შპს „არტარეა TV2.O“-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 279 / 2

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2018 15:36

მიღების თარიღი მაისი 10, 2018

შპს „არტარეა TV2.O“-ს  მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „არტარეა TV2.O“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/2073-18   26.04.2018) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1112, 06.11.2013) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას საკაბელო ოპერატორების ქსელით გამოყენებით მაუწყებლობა სურს საქართველოს ტერიტორიაზე და აღარ სურს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „არტარეა TV2.O“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-982, 26.10.2012), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ)მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებითი/კულტურა, ხელოვნება) ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 18 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი: სტერეო+-ს მულტიპლექსი;

ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);         

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (გორის მუნიციპალიტეტი, დუშეთის მუნიციპალიტეტი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, მარტვილის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტი, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ცაგერის მუნიციპალიტეტი, ხაშურის მუნიციპალიტეტი, ხონის მუნიციპალიტეტი);

ზ. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) ინტერნეტი - უფასო;

ზ.გ)მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო;

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2018 წლის 10 მაისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „არტარეა TV2.O“-ს  წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „არტარეა TV2.O“-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1112, 06.11.2013) მოდიფიცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოდიფიცირდეს შპს „არტარეა TV2.O“-ს მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-1112, 06.11.2013)  და:

ა) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ინტერნეტი (საქართველო);         

მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები: (საქართველო);“ 

ბ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ინტერნეტი - უფასო;

მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო;“

2. შპს „არტარეა TV2.O“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „არტარეა TV2.O“-სთვის გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „არტარეა TV2.O“-სთვის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი  და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს  (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

 

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე