რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F70 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 4 ივლისის №392/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 17 / 23

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2018 13:54

მიღების თარიღი იანვარი 18, 2018

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F70 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 4 ივლისის №392/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა  შპს ”სერვისლაინმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/9592-17, 25.12.17) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F70 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სერვისლაინი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F70 ლიცენზიას კომისიის 2008 წლის 4 ივლისის №392/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 26 გჰც დიაპაზონში 10 გადამცემი თითოეული 1 ვატამდე სიმძლავრით ქ. ბათუმში. შესაბამისი სიხშირული წყვილებია: 25011 მჰც და 26019 მჰც, 25039 მჰც და 26047 მჰც, 25067 მჰც და 26075 მჰც, 25095 მჰც და 26103 მჰც, 25123 მჰც და 26131 მჰც. 

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  2018 წლის 4 ივლისამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარმოუდგინოს  მონაცემები ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში განსაზღვრული მაგისტრალური მიმართულების მონაკვეთზე აღნიშნული სიხშირული ზოლების მონაცვლეობითი გამოყენების წესის შესახებ;

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზიებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”სერვისლაინის” განცხადების საფუძველზე დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F70 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 4 ივლისის №392/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სერვისლაინის” კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F70 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 4 ივლისის №392/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;

2.  ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 22 თებერვალს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”სერვისლაინისთვის” გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე