შპს „TV ERA“-ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობზე

ნომერი: 40 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 09, 2018 15:28

მიღების თარიღი თებერვალი 01, 2018

შპს „TV ERA“-ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/8791-17; 14.11.17; №შ-10/8892-17; 17.11.17)  საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „TV ERA“-ს  მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 6 აპრილის N238/18 გადაწყვეტილების  და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/8791-17, 14.11.2017) თანახმად, კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ საჩივრის საფუძველზე, 2017 წლის 26 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, შპს „TV ERA“-ს  აბონენტთან, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „TV ERA“-ს  მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი N24. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „TV ERA“ საკუთარი ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ტვ პირველი“, „კავკასია“, “Discovery”, „Пятница“, “აჭარა”, „იმედი“, „მაესტრო“,„რუსთავი 2“, “Интер +”, “GDS“, “МИР”, „იბერია“, „Disney“, „Наше Новое Кино“,“футбол 2”,  “футбол 3”, „Жара“, „პალიტრა ტვ“, “RTVi”,  “Моя планета”, „Авто 24“, „ობიექტივი“, „ТНТ 4“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, “Кухня ТВ”, Шансон ТВ”, “History”, “Киномикс”, “Домашний”, „Киносвидание“, „ОРТ“, “футбол 1”, “Animal planet”,  “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 5“, “Наш футбол,” “Музыка первого”, “VIP премиера”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, „ერა“, „ტელეარხი 25“, „Индия ТВ“,  “Боец ТВ”, “Иллюзион”, “Сарафан“, „კომედი არხი“, „VIP мегахит“, „რაგბი ტვ“, „Кинохит“, „Матч ТВ“, „ТНТ“, “Карусель”,  “Киносемья”, “Show”,  „ერთსულოვნება“, “Eurosport 2“, “Дом Кино“, „Россия К”, “Че”, “футбол 2” (უკრაინული), “Охота и Рыбалка”,   “футбол 1” (უკრაინული),“Setanta sport+”, “Setanta sport”,  „Viasat sport“, „ენკი-ბენკი“,  ქართული არხი“, „ხარისხის არხი“, “მარაო”, „C1”, „Ru Tv“.

შპს „TV ERA“-ს  მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების და კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოირკვა, რომ 2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს „TV ERA“-ს  კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „Discovery”, „Пятница“, “Интер +”, “футбол 2”,  “футбол 3”,  „ТНТ 4“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, “History”, “Домашний”, “футбол 1”, “Animal planet”,  “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 5“, “Наш футбол,” “VIP премиера”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, “Иллюзион”, „VIP мегахит“, „რაგბი ტვ“, „Матч ТВ“, „ТНТ“, “Show”,  “Eurosport 2“, “Че”, “футбол 2” (უკრაინული), „Viasat sport“, футбол 1” (უკრაინული), „ენკი-ბენკი“, „Ru Tv“, „Disney“.

შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 30 ნოემბერს, რის შესახებ შპს „TV ERA“-ს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (N03/4040-17; 17.11.2017) და  მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის  შეტყობინებით. შეტყობინებით შპს „TV ERA“-ს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2017 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე, შპს „TV ERA“-ს წარმომადგენელმა დ. ბასლანძემ განაცხადა, რომ კომისიის წარმომადგენლების მიერ 2017 წლის 26 ოქტომბერს ქ. ბათუმში ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე შედგენილ N24 შემოწმების აქტში მითითებული პირი გ. ფ. არ წარმოადგენს შპს „TV ERA“-ს აბონენტს. კომპანიის იურისტმა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით ითხოვა საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადება, რაც კომისიის მიერ  დაკმაყოფილებულ იქნა და საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2017 წლის 7 დეკემბერს, რის თაობაზე შპს „TV ERA“ გაფრთხილდა კომისიის სხდომაზე.

 2017 წლის 7 დეკემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დამატებით გადმოეცა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/9223-17, 07.12.2017), რომლის თანახმად ირკვევა, რომ  2017 წლის 6 დეკემბერს,  ქ. ბათუმში,  შპს „TV ERA“-ს   აბონენტთან მ. ც., აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „TV ERA“-ს  მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი N31. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „TV ERA“ საკუთარი ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ტვ პირველი“, „კავკასია“, „Пятница“, “აჭარა”, „იმედი“, „რუსთავი 2“,  “Интер +”, “GDS“, “МИР”,  „მაესტრო“, „TV 1000“, “футбол 3”, „Жара“, „პალიტრა ტვ“, “RTVi”,  “Моя планета”, „ობიექტივი“, „ТНТ 4“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, „Индия ТВ“,  „Шансон ТВ”, “History”, “Киномикс”, “Домашний”, „TV 1000 action“, „იბერია“, „Киносвидание“, „ОРТ“, “футбол 1”, “Animal planet”, “Discovery”,  “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 5“, “Наш футбол,” “Музыка первого”, “VIP премиера”, “СТС”,  “Кухня ТВ”, “Евроновости”, “TV 3”, „ერა“, „ტელეარხი 25“, “Боец ТВ”, “Иллюзион”, “Сарафан“, „კომედი არხი“, „VIP мегахит“, „РЕН ТВ“, „Матч ТВ“, „ТНТ“, “Карусель”,  “Киносемья”, “Show”,  „ერთსულოვნება“, “Eurosport 2“, “Дом Кино“, „Россия К”, “Че”, „Детский Мир“, “Setanta sport+”, „Viasat sport“, “Охота и Рыбалка”, “футбол 2” (უკრაინული),   “Setanta sport”,  „ენკი-ბენკი“,  ქართული არხი“, „ხარისხის არხი“, “მარაო”, „C1”, „Ru Tv“.   

 შპს „TV ERA“-ს  მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების და კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოირკვა, რომ 2017 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „TV ERA“-ს  კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “Discovery”, „Пятница“, “Интер +”, “футбол 3”, „ТНТ 4“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, “History”, “Домашний”,“футбол 1”, “Animal planet”,  “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 5“, “Наш футбол,” “VIP премиера”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, “Иллюзион”, „VIP мегахит“, „Матч ТВ“, „ТНТ“, “Show”,  “Eurosport 2“, “Че”, “футбол 2” (უკრაინული), „Viasat sport“, „ენკი-ბენკი“, „Ru Tv“, „TV 1000“, “TV 1000 action”.    

კომისიის 2017 წლის 7 დეკემბრის კომისიის სხდომაზე შპს „TV ERA“-ს წარმომადგენელმა დ.ბასლანძემ წარმოადგინა, მისივე განმარტებით, რიგ სამაუწყებლო არხებზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის: 06.12.17, N6/9212-17).  კომპანიის იურიტმა სხდომაზე ასევე წარმოადგინა შპს „TV ERA“-ს დირექტორის მ. მეტრეველის და კომპანიის ინკასატორ-ტექნიკოსის რ. ძნელაძის მოხსენებითი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ ქ. ბათუმში, პუშკინის ქუჩა N.., ბ… მცხოვრები გ. ფ. არ არის შპს „TV ERA“-ს აბონენტი 2016 წლის 15 ოქტომბრიდან, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ქვითარი არის ყალბი.

კომისიის 2017 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე შპს „TV ERA“-ს გასაცნობად გადაეცა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/9223-17, 07.12.2017),  შემოწმების აქტი N31 და შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი. აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით, შპს „TV ERA“-ს მოთხოვნით, საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2017 წლის 14 დეკემბერს, რის შესახებ შპს „TV ERA“-ს წარმომადგენლები გაფრთხილდნენ კომისიის სხდომაზე.

2017 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „TV ERA“-ს წარმომადგენელი დ. ბასლანძე, რომელმაც 2017 წლის 6 დეკემბრის შემოწმების აქტში N31 მითითებული აბონენტის (მ. ც.) დადგენის მიზნით, მოითხოვა სხდომის ერთი კვირით გადადება. კომისიამ დააკმაყოფილა კომპანიის შუამდგომლობა და საკითხის განხილვა დანიშნა 2017 წლის 26 დეკემბერს, ამასთან, შპს „TV ERA“-ს დაევალა კომისიაში საკითხის განხილვამდე მთელი რიგი დოკუმენტაციის წარმოდგენა, კერძოდ: შპს „TV ERA“-ს მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების ჩამონთვალი და შპს „TV ERA“-ს მოქმედი აბონენტების სია.

2017 წლის 21 დეკემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დამატებით გადმოეცა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/9513-17, 21.12.2017), საიდანაც ირკვევა, რომ საერთაშორისო კომპანია ,,ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“, საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული აქვს შემდეგი სამაუწყებლო არხების გავრცელების უფლება: „TV 1000“, „TV 1000 ACTION“, „Viasat Explorer“, „Viasat History“, „Viasat Sport“, „Viasat Davinci“, „Еврокино“, “Иллюзион+”, “Русскии Иллюзион”, „Авто 24“, „Детский”, “Зоопарк”, „Пятница“,  „ТНТ comedy“ და რიგი სამაუწყებლო არხის მხოლოდ საერთაშორისო ვერისიის, კერძოდ, “СТС International”, “Домашний International”, “перец International”, „ТНТ 4  International”, “Friday International”.

აღნიშნული სამსახურებრივი ბარათიდან, ასევე, ირკვევა, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს ყველა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს გაეგზავნათ კომისიის  N04/4247-17 წერილი იმაზე მითითებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია რამოდენიმე სამაუწყებლო არხის მხოლოდ საერთაშორისო ვერსიის გავრცელება (“СТС International ”, “Домашний International”, “ перец International”, „ТНТ 4 International”, “Friday International”) და აღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებეს, მოეთოხოვათ ორი კვირის ვადაში საკუთარი საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა.

2017 წლის 26 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „TV ERA“-ს განცხადება სხდომის გადადების თაობაზე (კომისიაში რეგისრაციის: N6/9609-17, 26.12.17).  განცხადების თანახმად, შპს „TV ERA“-ს 2017 წლის 14 დეკემბრიდან არ ჰყავს დირექტორი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N2017 წლის 14 დეკემბრის NB17136820/3 გადაწყვეტილება), შესაბამისად კომპანია ითხოვს 2017 წლის 26 დეკემბერს ჩანიშნული ადმინისტრაციული განხილვის გადადებას შპს „TV ERA“-ში უფლებამოსილი წარმომადგენლის/დირექტორის დანიშვნამდე.

კომისიამ დააკმაყოფილა შპს „TV ERA“-ს შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე და საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2018 წლის 18 იანვარს, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით.

2018 წლის 18 იანვარს კომისიაში შემოვიდა შპს „TV ERA“-ს განცხადება, 2018 წლის 18 იანვარს ჩანიშნული კომისიის სხდომის ორი კვირით გადადების თაობაზე (კომისიაში რეგისრაციის: N6/282-18, 18.01.18). შპს „TV ERA“-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიაში მიმდინარეობს ახლად დანიშნულ დირექტორზე (დ. გოგიბერიძე) დოკუმენტების გადაბარება, რის გამოც ვერ მოხერხდა  გამოთხოვილი ინფორმაციის (შპს „TV ERA“-ს მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების ჩამონთვალი და შპს „TV ERA“-ს მოქმედი აბონენტების სია) კომისიაში წარმოდგენა.

            კომისიამ დააკმაყოფილა შპს „TV ERA“-ს შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე და საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2018 წლის 1 თებერვალს, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2018 წლის 1 თებერვალს. კომისიის სხდომაზე   არ გამოცხადდა კომპანიის  წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება სხდომის გადადების და განხილვის დღის ჩანიშვნის შესახებ კომპანიას 2018 წლის 24 იანვარს ჩაბარდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე აქედან, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „TV ERA“-ს   დაუსწრებლად.

 II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:

  1.  კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 14 ნოემბრის  N10/8791-17 სამსახურებრივი ბარათი;
  2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 17 ნოემბრის N10/8822-17 სამსახურებრივი ბარათი;
  3. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის  შემოწმების აქტი N24, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD) და  შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;
  4. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 7 დეკემბრის  N10/9223-17 სამსახურებრივი ბარათი;
  5. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 6 დეკემბრის  შემოწმების აქტი N31, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD) და  შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;
  6. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 21 დეკემბრის N10/9513-17 სამსახურებრივი ბარათი;
  7. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი შპს „TV ERA“-ს ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის თაობაზე (N10/9061-17;28.11.17);
  8.  შპს „TV ERA“-ს  მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  9.  შპს „TV ERA“-ს  მიერ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის: N6/9292-17; 06.12.17);
  10. შპს „TV ERA“-ს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და  კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
  11. შპს „TV ERA“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები მიცემული კომისიის 2017 წლის 30 ნოემბრის  და 2017 წლის 7 და 14 დეკემბრის სხდომებზე;
  12. შპს „TV ERA“-ს 2017 წლის 26 დეკემბერის განცხადება სხდომის გადადების თაობაზე (კომისიაში რეგისრაციის: N6/9609-17, 26.12.17);
  13.   შპს „TV ERA“-ს 2018 წლის 18 იანვრის განცხადება სხდომის გადადების თაობაზე (კომისიაში რეგისრაციის: N6/282-18, 18.01.18);
  14. ООО «Медиа Бизнес Солюшенс»  და ООО «Международное РТВ» წერილები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-8/8925-17, შ-8/8633-17, შ-8/8632-17, შ-8/8766-17);
  15. კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის N04/4247-17 წერილი  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს.

III.  კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

  1.   კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს „TV ERA“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 26.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელით და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
  2.  2017 წლის 26 ოქტომბერს, 20:45 საათზე, ქ. ბათუმში, მისამართზე: პუშკინის ქ. N.., ბ. N .., შპს „TV ERA“-ს  აბონენტ გ. ფ., კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „TV ERA“-ს  მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი N24. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ზ. კვირკველია და ი. ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე - შპს „TV ERA“-ს  აბონენტის გ. ფ. მეუღლე მ. ც;
  3.  შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს, შპს „TV ERA“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ტვ პირველი“, „კავკასია“, “Discovery”, „Пятница“, “აჭარა”, „იმედი“, „მაესტრო“,„რუსთავი 2“, “Интер +”, “GDS“, “МИР”, „იბერია“, „Disney“, „Наше Новое Кино“,“футбол 2”,  “футбол 3”, „Жара“, „პალიტრა ტვ“, “RTVi”,  “Моя планета”, „Авто 24“, „ობიექტივი“, „ТНТ 4“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, “Кухня ТВ”, Шансон ТВ”, “History”, “Киномикс”, “Домашний”, „Киносвидание“, „ОРТ“, “футбол 1”, “Animal planet”,  “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 5“, “Наш футбол,” “Музыка первого”, “VIP премиера”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, „ერა“, „ტელეარხი 25“, „Индия ТВ“,  “Боец ТВ”, “Иллюзион”, “Сарафан“, „კომედი არხი“, „VIP мегахит“, „რაგბი ტვ“, „Кинохит“, „Матч ТВ“, „ТНТ“, “Карусель”,  “Киносемья”, “Show”,  „ერთსულოვნება“, “Eurosport 2“, “Дом Кино“, „Россия К”, “Че”, “футбол 2” (უკრაინული),“Охота и Рыбалка”,   “футбол 1” (უკრაინული),“Setanta sport+”, “Setanta sport”,  „Viasat sport“, „ენკი-ბენკი“,  ქართული არხი“, „ხარისხის არხი“, “მარაო”, „C1”, „Ru Tv“;
  4.   2017 წლის  6 დეკემბერს, 14:21 საათზე, ქ. ბათუმში, მისამართზე: ფარნავაზ მეფის ქუჩა N.., შპს „TV ERA“-ს  აბონენტ  მ. ც., კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „TV ERA“-ს  მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი N31. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ზ. კვირკველია და კ. ქორიძე, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე - შპს „TV ERA“-ს  აბონენტი მ. ც.;
  5.   შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს, შპს „TV ERA“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ტვ პირველი“, „კავკასია“, „Пятница“, “აჭარა”, „იმედი“, „რუსთავი 2“,  “Интер +”, “GDS“, “МИР”,  „მაესტრო“, „TV 1000“, “футбол 3”, „Жара“, „პალიტრა ტვ“, “RTVi”,  “Моя планета”, „ობიექტივი“, „ТНТ 4“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, „Индия ТВ“,  „Шансон ТВ”, “History”, “Киномикс”, “Домашний”, „TV 1000 action“, „იბერია“, „Киносвидание“, „ОРТ“, “футбол 1”, “Animal planet”, “Discovery”,  “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 5“, “Наш футбол,” “Музыка первого”, “VIP премиера”, “СТС”,  “Кухня ТВ”, “Евроновости”, “TV 3”, „ერა“, „ტელეარხი 25“, “Боец ТВ”, “Иллюзион”, “Сарафан“, „კომედი არხი“, „VIP мегахит“, „РЕН ТВ“, „Матч ТВ“, „ТНТ“, “Карусель”,  “Киносемья”, “Show”,  „ერთსულოვნება“, “Eurosport 2“, “Дом Кино“, „Россия К”, “Че”, „Детский Мир“, “Setanta sport+”, „Viasat sport“, “Охота и Рыбалка”, “футбол 2” (უკრაინული), “Setanta sport”,  „ენკი-ბენკი“,  ქართული არხი“, „ხარისხის არხი“, “მარაო”, „C1”, „Ru Tv“;    
  6.  შემოწმების სისწორე დასტურდა 2017 წლის 26 ოქტომბრის N24 და 2017 წლის 6 დეკემბრის N31 შემოწმების აქტებით, რომელებიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ვიდეო ჩანაწერებით - 2 (CD);
  7.  2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით (შპს „TV ERA“-ს  ჩაბარდა 12.03.2012) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „TV ERA“-ს ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე;
  8.  ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის თაობაზე შპს „TV ERA“-ს  ასევე ეცნობა კომისიის  2013 წლის  14 იანვრის №04/80-13 წერილით (შპს „TV ERA“-ს  ჩაბარდა 17.01.2013.). ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  9.   საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედი“ საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების დისტრიბუციას: „TV 1000“, „TV 1000 ACTION“, „TV 1000 RK“, „Viasat Explorer“, „Viasat History“, „Viasat Nature“, „Viasat  Sport“, „Viasat Davinci“, „Еврокино“,  „Иллюзион+“,  „Русский Иллюзион“,  „Авто 24“,  „Детский“, „Зоопарк“, „Оружие“, „Феникс Плюс Кино“,  „Перец“,  „Домашний“,  „CTC“,  „Пятница“,  „TVCI“,  „RU TV (Music One)“, „Zee TV“, „Бокс ТВ“, „ТНТ Comedy“, „TV 3“;
  10. საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ მოპოვებული აქვს საქართველოს ტერიტორიაზე  შემდეგი სამაუწყებლო არხების გავრცელების უფლება: „TV 1000“, „TV 1000 ACTION“, „Viasat Explorer“, „Viasat History“, „Viasat Sport“, „Viasat Davinci“, „Еврокино“, “Иллюзион+”, “ Русскии Иллюзион”, „Авто 24“, „Детский”, “ Зоопарк”, „Пятница“,  ხოლო რიგი სამაუწყებლო არხების: “СТС International ”, “Домашний International”, “ Перец International”, „ТНТ 4  International”, „ТНТ comedy“, ,,Friday International” მხოლოდ საერთაშორისო ვერსიის;
  11. 2017 წლის 26 ოქტომბრის შემოწმების აქტი N24-ის და 6 დეკემბრის შემოწმების აქტი N31-ის შესაბამისად, შპს ,,TV ERA“ ახორციელებს საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ შემდეგი სამაუწყებლო არხების გავრცელებას საკუთარი საკაბელო ქსელით: „Пятница, „ТНТ 4“,  „Еврокино“,  „History“, „Домашний“, „CTC“, „TV 3“, „Иллюзион“, „ТНТ“, „Viasat  Sport“, „RU TV“, „TV 1000“, „TV 1000 ACTION“;
  12. კომისიის 2017 წლის 12 დეკემბერის N04/4247-17 წერილით, ყველა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, მათ შორის  შპს ,,TV ERA“-ს (ჩაბარდა 15.12.17), ეცნობათ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია კონკრეტული სამაუწყებლო არხების საერთაშორისო ვერსიის გავრცელება,  კერძოდ, “СТС International ”, “Домашний International”, “перец International”, „ТНТ 4  International”, „ТНТ comedy”, “Friday International“. აღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,TV ERA“-ს მოეთხოვათ ორი კვირის ვადაში საკუთარი საქმიანობა შესაბამისობაში მოყვანა.
  13. კომისიის 2016 წლის 28 ივლისის  N524/18 გადაწყვეტილებით, შპს ,,TV ERA“-ს მსგავსი დარღვევისათვის, კერძოდ, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო მიეცა გაფრთხილება;
  14. კომისიის 2017 წლის 6 აპრილის N238/18 გადაწყვეტილებით, შპს ,,TV ERA“-ს მსგავსი დარღვევისათვის, კერძოდ, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო დაეკისრა 11,278.79 ლარის ოდენობის ჯარიმა;
  15. შპს ,,TV ERA“-ს 2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით  კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების: „Discovery”, „Пятница“, “Интер +”, “футбол 2”,  “футбол 3”,  „ТНТ 4“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, “History”, “Домашний”,“футбол 1”, “Animal planet”,  “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 5“, “Наш футбол,” “VIP премиера”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, “Иллюзион”, „VIP мегахит“, „რაგბი ტვ“, „Матч ТВ“, „ТНТ“, “Show”,  “Eurosport 2“, “Че”, “футбол 2” (უკრაინული), „Viasat sport“, футбол 1” (უკრაინული), „ენკი-ბენკი“, „Ru Tv“, „Disney“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  16. 2017 წლის 6 დეკემბერს  შპს „TV ERA“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან (კომისიაში რეგისტრაციის: N6/9212-17, 06.12.17) ირკვევა, რომ: სამაუწყებლო არხებზე: „რაგბი ტვ” და „ენკი-ბენკიზე”, შპს „TV ERA“-ს მონიტორინგის ჩატარების მომენტისათვის არ გააჩნდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით გაფორმებული ხელშეკრულებები. შპს „რაგბი ტვ“-ზე კომპანიამ მართლზომიერი რეტრანსლირების უფლება 2017 წლის 1 ნოემბერს მოიპოვა, ხოლო სამაუწყებლო არხი „ენკი-ბენკის“ სანებართვო წერილს არ აქვს მითითებული თარიღი, აღნიშნულის თაობაზე შპს „TV ERA“-ს ინფორმაცია კომისიის სხდომაზე უნდა დაეფიქსირებინა, რომელზეც არ გამოცხადდა.
  17. შპს ,,TV ERA“-ს 2017 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით  კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების: „Discovery”, „Пятница“, “Интер +”, “футбол 3”,  „ТНТ 4“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, “History”, “Домашний”,“футбол 1”, “Animal planet”,  “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 5“, “Наш футбол,” “VIP премиера”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, “Иллюзион”, „VIP мегахит“, „Матч ТВ“, „ТНТ“, “Show”,  “Eurosport 2“, “Че”, “футбол 2” (უკრაინული), „Viasat sport“,  „Ru Tv“, „TV 1000“, “TV 1000 action”;
  18.  შპს ,,TV ERA“-ს 2017 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით  კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების: „Discovery”, „Пятница“, “Интер +”, “футбол 2”,  “футбол 3”,  „ТНТ 4“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, “History”, “Домашний”,“футбол 1”, “Animal planet”,  “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 5“, “Наш футбол,” “VIP премиера”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, “Иллюзион”, „VIP мегахит“,  „Матч ТВ“, „ТНТ“, “Show”,  “Eurosport 2“, “Че”, “футбол 2” (უკრაინული), „Viasat sport“, футбол 1” (უკრაინული),  „Ru Tv“, „Disney“, „TV 1000“ და “TV 1000 action“  საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  

IV.  სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  5.  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
  6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
  7.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
  8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  10.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  11. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის  ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ  არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ სატელევიზიო არხების: „Discovery”, „Пятница“, “Интер +”, “футбол 2”,  “футбол 3”,  „ТНТ 4“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, “History”, “Домашний”,“футбол 1”, “Animal planet”,  “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 5“, “Наш футбол,” “VIP премиера”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, “Иллюзион”, „VIP мегахит“, „რაგბი ტვ“, „Матч ТВ“, „ТНТ“, “Show”,  “Eurosport 2“, “Че”, “футбол 2” (უკრაინული), „Viasat sport“, футбол 1” (უკრაინული), „ენკი-ბენკი“, „Ru Tv“, „Disney“, „TV 1000“ და “TV 1000 action“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „TV ERA“-ს მიერ დარღვეულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მისი სანქცირების საფუძველია.

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის ნოემბერში, შპს „TV ERA“ - სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას გამოვლინდა ახალი გარემოება, კერძოდ, კომისიისთვის ცნობილი გახდა,  რომ სამაუწყებლო არხების: „СТС International ”, “Домашний International”, “ перец International”, „ТНТ 4 International”, „ТНТ comedy”, “Friday International“ საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ საერთაშორისო ვერსიის გავრცელებაა  შესაძლებელი (ООО «Медиа Бизнес Солюшенс»  და ООО «Международное РТВ» განცხადებები – კომისიაში რეგისტრაციის Nშ-8/8925-17, შ-8/8633-17, შ-8/8632-17,შ-8/8766-17), რომელთა ტრანზიტს შპს „TV ERA“-ს გარდა სხვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებიც ახორციელებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიამ 2017 წლის 12 დეკემბერს  გამაფრთხილებელი წერილით მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „TV ERA”-ს და განუსაზღვრა ორკვირიანი ვადა მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შპს „TV ERA”-ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, ასევე მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების:  „Discovery”, „Пятница“, “Интер +”, “футбол 2”,  “футбол 3”,  „ТНТ 4“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, “History”, “Домашний”,“футбол 1”, “Animal planet”,  “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 5“, “Наш футбол,” “VIP Премьера”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, “Иллюзион”, „VIP Мегахит“, „Матч ТВ“, „ТНТ“, “Show”,  “Eurosport 2“, “Че”, “футбол 2” (უკრაინული), „Viasat sport“, футбол 1” (უკრაინული), „Ru Tv“, „Disney“ „TV 1000“ და “TV 1000 action“ არამართლზომიერი გადაცემის აკრძალვის დაკისრების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე, 58-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   შპს ,,TV ERA” ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ”ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, ,,შპს ,,TV ERA”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 6 აპრილის №238/18 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2.  შპს ,,TV ERA” გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;

3.   შპს ,,TV ERA”-მა დაუყონებლივ უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: „Discovery”, „Пятница“, “Интер +”, “футбол 2”,  “футбол 3”,  „ТНТ 4“, „Россия 1”, ”НТВ”, „Еврокино“, “History”, “Домашний”,“футбол 1”, “Animal planet”,  “Eurosport 1“, “ID”, “TLC”, “TV 5“, “Наш футбол,” “VIP премиера”, “СТС”, “Евроновости”, “TV 3”, “Иллюзион”, „VIP Мегахит“, „Матч ТВ“, „ТНТ“, “Show”,  “Eurosport 2“, “Че”, “футбол 2” (უკრაინული), „Viasat sport“, футбол 1” (უკრაინული),  „Ru Tv“, „Disney“ „TV 1000“ და “TV 1000 action“ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის  შეწყვეტა;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,TV ERA”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,TV ERA”-სთვის  ჩაბარების დღიდან;

6.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,TV ERA”-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-4 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

                კომისიის თავმჯდომარე                                                                                კახა ბექაური

კომისიის წევრი                                                                                 ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                 გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                 მერაბ ქათამაძე