რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 15 ივნისის №403/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 119 / 4

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2018 17:46

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2018

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის  15 ივნისის №403/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა  შპს ”სტუდია მაესტრომ” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/6-18, 03.01.18) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტუდია მაესტრო“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზიას კომისიის 2017 წლის 15 ივნისის №403/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 4482 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; სიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; მობილური ჩართვების განსახორციელებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 5886 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან – საკაბელო ქსელის სათაო სადგურამდე (ქ. თბილისი, ნ. ბოხუას ქ. N6); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

გ) გეოგრაფიული არეალი:  ქ. თბილისი;

დ) ლიცენზიის  მოქმედების ვადა: 2027 წლის 15 ივნისის ჩათვლით;

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2018 წლის 18 იანვრის №18/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 15 ივნისის №403/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 22 თებერვალი 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღე.

 კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის სხდომას ესწრებოდა შპს ”სტუდია მაესტროს” წარმომადგენელი რუსუდან მაჭავარიანი. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 15 ივნისის №403/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის დასრულებისთანავე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.გაუქმდეს შპს ”სტუდია მაესტროს” კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2017 წლის 15 ივნისის №403/1 გადაწყვეტილება;

2.დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  გაგზავნის უზრუნველყოფა;

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სტუდია მაესტროსთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6)                                  შპს ”სტუდია მაესტროსთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე