რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F70 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 4 ივლისის №392/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 118 / 4

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2018 17:48

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2018

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F70 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 4 ივლისის №392/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა  შპს ”სერვისლაინმა” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/9592-17, 25.12.17) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F70 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სერვისლაინი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F70 ლიცენზიას კომისიის 2008 წლის 4 ივლისის №392/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 26 გჰც დიაპაზონში 10 გადამცემი თითოეული 1 ვატამდე სიმძლავრით ქ. ბათუმში. შესაბამისი სიხშირული წყვილებია: 25011 მჰც და 26019 მჰც, 25039 მჰც და 26047 მჰც, 25067 მჰც და 26075 მჰც, 25095 მჰც და 26103 მჰც, 25123 მჰც და 26131 მჰც. 

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  2018 წლის 4 ივლისამდე;

გ)  ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარმოუდგინოს მონაცემები ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში განსაზღვრული მაგისტრალური მიმართულების მონაკვეთზე აღნიშნული სიხშირული ზოლების მონაცვლეობითი გამოყენების წესის შესახებ;

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2018 წლის 18 იანვრის №17/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F70 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 4 ივლისის №392/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 22 თებერვალი 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღე.

კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის სხდომას არ ესწრებოდა შპს ”სერვისლაინის”  წარმომადგენელი. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F70 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F70 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 4 ივლისის №392/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის დასრულებისთანავე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაუქმდეს შპს ”სერვისლაინის” კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F70 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2008 წლის 4 ივლისის №392/1 გადაწყვეტილება;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სერვისლაინისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) შპს ”სერვისლაინისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე