ი/მ „აკაკი შველიძის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B195 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 22 ივნისის №431/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 29 / 23

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2018 11:47

მიღების თარიღი იანვარი 25, 2018

ი/მ „აკაკი შველიძის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B195 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 22 ივნისის №431/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას მიმართა ი/მ „აკაკი შველიძემ“ (№7/127-17, 10.01.2018), მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B195 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, როგორც წერილშია აღნიშნული მაუწყებლობის დაწყების შემდგომ აუდიტორიის მხრიდან გამოითქვა სურვილი მრავალფეროვანი გადაცემების, მათ შორის საინფორმაციო პროგრამების მომზადების. შესაბამისად იმისათვის, რომ განხორციელდეს მოსახლეობის თხოვნა საჭიროა ლიცენზიის მოდიფიცირება და სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ნაცვლად საერთო რადიომაუწყებლობის განსაზღვრა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ქ. მარტვილში, რომელიც მდებარეობს ზონა №253-ში, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დადგენილია შემდეგი თანმიმდევრობით:

1. საერთო რადიომაუწყებლობა

2. სათემო რადიომაუწყებლობა;

3. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა.

შესაბამისად ი/მ „აკაკი შველიძე“ ითხოვს  ლიცენზიის მოდიფიცირებას და ლიცენზიის ქვესახეობის რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ „აკაკი შველიძე“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B195 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;

დ)  მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2027 წლის 22 ივნისის ჩათვლით;

ვ) გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

ზ.ა) გადამცემის და ანტენის განლაგების ადგილი - ქ. მარტვილი, საქართველოს ტელერადიოცენტრის ანძა;

ზ.ბ) ანტენის განლაგების გეოგრაფიული კოორდინატები - 420 27 19’’ N;  420 21 58’’ E; 

ზ.გ) ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან   (მ) - 20 ± 5 მ;  

ზ.დ) ანტენის მაქსიმალური გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) - 6.5 დბ;

ზ.ე) პოლარიზაცის სიბრტყე V/H – V;

ზ.ვ) გასხივების დიაგრამა ჰორიზონტალურ სიბრტყეში - წრიული;

ზ.ზ) სიხშირე  (მჰც) - 93,5 მჰც;

ზ.თ) მოდულაციის სახეობა - FM  (სიხშირული);

ზ.ი) დაკავებული  ზოლის სიგანე  (კჰც) - 300 კჰც;

ზ.კ) გადამცემის სიმძლავრე ( ვტ) - 500 ვტ.     

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან ქ. მარტვილში პრიორიტეტულია საერთო მაუწყებლობა, ამასთან ლიცენზიის მოდიფიცირება არ გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას ი/მ „აკაკი შველიძის“ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. აღსანიშნავია, ასევე ის გარემოებაც, რომ ქ. მარტვილში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ი/მ „აკაკი შველიძე“.

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ი/მ „აკაკი შველიძის“ კერძო მაუწყებლობის №B195 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 22 ივნისის №431/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2018 წლის 22 თებერვალს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ი. ხარებავა);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ „აკაკი შველიძისთვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                ვახტანგ აბაშიძე              

კომისიის წევრი                                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                მერაბ ქათამაძე