)  საფუძველზე,  შეიცვალა სს ,,სილქნეტსა” და  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს”  შორის  2010  წლის 23 სექტემბერს  დადებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტ მომსახურების P2P ტექნოლოგია -GPON ტექნოლოგიით;  ასევე, კომისია ვერ გაიზიარებს სს ,,სილქნეტის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ტექნიკურ დარგში განცხადებას იმის თაობაზე, რომ PON ტექნოლოგია შეიცვალა GPON ტექნოლოგიით, შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსა” და სს ,,სილქნეტს” შორის 2011 წლის 5 დეკემბერს დადებული შეთანხმებით (№ vip-sm/med-10/10) არ არის გათვალისწინებული P2P ან PON ტექნოლოგიის GPON ტექნოლოგიით შეცვლა; მეტიც, შეთანხმებაში საერთოდ არ არის ნახსენები GPON ტექნოლოგია;

ბ) სს ,,სილქნეტის“ ოფიციალური ინტერნეტ ვებ-გვერდზე (http://silknet.com/index.php?lang=ka&s=business&parent_id=14&id=29) გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ინტერნეტ მომსახურების მიწოდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით არის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ტექნოლოგია (სს ,,სილქნეტი” მომხმარებლებს სთავაზობს ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას ოპტიკურ-ბოჭკოვანი (Fiber-optic) ტექნოლოგიის გამოყენებით), ხოლო ტერმინები ,,P2P” და ,,PON”, რომლებიც მოცემულია მომსახურების მახასიათებლებში, განმარტებულია, როგორც შეერთების ტიპები: წერტილიდან წერტილამდე (P2P) და პასიური ოპტიკური ქსელი (PON), რაც ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ისეთივე პირობებია, როგორიცაა  ინტერნეტ მომსახურების სიჩქარე, ტარიფი და ა.შ.;

გ)   სს ,,სილქნეტსა” და  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” შორის 2010 წლის 23 სექტემბერს  დადებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების  დანართი №1-ის შესაბამისად,  ,,FOS” (ოპტიკურ-ბოჭკოვანი განაწილებული ინტერნეტ კავშირი) არის სს ,,სილქნეტის” მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ მომსახურების  პაკეტი (,,FOS” მითითებულია დანართი 1-ში მოცემული ცხრილის  გრაფა ,,პაკეტში”), ხოლო სს ,,სილქნეტის“ ოფიციალური ინტერნეტ ვებ-გვერდიდან (http://silknet.com/index.php?lang=ka&s=business&parent_id=14&id=29)  ირკვევა,  რომ ,,FOS” (ოპტიკურ-ბოჭკოვანი განაწილებული ინტერნეტ კავშირი) არის სს ,,სილქნეტის” მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ მომსახურების  ერთ-ერთ სახე.  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსა” და სს ,,სილქნეტს” შორის 2011 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების (№vip-sm/med-10/10) თანახმად, ,,G-FOS” წარმოადგენს ინტერნეტ მომსახურების სახეს (,,G-FOS”  მითითებულია შეთანხმებაში მოცემული ცხრილის გრაფა ,,მომსახურებაში”).

აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე,  უდავოა, რომ ,,FOS” და ,,G-FOS” არის სს ,,სილქნეტის” მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ინტერნეტ-მომსახურების სახეები (პაკეტები) და არა მომსახურების მიწოდების ტექნოლოგია ან საკომუნიკაციო ქსელის მოწყობის მახასიათებლები. ამდენად,  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსა” და სს ,,სილქნეტს” შორის 2011 წლის 5 დეკემბერს დადებული შეთანხმებით (№ vip-sm/med-10/10)  FOS  პაკეტით გათვალისწინებული სიჩქარე (512 კბ/წმ-10 მგ/წმ)  შეიცვალა  G-FOS  (OI32000714)  პაკეტით გათვალისწინებული სიჩქარით (Download 7 mbps – Upload 2,3 Mbps”), ხოლო მომსახურების მიწოდების ტექნოლოგია და შეერთების ტიპი არ შეცვლილა;

დ) კომისიის სხდომაზე სს ,,სილქნეტის” გენერალური დირექტორის მოადგილის ტექნიკურ დარგში მიცემული ახსნა-განმარტებით P2P არის შეერთების ტიპი და არა მიწოდების ტექნოლოგია, როგორც ეს აღნიშნულია სს ,,სილქნეტის” 2012 წლის 20 აგვისტოს №2831/05-8 წერილში;

ე)  2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანმხდნენ, რომ 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების (მისი დანართის) ყველა სხვა დებულება უცვლელად რჩება ძალაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსა” და სს ,,სილქნეტს” შორის 2011 წლის 5 დეკემბერს დადებული შეთანხმება (№vip-sm/med-10/10) მომსახურების მიწოდების ტექნოლოგიისა და შეერთების ტიპის შეცვლას არ ითვალისწინებდა, რის გამოც კომისიას მიაჩნია, რომ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსა” და სს ,,სილქნეტს” შორის 2011 წლის 5 დეკემბერს დადებული შეთანხმების (№ vip-sm/med-10/10), ასევე  სს  ,,სილქნეტის“  2012 წლის 20 აგვისტოს №2831/05-8 წერილის შინაარსი, რომელიც თავად სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის (ა. ნაკაშიძე) განმარტებითაც არასწორადაა შედგენილი, არასწორ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს მიწოდებული მომსახურების სახეობის და მომსახურების გაწევის წესის შესახებ, არ არის ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი.

კომისია განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ  სს ,,სილქნეტი” ტერმინებს: ,,P2P”, ,,PON”, -,,FOS” და ,,G-FOS”  იყენებს ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ტექნოლოგიის და/ან  საკაბელო ქსელის მოწყობის ფორმის აღსანიშნავად,  სს ,,სილქნეტი” ვალდებულია აღნიშნული ტერმინების მნიშვნელობის თაობაზე,  მომხმარებელს მიაწოდოს  ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები ინფორმაცია, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი. აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებულია  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და  მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის  თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მომსახურების მიმწოდებლისაგან შეუფერხებლად და უფასოდ მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის: ა) მომსახურების სახეობის, ინტერნეტით მომსახურებისას სიჩქარისა და ღირებულების თაობაზე; ბ) მომსახურების მიწოდებისა და მოხმარების წესების, გადახდის ფორმებისა და საშეღავათო სისტემის შესახებ; ვ) იმის თაობაზე, თუ რამ შეიძლება რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს მომსახურების ხარისხსა ან/და მის პირობებზე; ზ) მომხმარებელთა უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე;  ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი;

6. კომისია ვერ გაიზიარებს, კომისიის სხდომაზე, სს ,,სილქნეტის“ გენერალური დირექტორის მოადგილის განმარტებას იმის თაობაზე, რომ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურომ“ 2000 აშშ დოლარი გადაიხადა სს ,,სილქნეტის” მიერ მისთვის გაწეული არასტანდარტული ტიპის საინსტალაციო მომსახურებისათვის, რომლის საფასურიც მხარეთა შორის შეთანხმების საგანია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ დეტალურად არის განსაზღვრული, მაშინ ეს არ მიიჩნევა ხელშეკრულების სტანდარტულ პირობად. აქედან გამომდინარე, სტანდარტული პირობებით გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულება ხასიათდება იმით, რომ მომსახურების მიმწოდებელი წინასწარ, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე განსაზღვრავს ხელშეკრულების პირობებს და უდგენს მომხმარებელს. ამასთან, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები გამიზნულია მრავალჯერადი გამოყენებისთვის და არა კონკრეტული შემთხვევისთვის ერთჯერადად. ინდივიდუალური პირობებით გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულება კი ხასიათდება იმით, რომ მომსახურების მიმწოდებელი დეტალურად განსაზღვრავს ხელშეკრულების პირობებს უშუალოდ მომსახურების მიღების მსურველ პირთან შეთანხმებით. ამასთან,  წინასწარ არ უდგენს ამ პირობებს მას და ხელშეკრულების პირობები მხარეთა უშუალო მოლაპარაკების შედეგია. გარდა ამისა, ხელშეკრულების ინდივიდუალური პირობები არსებითად განსხვავდება პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ხელმისაწვდომი პირობებისგან და არ არის მრავალჯერადი გამოყენების, ისინი ხელმისაწვდომია კონკრეტული მომხმარებლისთვის.

სსსილქნეტსადაკსკორძაძისსაადვოკატობიუროსშორის 2010 წლის 23 სექტემბერსდადებულ ხელშეკრულებაშიმითითებულიამხოლოდინსტალაციისღირებულებადაარ არის ასახული ინსტალაციის სხვა პირობები; გაურკვეველია, რამ განაპირობა სს „სილქნეტის“ მიერ კს „კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის“ გაწეული საინსტალაციო მომსახურების არასტანდარტულობა; გაურკვეველია რას მოიცავს გაწეული არასტანდარტული საინსტალაციო მომსახურების ღირებულება; თუ რა განაპირობებს გაწეული არასტანდარტული ინსტალაციის მომსახურების ღირებულებასა და სტანდარტული ინსტალაციის მომსახურების ღირებულებას შორის არსებით სხვაობას; არ არის აღნიშნული ინსტალაციის არასტანდარტული ტარიფის დადგენის საფუძველი; სს „სილნეტის“ 2012 წლის 4 დეკემბრის №4064/05-8 წერილის თანახმად, მას არ უწარმოებია კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის“ გაწეული საინსტალაციო მომსახურების გაანგარიშება და არ მოუხდენია მომხმარებლისთვის ინტერნეტ-მომსახურების მისაწოდებლად აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების აღწერილობის არქივაცია; გაურკვეველია რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება არასტანდარტული ინსტალაციის მომსახურების საფასურის გადახდას, კერძოდ, რა უფლებები და ვალდებულებები წარმოეშობა მომხმარებელს და ასევე, მომსახურების მიმწოდებელს.

კომისია აღნიშნავს, რომ საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებისა და შემდგომ შეთანხმების ასეთი  ბუნდოვანი პირობებით გაფორმება, ასევე მომხმარებლისათვის გაგზავნილ კორესპონდენციაში დაფიქსირებული არაზუსტი და მცდარი ინფორმაციის მიწოდება, წინააღმდეგობაში მოდის: 1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, რომლის თანახმად, მომხმარებელს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის, გაწეული ან არჩეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების, მომსახურების მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობების, საანგარიშო პერიოდის დეტალური ბილინგის შესახებ; 2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტთან, რომლის თანახმად, მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი; 3. ,,ელექტორნული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა), ბ), ვ) და ზ) ქვეპუნქტებთან, რომელთა თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მომსახურების მიმწოდებლისგან შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია: ა) მომსახურების სახეობის თაობაზე; ბ) მომსახურების მიწოდების წესების შესახებ; ვ) იმის თაობაზე, თუ რამ შეიძლება რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს მომსახურების ხარისხსა ან/და მის პირობებზე; ზ) მომხმარებელთა უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.

კომისია განმარტავს, რომ თუ ხდება არასტანდარტული ტიპის საინსტალაციო მომსახურების მიწოდება, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილებისა და მისთვის გააზრებული, ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის  მიცემის მიზნით, მომხმარებლისათვის განმარტებული უნდა იყოს არა მხოლოდ გასაწევი საინსტალაციო მომსახურების ღირებულება, არამედ, სტანდარტულია ინსტალაცია თუ არასტანდარტული; რა განაპირობებს გასაწევი საინსტალაციო მომსახურების არასტანდარტულობას; რას მოიცავს არასტანდარტული ინსტალაციის ღირებულება; მომხმარებელს უნდა მიეწოდოს გასაწევი არასტანდარტული ინსტალაციის ღირებულების ხარჯთაღრიცხვა; თუ რა განაპირობებს მომხმარებლისათვის გასაწევი არასტანდარტული ინსტალაციის ღირებულებასა და მომხმარებლისათვის გასაწევი სტანდარტული ინსტალაციის ღირებულებას შორის არსებით სხვაობას; განემარტოს რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება, განსხვავებით სტანდარტულისაგან, გასაწევი/გაწეული არასტანდარტული ინსტალაციის საფასურის გადახდას, კერძოდ, რა უფლებები და ვალდებულებები წარმოეშობა მომხმარებელს და ასევე, მომსახურების მიმწოდებელს.

სს ,,სილქნეტის”გენერალური დირექტორის მოადგილე (ა. ნაკაშიძე) მიიჩნევს, რომ  სს ,,სილქნეტის“ მიერ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის” გასაწევი საინსტალაციო მომსახურება განსხვავდებოდასტანდარტული ინსტალაციის მომსახურებისაგან იმით, რომ მან კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის“ საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მიზნით გაწეული საინსტალაციო მომსახურების დროს გასწია ხარჯი თავისი საკაბელო ქსელის მოწყობისთვის მათივე ქსელის დაფარვის ზონის მიღმა, ვინაიდან ახალაშენებულ სახლთან, სადაც განლაგებულია კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო”, სს ,,სილქნეტის” საკაბელო ინფრასტრუქტურა მიყვანილი არ ჰქონდა.

კომისია აღნიშნავს, რომ თუ სს „სილქნეტის“ მიერ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების ძირითადი წესებისა და პირობების 1.26  პუნქტის თანახმად,  „ინსტალაცია“ არის „კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი „ტექნიკური საშუალებების“ ინსტალაციის და „მომსახურების“ მიწოდებისთვის საჭირო სამუშაოები, ხოლო ამავე პირობების 1.27 პუნქტის თანახმად, „ინსტალაციის ღირებულება“ კომპანიის მიერ განისაზღვრება დანართ(ებ)ში, რომლის ოდენობაშიც შედის „ტექნიკური საშუალებების“ აბონენტისათვის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ღირებულებაც და თუ სს „სილქნეტის“ წარმომამდგენლის - ა.ნაკაშიძის განმარტებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” არც სარგებლობაში და არც საკუთრებაში არ გადასცემია, მაშინ გაუგებარია და სრულიად დაუსაბუთებელია რატომ გადაახდევინა სს „სილქნეტმა“ კს „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მხარეთა შორის 2010 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში საინსტალაციო მომსახურებისათვის.

სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის განმარტებით, სს ,,სილქნეტის“ მიერ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის” გასაწევი საინსტალაციო მომსახურება განსხვავდებოდასტანდარტული ინსტალაციის მომსახურებისაგან იმ საფუძვლით, რომ მან კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის“ საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მიზნით გაწეული საინსტალაციო მომსახურების დროს გასწია ხარჯი თავისი საკაბელო ქსელის მოწყობისთვის, ისეთ მისამართზე, სადაც არ იყო კომპანიის ქსელის დაფარვის ზონა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისია განმარტავს, რომ  მომხმარებლისათვის საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მიზნით, მომსახურების მიმწოდებლის მიერ საკუთარი საკომუნიკაციო  ინფრასტრუქტურის გაფართოებისათვის გასაწევი ხარჯების, როგორც საინსტალაციო მომსახურების საფასურის მომხმარებლისათვის დარიცხვა, წინააღმდეგობაში მოდის თავად ინსტალაციის მომსახურების შინაარსთან. კომისია განმარტავს, რომ მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისივე ქსელის დაფარვის ზონის მიღმა მომხარებლისათვის სატელეკომუნიკაციო მომსახურების გაწევის მიზნით ინფრასტრუქტურული ხარჯების ანაზღაურება შესაძლებელია მხარეთა შეთანხმების საგანი იყოს, თუ ეს გათვალისწინებულია მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, მაგრამ აღნიშნული ვერ იქნება დაკვალიფიცირებული ვერ სტანდარტული და ვერც არასტანდარტული ინსტალაციის მომსახურებად, თავად ინსტალაციის ცნების შინაარსიდან გამომდინარე. 

კომისიას მიაჩნია, რომ არც ხელშერულებით და არც შედეგობრივად კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ სს ,,სილქნეტისგან” არ მიუღია არასტანდარტული ინსტალაციის მომსახურება, რისთვისაც მას დაერიცხა 2000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში საფასურის გადახდა;  კომისიას, მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებები, მათ შორის მხარეთა შორის 2010 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, აგრეთვე სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის (ა. ნაკაშიძე) ახსნა-განმარტება, ადასტურებს, რომ  სს „სილქნეტმა“ კს „კორძაძის საადვოკატო ბიურო“ დააკისრა გაუწეველი არასტანდარტული საინსტალაციო მომსახურებისათვის თანხის გადახდა, რაც წინააღმდეგობაში მოდის „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 21–ე მუხლის მე–7 პუნქტთან, რომლის თანახმად, დაუშვებელია გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა;

7. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2012 წლის 4 დეკემბრის დასკვნის თანახმად, რომელიც ეხება კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ სს ,,სილქნეტის” მიერ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის” მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების მუშაობის ამსახველ ელექტრონული ვიდეო და ფოტომასალას (CD) (№10/1270-12 ), ინტერნეტ სიჩქარის გაზომვის მეთოდები,  რომელიც გამოყენებული იყო კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს"  მიერ,  არ იძლევა შესაძლებლობას გაკეთდეს დასკვნა მიწოდებული ინტერნეტ სიჩქარის შესახებ,  ვინაიდან:  ა) ფოტო და ვიდეო მასალა ფაილებში IMG_3763 - IMG_3767 აღწერს გაზომვას ინტერნეტში განთავსებული რესურსის speedtest.net ის საშუალებით, რაც არ შეიძლება მიღებულ იქნას გაზომვის უტყუარ მეთოდად; ბ) ფოტო და ვიდეო მასალა ფაილებში  IMG_3768 - IMG_3771 აღწერს პოპულარული რესურსიდან www.avoe.ge ფილმის გადმოწერის პროცესს; როგორც ვიდეო მასალიდან ჩანს (IMG_3769) რესურსის მფლობელი (www.avoe.ge) შეიძლება თვითონ ახორციელებდეს გადმოწერის სიჩქარის შეზღუდვას ერთი შეერთებისათვის (thread). ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ორი ფაილის გადმოწერის დროს ვიდეო მასალაში (IMG_3769) ფაილების გადმოწერის ჯამური სიჩქარე გაიზარდა და არ დარჩა იგივე დონეზე, როგორიც ფიქსირდებოდა ერთი ფაილის გადმოწერის დროს.

ამავე დეპარტამენტის მიერ, კომისიის 2012 წლის №721/23  გადაწყვეტილების შესაბამისად, 2012 წლის 30  ნოემბერს, სს ,,სილქნეტის” მიერ კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის” მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების სიჩქარის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სს „სილქნეტის” მიერ კს „კორძაძის საადვოკატო ბიუროს” ინტერნეტი მიეწოდება საშუალოდ 7 მგბიტი/წმ სიჩქარით, რაც შეესაბამება  სს ,,სილქნეტსა" და კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს" შორის დადებული შეთანხმების პირობებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კს „კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის“ მიწოდებული ინტერნეტის სიჩქარესთან დაკავშირებით დარღვევა არ დასტურდება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან ინტერნეტ სიჩქარის დადგენის ერთ-ერთი კრიტერიუმია მონიტორინგის ჩატარების ხანგრძლივობა, კომისიას მიაჩნია, რომ  უნდა განხორციელდეს სს „სილქნეტის“ მიერ კს „კორძაძის  საადვოკატო ბიუროსათვის“ მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების სიჩქარის პერიოდული მონიტორინგი, რომელიც განხორციელდება სულ ცოტა 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად;

8.  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიურომ“ 2012 წლის 8 აგვისტოს წერილობით მიმართა სს ,,სილქნეტს“ განცხადებით, რომელშიც ასაჩივრებდა ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის და სიჩქარის მკვეთრად გაუარესებას, მისთვის ინტერნეტ-მომსახურების ინდივიდუალური ოპტიკური კაბელით მიწოდების შეწყვეტას და ითხოვდა მომსახურების მიწოდების განახლებას ინდივიდუალური ოპტიკური კაბელით, შეთახმებული სიჩქარითა და ხარისხით.

სს ,,სილქნეტმა“ მომხმარებლის განცხადების (საჩივრის) საფუძველზე ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის შემოწმების ნაცვლად, როგორც ეს არის გათვალისწინებული „ელექტორნული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 29-ე მუხლის (საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა მომსახურების მიმწოდებლის მიერ) მე-2 პუნქტის თანახმად, რომლის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებლის გადაწყვეტილება უნდა იყოს ყოველმხრივ სრული, ობიექტური და დასაბუთებული, ასევ სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს იმ მეთოდოლოგიასა და პროცედურების აღწერილობას, რომლის გამოყენებითაც მოხდა პრეტენზიისა და მოთხოვნის შესწავლა და მითითებული გარემოებების გამოკვლევა, 2012 წლის 20 აგვისტოს საპასუხო წერილში მომხმარებელს მიუთითა კომპანიის თანამშრომლის საკონტაქტო ინფორმაცია და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სათანადო ზომების მიღების სავალდებულო პირობად აბონენტს დაუდგინა სწორედ კომპანიის თანამშრომლისათვის დამატებით მიმართვა. როგორც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი სამსახურის წარმომაგდნელის სიტყვაშია აღნიშნული, ზემოაღნიშნული რეგლამენტი არ ავალდებულებს მომხმარებელს მომსახურების მიწოდების შეფერხებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით რამდენჯერმე განაცხადის გაკეთებას. მომხმარებლის ერთი მიმართვა (წერილობითი  ან ზეპირი განცხადება) სრულიად საკმარისია მომსახურების მიმწოდებლის მიერ განცხადების შესასწავლად, შესაბამისი ზომებისა და ყოველმხრივ სრული, ობიექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ  დარღვეულია:

1 ,,ელექტრონულიკომუნიკაციებისშესახებსაქართველოსკანონისმე-19 მუხლისმე-2 პუნქტის) ქვეპუნქტი, რომლისთანახმად, ავტორიზებულიპირივალდებულიაშეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2. ,,ელექტრონულიკომუნიკაციებისშესახებსაქართველოსკანონის 62-მუხლისმე-3 პუნქტი, რომლისთანახმად, მომხმარებელს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის, გაწეული ან არჩეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების, მომსახურების მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობების, საანგარიშო პერიოდის დეტალური ბილინგის ინფორმაციის შესახებ;

3. ,,ელექტორნული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა), ბ), ვ) და ზ) ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მომსახურების მიმწოდებლისგან შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია: ა) მომსახურების სახეობის თაობაზე; ბ) მომსახურების მიწოდების წესების შესახებ; ვ) იმის თაობაზე, თუ რამ შეიძლება რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს მომსახურების ხარისხსა ან/და მის პირობებზე; ზ) მომხმარებელთა უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე;

4. ,,ელექტორნული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი;

5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმად, დაუშვებელია გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა;

6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 29-მუხლისმე-2 პუნქტი, რომლისთანახმად, მომსახურების მიმწოდებლის გადაწყვეტილება მომხმარებლის საჩივარზე უნდა იყოს ყოველმხრივ სრული, ობიექტური და დასაბუთებული. იგი სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს იმ მეთოდოლოგიასა და პროცედურების აღწერილობას, რომლის გამოყენებითაც მოხდა პრეტენზიისა და მოთხოვნის შესწავლა და მითითებული გარემოებების გამოკვლევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს”  საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს:

1. სს ,,სილქნეტმა” უნდა უზრუნველყოს  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” მიერ 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის ინსტალაციის ღირებულების (2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით) კორექცია, გადახდის მომენტისათვის სს ,,სილქნეტის”  მიერ დადგენილი სტანდარტული ინსტალაციის ღირებულების ოდენობად;

2. სს ,,სილქნეტს” უნდა დაევალოს კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის” ინტერნეტ მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა სს ,,სილქნეტსა” და კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” შორის 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებითა და 2011 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული  შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით. 

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონულიკომუნიკაციებისშესახებსაქართველოსკანონის 45-მუხლისპირველიპუნქტისშესაბამისად, ავტორიზებულიპირისმიერელექტრონულიკომუნიკაციების  სფეროშისაქართველოსკანონმდებლობის, მათშორის, კომისიისდადგენილებებითადაგადაწყვეტილებებითგანსაზღვრულიმოთხოვნებისადავალდებულებებისდარღვევისან/დალიცენზიისმფლობელისმიერსალიცენზიოპირობებისდარღვევისშემთხვევაშიკომისიაუფლებამოსილიადამრღვევიწერილობითგააფრთხილოს, ხოლოდენადიხასიათისდარღვევისკომისიისგადაწყვეტილებითგანსაზღვრულვადაშიაღმოუფხვრელობისანერთიწლისგანმავლობაშიახალიერთჯერადიხასიათისდარღვევისჩადენისშემთხვევაშიდააკისროს  ჯარიმა, რომლისოდენობააავტორიზებულიპირისბოლო 12 კალენდარულითვისშემოსავლის (საქართველოსსაგადასახადოკოდექსითგანსაზღვრულიერთობლივიშემოსავალიდღგ-ისგარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამარანაკლებ   3 000 და არა უმეტეს 30 000 ლარისა.

