შპს „YOURNET“-ის (ს/კ 438108398) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “სქაიტელის“ (ს/კ 400013748) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 423 / 11

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2018 17:30

მიღების თარიღი ივლისი 26, 2018

შპს „YOURNET“-ის (ს/კ 438108398) კუთვნილი  საოპერაციო აქტივის  შპს “სქაიტელის“ (ს/კ 400013748) მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2018 წლის 29 ივნისს ერთობლივი განცხადებით მიმართეს  შპს „YOURNET“-მა და შპს “სქაიტელმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/3087-18 29.06.2018; №6/3162-18 03.07.2018), შპს „YOURNET“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის (WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებისათვის საჭირო მოწყობილობები) შპს “სქაიტელის“ მიერ  შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით. 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „YOURNET“ და შპს “სქაიტელი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს.

შპს „YOURNET“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

შპს “სქაიტელს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

 

A.F.1

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

 

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „YOURNET“-ის წილის 100%-ის მფლობელია შპს „Netflex ნეტფლექსი“. შპს „YOURNET“-ის დირექტორია არჩილ ხოჯაშვილი.

შპს “სქაიტელის“ წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ბესიკ მოსაშვილი. შპს “სქაიტელის“ დირექტორია არჩილ ხოჯაშვილი.

შპს “სქაიტელი“ წილის 100%-ს მფლობს შპს „Galaxy Georgia“-ში.

შპს „Netflex ნეტფლექსის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ლევან გაბუნია.

შპს „Netflex ნეტფლექსი“ ასევე ფლობს წილის 100%-ს შპს „MAXNET“-ში და წილის 96%-ს შპს „niknet“ - ში.

შპს „MAXNET“ წილის 100%-ს მფლობს შპს „ფრინეტში“.

შესაბამისად, შპს “სქაიტელთან“  აფილირებული ავტორიზებული პირები არიან: შპს „MAXNET“,  შპს „YOURNET“,  შპს „Niknet“,  შპს „ფრინეტი“, შპს „Galaxy Georgia“.

შპს “სქაიტელი“, შპს „YOURNET“, ასევე შპს “სქაიტელთან“ აფილირებული ავტორიზებული პირები შპს „MAXNET“,  შპს „niknet“, შპს „ფრინეტი“, შპს „Galaxy Georgia“ ახორციელებენ ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, კომპანიების მიხედვით შეადგინა:

შპს „MAXNET“ – 5938 აბონენტი;

შპს „ფრინეტი“ – 3162 აბონენტი;

შპს „YOURNET“ – 1806 აბონენტი;

შპს „სქაიტელი“ – 8282 აბონენტი;

შპს „Niknet“ – 981 აბონენტი;

შპს „ნეტფლექსი“ – 689 აბონენტი;

შპს „Galaxy Georgia“ – 700 აბონენტი.

მუნიციპალიტეტების ჭრილში ზემოაღნიშნული კომპანიების კუთვნილი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის მუნიციპალიტეტში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში შემდეგია:

 

MAXNET

ფრინეტი

Yournet

სქაიტელი

Niknet

ნეტფლექსი

Galaxy Georgia

ადიგენი

 

 

 

2%

 

 

 

ასპინძა

 

 

 

1,6%

 

 

 

ახალგორი

 

 

 

29,9%

 

 

23,1%

ამბროლაური

45,5%

 

 

0,5%

 

 

 

ახალციხე

 

 

0,4%

0,1%

 

 

 

ახმეტა

1,2%

11,4%

1,6%

 

 

 

 

ბათუმი

 

 

 

 

 

 

 

ბაღდათი

5,9%

 

 

0,5%

 

 

 

ბორჯომი

 

 

 

14,6%

 

 

 

ბოლნისი

 

 

 

 

 

 

1,1%

გურჯაანი

 

3,2%

4,3%

6,8%

 

 

 

გორი

 

 

 

 

 

 

 

გარდაბანი

 

 

0,7%

7,1%

 

 

 

დუშეთი

 

 

 

29%

 

9,2%

 

დმანისი

 

 

 

 

 

0,8%

 

დედოფლისწყ.

 

 

20,6%

 

 

 

 

ვანი

1,3%

 

 

1,7%

 

 

0,1%

ზუგდიდი

 

 

 

14,5%

 

 

 

ზესტაფონი

1,1%

 

 

 

 

 

 

თერჯოლა

27,3%

 

 

 

 

 

 

თეთრიწყარო

 

 

 

9,9%

 

 

2,9%

თბილისი

 

 

 

0,5%

0.1%

 

 

თიანეთი

 

 

 

0,4%

 

 

 

თელავი

0,1%

18,9%

 

0,2%

 

 

 

ლაგოდეხი

1,5%

0,7%

 

0,9%

 

 

 

მარტვილი

0,2%

 

 

 

 

 

0,1%

მცხეთა

 

 

 

0,4%

 

 

 

მარნეული

 

 

0,3%

 

 

 

5,3%

ოზურგეთი

 

 

 

 

 

 

 

ონი

99,6%

 

 

 

 

 

 

სამტრედია

0,1%

 

 

 

 

 

 

საჩხერე

61,1%

 

 

 

 

 

 

საგარეჯო

 

 

11,6%

 

 

 

 

სიღნაღი

 

 

6,9%

18%

 

 

 

სტეფანწმინდა

 

 

 

9%

 

45,7%

 

სენაკი

 

 

 

26%

 

 

 

ტყიბული

37,6%

 

 

 

 

 

 

ქუთაისი

0,2%

 

 

 

 

 

 

ქობულეთი

 

 

 

 

 

 

 

ჭიათურა

47,8%

 

 

 

 

 

 

წალენჯიხა

 

 

 

49,6%

 

 

 

წყალტუბო

13,2%

 

 

 

 

 

 

ყვარელი

 

10,1%

 

 

 

 

 

შუახევი

4,6%

 

 

0,8%

 

 

 

ხელვაჩაური

 

 

 

 

 

 

 

ხობი

 

 

 

3%

 

 

 

ხონი

0,1%

 

 

 

 

 

 

ხაშური

 

 

 

 

5,7%

 

 

 

არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, შპს „YOURNET “-ის კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “სქაიტელის“ მიერ  შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „YOURNET“-ის კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “სქაიტელის“ მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა შპს „YOURNET“-ს, შპს „YOURNET“-ის კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “სქაიტელის“ მიერ  შეძენაზე;

2. შპს „YOURNET“-ის კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “სქაიტელის“ მიერ  შეძენის შემთხვევაში, შპს „YOURNET“-მა და შპს “სქაიტელმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „YOURNET“-ისა და შპს “სქაიტელისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე).

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „YOURNET“-ისა და შპს “სქაიტელისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), შპს „YOURNET“-ისა და შპს “სქაიტელისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე