სს „თელასისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 116 / 7

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2018 17:30

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2018

სს „თელასისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ  სს „თელასმა“  (რეგისტრირებული დიდუბის რ-ის სასამართლოს მიერ, რეგ. N 2/5-86, 14/05/1995; ს.კ. №202052580) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/207-18, 15.01.18) ქ. თბილისში განცხადებაში აღნიშნულ კოორდინატებით განსაზღვრულ მონაკვეთებზე შიდა მოხმარების რადიოსარელეო ქსელის ფუნქციონირებისთვის, 18 გჰც სიხშირულ დიაპაზონში, ორი სიხშირული წყვილის მინიჭების მოთხოვნით.  

კომისია აღნიშნავს, რომ სს „თელასისთვის“  შერჩეულ იქნა სიხშირული წყვილები (18057.5 მჰც ± 3.5 მჰც და 19067.5 მჰც ± 3.5 მჰც, ასევე  18112.5 მჰც ± 3.5 მჰც და 19112.5 მჰც ± 3.5 მჰც), რაც გათვალისწინებულია შიდა მოხმარების რადიოსარელეო ხაზის სადგურების ფუნქციონირებისთვის  წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად  და გამოყენებული იქნება მხოლოდ  სს „თელასის“  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია  აღნიშნავს, რომ სს „თელასს“ წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (2000 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

ა:

1. მიეცეს სს „თელასს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1743 ნებართვა და მიენიჭოს  რადიოსიხშირული წყვილები დანართში (თან ერთვის) ქ. თბილისში მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ერთი წლის ვადით - 2018 წლის 22 თებერვლიდან 2019 წლის 22 თებერვლამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. სს „თელასის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

4. დაევალოს სს „თელასს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სს „თელასისთვის“  სიხშირის მინიჭების  საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი)  სს „თელასისთვის“  ნებართვით მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციის დეპარტამენტს (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „თელასისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სს „თელასისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის 2018  წლის 22 თებერვლის№116/7 გადაწყვეტილების დანართი

 

რადიოსარელეო      ხაზის      მონაკვეთები

გადაცემის სიხშირე, (ზოლის სიგანე ± 3.5მჰც)

A

B

Tx A

Tx B

1

„მობილფონის“ ანძა

410 4126.55N

440 4451.75E

„თეთრიხევის“ ანძა

410 4249.16N

440 568.78.E

19067.5 მჰც

18057.5 მჰც

2

„მობილფონის“ ანძა

410 4126.55N

440 4451.75E

სს „თელასის“ სათაო (ოფისი) 41°44'2.78"N 

44°47'5.61"E

19067.5 მჰც

18057.5 მჰც

3

 

„მობილფონის“ ანძა

410 4126.55N

440 4451.75E

„მუხიანის“ ანძა

410 4718.05N

440 5029.76E

19122.5 მჰც

18112.5 მჰც

4

შპს „ჰორიზონტის“ ანძა

410 4252.71N

440 4947.30E

სს „თელასის“ სათაო (ოფისი) 41°44'2.78"N 

44°47'5.61"E

19067.5 მჰც

18057.5 მჰც

5

შპს „ჰორიზონტის“ ანძა

410 4252.71N

440 4947.30E

„თეთრიხევის“ ანძა

410 4249.16N

440 568.78.E

19122.5 მჰც

18112.5 მჰც