კომისიააღნიშნავს, რომიმისგათვალისწინებით, რომ კომისიის 2012 წლის 20 აპრილის №301/18 გადაწყვეტილებით სს ,,სილქნეტს” მიეცა გაფრთხილება,  ამჯერად, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული კანონდარღვევებისათვისმისმიმართგამოყენებულუნდაიქნასელექტრონულიკომუნიკაციებისშესახებსაქართველოსკანონის 45-მუხლისპირველიპუნქტითგათვალისწინებულიპასუხისმგებლობა - ჯარიმისსახით. კომისიისაპარატისსაფინანსოდეპარტამენტის განმარტებით, კომისიაშიწარმოდგენილირეგულირებისყოველწლიურისაფასურისგაანგარიშებისმიხედვით, სს „სილქნეტის“ ბოლო 12 კალენდარულითვისშემოსავლის 0,5 პროცენტიშეადგენს 30000 ლარზე მეტს.შესაბამისად, სს „სილქნეტის“ მიმართსანქციისსახითგამოყენებულუნდაიქნასჯარიმა 30000 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონულიკომუნიკაციებისშესახე“საქართველოსკანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 63-მუხლის, ,,ელექტრონულიკომუნიკაციებისსფეროშიმომსახურებისმიწოდებისადამომხმარებელთაუფლებებისდაცვისშესახებრეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 21-ე მუხლის მე-7 პუნქტი, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 32-მუხლისა დასაქართველოსზოგადიადმინისტრაციულიკოდექსისმე-8 თავის  შესაბამისადკომისიამ, კენჭისყრისშედეგად, ერთხმად

:

1.   კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს”  საჩივარი  დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოსსს ,,სილქნეტს” უზრუნველყოს  კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” მიერ 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის ინსტალაციის ღირებულების (2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით) კორექცია, გადახდის მომენტისათვის სს ,,სილქნეტის” მიერ დადგენილი სტანდარტული ინსტალაციის ღირებულების ოდენობად;

3. დაევალოს სს ,,სილქნეტს” კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროსთვის” ინტერნეტ მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა, სს ,,სილქნეტსა” და კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს” შორის 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებითა და 2011 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული  შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით;

4. დაევალოსკომისიისაპარატისადმინისტრაციულდეპარტამენტს (დ.ჭანკოტაძე) უზრუნველყოს სს ,,სილქნეტის“ მიერ კს ,,კორძაძის  საადვოკატო ბიუროსათვის“ მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების ხარისხის (სიჩქარის) 24-საათიანი მონიტორინგი, დღის სხვადასხვა ინტერვალში მონაცემების შეგროვებით და შესაბამისი დასკვნის კომისიაში წარმოდგენა;

5. სს ,,სილქნეტს” დაეკისროს ჯარიმა 30000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  62-ე მუხლის მე-3 პუნქტის,  ,,ელექტორნული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა), ბ), ვ) და ზ) ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის,  21-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;

6. უზრუნველყოს სს ,,სილქნეტმა” წინამდებარეგადაწყვეტილების მე-5 პუნქტითგათვალისწინებულიჯარიმისგადახდა 30 დღისვადაში, საქართველოსცენტრალურსახელმწიფობიუჯეტშიშემდეგირეკვიზიტებისმიხედვით:

- ხაზინისერთიანიანგარიში, ანგარიშისნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფოხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინოკოდი -  300773251;

7. უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“ წინამდებარეგადაწყვეტილების მე-5 პუნქტითგათვალისწინებულიჯარიმის გადახდისდამადასტურებლისაბუთისკომისიაშიწარმოდგენა,  გადახდიდან 3 სამუშაოდღისვადაში;

8. დაევალოსკომისიისაპარატისადმინისტრაციულდეპარტამენტს (.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილებისდამოწმებულიასლის სს „სილქნეტისათვის“, კს „კორძაძის საადვოკატო ბიუროსათვის“ და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივიდამცველის სამსახურისთვის გაგზავნა;

9. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

10. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოსკომისიისაპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

11. კონტროლიაღნიშნულიგადაწყვეტილებისმე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესრულებაზედაევალოსკომისიისაპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

12.კონტროლიაღნიშნულიგადაწყვეტილებისშესრულებაზე (მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების გარდა) დაევალოსკომისიისაპარატისსამართლებრივდეპარტამენტს (. ყურაშვილი);

13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

კომისიისთავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                             კარლოკვიტაიშვილი        

კომისიისწევრი                                                                                       სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიისწევრი                                                                                       ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                       აკაკი სიხარულიძე