საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის №819/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების თანდართულ წესსა და პირობებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნომერი: 110 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2016 18:54

მიღების თარიღი თებერვალი 24, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის819/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის  მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი   კონკურსის ჩატარების თანდართულ წესსა და პირობებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 29 დეკემბრის 819/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი. აღნიშნული გადაწყვეტლების მე–3 მუხლის თანახმად, საკონკურსო პირობების მე–4  მუხლი – „დამატებითი პირობები და მასთან თანდართული დოკუმენტაცია” ექვემდებარება საჯარო კონსულტაციას 2016 წლის 10 თებერვლამდე და შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები.

კომისიაში გამართულ შეხვედრაზე შპს“მაგთიკომმა“, ხოლო შპს „ჯეონეთმა“ ელექტრონული წერილით, წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები ზემოაღნიშნული მუხლის ფორმულირებასთან დაკავშირებით. საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, მათ აღწერეს ის არსებითი დანახარჯები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას  მონაცემთა ბაზის ახალი  ადმინისტრატორის  კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში.

პორტირების პროცესში ჩართული დაინტერესებული ოპერატორების გამოცდილების გათვალისწინებით, საქარტველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილებები და დამატებები კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის 819/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის  მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი   კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებში  (გადაწყვეტილების დანართი №1) და გადაწყვეტილების დანართი №1–ის მე–4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დამატებითი პირობები და მასთან თანდართული დოკუმენტაცია

1. კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი ვალდებულია, წარმოადგინოს ოფიციალური დასტური და ტექნიკური დოკუმენტაცია იმის თაობაზე, რომ შემოთავაზებული მონაცემთა ბაზის სისტემა თავსებადია და/ან უზრუნველყოფილი იქნება შემოთავაზებული მონაცემთა ბაზის სისტემის  თავსებადობა ავტორიზებული პირების მიერ უკვე დანერგილ და ამჟამად მოქმედ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა საოპერაციო ბაზებთან; კერძოდ, რომ მოდიფიცირება არ დასჭირდება ავტორიზებული პირების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა საოპერაციო ბაზების ინტერფეისს;

შენიშვნა: მოქმედი პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი – შპს „მედიაპრო ჯორჯია“, იმ ავტორიზებულ პირებს, რომლებიც უკვე მიერთებულნი არიან არსებულ სისტემასთან, მომსახურებას უწევს NUMLEX – ის პროგრამული უზრუნველყოფით და იყენებს SOAP–ის ინტერფეისს; პორტირების ბაზასთან ინფორმაციის მიმოცვლა ასევე ხორციელდება CSV ფაილის ფორმატში

2. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში მონაწილე პირის მიერ შემოთავაზებული  მონაცემთა  ბაზის სისტემის თავსებადობის უზრუნველყოფა ავტორიზებული პირების მიერ უკვე დანერგილ  სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა საოპერაციო ბაზებთან საჭიროებს ავტორიზებული პირების მხრიდან  დამატებით არსებით დანახარჯებს, კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირისაგან წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობითი დასტური  იმის თაობაზე, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში პირი უზრუნველყოფს ამგვარი არსებითი ხარჯების დაფარვას. აღნიშნული არსებითი დანახარჯები მოიცავს:

ა) ინტერფეისის მოდიფიცირებასთან დაკავშირებულ ფინანსურ დანახარჯებს (თუ ასეთი დანახარჯების გაწევა იქნა საჭირო);

ბ)ტექნიკური პერსონალის სწავლებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს, კერძოდ ექსპერტების ანაზღაურებას, არაუმეტეს 5 კაც/დღისა თითოეული ავტორიზებული პირისათვის;

გ) მომხმარებელთა მომსახურების პერსონალის სწავლებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს, კერძოდ ექსპერტების ანაზღაურებას, არაუმეტეს 5 კაც/დღისა თითოეული ავტორიზებული პირისათვის;

დ) ავტორიზებული პირების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა საოპერაციო ბაზების ტესტირების პროცესთან დაკავშირებულ დანახარჯებს, არაუმეტეს 20 კაც/დღისა თითოეული ავტორიზებული პირისათვის“.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

კომისიის თავმჯდომარე                           ვ. აბაშიძე

            კომისიის წევრები                           ე. ასანიძე

                                                                        გ. ფრუიძე

                                                                        მ. ქათამაძე