საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის № 120/13 და № 121/13 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 429 / 19

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 03, 2018 16:44

მიღების თარიღი ივლისი 26, 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014  წლის 6 მარტის № 120/13 და № 121/13

გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ  შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ (რეგისტრირებული მთაწმინდის რაიონის სასამართლოს მიერ 2000 წლის 25 სექტემბერს, რეგ. №06/4-464; საიდენტიფიკაციო კოდი: 203829250), კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/2569-18, 25.05.18 და №შ-6-2865-18, 14.06.18) და მოითხოვა ცვლილების შეტანა კომისიის 2014  წლის 6 მარტის №120/13 და № 121/13 გადაწყვეტილებებში, კერძოდ, კომპანიას სურს:

ა) გრიგალათი-ჭიათურის მიმართულებაზე გამონთავისუფლებული სარელეო სიხშირეების ქუთაისი-ალავერდის და ჭიათურა-ალავერდის მიმართულებით გამოყენება;

ბ) კოჯორი-საგარეჯოს მიმართულებაზე გამოყენებული სიხშირეების სარეზერვო ხაზის შექმნის მიზნით, კოჯორი-დედოფლისწყაროს მიმართულებაზე გამოყენება;

გ) ალავერდში სატელევიზიო სიგნალის გასავრცელებლად 34-ე არხის გამოყენება.

კომისია აღნიშნავს, რომ:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის № 120/13 გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ მიენიჭა რადიოსიხშირეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გასავრცელებლად;

ბ)  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის № 121/13 გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ მიენიჭა რადიოსარელეო სიხშირეები რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გასავრცელებლად.

კომისია ასევე აღნიშნავს რომ შეისწავლა შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მოთხოვნა და რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი დასკვნის საფუძველზე (№შ-10/2960-18, 21.06.2018) აღნიშნავს, რომ შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებების შეტანა კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებებში და შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2014  წლის 6 მარტის № 121/13 გადაწყვეტილების დანართში და მე-9  სტრიქონი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 

9

 

 

კოჯორი

 

 

41°40'13.93"N

44°41'17.36"E

 

დედოფლის

წყარო

41°28'0.81"N

46°8'10.82"E

 

6375.140

 

6123.100

29.650

ch7

252.040

H

123

80

10

2. შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 6 მარტის № 121/13  გადაწყვეტილების დანართში და 32-ე სტრიქონი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 

32

 

ალავერდი

 

 

42° 3'34.1"N

43°03'40.22"E

ჭიათურა

42°17'15.57"N

43°15'40.46"E

7327.500

 

7166.500

28.000

ch2

161.000

H

30

25

25

 

3. შევიდეს ცვლილება კომისიის  2016 წლის 6 მარტის  №121/13 გადაწყვეტილების დანართში, დაემატოს  64-ე სტრიქონი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

64

 

ალავერდი

 

42° 3'34.1"N

43°03'40.22"E

ქუთაისი

42°16'48.21"N

42°44'11.73"E

7327.500

7263.500

28.000

ch2

161.000

V

36

25

25

 

4. შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 6 მარტის №120/13 გადაწყვეტილების დანართ 2-ში, დაემატოს 111-ე სტრიქონი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

111

GEO253

 

ალავერდი

ზესტაფონი

100

42° 3'34.1"N

43°03'40.22"E

15

წლიური

H

სარელეო

34

530

8

 

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი) ასევე რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე) კომისიის უწყებრივ რეესტრში ცვლილებების აღრიცხვა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

თანდართული დოკუმენტები: