ი/მ „ბესიკ წაქაძის“ (ს/კ 18001005306) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სვირინეტის“ (ს/კ 430031583) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 610 / 11

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2015 17:27

მიღების თარიღი ოქტომბერი 08, 2015

ი/მ  „ბესიკ წაქაძის“  (ს/კ 18001005306) კუთვნილი საოპერაციო აქტივის  შპს „სვირინეტის“ (ს/კ 430031583) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2015 წლის 16 სექტემბრის წერილით მიმართა ი/მ  „ბესიკ წაქაძემ“  (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/6775-15 16.09.2015), ი/მ  „ბესიკ წაქაძის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის (საბაზო სადგური 1, საბაზო სადგური 2, სარელეო სადგური, კვების ბლოკი და სხვა) შპს „სვირინეტის“ მიერ  შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის შესაბამისად, საოპერაციო აქტივი არის - არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელქტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ  „ბესიკ წაქაძე“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული,  ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის  შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 

A.F.3.

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების  ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 

 B.F.2. ინტერნეტ მომსახურება

   

       WiFi

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ი/მ  2ბესიკ წაქაძის“ მიერ 2015 წლის 16 სექტემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/6775-15 16.09.2015) წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

        - ინფორმაცია ი/მ  „ბესიკ წაქაძის“ საქმიანობის და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;  

        - ინფორმაცია ი/მ  „ბესიკ წაქაძის“ მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ;

        - ინფორმაცია /მ  „ბესიკ წაქაძის“ აბონენტთა რაოდენობის შესახებ;

        - ინფორმაცია  ი/მ  „ბესიკ წაქაძის“  კუთვნილი საოპერაციო აქტივის შესახებ;

        - ინფორმაცია ი/მ  „ბესიკ წაქაძის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შემძენი კომპანიის  შპს „სვირინეტის" დამფუძნებლის შესახებ;

        - ინფორმაცია ი/მ  „ბესიკ წაქაძის“ და შპს „სვირინეტის" ურთიერთდამოკიდებული/ აფილირებული პირების შესახებ;

        - შპს „სვირინეტის" ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

        წარმოდგენილი ინფომაციის თანახმად, შპს „სვირინეტის" (ს/კ 430031583) დამფუძნებლები არიან ფიზიკური პირები: ბესიკი წაქაძე (პ/ნ 18001005306) შპს „სვირინეტის" წილის 34%-ის მფლობელი, გერონტი გაჩეჩილაძე (პ/ნ 18001005227) შპს „სვირინეტის" წილის 33%-ის მფლობელი და ჯემალი კირთაძე (პ/ნ 53001037789) შპს „სვირინეტის" წილის 33%-ის მფლობელი. ფიზიკური პირი ბესიკი წაქაძე ასევე არის შპს  „აირმაქსის" (ს/კ 400034645)  წილის 34%-ის მფლობელი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს  „აირმაქსი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული,  ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის  შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 

A.F.3.

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების  ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 

B.F.2. ინტერნეტ მომსახურება

 

                WiFi

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 21 სექტემბრის Nშ-10/7012-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, ი/მ „ბესიკ წაქაძის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ბესიკ წაქაძე, რომელიც არის შპს  „აირმაქსის" დირექტორი და წილის 34%-ის მფლობელი. ასევე შპს  „აირმაქსის"  დირექტორი და წილის 33%-ის  მფლობელია ფიზიკური პირი დავით ჯოჯუა, ხოლო    შპს  „აირმაქსის" წილის 33%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ზაზა ბოგვერაძე.  

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირების: გერონტი გაჩეჩილაძის და ჯემალ კირთაძის, ასევე შპს „სვირინეტის"  აფილირება სხვა კომპანიებთან არ დგინდება.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 23 სექტემბრის №შ-10/7130-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად:

 ი/მ  „ბესიკ წაქაძე“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას ბაღდათის, ზესტაფონის და  თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. შესაბამისად, ი/მ  „ბესიკ წაქაძის“  მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან  მიღებულმა  შემოსავლებმა 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის ივლისის თვის ჩათვლით შეადგინა  სულ 45 766 ლარი. მათ შორის:

ბაღდათის მუნიციპალიტეტში  - 12 822 ლარი;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში -  28 584 ლარი;

თერჯოლის მუნიციპალიტეტში -  4 360 ლარი.

აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2015 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით სულ შეადგინა 278 აბონენტი. მათ შორის:

ბაღდათის მუნიციპალიტეტში  - 71 აბონენტი;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში -  181 აბონენტი;

თერჯოლის მუნიციპალიტეტში -  26 აბონენტი.

 

შესაბამისად, 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში, ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში  ი/მ 2ბესიკ წაქაძის“  შემოსავლების ხვედრითმა წილმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეადგინა 5,75%, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში  შეადგინა 3,75% და თერჯოლის მუნიციპალიტეტში 1,90%.

2015 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ინტერნეტ მომსახურების მიმღები მომხმარებლების მთლიან ოდენობაში ი/მ „ბესიკ წაქაძის“  აბონენტთა ხვედრითმა წილმა  ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეადგინა 4,63%, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში  შეადგინა 3,22% და თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2,04%.

 

კომისია აღნიშნავს, რომ შპს  „აირმაქსი" ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას ქ. ქუთაისში, ასევე, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, წყალტუბოს, ჭიათურის,  ხარაგაულის და ხონის მუნიციპალიტეტებში. შესაბამისად, შპს  „აირმაქსის" მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან  მიღებულმა  შემოსავლებმა 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა შეადგინა  სულ 194 646 ლარი. მათ შორის:

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში  - 59 121 ლარი;

ვანის მუნიციპალიტეტში - 1 369 ლარი;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში -  78 615 ლარი;

თერჯოლის მუნიციპალიტეტში -  26 786 ლარი;

ქ. ქუთაისში - 483 ლარი;

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - 18 217 ლარი;

ჭიათურის მუნიციპალიტეტში - 2 247 ლარი;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში - 7 320 ლარი;

ხონის მუნიციპალიტეტში - 488 ლარი.

 

აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2015 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით სულ შეადგინა 1 453 აბონენტი. მათ შორის:

ბაღდათის მუნიციპალიტეტში  - 427 აბონენტი;

ვანის მუნიციპალიტეტში - 12 აბონენტი;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში - 597 აბონენტი; 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში -  202 აბონენტი;

ქ. ქუთაისში - 2 აბონენტი; 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - 137 აბონენტი;

ჭიათურის მუნიციპალიტეტში -  21 აბონენტი;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში - 51 აბონენტი;

ხონის მუნიციპალიტეტში - 4 აბონენტი.

 

შესაბამისად, 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში, ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში  შპს  2აირმაქსის"   შემოსავლების ხვედრითმა წილმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეადგინა 26,53%, ვანის მუნიციპალიტეტში შეადგინა 0,63%, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შეადგინა 10,31%, თერჯოლის მუნიციპალიტეტში შეადგინა 11,70%, ქ. ქუთაისში შეადგინა 0,01%, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეადგინა 3,08%, ჭიათურის მუნიციპალიტეტში შეადგინა 0,82%, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შეადგინა 8,63% და ხონის მუნიციპალიტეტში შეადგინა 0,30%.

2015 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ინტერნეტ მომსახურების მიმღები მომხმარებლების მთლიან ოდენობაში შპს  „აირმაქსის"   აბონენტთა ხვედრითმა წილმა  წილმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეადგინა 27,84%, ვანის მუნიციპალიტეტში შეადგინა 0,76%, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შეადგინა 10,61%, თერჯოლის მუნიციპალიტეტში შეადგინა 15,87%, ქ. ქუთაისში შეადგინა 0,01%, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეადგინა 3,30%, ჭიათურის მუნიციპალიტეტში შეადგინა 1,13%, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შეადგინა 9,92% და ხონის მუნიციპალიტეტში შეადგინა 0,36%.

             ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ „ბესიკ წაქაძის“  კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სვირინეტის“  მიერ  შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ი/მ 2ბესიკ წაქაძის“  კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სვირინეტის“  მიერ  შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მიეცეს თანხმობა ი/მ 2ბესიკ წაქაძეს“, ი/მ „ბესიკ წაქაძის“  კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სვირინეტის“ მიერ  შეძენაზე.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან;

4. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების ი/მ „ბესიკ წაქაძისათვის“   გაგზავნა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს). 

     კომისიის თავმჯდომარის

     მოვალეობის შემსრულებელი                      მერაბ ქათამაძე  

     კომისიის წევრი                                               ელისო ასანიძე 

     კომისიის წევრი                                               კახა ბექაური   

     კომისიის წევრი                                               გიორგი ფრუიძე